14 ოქტობმერს, ევროთასების გათამაშება იწყება
14 ოქტობმერს, ევროთასების გათამაშება იწყება.

ჩემპიონთა თასი

ყველაზე პრესტიჟულ "ჩემპიონთა თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ხუთი ფრანგული გუნდი ასპარეზობს.

A ჯგუფიდან პლეი ოფში გაღწევას შეეცდება ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი". თუმცა, საამისოდ მას დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს, რადგან მეტოქედ ორი ინგლისური კლუბი "ვოსფსი" და "ჰარლიქვინზი", ასევე ირლანდიური "ალსტერი" ერგო. პირველ ტურში ჩვენებურთა გუნდი სტუმრად ეთამაშება "ჰარლიქვინზს".

B ჯგუფში ითამაშებს დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონი". მისი მეტოქეების სია კიდევ უფრო შთამბეჭდავია. "ვულკანების" მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ინგლისური "სარასენზი", ასევე ინგლისუერი "ნორსჰემპთონი" და უელსური "ოსფრიზი" იქნებიან. პირველ ტურში "კლერმონი" სტუმრად უელსურ გუნდს დაუპირისპირდება.

ვერაფრით ვიტყვით, რომ გაუმართლა C ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეს". მას აქ მეტოქეობას ინგლისის ჩემპიონი "ექსეტერი", საუკეთესო ირლანდიური გუნდი "ლენსტერი" და ასევე საუკეთესო შოტლანდიური გუნდი "გლაზგო უორიორსი" გაუწევენ. პირველ მატჩს "მონპელიე" სტუმრად გამართავს "ლენსტერთან.

D ჯგუფში ვასილ კაკოვინის "მეტრო რასინგი" ფავორიტად გამოიყურება. აქ მას კონკურენციას გაუწევენ, ირლანდიური "მანსტერი", ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" და ფრანგული "კასტრი". პირველ შეხვედრას პარიზელები შინ გამართავენ "ლესტერ ტაიგერზთან".

E ჯგუფში, სადაც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონი" იასპარეზებს, გამოკვეთილი აუტსაიდერი იტალიური "ბენეტონია". ჩვენებურთა გუნდს ამის გარდა უელსური "ჰლანეჰლისა" და ინგლისური "ბასის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ტულონელები პირველ მატჩს შინ გამართავენ "ჰლანეჰლისთან".

ჩელენჯ კაპი

"ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ხუთ ჯგუფში ქართველ მორაგბეთა კლუბები ორჯერ მეტია, ვიდრე "ჩემპიონთა თასზე". ამასთან ერთად ყველა ფრანგული არაა.

ისე მოხდა, რომ D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი იასპარეზებს. ესენია: ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" (საფრანგეთი), რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიში" (ინგლისი) და ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარი" (რუსეთი). მათ მეტოქეობას შოტლანდიური "ედინბურგი" გაუწევს.

B ჯგუფში თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონთან" ერთად ანტონ ფეიქრიშვილის უელსური "კარდიფ ბლუზი" ითამაშებს. მათ კონკურენციას "ტულუზი" (საფრანგეთი) და "სეილ შარქსი" (ინგლისი) გაუწევენ.

ორი "ქართული გუნდია" A ჯგუფშიც. ლაშა ტაბიძის "ბორდო" (საფრანგეთი) პირველ შეხვედრას კრასნოიარსკში გამართავს, სადაც ადგილობრივი "ენისეის" ღირსებას დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე იცავენ.

ორი გუნდია E ჯგუფშიც, ორივე ფრანგულია - კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი" და ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი". ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ამ გათამაშებაში გამარჯვებაზე ჰქონდეთ პრეტენზია.

C ჯგუფში ითამაშებს თამაზ მჭედლიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "აჟენი". მასთან ერთად აქ იასპარეზებენ - "პო" (საფრანგეთი), "ზებრე" (იტალია) და "გლოსტერი" (ინგლისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" სახლში "რენთან" დამარცხდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ზივზივაძე ტრავმის გამო "ჰაიდენჰაიმს" "უნიონ ბერლინთან" ვერ დაეხმარება
აზაროვმა დუბლინში ითამაშა - "შახტარმა" "შემროკ როვერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს
რონალდო თოფურიასთან ერთად WOWfc-ის თანამოწილე გახდა
სამხრეთაფრიკული "კუდუ" - სამი გუნდით საქართველოში
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
"ლივერპული" სლოტს არ გადააყენებს
ჩაბი ალონსო: მე და ვინისიუსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
"ლივერპულში" სლოტის გათავისუფლებაზე ფიქრობენ - მისი შესაძლო შემცვლელის ვინაობა ცნობილია
"ოქროს ბურთის" მომავალი მფლობელია" - ტომას ფრანკმა პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია
"საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს" - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გააკრიტიკა
ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
უკრაინასთან მატჩისთვის 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია
რატომ ვთქვით ევროთასებზე უარი? - ინტერვიუ გიორგი ნიჟარაძესთან
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
ლეგიონერები: ტესტ-მატჩებამდე 2 კვირით ადრე
ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში სამმა "ქართულმა გუნდმა" გააღწია
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
2 ქართული ლელო და 19 ქულა ევროტურნირებზე
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
ქართული ლეგიონი: ქართველთა ორი გუნდი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშია
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"
ირლანდიასთან ლელოს დადებისას ამას ვერც კი ვიფიქრებდი - ინტერვიუ გელა აფრასიძესთან
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓙᓚᓣᓑᓘᓡ ᓗᓐᓛᓐᓨᓘ "ᓩᓔᓚᓔᓜᓯ ᓙᓐᓞᓖᓔ" ᓣᓙᓕᓔ ᓠᓔᓐᓚᓣᓠᓘᓐ
ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓗᓐᓡᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓐᓨᓘ ᓨᓔᓡᓐᓫᓚᓝᓐ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓒᓣᓜᓓᓘ ᓒᓐᓛᓝᓩᓜᓓᓔᓡ
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
პაოლო მალდინი - მამიკოს ბიჭი 26 ტიტულით
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ევროთასებზე ქართველ მორაგბეთა ათი გუნდი ითამაშებს
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
რაგბი. ლეგიონი: გორგოძე და ჩილაჩავა "ტულონს" 1/2-ფინალში გასვლაში დაეხმარნენ
დავით ზირაქიშვილმა ვერცხლის მედალზე უარი თქვა
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა
lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
დღეს თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციოს მეტოქე გამოვლინდება
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციოზე ცნობილია