საქართველოში საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ერთი თვეღა დარჩა და დაძაბულობამ მართლაც კულმინაციას მიაღწია
საქართველოში საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ერთი თვეღა დარჩა და დაძაბულობამ მართლაც კულმინაციას მიაღწია; თანაც, არამხოლოდ ჩემპიონატში: დღეს ხომ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალური მატჩებია, რომელთა დასრულების შემდეგ გაირკვევა კიდეც ფინალისტების ვინაობა.

...უკვე მიჩვეულნი ვართ, რომ თასის ნებისმიერ ეტაპზე ტერმინი "ფავორიტი" არ არსებობს, მით უმეტეს, ნახევარფინალურ სტადიაზე, საიდანაც "ერთი ნაბიჯი" რჩება ევროპის საკლუბო ტურნირებამდე: 2017 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ხომ მომავალ ზაფხულს ევროპის ლიგაზე იასპარეზებს!

ანდა, როგორ შეიძლება ფავორიტის სტატუსი მიანიჭო რომელიმე გუნდს, როცა ერთმატჩიან ნახევარფინალში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ხვდებიან!

აი, რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ამ შემთხვევაში საქმე მართლაც უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს: საქართველოს თასის 28-წლიან ისტორიაში პირველად, სწორედ ამ სეზონში მოხდა, როცა ნახევარფინალურ სტადიაზე რანგით... მესამე ლიგის გუნდი მოხვდა!

კი ბატონო, ადრე რამდენჯერმე მომხდარა, როცა რანგით მეორე ლიგის გუნდს უთამაშია ნახევარფინალში; ეგ კი არა, შარშან მარტვილის "მერანმა" სულაც ფინალამდე მიაღწია, ხოლო "გაგრამ" სულაც თასი მოიგო (2011 წელს).

მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, რომ ხონის "იმერეთის" წლევანდელი წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზე მართლაც გამორჩეული მოვლენაა და როგორც უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს მხოლოდ და მხოლოდ ქების სიტყვები ეკუთვნით!..

01.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 14:00

იმერეთი-ჩიხურა

გზა ნახევარფინალამდე

იმერეთი

II შესარჩევი ეტაპი

ოდიში 1919-იმერეთი 0:1

III შესარჩევი ეტაპი

კოლხეთი (ხ)-იმერეთი 0:1

1/16-ფინალი

გარეჯი-იმერეთი 0:1

1/8-ფინალი

იმერეთი-სიონი 1:0

1/4-ფინალი

იმერეთი-ნორ. დინამო 2:2, პენ 4:2

ჩიხურა

1/16-ფინალი

ლესიჭინე-ჩიხურა 0:7

1/8-ფინალი

გაგრა-ჩიხურა 0:2

1/4-ფინალი

ჩიხურა-დილა 3:0

...ზემოთაც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ: როგორც უნდა მორჩეს "იმერეთისა" და "ჩიხურას" დღევანდელი მატჩი, ხონელთა გუნდისათვის ნახევარფინალში გასვლა უდიდეს წარმატებად უნდა შეფასდეს!

თანაც, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელს, დანარჩენი სამი ნახევარფინალისტისაგან განსხვავებით, შემადგენლობაში, ფაქტობრივად, არც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობადი ფეხბურთელი არა ჰყავს! ეგ კი არა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "იმერეთიდან" რამდენიმე ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი წავიდა, რანგით მეორე ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ ჰქონდათ; თუმცა, "იმერეთის" ასეთი წარმატებული ასპარეზობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოკრძალებული რესურსის მქონე გუნდმა ასეთ ისტორიულ შედეგს მიაღწიოს...

"იმერეთის" მზადება

...დანარჩენი ნახევარფინალისტებისაგან განსხვავებით, თასის გათამაშებაში "იმერეთი" ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთო; პირველი სერიოზული გამოცდა კი მესამელიგელ გუნდს მერვედფინალში ჰქონდა, როცა საქართველოს თასის ორგზის ფინალისტ "სიონს" დაუპირისპირდა.

ჰოდა, სწორედ მაშინ დაფიქსირდა წლევანდელი თასის გათამაშების ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია: "იმერეთმა" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით შეძლო ერთიმეორეზე გამოცდილი და ცნობადი ფეხბურთელებით (ჯაბა დვალისა და ალექსანდრე კოშკაძის ხსენებაც საკმარისი უნდა იყოს) დაკომპლექტებული "სიონის" დამარცხება.

თუმცა, ხონელთა გუნდის ზღაპარი ამით არ დასრულებულა: იმის მიუხედავად, რომ მეოთხედფინალში ასევე მესამელიგელ "ნორჩ დინამოს" ხვდებოდა, ამ წყვილის ფავორიტად უმეტესობა თბილისურ გუნდს მიიჩნევდა. ამ შემთხვევაშიც, უმთავრესი ფაქტორი მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა გამოცდილება იყო: "ნორჩ დინამოში" ხომ არაერთი ისეთი მოთამაშე ირიცხება, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში უამრავი აქაური ტიტული რომ აქვს მოპოვებული (სევასტი თოდუა, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გოგა ფიფია, ზურაბ ძამსაშვილი...).

თუმცა "იმერეთმა" ეს ბარიერიც გადალახა: ორჯერ აგებდა ძირითად დროში, ორჯერვე გაათანაბრა და მერე პენალტების სერიაში იმარჯვა! "იმერეთის" ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი კი, რაღა თქმა უნდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, 44 წლის დავით ჭელიძე გახლავთ, რომელსაც თავის დროზე რამდენიმე სეზონი გაუტარებია უმაღლეს ლიგაში, როცა წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.

"იმერეთისთვის" ნახევარფინალში გასვლა თუ უდიდესი წარმატებაა, "ჩიხურასათვის" თასის ამ ეტაპზე ყოფნა უკვე "ჩვეულებრივ ამბად" იქცა; თავად განსაჯეთ: საჩხერელთა გუნდის მართლაც "მარადიული" მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურა" ზედიზედ მეექვსედ გავიდა თასის ნახევარფინალში! თუმცა, ისიც სათქმელია, რომ წინა ხუთი შემთხვევიდან "ჩიხურამ" მხოლოდ ორჯერ მოახერხა ნახევარფინალური ბარიერის დაძლევა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საჩხერელთა გუნდმა ის ორივე ფინალური მატჩი წააგო.

ანუ "ჩიხურა" წლეულსაც შეეცდება ნავსის გატეხას და საქართველოს თასის პირველად მოპოვებას. არადა, ნახევარფინალამდე "ჩიხურა" ისე მოვიდა, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. სამაგიეროდ, საჩხერელთა გუნდის გამოცდილმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა ერთ მეტოქესთან მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეორესთან კი - "დუბლი".

დაბოლოს, კიდევ ერთ დამთხვევაზეც: შარშან თითქმის ეს პერიოდი იყო, "ჩიხურა" ნახევარფინალში რომ დამარცხდა რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ "მერანთან". ის შედეგი (3:0, "მერანის" სასარგებლოდ) ბევრმა სენსაციად მიიჩნია, თუმცა, ვინც იმ მატჩს უცქირა, დაგვეთანხმება, რომ გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა მარტვილელთა გუნდმა ის გამარჯვება ნაღდად დაიმსახურა. და აი, იმ ამბიდან ერთი წლის შემდეგ "ჩიხურას" კვლავ მარტვილში უწევს ფინალის საგზურისათვის ბრძოლა...

01.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00

ტორპედო-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები თასზე

10: +1 =3 -6, 8-17

დისკვალიფიკაცია

ბექა ტუღუში (ტორპედო)

გზა ნახევარფინალამდე

ტორპედო

1/16-ფინალი

საპოვნელა-ტორპედო 0:2

1/8-ფინალი

ტორპედო-სამტრედია 2:0

1/4-ფინალი

შევარდენი 1906-ტორპედო 1:2

დინამო

1/16-ფინალი

ალგეთი-დინამო 0:2

1/8-ფინალი

სამგურალი-დინამო 0:2

1/4-ფინალი

რუსთავი-დინამო 0:0, პენ 0:3

...როცა საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ალბათ, ბევრმა ისურვა, რომ ფინალში სწორედ ეს ძველი და პრინციპული მეტოქეები შეხვედროდნენ ერთმანეთს; თუმცა წილისყრამ ისე "ინება", რომ "ტორპედო" და თბილისის "დინამო", ისე, როგორც შარშან, ამჯერადაც ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს!

შარშანდელ ნახევარფინალზე (მართლაც ჩინებული სანახაობა რომ გამოდგა) ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ საქართველოს თასის 28-წლიან ისტორიაში, დღევანდელი მეტოქეები ყველაზე ხშირად სწორედ ნახევარფინალურ სტადიაზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

ოღონდ შარშანდლამდე "ტორპედოს" თასზე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული თავისი პრინციპული მეტოქისთვის და ეს ნავსი მხოლოდ 2016 წლის 2 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარებულ მართლაც სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებაში გატეხეს - კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი "ტორპედო" ორჯერ დაწინაურდა ვაჟა ტაბატაძისა და გიორგი ქიმაძის გოლებით, თუმცა ჯაბა ჯიღაურმა ორჯერ შეძლო საპასუხო გოლების გატანა...

საბოლოოდ კი, ყველაფერი ქუთაისელთა გუნდის გამოცდილი მარჯვენა გარემარბის, გრიგოლ დოლიძის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "ტორპედო" ფინალში გავიდა, შემდეგ კი სულაც თასი მოიპოვა (15-წლიანი პაუზის მერე)! აღსანიშნავია, რომ "ტორპედომ", ფაქტობრივად, მთლიანად შეინარჩუნა შარშანდელი შემადგენლობა, აი, "დინამოში" კი მხოლოდ 4 ფეხბურთელია დარჩენილი (ნუკრი რევიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ძარია); თუმცა ეს ფაქტი ხომ, წესით, აღარც უნდა გვიკვირდეს...

"ტორპედო"-"დინამოს" ძველი სათასო დაპირისპირებებიდან რამდენიმე გვინდა გავიხსენოთ; აი, თუნდაც, 1992/93 წლების გათამაშების ნახევარფინალური სტადია, როცა გივი ნოდიას დამოძღვრილმა "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო (3:0, 3:1) "ტორპედოს".

თასის ის გათამაშება საბოლოოდ "დინამოს" ტრიუმფით დასრულდა და არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორ "ეჯიბრებოდნენ" ერთმანეთს, ფაქტობრივად, ყველა მატჩში სამ-სამი თუ ორ-ორი გოლის გატანას რეზო, შოთა და აჩიკო არველაძეები...

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ: 2004 წელს გია გეგუჩაძის დამოძვრილმა "დინამომ" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა "ტორპედოს" წინააღმდეგობა, როცა მცველებმა, შოთა კაშიამ (იმ დროისათვის 19 წლის გახლდათ) და ლევან სილაგაძემ იყოჩაღეს და ზუსტი დარტყმებით თავიანთ გუნდს ტიტული მოუტანეს.

არადა, პირველი ტაიმი ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" მოიგო, რომლის შემადგენლობაშიც თავი გამოიჩინა სულიკო დავითაშვილმა, რომლის ვაჟიც, ზუკა დავითაშვილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია და ... თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა უკვე დებიუტი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. იმერეთი-ჩიხურა [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
საქართველოს თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
იმერეთი-ჩიხურა - ოფლის დაუღვრელად [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა