სამწუხაროდ, სხვა ფედერაციების დარად, წლეულს ბიუჯეტი ძიუდოსაც შეუმცირდა
29 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ხორვატიულ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრის მორიგი ტურნირი იწყება, სადაც საქართველოდან ამირან პაპინაშვილის (60) მონაწილეობა გადაწყვეტილია.

განაცხადი გაკეთებული აქვს ჩვენი ნაკრების კიდევ ორ ლიდერს, ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონებს, მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილსა (90) და მსოფლიოს ორგზის ფინალისტს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (100), თუმცა მათი მონაწილეობა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.

ისინი საკუთარი სახსრებით აპირებენ ხორვატიაში წასვლას, რადგან მეტი სატურნირო პრაქტიკის მიღება სურთ, მაგრამ პრობლემად წმინდა ტექნიკური საკითხი - ბილეთები და ასეთები რჩება. იმედია, საბოლოოდ ესეც მოგვარდება და ისინიც იჭიდავებენ ზაგრებში.

სამწუხაროდ, სხვა ფედერაციების დარად, წლეულს ბიუჯეტი ძიუდოსაც შეუმცირდა და იმთავითვე იცოდნენ, რომ ფული მსოფლიოს ჩემპიონატების ჩათვლით (ასაკობრივებიც იგულისხმება) ეყოფოდათ. ამიტომ პლანეტის პირველობის შემდგომი საკმაოდ მაღალი რანგის ტურნირები კალენდარში შეტანილი არცაა. მათ შორის - არც ზაგრებისა და იქ გამოსვლაც არ იგეგმებოდა. უბრალოდ, პაპინაშვილმა ადრევე ითხოვა მონაწილეობა და თადარიგი დაიჭირეს.

ნაკრების ხელმძღვანელობას საშემოდგომოდ მზადების სხვა გეგმა აქვს, მაგრამ ტურნირებში მონაწილეობაც სურს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულებში, როგორიცაა დეკემბერში გასამართავი ძიგორო კანოს სახელობის გრან პრი და მასტერსი.

ამასთან, 11-12 ნოემბერს მაროკოულ მარაკეშში მსოფლიოს ღია პირველობაც იმართება, ასევე ჩასატარებელია სასწავლო-საწვრთნელი შეკრებებიც, ამ ყველაფერს კი გვარიანი ფინანსები სჭირდება. თუმცა ძიუდოს ფედერაცია შეჩვეულია ასეთ ფორსმაჟორში მუშაობას: წლის ბოლოს თითქმის არასოდეს ჰყოფნით ფული, მაგრამ მაინც ახერხებენ შეჯიბრებებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მურთაზი
საქართველოში პატრიოტი და პატიოსანი ბიზნესმენების დეფიციტია
lela
სირცხვილი ფედერაციას. ის ხომ მოსწონტ შემდგომ მედლებირ რომ ბრუნდებიანმ
ენლილ
ფედერაცია უბრალოა. სპორტს მთლიანად შეუმცირა დაფინანსება სახელმწიფომ, იმ მოტივით, რომ ოლიმპიური წელი არ არისო და შეჯიბრებებზე სიარული ქულების და ლიცენზიების ასაღებად არ გჭირდებათო.
mnm
ასეთ რაღაცეები შევარსნაძის მერე აღარ ყოფილა საქართველოში ანუ სამგზავრო ფულიც აღარაა ტფუ ამათი.
888
ძიუდოს ფედერაციის მესვეურებს რა ფული მორჩებათ?!
365 მილიონს
ფეხბურთის სახელი ხომ ვატანთ ქარს, თუ არა და კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებას :(
ken
სახელმწიფომ თუ რამე უნდა დააფინანსოს ეს ძიუდოა!!!!!!!! ამ ბიჭებს ძალიან დიდი დაფასება ჭირდებათ სახელმწიფოსგან და გაზულუქებული ბიზნესმენებისგან!!!!!!
ენლილ
სულ რამდენიმე დარგია, რომლის წარმომადგენლები ყოჩაღობენ და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ საქართველოს სახელი. ნუთუ ასეთი რთული იყო დაფინანსების გამოყოფა. სირცხვილია პირდაპირ! თან საშინელი სირცხვილი! რამდენ უსარგებლო რაღაცაზე იფლანგება ბიუჯეტი და რამდენ უმაქნის ჩინოსანს უსქელდება ჯიბე ხაზინის ხარჯზე... ღიპოსან-ჯიპოსან მამაოებს ხომ ცალკე ატენიან მილიონებს.. არადა, ამ ბიჭებისა და გოგოების წარმატება ნიშნავს სსპორტის პოპულარობას, ბავშვებისა და მოზარდების დაინტერესებას და დაკავებას სპორტით, შემდგომ წარმატებებს, საქართველოს პრესტიჟის მატებას და რაც მთავარია-ნაკლებ უსაქმურობას, ნაკლებ სმას, ნაკლებ დანაშაულს, ბიოებს, მარიხუანებს და ჯანდაბებს! სირცხვილი იმათ, ვინც სპორტში ფულს არ დებს!
liverpuli barselonas supermarketi.
უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაპერი
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში