საქართველოს ნაკრების მოახლოებული შეხვედრების შესახებ აზრის გამოთქმა ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს ვთხოვეთ
საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ორი შესარჩევი მატჩი უელსსა და სერბეთთან. არის იმედი, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ასევე არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ ორ შეხვედრაში ნაკრებს... მოგება სულაც არ აწყობდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი მატჩი ძალიან საინტერესოა. მოახლოებული შეხვედრების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ  ბიძინა ბარათაშვილს...

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს ჯგუფური ბარიერის დაძლევის შანსი, უელსსა და სერბეთთან შეხვედრებში მე უფრო პროფესიული ინტერესი მაქვს.

არ მივეკუთვნები ვლადიმირ ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რათა მოხდეს მათი ადაპტირება გუნდში...

ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.

რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...

მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა...

გეთანხმებით, ძალიან დელიკატური სიტუაციაა შექმნილი ამ ორი მატჩის წინ ერთა ლიგის ფორმატის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არსებობს ორი აზრი და ორივე აზრს აქვს არსებობის სრული უფლება. მე სპორტული პრინციპებისა და ფეარ-პლეის ბოლომდე დაცვის მომხრე ვარ. ბოლოს და ბოლოს, უფრო მაღალ კალათაშიც შეიძლება წარმატებით ითამაშო, თუ შეგწევს ამის ძალა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელსაც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, აქვს არსებობის უფლება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი, რომელიც პრაგმატიზმს ეფუძნება.

ასეთი მიდგომა თვით გერმანელებსაც კი გამოუყენებიათ. დავიწყოთ 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან. გერმანიის ნაკრები ორჯერ შეხვდა უნგრეთის "დიდ გუნდს" და პირველი, არაფრის მომცემი თამაში 3:8 წააგო, მეორე გუნდი გაიყვანა. მერე კი ფინალში მოუგო იმავე უნგრელებს...

კარგი, დავუშვათ, ეს ამბავი მაინც ლეგენდასავითაა და კაცმა არ იცის, შეიძლება იმ "დიდ გუნდს" მართლაც მოეგო გერმანელებისთვის. მოვიყვანოთ შედარებით ახალი მაგალითები, რომლებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს...

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას გვახსოვს, რაც მოხდა. გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებებმა ალჟირი ჯგუფში ჩატოვეს. მერე გერმანელებმა იმ ჩემპიონატზე ფინალში ითამაშეს... მაგალითად, დანიელებისა და შვედების ცნობილი ფრე...

შეიძლება ეს არ ეხება პირდაპირ ამ თემას, მაგრამ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ან თუნდაც იტალიაში, მრავლად არის მაგალითები იმისა, თუ როგორ მოითხოვენ ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრები თავიანთი კლუბების ფეხბურთელებისგან წაგებას, რათა მათი "მტერი" გუნდები დაზარალდნენ...

ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოტივაცია ბევრი რამ იყოს - პრაგმატიზმი, სიძულვილი... ფაქტია, რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს გათვლებიც...

მაგრამ არის მეორე მომენტიც - სტრატეგიას ადგენს ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ მხოლოდ თეორიულად შესაძლებელზე ვმსჯელობთ. დავუშვათ, თუ ეს გათვლა მართლაც იქნება და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, მაშინ არ მგონია, გულშემატკივარს განსაკუთრებით მწარედ გაახსენდეს უელსსა და სერბეთთან წაგება. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაშინ უკვე კრიტიკის ზღვა წამოვა.

მოკლედ, ძალიან დელიკატური საკითხია. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

რაც შეეხება გარეთ ბეილის არყოფნას საქართველოს ნაკრებთან მატჩში, წაუვა თუ არ წაუვა თამაში, ბეილი როცა მინდორზეა, სულ სხვანაირი მოტივაციაა პარტნიორებისთვის. ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია...

სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კარგია, ბეილი რომ არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს მოაკლდება სიამოვნება, ნახოს თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი. ესეც არ იყოს, ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით. ფაქტი ერთია - უელსის ნაკრები ბეილის გარეშე გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lashamax
მოლდოვასთან რომ ორივე თამაში მოგვეგო, სახლში სერბეთთან ფრე მაინც გვეთამაშა( ვიგებდით პირველ ტაიმს), ირლანდიისთვის სახში მოგვეგო, ავსტრიასთან თუნდაც ფრე მაინც გვეთამაშა. ეხლა გასვლის შანსი შერჩენილი ექნებოდა ჩვენს ნაკრებს. დამისახელეთ ამ თამაშებიდან რომელს ვერ მოიგებდა მაღალი კლასის მწვრთნელი. ამის შემდეგ რომ კაცს ვაისზე კარგის სათქმელად ენა მოუბრუნდება
სოსო
ვინც გინდა ამტკიცოს სპორტი ცალკეა და პოლიტიკა ცალკეო,ტყუილია ეგ .პოლიტიკა ბოლოს მაინც შეეხება სპორტს და მის გარეშე სპორტი ვერც განვითარდებაიმიტომ რომ სპორტიც პოლიტიკაა.გაიხარე ოდალ, მთლიანად გეთანხმები დასკვნებში.შიდა განვითარების შედეგი უნდა იყოს საგარეო წარმატება,სხვანაირად ეს ყოველთვის ფრაგმენტად და გავარდნად დარჩება.
ზაზა
ლიტვის ნაკრებმა მალტასთან ფრედ ითამაშა,აზერბაიჯანი-დამარცხდა ჩეხებთან და ჩვენ მოგვეცა შანსი ,,ერთა ლიგის,, ც-დივიზიონში გამწესების.დარჩენილ ორ მატჩში ოთხი ქულა დიდი ალბათობით საკმარისი უნდა გახდეს(ლიტვა უნდა დამარცხდეს შინ ინგლისთან,აზერბაიჯანი-გერმანიაში,ბელორუსი-შინ ჰოლანდიასთან და საფრანგეთში)... ,,ც,,დივიზიონში 39-ე ადგილზე განთავსებული ნაკრები მოხვდება სამგუნდიან ქვეჯგუფში,სადაც შესაძლო მეტოქეები იქნებიან ესტონეთი და კვიპროსი(ან ფინეთი) ,ხოლო ნახევარფინალში მეტოქე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და შესაძლო მეტოქის ძალა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით განვსაზღვროთ არსებული რეიტინგით:ე.ი. დღევანდელი რეიტინგით ყველაზე შესაძლო ბულგარეთი(ან იგივე დონის ნაკრები),ფინალში-შოტლანდია(ან დაახლოებით მისი დონის).... -რანგით ბოლო ,,ც,,-დივიზიონში პირველ ქვეჯგუფში ჩვენი ეროვნული ნაკრების შესაძლო მეტოქეები იქნებიან აზერბაიჯანი,ბელორუსი და სომხეთი. შესაძლოა მაკედონიამ გადაასწროს სომხეთს,რადგან დარჩენილი აქვს შეხვედრები გასვლაზე იტალიასთან და შინ-ლიჰტენშტეინთან,ხოლო სომხეთის ნაკრებს გასვლაზე-ყაზახეთში.რეალურად ალბათ მაინც აზერბაიჯანი,ბელორუსი,მაკედონია,ხოლო მაშინ ,,ც,,-დივიზიონში უკვე ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქე იქნება სომხეთი,ხოლო ფინალში-ყაზახეთი ან მოლდოვა.... პ.ს. მხოლოდ დადებითი შედეგისთვის,პრესტიჟისთვის უნდა ვიბრძოლოთ უელსთან და სერბეთში(სავარაუდოდ შესაძლოა უკვე საგზურმოპოვებულს მოტივაცია შედეგზე ნაკლები გააჩნდეს,მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ,,დავეხმაროთ,, უელსის დამარცხებით),გავიუმჯობესოთ რეიტინგი,როგორც ,,ერთა ლიგისთვის,, ასევე უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის,შესარჩევის წილისყრისთვის ,რომ უფრო მაღალ კალათაში მოვხვდეთ და შევამციროთ ,,გრანდის,, მოხვედრის შესაძლებლობა შესარჩევის ჯგუფში!
ზაზა
უკაცრავად,მაგრამ არავითარი ,,ჯოხი ორი ბოლოთი,, არ არის,....როცა პრესტიჟზე,გამარჯვებაზე არ ფიქრობ,მაშინ შედეგი არასდროს არ იქნება!..ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი დიდი მოტივატორია და მასთან გამარჯვება პრესტიჟულია,ხოლო უმდბალეს,,ც,,დივიზიონში მოხვედრა -სირცხვილი.... მოყვანილი მაგალითები ისტორიიდან სრულიად შეუსაბამოა აღნიშნულთან-უნგრეთის ,,დიდი,,გუნდი მართლაც ძლიერი იყო გერმანიაზე და ფინალში სხვადასხვა გარემეობებმა ითამაშეს როლი(ტრამვირებული პუშკაში,მსაჯის შეცდომები,გერმანელთა დოპინგი...),82-ში 1-0 გერმანიის მოგებით ავსტრიასთან ორივე ნაკრები გადიოდა შემდეგ ეტაპზე.ნებისმიერ სხვა ანგარიშზე ერთ-ერთი ჩარჩებოდა ჯგუფში(ალჟირი გადიოდა).დანია-შვედეთის 2-2 -ით ორივე ნაკრები გავიდა 1/4-ფინალში და ჩატოვეს ჯგუფში იტალიელები...
ყური მიგდე
ეს რა პოზიცია ნახეს რა- ვაისმა ვერ გააკეთა, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა... ფეხბურთელებიც არ ყავს სათანადო... ეგ მამაცხონებული, არ იცოდა რა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდსი მოდიოდა? ან მაგისი დაწყობილი შემადგენლობა რამეს გავს-ვერაფრით იპოვა ძირითადი ბირთვი და ვერც სათადარიგო შემთხვევებისთვის... ერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო... ბონუსურ სისტემას დათანხმდაო..აფერისტია და უმუშევრაი იყო- იმაზეც ტანახმა იყო, რასაც გამოიმუშავებდა..ახლა, კობის თავისი ნაქნარის ალოკვააღარ უნდა და დაატრიალეს აზრი- შედეგეი არაა, მაგრამ უნდა დარჩეს მწვრთნელიო ! ვაის, შენით მაინც წადი ბიძიკო შინ!
Roma
Sad arian tu chemi dzma xar? Gvemalebian? ))) araferi chven ar gveshveleba. Somxetic gava msoplioze azerebic da albat bolos yvela gunds rom daushveben msoplioze chvenc mere gavalt. Xalxi ar gvyavs skamze mjdomare sastavit gindat msoplioze gasvla? San marino vart chven bobola narebebistvis
სოსო
რა მოხდება ღმერთმა იცის,მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ.უსუტეს ჯგუფიდან ევროპაზე გინდაც გავიდეთ ,მათთან თამაშით ნაკრები კიდევ უფრო დასუსტდება და იქ თავი მოგვეჭრება და ისედაც მათხოვრობით გამდიდრებას,საკუთარი შრომით მოპოვებული ალალი ლუკმა მირჩევნია.
გურამა
ვაა, ჯუმბერას როგორა გავს პატიაშვილს.
bajo
ასეტი სტატიის მერე სტადიონზე როგორ ცავიდე.მირჰევნა სახლსჰი დავჯდე იქ უყურო.მოვიგებტ მარა არ მოვიგებტოს საყურებლად არ მცალია ნაგდად.ასეტი განსახილველი ტემა მსოფლიოსჰი ალბატ არცერტ ქვეყანასჰი არ არსებობს.ჯერ არცერტი არ მოგვიგიადა ეს მაფიოზა ხალხი გვეუბნება ტუ დაგვჰირდება მოვიგებტო.რას მოიგებენ ნახავტ ვინც მივა გინებიტ გამოიქცევა იქიდან.
logika
ბიძინა ძაან ახუჭუჭებ შენ და ეგრე არ არის არა. ნუ გგონია თავი ყოვლისმცოდნე. ყველა ვარიანტში ქართველი მწვრთნელი უნდა მუშაობდეს ნაკრებში და საკმარისად არიან ჩვენთან ისინი
odala
რა მოგეწონა ამ მასტის ნათქვამიდან, შეგიძლია თქვა? მგონი აზრს არც აფიქსირებს. როგორც ყოველთვის, არც მწვადს წვავს, არც - შამფურს. არველაძეებს აქვთ ეს არაჩვეულებრივი 'ნიჭი' კიდევ. 1 საათს ილაპარაკებს, მაგრამ კონტროვერსიულ თემაზე, საკუთარ არც არ იტყვის. ამანაც მიანიშნა რომ თუ ქვედა კალათიდან გავედით, უელსთან და სერბეთთან წაგებები არავის გაახსენდებაო, რაც გარკვეულწილად ემხრობა ჭ-კლასიდან გასვლას, მაგრამ იმავე ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებითო. ხო და ჩვენი მიზანიც სწავლა უნდა იყოს ძლიერებთან თამაშით და არა სადმე გასვლა თუ შესვლა. ახლა საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგება 'ანალიტიკოსი' თუ 'ექსპერტი', როგორ არის მისი ანალიზი საინტერესო და საყურადღებო, შეგიძლია თქვა???????
თემურა
კაროჩე, თქვენ გინდათ ეხლა იქიდანაც იმას მიქნათ და აქედანაც იმას მიქნათ (!) რა,
odala
აზროვნების სერიოზული დეფიციტია ამ ქვეყანაში. ორი არგუმენტის იქით ვერ მიდიან. მოჰყავთ ეს არგუმენტები და ჰგონიათ ერუდირებული საუბარი აქვთ თემაზე... მიზანი რა არის, მიზანი??? ევროპაზე მოხვედრა? მიზანი უნდა იყოს გამართული საფეხბურთო მეურნეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვება წარმატებული, გამართული, ქართული ფეხბურთის თამაში ყველა დონეზე. თქვენ როგორც ყოველთვის ირჩევთ მოკლე გზას, ყალთაბანდობით მოპოვებულ ერთჯერად წარმატებას, რომელსაც გრძელვადიანი და რეალური შედეგი არ მოჰყვება. დიდ ტურნირზე თამაში არ შეიძლება იყოს მიზანი, ისევე როგორც ნატოში შესვლა არ შეიძლება იყოს მიზანი. ეს ორივე იარაღია შენი საფეხბურთო პოტენციალის წარმოჩენისა თუ თავდაცვისა, შესაბამისად. ტურნირები უკვე გვერდითი ეფექტი იქნება წარმატებული საფეხბურთო სისტემისა და კარგი შედეგებისა. კარგი შედეგები კი ჭ-კლასის გუნდებთან თამაშით და სიაფანდობით, სისტემაში არსებული ხვრელების გამოყენებით არ მიიღწევა.
tngh
როგორც ყოველთვის, ბიძინა ბარათაშვილის ანალიზი საინტერესოა, საყურადღებოა და რაც მთავარია, სწორია... ნეტავ სხვა სფეროშიც გვყვადეს ესეთი ექსპერტები და ჟურნალისტები...
Gij
კაროჩე დაუწექითო რა, ეგეთი გასვლის და ეგეთი ნათამაშები ფეხბურთის ..
კოტე
საცოდავი ქართული ფეხბურთი... სადამდე მივედით! რა მაგარი სპორტული ჟურნალისტები გვყავს! მათი აზრით სტადიონზე რომ მივალთ, უელსს უნფა ვუგულშემატკივროთ. აბა რომ მოვუგოთ, ხომ დავიღუპეთ. სამწუხაროდ ბედიც არ გვწყალობს: ბეილი არ ითამაშებს, ასე რომ ბურთის გამტანი აღარა ყავს უელსს. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: თუ გვსურს D ჯგუფში მოხვედა, საკუთარ კარში უნდა გავიტანოთ. ვაისიც არ უნდა იყოს წინააღმდეგი. წყალში ხომ არ ჩაყრის ამხელა გაწეულ მუშაობას. ყველა ოფიციალური მატჩის არმოგებით ხომ მოგვცა დიდი შანსი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებისა. ეს მიზანი რომ არ ყოფილიყო ... ხომ დაგვიმტკიცა, რომ ესპანეთსაც ვუგებთ, თანაც მისივე მოედანზე, და ლიტვასაც (5:0). არადა ლიტვა ნამდვილად არ არის მოლდოვაზე სუსტი, ესპანეთი კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო მაგ დროს. ???
simarTle
მოლდოვას ვერ მოვუგეთ უპრინციპულესი მატჩი და უელსს არ მოვუგოთო ამბობთ უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი, უყურეთ თამაშს. ან საერთოდ მწარე სიმართლეა რომ ერთი მიზეზი მითხარით რატომ უნდა მოუგოს უელსს საქართველომ მათზე ძლიერები ვართ? თუ გერმანიის და ესპანეთის მეორე ლიგების ფეხბურთელები ისაც სკამზე ზიან. იმათ უნდა მოუგონ ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებით გადაძეძგილ უელსს? სიმართლეს თვალი გაუსწორეთ. მე მხოლოდ ითბალის იმედზე ვარ რომ მოუგებთ და ტრადიციები გაგრძელდება უელსს ჩვენთან მოგება არ ექნება. მე მაინც იმედი მაქვს რომ დავამარცხებთ და ბიჭები იბრძოლებენ მაინც.
ბ_-
ყველამ კარგად იცის,რომ ფეხბურთი ბევრად მეტია ვიდრე სპორტი.(ზოგადად) -ახლა ისე არ გამოვიდეს,რომ წყალწაღებულმა ხავსის მოჭიდებაზე უარი თქვას,აქაოდა ქვემოთ უფრო მძლავრფესვიანი ხავსი დავლანდეო. და საერთოდ თუ მინდორზე გადიხარ უნდა ითამაშო მხოლოდ ფეხბურთი და მხოლოდ გამარჯვებისთვის.
დათო
არავითარი გათვლები. მიაწეთ ბიჭებო! გაგვახარეთ და სად რა იქნება ეს მერე ვნახოთ.
gizog
საერთოდ სპორტში სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, გუნდები იყენებენ ტაქტიკურ ხერხებს და პატარ-პატარა ეშმაკობებს, სტატიაში ჩამოთვლილ მაგალითებზე ბევრი სხვების გახსენებაც შეიძლება, და ამაში არც გასაკვირვია რამე და არც დასაძრახისი, თუკი ეს საბოლოოდ მიზანს გაამართლებს. ჩვენ შემთხვევაში კი ასე, ჯერ ერთი ისე ვმსჯელობთ, ვითომ მარტო ჩვენი სურვილზეა დამოკიდებული სულ ახლახანს მსოფლიო ჩეპიონატზე წარმატებით გამოსული და პრემიერლიგის ფეხბურთელების დაკომპლექტებული უელსის გუნდის და ასევე ტოპკლუბებში მოთამაშე სერბეთის ნაკრების დამარცხება. და თუ მაინც მოხდა და ამ თამაშებში 4 ქულა მაინც ავიღეთ, ნაკრების ლიდერების გარეშეც კი, რაც უფრო ფანტასტიკის სფეროა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოს უკვე გვყავს იმ დონის ნაკრები, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ც ჯგუფის გუნდებთანაც სწორად თამაში და გამარჯვება. მოკლეთ ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრია მისაღები. რადგან იმ ც ჯგუფიდან გასვლის გარანტია მე მგონი არავის მოუცია.
haha
მაინც წააგებენ. ჰოდა მელისავით ამბობენ, მჟავე იყო ის ყურძენიო.
hummel
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც ამ ორ თამაშში მოგება წაგება ვარანაირ გავლენას ვერ იქონიებდა საქართველოს ნაკრების რეიტინგზე უეფას წევრი ნაკრებების რეიტინგში, რომლის მიხედვითაც შედგება ერთა ლიგის ჯგუფები (განსვავებით ფიფა-კოკა კოლას რეიტინგისაგან) და ახლა ერთბაშად "წაგების აუცილებლობაზე" რატომ ალაპარაკდნენ ჟურნალისტებიც კი? ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდით ჟურნალისტებო, კარგად შეისწავლეთ რა საკითხი და მერე წერეთ სტატიები და კარგად გაგვიმარტეთ, რომელი რეიტინგის მიხედვით მოხდება კალათების დალაგება ერთა ლიგის ახალი ფორმატის მიხედვით
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ბეილი ახალ გუნდში მცირე ხელფასითაც კმაყოფილია
"გიჟდებიან ამ ბიჭზე იტალიაში... საოცარია, ვზივარ რომში ტაქსიში და..." - ბიძინა ბარათაშვილი კვარაცხელიაზე
კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ბიძინა ბარათაშვილი: რომან ფიფიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
დაფასება: ფეხბურთელიც, პიროვნებაც...
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
PRO & CONTRA:
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
ბიძინა ბარათაშვილი: მაშინ ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე