დიდი 10. VIII ტური: "ლელო-სარაენსმა" "ჯიქი" 20:7 დაამარცხა
დიდი 10-ის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" ექს-ჩემპიონ "ლელო-სარასენსს" უმასპინძლა და 7:20 დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბრძოლა უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა. ანგარიში მე-10 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა გახსნა, რომელიც კლუბის მაისურით მე-200 თამაშს ატარებდა. მან ჯარიმა 48 მეტრიდან გაიტანა. რამდენიმე წუთში ‘ჯიქმა’ შეცდომა დაუშვა და ჯაბა სიხარულიძეს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ სისწრაფეში კარის წინ 5 მეტრში ბურთის აღება ვერ მოახერხა.

გორელებს ანგარიშის გაქვითვა 25-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა მამუკა ნინიძეს დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. "ჯიქმა" შეტევები გააგრძელა და ლელოდან 5-მეტრში ბურთის სწრაფად გათამაშების შემდეგ, "ლელო-სარასენსის" გარემარბი აკაკი ტაბუცაძე სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა შერკინება ირჩიეს, სტუმრები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და 10 წუთით ზურაბ ჯულაყიძეც დაკარგეს, მერე კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

"ჯიქმა" ორკაციანი უპირატესობის მეტად გამოყენება ვეღარ მოახერხა და ტაიმი 7:3 მოიგო. მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი სტუმრების იყო. 44-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე ბორჯღალოსანმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიბრწყინა. მან მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, მერე ორ მბოჭავს სასწაულებრივად დაუსხლტა და ულამაზესი, ინდივიდუალური ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა.

მეორე ტაიმის შუაში ნინიძეს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა. "ჯიქმა" სალელოვედ შეუტია, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს და დასკვნით წუთებში თავად შეუტიეს. ამან შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო, გაგა ჯღარკავამ ახლოდან დარტყმით ლელო გაიტანა, ყიასაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა და "ლელო-სარასენსმა" მეტოქე 20:7 დაამარცხა.

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია
[VIDEO] კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?