ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მეორე ტურის მატჩს "ბათუმი" იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწყებს, რომლითაც ერთი კვირის წინ იტალიაში "როვიგოს" დაუპირისპირდა
ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მეორე ტურის მატჩს "ბათუმი" იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწყებს, რომლითაც ერთი კვირის წინ იტალიაში "როვიგოს" დაუპირისპირდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა მარქაფაში ორი ცვლილება განახორციელა: ტრავმა მოიშუშა და თადარიგშია ბურჯი ტარიელ დონაძე, ახალი სახეა მეორეხაზელი ზურა ბეჟანიძეც.

პირველ ტურში "ბათუმი" "როვიგოს" მაგრად ეომა, მეტოქეს 4 ლელო გაუტანა და მცირედით ჩამორჩა (27:31), რისთვისაც ჯამში 2 ბონუს-ქულა დაისაკუთრა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, ოღონდ ამისათვის "ჰაიდელბერგის" დამარცხება მართებს. გერმანალებმა პირველ ტურში იტალიის ჩემპიონ "კალვიზანოს" უმასპინძლეს და 23:19 დაამარცხეს.

"ბათუმის" მზადებისა და მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მთავარ მწვრთნელ დავით გუგუშვილს ვესაუბრეთ:

"იტალიიდან კვირას დავბრუნდით და მომავალი თამაშისთვის მზადება ორშაბათს დავიწყეთ. ეს დღე უმთავრესად აღდგენას დაეთმო, გავიარეთ ჩვენი თამაშის ვიდეო-ანალიზი და მზადება ამის მიხედვით დავგეგმეთ. მეორე დღეს ვნახეთ "ჰაიდელბერგისა" და "კალვიზანოს" შეხვედრის ჩანაწერი. გერმანელები კონტრშეტევაზე თამაშობდნენ, ცდილობდნენ დაცვის ხაზი კარგად ჰქონოდათ დალაგებული, რაქებში არ ჩადიოდნენ, თუმცა სადაც შანსი ქონდათ, მეტოქეს ბურთს უნელებდნენ.

ვფიქრობ, იტალიელებმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს და ეს თამაში ამის გამო წააგეს. "ჰაიდელბერგის" თამაშიდან გამომდინარე გარკვეული საშინაო დავალებები მოვამზადეთ და მათი სისუსტეების გამოყენებას ვეცდებით. ვფიქრობ, მეტოქეს უნდა ვაჯობოთ შერკინებაში და თუ "როვიგოსთან" თამაშის ტემპს შევინარჩუნებთ, აქაც უპირატესობა გვექნება. გავდივართ მოსაგებად და თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ვეცდებით ბონუს-ქულაც მოვიპოვოთ.

მთელი ბათუმი მობილიზებულია და ყველა ხვალინდელ 3 საათს ელოდება. ვარჯიშზეც იგრძნობოდა გულშემატკივრის თანადგომა და ვფიქრობ, შეხვედრა სრული ანშლაგით ჩაივლის".

კონტინენტის ფარი | II ტური

21 ოქტომბერი. ბათუმი. "რაგბი არენა". 15 საათი

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ზურა ერისთავი, 18. ტარიელ დონაძე, 19. ზურა ბეჟანიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დავით ტრაპაიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" დაამარცხა
გავიცნოთ "ბათუმის" მეტოქე ევროთასებზე - "ჰაიდელბერგი"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
კონტინენტის ფარი: ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ბათუმი VS ჰაიდელბერგი - იტალიურის მერე გერმანული გამოცდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში