"რეალს" დორტმუნდში არასოდეს მოუგია
ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და ამჟამინდელი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" ყველაზე ცუდად სწორედ იმ სტადიონზე თამაშობს, სადაც გასვლა დღესაც მოუწევს; სამშაბათს ლიგის ორი ქართველიდან თამაშის შანსი მხოლოდ ერთს აქვს; კრიშტიანო რონალდოს საიუბილეო მატჩი ლიგაზე და სხვა საინტერესო ამბები II ტურის თამაშებამდე...

დღის მატჩი: დორტმუნდი-რეალი

სამშაბათის მატჩებიდან ყურადღების ცენტრში "სიგნალ იდუნა პარკზე" გასამართავი შეხვედრაა - "დორტმუნდი" "რეალს" მასპინძლობს. ცუდი სტარტის შემდეგ "სამეფო კლუბთან" დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გრანდისთვის, რომელმაც ბუნდესლიგაში ბოლო სამი მატჩი ისე მოიგო, 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გუნდი ბოლო წლებში ერთმანეთს "შეაბერდა" ლიგაზე - ბოლო 6 ტურნირიდან 5-ში "დორტმუნდისა" და "რეალის" დაპირისპირება ვიხილეთ.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ნური შაჰინი, უკვე ჯგუფში ვარჯიშობს. პეტერ ბოშმა მსუბუქად ავარჯიშა გუნდი. მწვრთნელს ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, მარკო როისის გარდა. მარიო გიოტცემაც გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აშკარად ეტყობა, რომ უკეთეს ფორმაშია და ხასიათიც გამოუკეთდა. რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის მთავარი პრობლემა პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და კრისტიან პულიშიჩის "დაჭერა" იქნება. ძალზე საეჭვოა, რომ ტონი კროოსმა სამშობლოში თამაში შეძლოს, თუმცა იგი გუნდთან ერთად გაფრინდა დორტმუნდში. ბუნებრივია, არ ითამაშებს მატეო კოვაჩიჩი, რომელიც აღდგენით პროცესს გადის. ვერ ითამაშებენ ვერც ქარიმ ბენზემა და მარსელო. ზიდანმა მესამე მეკარედ თავისი ვაჟი ლუკა წაიყვანა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი, ზაგადუ - კასტრო, შაჰინი, გიოტცე - იარმოლენკო, ობამეიანგი, პულიშიჩი

რეალი (4-4-2): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - კაზემირო, ისკო, მოდრიჩი, კროოსი - ბეილი, რონალდო

ტრავმა: ბარტრა, შმელცერი, გერეირო, დურმი, როდე, როისი - მარსელო, ტ. ერნანდესი, კოვაჩიჩი, ბენზემა.

პრესკონფერენცია

მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, საპრესკონფერენციო დარბაზი საკმარისი არ აღმოჩნდა დაახლოებით 30 სატელევიზიო კამერისა და უამრავი ჟურნალისტისთვის. მასპინძელთა მხრიდან პრესკონფერენციაზე პეტერ ბოში და მარიო გიოტცე მივიდნენ, სტუმართა მხრიდან კი - ზინედინ ზიდანი და დანი კარვახალი.

პეტერ ბოში (დორტმუნდი): "რეალის" თამაშის ყურება სასიამოვნოა. მეტოქეს ჰყავს ტექნიკურად ბწყინვალე ფეხბურთელები. "რეალი" კარგ, თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს".

მარიო გიოტცე (დორტმუნდი): "რეალთან" მუდამ დიდებული თამაშები გამოდის. ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს დაგეგმავ წინასწარ, ეს "რეალსაც" არ შეუძლია. მეტოქემ ბოლო ორი ტურნირი მოიგო და, რა თქმა უნდა, მას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენც დიდებულ ფორმაში ვართ და საკუთარი ძალების გვწამს".

დანი კარვახალი (რეალი): "გერმანიაში თამაში მომიწია, მაგრამ ამ სტადიონზე ვერც მაშინ გავიმარჯვე და ვერც "რეალის" მაისურით. ხვალ "დორტმუნდი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდეს. ლა ლიგაში ბოლოს ვერ ვითამაშეთ კარგად, ცოტა დრო კიდევ გვჭირდება საუკეთესო ფორმის მისაღწევად. ბევრ გოლს ვუშვებთ. რატომ? ეს რომ ვიცოდე, მწვრთნელს ვეტყოდი და გოლებსაც აღარ გავუშვებდით".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვთამაშობთ. აქ, ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის სუნთქვას იგრძნობთ. სტუმრად თამაში ზოგადად უფრო რთულია, მაგრამ ისიც მართალია, რომ აქ ყველაზე მეტად გვიჭირს. აქ არასოდეს მოგვიგია და ეს საუკეთესო გამოწვევაა ჩვენთვის ამ დაპირისპირებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფორვარდები გატანას შეძლებენ, თუმცა ყოველთვის ვიმეორებ, რომ მთავარია საგოლე შანსების შექმნა".

ურთიერთშეხვედრები

12 ურთიერთშეხვედრიდან უპირატესობა... "დორტმუნდს" აქვს. 4 მოგება 3 მარცხის წილ (5 ფრე). ბურთებშიც გერმანელები იგებენ - 18:16. მეტიც, "ბორუსია" შინ "რეალთან" დაუმარცხებელია, სამი მოგება სამი ფრის წილ.

ფაქტები

დორტმუნდში "ბორუსია" "რეალთან" დაპირისპირებაში დაუმარცხებელია (3 მოგება, 3 ფრე).

ჩემპიონთა ლიგაზე სულ 8 კლუბია, რომელთათვისაც "რეალს" არ მოუგია სტუმრად: "იუვენტუსი", "დორტმუნდი", "ოლიმპიაკოსი", "მილანი", "სპარტაკი", "ატლეტიკო", "ლაციო" და "მანჩესტერ სიტი". პირველ ხუთთან კი უარყოფითი ბალანსიც აქვს.

კრიშტიანო რონალდო (რეალი) ევროთასებზე 150-ე მატჩს თამაშობს.

"რეალმა" ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ბოლო 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

თუკი დანი კარვახალი (რეალი) სასტარტოში იქნება, ეს მისი ზედიზედ მე-11 მატჩი გამოვა სასტარტო შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით ის გუნდში პირველია.

თუკი დანი კარვახალი მატჩს ბოლომდე ჩაამთავრებს, მას "რეალის" მაისურით ზედიზედ 990 წუთის თამაში გამოუვა.

ზინედინ ზიდანი "იუვენტუსში" თამაშობდა, როცა 1997 წლის ლიგის ფინალში "დორტმუნდმა" იტალიურ კლუბს ფინალში 3:1 მოუგო.

"დორტმუნდმა" ბოლო 4 სეზონში ზედიზედ დაძლია ჯგუფური ეტაპი.

მატჩს ბიორნ კუიპერსის (ჰოლანდია) ბრიგადა მოემსახურება.

ქართველები ლიგაზე

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ლივერპულს" მასპინძლობს და მოსკოვში დიდი აჟიოტაჟია, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველი ვერც ამ შეხვედრაში ითამაშებს - მიზეზი მისი ახალი ტრავმაა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში მიიღო. მასიმო კარერამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში გუნდს ქართველი ლეგიონერი ნამდვილად ვერ დაეხმარება.

სამაგიეროდ, "შახტართან" ერთად მანჩესტერში გაფრინდა დავით ხოჭოლავა. მწვრთნელი ამ სამეულიდან (ხოჭოლავა, რაკიცკი, ორდეცი) ორ ცენტრალურ მცველს აირჩევს სასტარტოსთვის.

სხვა ფაქტები

"ბეშიქთაში" ევროთასებზე შინ 9 მატჩია დაუმარცხებელია.

"ლივერპულმა" მოსკოვის "სპარტაკს" 2002 წელს სტუმრადაც მოუგო და შინაც.

სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა შეჯიბრებაში - 260 თამაში, 176 გოლი.

ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) ამ სეზონში (კლუბი და ქვეყანა) - 10 თამაში, 9 გოლი.

რადამელ ფალკაო (მონაკო) ამ სეზონში (კლუბი და ქვეყანა) - 12 თამაში, 11 გოლი.

"მარიბორმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 7 მატჩი ითამაშა და აქედან 4 ფრედ დაასრულა.

7 წელი და 13 თამაშია, რაც "სპარტაკს" ლიგაზე კარი "მშრალად" არ შეუნახავს.

გასულ სეზონში "ლივერპულმა" ლიგაზე სტუმრად სულ 1 ქულა აიღო.

"სიტის" 9 თამაშია, შინ არ წაუგია ევროთასებზე.

ფერნანდინიომ "შახტართან" ერთად 6 ტიტული მოიგო, სანამ "სიტიში" გადავიდოდა.

15 წელია, რაც "ფეიენოორდს" ლიგაზე სტუმრად არ მოუგია.

"ლაიპციგი" ევროთასებზე პირველად თამაშობს სტუმრად.

"მონაკოსა" და "პორტუს" თამაში 2004 წლის ლიგის ფინალის რემატჩია, რომელიც "პორტუმ" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 3:0 მოიგო.

ჟოაო მოუტინიომ 2010-13 წლებში "პორტუში" ითამაშა და მერე გადავიდა "მონაკოში".

"ტოტენჰემმა" ბოლო 8 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ 2 მოიგო.

სამშაბათი, 26 სექტემბერი

E ჯგუფი

სევილია-მარიბორი 22:45

სპარტაკი-ლივერპული 22:45

F ჯგუფი

ნაპოლი-ფეიენოორდი 22:45

მან. სიტი-შახტარი 22:45

G ჯგუფი

ბეშიქთაში-ლაიპციგი 22:45

მონაკო-პორტუ 22:45

H ჯგუფი

დორტმუნდი-რეალი 22:45

აპოელ-ტოტენჰემი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
ვანდამ პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგებით დიდად გაიხარა - ნარას პარიზელთა ფეხბურთელი ჰყვარობს?
[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
"მადრიდის "რეალი" ესპანური ფეხბურთის განადგურებას ცდილობს" - "სევილიას" პრეზიდენტი
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"დორტმუნდი" 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს
"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება
მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "რეალმა" "სიტის" მბაპეს ჰეთ-თრიკით სძლია - პსვ-მ ტურნირიდან "იუვენტუსი" გამოაგდო [VIDEO]
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს
პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
"ნაპოლიში" დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
ტუალეტში ჩაკეტა და ძალადობით გოგონას ვაგინაში თითს უყოფდა - მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულ შარში გაეხვია
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"რეალი" პსჟ-ს ამომავალ ვარსკვლავს ართმევს
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა
მილიონი ევრო ყველა ფეხბურთელს - პერესის პირობა "რეალის" მოთამაშეებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
მოურინიო: ეს ორი ფორვარდი ყველასგან გამორჩეულია...
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...