ქართველ ლეგიონერთათვის უქმეები უხვგოლიანი გამოდგა: ჩვენებურებმა ჯამში 6 გოლი გაიტანეს
პროდუქტიული შაბათი დღის წყალობით, ქართველ ლეგიონერთათვის უქმეები უხვგოლიანი გამოდგა: ჩვენებურებმა ჯამში 6 გოლი გაიტანეს. თუმცა ერთი გოლის გამოყოფა მაინც შეიძლება - თორნიკე ოქრიაშვილს 6 თვე ფეხბურთი არ ეთამაშა, გამოვიდა და ხუთ წუთში შესანიშნავი კომბინაცია გოლით დაასრულა...

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.

"ლუგოსთან" თამაშის წინ "სარაგოსას" თავკაცის მთავარი საფიქრალი "ათიანზე" არჩევანი იყო - გიორგი პაპუნაშვილს მან ოლივერ ბუფი არჩია და სწორედ შვეიცარიელმა გაიტანა სტუმართა ერთადერთი გოლი. პაპუნაშვილი მოედანზე არ გამოსულა - 1:2.

"სევილია ატლეტიკო" 0:0 დაუზავდა "რაიო ვალეკანოს". გიორგი აბურჯანია ანდალუსიელთა რიგებში განაცხადშიც კი არ ყოფილა.

ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "ხიმნასტიკმა" "ალბასეტე" 3:1 დაამარცხა.

გერმანია, II ბუნდესლიგა.

აკაკი გოგიას "უნიონი" "ბრაუნშვაიგს" 1:1 დაუზავდა. გოგია პირველ ტაიმში გააფრთხილეს, 73-ე წუთზე კი შეცვალეს.

ლუკას ჰუფნაგელი "ნიურნბერგის" სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩვენებურის გუნდმა სტუმრად "დუისბურგი" 6:1 გაანადგურა. ლუკასი 69-ე წუთზე გამოცვალეს.

იტალია, სერია B.

ირაკლი შეყილაძის "სპეცია" სტუმრად ფილიპო ინძაგის "ვენეციას" დაუზავდა - 0:0. შეყილაძე გუნდს ჩემპიონატის განაცხადში არ ჰყავს შეყვანილი. ტრავმირებული ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 3:0 დაამარცხა "ასკოლი".

საფრანგეთი, ნასიონალი.

ამირან სანაიას (54-ე წუთიდან ითამაშა) "როდეზი" შინ "კონკარნოს" დაუზავდა - 0:0.

ჰოლანდია. ერედივიზიე.

გურამ კაშიას "ვიტესმა" ვერ შეძლო "ვენლოს" შინ დამარცხება - 1:1. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში ის გააფრთხილეს.

პორტუგალია, პრიმეირა.

გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" დღეს ეწვევა "შავეშს".

პორტუგალია, სეგუნდა.

ავთო ებრალიძის (62-ე წუთზე შეცვალეს) "ვიზეუმ" "გიმარაეშის" დუბლებს 2:1 მოუგო.

ბელგია, ჟუპილერლიგა.

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "ოსტენდესთან" არ შედგა - "გენტმა" სტუმრად 2:0 იმარჯვა, ჩვენებური სათადარიგო იყო.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.

ლუკა ზარანდიამ ტრავმა მოიშუშა და "არკას" დაუბრუნდა. გდინიელები შინ 1:1 დაუზავდნენ "ზაგლებიეს". ჩვენებური მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ჩემპიონატში მან პირველად ითამაშა.

"კორონა" სტუმრად დამარცხდა "ლეხთან" - 0:1, ნიკა კაჭარავა განაცხადში ისევ არ ჩანს.

ქართული დუელი ვიხილეთ პლოცკში, სადაც "ვისლამ" 3:1 დაამარცხა "პოგონი". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, სტუმრებში - ლაშა დვალმა. ყვითელი ბარათი ორივემ მიიღო. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო მათე ცინცაძე.

დანია, სუპერლიგა.

28 წლის მათე ვაწაძემ "სილკებორგის" რიგებში მეორე თამაშში პირველი გოლი გაიტანა - 35-ე წუთზე დავით სხირტლაძის დაწყებული საგოლე კომბინაცია ვაწაძემ დამატებაზე დაასრულა - 1:0. ეს ანგარიში ბოლომდე შენარჩუნდა, მათე კი 58-ე წუთზე გაიყვანეს, სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. მათემ გოლი 11-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, მაშინ ის თბილისის" ლოკომოტივში" თამაშობდა.

იხილეთ ვიდეო

ბოლოადგილოსანი "რანდერსი" შინ "ლუნგბიუს" 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში 69-ე წუთზე გამოცვალეს საბა ლობჟანიძე.

დანია, I დივიზიონი.

ქართველთა "ესბიერგმა" სტუმრად დაამარცხა "ბრაბრანდი" - 2:0. ლაშა პარუნაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ ყოფილა.

ავსტრია, ბუნდესლიგა.

გიორგი ქვილითაიას (70-ე წუთზე შევიდა) "რაპიდი" სტუმრად "ალტახს" დაუზავდა - 2:2.

ავსტრია, ერსტე ლიგა.

ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგერმა" შინ 2:1 მოუგო "ვაკერს".

ავსტრია, რეგიონალლიგა.

ლუკა ძიძიგურს ყოფილი გუნდის, "კუფშტაინის" წინააღმდეგ 4:3 მოგებულ მატჩში "გრიოდიგის" რიგებში არ უთამაშია.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.

ვახტანგ ჭანტურიშვილს არ უთამაშია, მისმა "სპარტაკმა" კი სტუმრად "პრეშოვი" დაამარცხა - 2:0.

"ტრენჩინი" სტუმრად "ჟილინასთან" 1:5 განადგურდა, გიორგი ბერიძე 63-ე წუთზე გამოცვალეს.

რუმინეთი, ლიგა 1.

ჩემპიონატის აუტსაიდერი "იუვენტუსი" შინ 0:2 დამარცხდა "ბოტოშანისთან". მასპინძელთა 26-მა ნომერმა ნიკა ძალამიძემ პირველი ტაიმი ითამაშა და იგი შესვენებაზე გამოცვალეს. ქართველის გუნდს, სახელს რომ არ შეეფერება, ისეთი ქულათა მონაგარი აქვს - 10 მატჩში 3 ქულა.

აკაკი ხუბუტიას (სრულად ითამაშა) "გაზ მეთანი" "სტიაუას" ესტუმრა და 0:4 წააგო.

უნგრეთი, OTP.

ქართველთა "ბალმაზივაროში" შინ 0:1 დამარცხდა "დებრეცენთან". ბაჩანა არაბულმა სრულად ითამაშა, ირაკლი მაისურაძე მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.

ფინეთი, იუკონენლიგა.

ირაკლი სირბილაძის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, კპვ შინ 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "გნისტანთან" და ნელ-ნელა ეთიშება ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლას. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ეს მისი მე-6 გოლია ჩემპიონატში.

კვიპროსი, I დივიზიონი.

გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასი" შინ 1:2 დამარცხდა "ოლიმპიაკოსთან".

მაკედონია, I ლიგა.

ჯაბა ჯიღაურის (90 წთ) "ვარდარი" სტუმრად დაუზავდა "სკოპიეს" - 1:1.

რუსეთი, პრემიერლიგა.

ტრავმირებული გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო".

6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი და შემოსვლიდან 5 წუთში გოლიც გაიტანა. ამ გოლმა წერტილი დაუსვა "ანჟის" ტანჯვას, რომელიც შინ "კრასნოდართან" 1:5 განადგურდა. მასპინძელთა რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია, ხოლო გიორგი ლორია სათადარიგო იყო.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ნავალოვსკიმ "ახმატთან" მატჩში საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა მცველმა "სკა-ხაბაროვსკის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. მატჩი 2:2 მორჩა.

ასეთივე ანგარიშით დაუზავდა "სპარტაკი" სტუმრად "ტოსნოს". ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია, ერთი გოლი კი რუსეთის მოქალაქე ჯიქიას ანგარიშზეა.

გიორგი ჭანტურიას "ურალმა" ყაზანში "რუბინი" 1:0 დაამარცხა. ჩვენებური მე-60 წუთზე გამოცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" და ჯიმი ტაბიძის "უფა" დღეს თამაშობენ, შესაბამისად, "ამკარისა" და "ზენიტის" წინააღმდეგ.

რუსეთი, I დივიზიონი.

ელგუჯა ლობჯანიძის გარეშე მოთამაშე "ორენბურგი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ვოლგართან".

უკრაინა, პრემიერლიგა.

"ვორსკლას" რიგებში მეორედ ითამაშა დაბრუნებულმა სანდრო კობახიძემ, რომელიც "ვერესთან" 0:1 წაგებულ მატჩში 64-ე წუთზე გამოჩნდა. "ვორსკლაში" ირიცხება ანდრო გიორგაძეც, თუმცა იგი ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ იყო მატჩის განაცხადში.

"შახტარის" დუბლებში ამჯერად, ბრწყინვალე საგოლე პასით გამოირჩა გიორგი არაბიძე.

იხილეთ ვიდეო

"შახტარის" მთავარ გუნდში სასტარტოში პირველად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ისე მოხდა, რომ მეტოქე მისი ყოფილი გუნდი "ჩერნომორეცი" იყო - 0:0.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.

გიორგი ქანთარიას (90 წთ, გააფრთხილეს) "ნემანი" "ნაფტანს" ესტუმრა და 2:3 ხოთარ ჯავაშვილის (68-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "სლავია" შინ 0:3 დამარცხდა "შახტიორთან".

ვაკო გვილიას ბატე "ისლოჩს" ესტუმრება.

ლატვია, ვირშლიგა.

"რიგასმა" 1:0 "სპარტაკსს" ლაშა შერგელაშვილის გოლის წყალობით მოუგო. გოლამდე მატჩის გმირი გააფრთხილეს.

გიორგი ერისთავი 59-ე წუთზე გამოცვალეს, მისი "ლიეპაია" კი სტუმრად 1:2 დამარცხდა "რიგასთან".

ესტონეთი, მეისტრილიგა.

ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" თამაში შემოატრიალა და სტუმრად "პაიდე" 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია, ქართველი ერთ-ერთ მთავარ როლში იყო. მან ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა (სეზონში მე-15 გოლი გაიტანა), ხოლო მეორე ტაიმში ვერ გამოიყენა პენალტი, მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა. იმ დროისთვის "ფლორა" უკვე იგებდა, ჩვენებური ბოლო წუთზე გამოცვალეს.

იხილეთ ვიდეო

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.

ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ "სუმგაითს" დაუზავდა - 1:1. "საბაილმა" "გაბალას" უმასპინძლა. თამაზ ცეცხლაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველის გუნდი 1:3 დამარცხდა.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.

ნიკა კვეკვესკირის (90 წთ) "ტობოლი" შინ "ორდაბასის" დაუზავდა - 0:0.

ქართველთა "ატირაუ" "აკტობეს" 2:2 ეთამაშა. ლადო დვალიშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო უჩა ლობჟანიძემ - სრულად.

გოგიტა გოგუა "ოკჟეტპესის" განაცხადში არ ყოფილა. მისი გუნდი სტუმრად "შახტიორთან" დამარცხდა - 1:2.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.

"ნასაფმა" ლიდერი "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო კახა მახარაძე.

შოთა არველაძის "ფახთაქორმა" 3:0 გაანადგურა "შურტანი".

შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქი" დღეს უმასპინძლებს "ობოდს".

ირანი, პრო ლიგა.

გიორგი გველესიანის (90 წთ) "ზობ აჰანმა" 6:0 გაანადგურა საბა თავაძის (90 წთ, გააფრთხილეს) ხუზესტანის "ესტეღლალი".

სამხრეთი კორეა, ჩელენჯლიგა.

"დაეჟეონ სიტიზენმა" 2:1 მოუგო "გიეონგნამს". გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა. ეს 21 წლის ფორვარდის მე-5 გოლია ჩემპიონატში.

აშშ, MLS.

ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" ჰიუსტონის "დინამოს" 1:0 მოუგო. ვაკო სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე გამოცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

butxa
დვალიშვილი ლობჯანიდძე.არაფრის მაქნისები არიან და კიდე ერთი ორის თამაშსაც უნდა გადახედვა.კაშიაც ატრაკებს ამ ბოლო დროს სუ არ მომწონს მისი თამაში
ნოდარი
ზუსტად ვაისია გასაშვები - სიახლეები არ უყვარს, ადრე რუსეთის პირველობაზე რამენსკოის "სატურნი"-ს მწვრთნელი იყო და 18 ფრე ჰქონდა, არ არის რისკიანი.
vaso
ბიჭები ძირითადს ნელნელა უშინაურდებიან, ნაკრებში ცვლილებების დროა. დასაბრუნებელი არიან- ებრალიძე,აბურჯანია, დვალი, ჰუფნაგელი,ლაკვეხელიანი, სხირტლაძე, ვაწაძე, არაბა და ხოჭოლავა უალტერნატივოდ ძირითადში. დასაძახებელია ბეგლარიშვილი. გოგიას პასპორტიც რომ მოგვარდებოდეს.ამათ დამატებული კაკაბაძე, ჯიღაური, გვილია, კვეკვე, ჯანო, ქვილითაია, ვაკო, კაშია, კვერკვე, მერება და მაკარა. დასაძახებელია უკრაინაში მოტამაშე მახარაძე. აი თუ არ გვყავს ბიჭები. ამათ ყველას პრაქტიკა აქვს. გასაშვებია დვალიშვილი-ლობჟანიძე, კანკავა, ჭანტურია აღარაა საჭირო, მაგის ფოკუზნიკობისთვის არავის სცალია, ოქრი თამაშს კლავს, მარა ჯერ საჭიროა, რაღაცნაირად სულ უკან ტრიალდება, ფაფხურა ტიპია, ზამენაზე როცა ანგარიშია შესანარჩუნებელი კი ბატონო. ასევე ვიტყვი კვირკველიაზეც, მაგის შეცდომების პატრონი ზამენაზე უნდა იჯდეს და როცა ძლიერ მეტოქესთან დაცვის გაძლიერებაა საჭირო, მაშინ პერსონალურზე, კი ბატონო. უნდა დადგეს ნავალას შემცვლელის საკითხი. მეტრონახევრიანი მარცხენა მცველი თუ გინახავთ სადმე. ასევე გვინდა ჭკვიანი მწვრთნელი და ფედერაცია, რომელიც ამ შემადგენლობას არ დაბლოკავს და მარიაჟ გვარსახელებს გაუშვებს გუნდიდან. ამ შემთხვევაში, ევროპაზეც გავალთ, ბიჭებიც კარგ გუნდებში ითამაშებენ, და მეოთხედ ფინალებიც არ იქნება შორს. ავსტრიასთან კანკავას ნაცვლად აბურჯანია უნდა ჩაესვა და მას გუნდშიც ათამაშებდნენ, ის ახალგაზრდაა და გვჭირდება. ვნახოტ ვის დააყენებს ოქტომბერში, პრინციპში ვაისის დატოვება შეილება, არაა ცუდი კაცი, მარა ფედერაციამ უნდა მისცეს მუშაობის შანსი. პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ვთქვი და ეს არაა მარტო ჩვენი აზრი. ერთი გადაცემა რა გახდა, მოვიდნენ და დაჯდნენ, მარა არარიან მართლები და არ მოესვლელებათ. წარმატებები, იქნებ გვეღირსოს პატარა სიხარული ჩვენც, ნამდვილ გულშემატკივარს. რატო უნდა ითამაშოს ბეგლარიშვილმა სხვა ნაკრებში, რა, არ იმსახურებს თამაშს? დვალიშვილს აღარ სჯობს? სირცხვილია, ბიძია სირცხვილი
ფგგ
პირველი გოლი "ნიურნბერგმა" ლუკა ჰუფნაგელის შესანიშნავი პასით გაიტანა - მან გადააწოდა გამსჭოლი პასი საჯარიმოში მეორე კაცს, მან კი მესამეს დაუტოვა ბურთი... ასეთ პასებს ჯანო აკეთებს მხოლოდ.
gio
ჯაბა კანკავა არსად არ ვარჯიშობს მაინც? იცის ვინმემ რას აკეთებს ან რას აპირებს?
mamuka
ეს ლეგიონი კიარა კატასტროფაააა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს
შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა
ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ლაშა შერგელაშვილი ბერძნულ "იანინაში" ჩაირიცხა
ქართველების "რიგასი" ლატვიის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ირაკლი სიხარულიძემ "მეტა-ლუს" გაუტანა [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[ლეგიონის უქმეები] ქვილითაია და ხოჭოლავა ნაკრებში გოლით მოდიან [VIDEO]
ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს