26 წლის თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი მოსკოვის ცსკა-ს მთავარ გუნდში სინჯებზეა მიწვეული

უცნობმა ადამიანმა ძალიან უცნაური და დაუჯერებელი ამბავი მოგვწერა. "გამარჯობათ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ "შევარდენი 1906"-ის ფეხბურთელი მიხეილ როსტიაშვილი მოსკოვის ცსკა-ს მთავარ გუნდში სინჯებზეა მიწვეული. სინჯები 14 აგვისტოდან დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში როსტიაშვილი რამდენიმე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა".

26 წლის მიხეილ როსტიაშვილი თავდამსხმელია. ქართულ ფეხბურთში "ვიტ ჯორჯიიდან" გამოჩნდა, სადაც 2006-11 წლებში თამაშობდა. 2010 წელს, მცირე ხნით, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, საიდანაც "ვეტერინარებს" დაუბრუნდა. მერე იყო "სამტრედია" (2012-13), იურმალის "სპარტაკი" (2014), პირველი ლიგის "ბორჯომი" (2015-16), ხონის "იმერეთი" (2016-17) და ბოლოს "შევარდენი 1906", სადაც წლეულს გადავიდა.

თავის დროზე, როსტიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ თამაშობდა, იყო ასაკობრივი ნაკრებების წევრი - ზაურ სვანაძე 19-წლამდელებში ათამაშებდა, ხოლო კახა ცხადაძე ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა.

...დაგვეთანხებით, უცებ არაფერი ხდება - როცა ცსკა-ში გაცილებით სახელიან ქართველებსაც კი არ იწვევენ, მესამე ქართული ლიგის მოთამაშით რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის დაინტერესება დაუჯერებლად მოგვეჩვენა და ხუმრობად ჩავთვალეთ.

მაგრამ "შევარდენი 1906"-ის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ ეს ამბავი დაადასტურა:

"როსტიაშვილი? დიახ, ის ნამდვილად მოსკოვშია. ცსკა-მ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნა. მეც ასე ვიცი, რომ არმიელთა მთავარ გუნდში მიიწვიეს და ძირითად შემადგენლობასთან ერთად უკვე ივარჯიშა. მაგრამ ვინ მიიწვია და მისით როდის დაინტერესდნენ, ეს ჩემთვის უცნობია", - გვითხრა კიკაბიძემ.

აი, ასეთი ისტორიაა. მიხეილ როსტიაშვილს მოსკოვში დავუკავშირდით...

- გავიგეთ, რომ მოსკოვის ცსკა-ში ვარჯიშობთ. საქართველოს მესამე ლიგიდან რუსულ გრანდში მიწვევა ზღაპარს ჰგავს. როგორ, რანაირად?

- თავიდან მეც არ მჯეროდა და დღემდე მიკვირს. არადა, მართლა ცსკა-ში ვვარჯიშობ.

- მთავარ გუნდში?

- დიახ, მთავარ გუნდში.

- კი მაგრამ, არმიელები თქვენით როდის დაინტერესდნენ?

- 2014 წელს ლატვიაში, იურმალის "სპარტაკში" ვთამაშობდი, სადაც ჩემი მწვრთნელი იყო რომან პილიპჩუკი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მუშაობდა მოსკოვის "დინამოში", დონეცკის "ოლიმპიკში", ტაჯიკეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, 2016 წლიდან კი მოსკოვის "სპარტაკშია", სადაც ბოლოს მასიმო კარერას ასისტენტი გახლდათ.

ახლახან პილიპჩუკს მოსკოვის ცსკა-ს სელექცია ჩააბარეს და... მოულოდნელად დამიკავშირდა. მას იურმალაში მუშაობის პერიოდშიც მოვწონდი და გამიხარდა, სამი წლის შემდეგ რომ გამიხსენა. მაგრამ, თქვენი არ იყოს, ეს მეც უტოპიად მომეჩვენა. მაგრამ პასპორტში ვიზა რომ ჩამირტყეს, თვითმფრინავის ბილეთი და სასტუმროს ნომერი რომ დამიჯავშნეს, მაშინ მივხვდი, რომ უტოპია არ იყო და ჩემს თავს ძალიან მაგარი ამბავი ხდებოდა. მოსკოვის ცსკა ძალიან ძლიერი გუნდია და აქ ვარჯიში პატარა საქმე არ არის.

- მოსკოვში როდის ჩახვედით?

- მეხუთე დღეა, აქ ვარ. მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ, "სპარტაკთან" თამაშის შემდეგ ვივარჯიშე, ახლა "იანგ ბოიზთან" სტუმრად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (გუშინ ცსკა-მ ეს თამაში 1:0 მოიგო - რედ.) და მე დუბლებში მავარჯიშეს. თუმცა წინასწარ გამაფრთხილეს, რომ სამი თვის განმავლობაში დამაკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებშიც ვითამაშებ და ვნახოთ, რა იქნება...

- საქართველოს მესამე ლიგის კი არა, უმაღლესის ლიგის გუნდის მოთამაშესაც გაუჭირდება ცსკა-ს ფიზიკური დატვირთვების დაკმაყოფილება. თქვენ როგორ ეგუებით?

- მსგავსი დატვირთვები ცხოვრებაში არასოდეს მქონია. ახლაც ვარჯიშიდან მოვედი და სიარული მიჭირდა. მაგრამ მთავარია, რომ ვუძლებ. ამისთვის მადლობა "შევარდენს", სადაც ბოლოს ვვარჯიშობდი.

- რას ფიქრობთ, ცსკა-ში დარჩენა რეალურია?

- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ პილიპჩუკმა პირდაპირ მითხრა, რომ ამ დონის კლუბში თუნდაც 3 თვე ვარჯიში წამადგება და აქ თუ არა, სხვა რუსულ კლუბში მაინც მოეწყობი, მაგრამ 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, დარჩებიო. მეც რას ვკარგავ? 3 თვე საუკეთესო პირობებში ვივარჯიშებ და ვეცდები, თავი გამოვიჩინო.

- გუნდში როგორ მიგიღეს?

- ძალიან თბილად და მეგობრულად დამხვდნენ. სიმართლე გითხრათ, ამას ვერც წარმოვიდგენდი...

...სხვათა შორის, მიხეილ როსტიაშვილი პირველი ქართველი არ არის, რუსეთის ცნობილ კლუბში საქართველოს ჩემპიონატის დაბალი ლიგიდან რომ მოხვდა. 18 წლის იყო მათე ღვინიანიძე, 2005 წელს რეგიონული ლიგის "ნორჩი დინამოელიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" რომ აიყვანეს. შემდეგ კი "მიუნხენ 1860"-სა და "სევასტოპოლში" ითამაშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა კი 2006 წლის შემდეგ 8-ჯერ მოირგო...

16 წლის გახლდათ ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი საბა კვირკველია, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის (ასევე მესამე ლიგის) გუნდში რომ თამაშობდა და 2009 წელს იქიდან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მიიწვიეს. რუსული კარიერაც სწორედ ამის შემდეგ აიწყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკო
რა ქნა ამ კაცმა, აღარ გვეტყვით?
Principi!!
წარმოიდგინეთ ირანელი ისრაელის არმიის გუნდში, ან აზერბაიჯენელი სომხეთის არმიის გუნდში!! ან თუნდაც ალბანელი სერბეთის არმიის გუნდში! მაგრამ, ქართველი?! სულ გაკრეჭილი გარბის სალდაფონების და ქართველი ბიჭების მკვლელების გუნდში!!! უბრალოდ პრინციპის საკითხია, მაგრამ ვიცი აქ იქნება გოდება სპორტის და პოლიტიკის სხვაობის შესახებ, ევროპელობის ცუდობის და მატუშკას მკერდის სიტკბილის შესახებ! მაგრამ ეს ხომ ცსკააა რუსეთის არმიის გუნდი!!! ეჰ... შეაყარე კედელს ცერცვი!!!
butxa
გმერტმა ხელი მოგიმართოს ჩემო დზმაო,მალადეც დზაან მესიამოვნება ყველა ქართველი ფეხბურთელის წინსვლა
butros butros gali
ეს იქნება სასწაულის ტოლფასი, საქართველოს მე-3 ლიგიდან ცსკა-ში და ამასთანავე იქნება სტიმული სხვა ფეხბურთელებისათვის რომ ბევრი იშრომონ, მიუხედავად იმისა თუ სად თამაშობენ, ყველგან შეგაჩნევენ თუ კარგი ხარ. წარმატებები მიხეილ
Misha
Am bijs nijis araferi aqvs ertaderti mondomeba ar daewuneba
შენთვის
ახსოვს ალბათ ყოფილ მწვრთნელს ,რომ ნიჭიერი ბიჭი იყო და დაუძახა. ნიჭიერები ბევრია ქართველებში, მაგრამ მერე ვერ ვითარდებიან. უცხოელები ძირითადად მონდომებით და შრომით აღწევენ მაღალ შედეგებს. ღმერთმა შანსი მოგცა და არ უნდა დაკარგო. წარმატებები !
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის
გეგი კიკაბიძე: ლიგა 2-ს, ფაქტობრივად, ახალი გუნდით ვითამაშებთ
გეგი კიკაბიძე: გვინდა, ყველასთვის თითით საჩვენებელი გუნდი გავხდეთ!
მიხეილ როსტიაშვილი: ფაქტია, მოსკოვის ცსკა-ში ვვარჯიშობ!
"შევარდენმა" პრაღის "სლავიას" ფეხბურთელი დაიმატა
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
სადისციპლინო კომიტეტმა "საბურთალოს" "შევარდენი 1906"-თან წაგება ჩაუთვალა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: ᕚᓐᓢᓕᕘᕘᕡ
ᠣ᠙
ევროპაში დაბრუნების იმედით... ოფი-ში, თურმე, მესამე ქართველიც ვარჯიშობდა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
ᓑᓔ
200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?
"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"შევარდენი 1906" ამხანაგურ მატჩში "კარპატისთან" დამარცხდა
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!