© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის დებიუტანტმა "იუნკერებმა" გორში "ჯიქთან" 14-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 20 წუთში 5-მდე შეამცირა და მეექვსე წაგებულ შეხვედრაშიც მოახერხა ბონუსის აღება.

„ჭალის“ სტადიონზე გორელებმა მეტოქე 23:18 დაამარცხეს და მოწინავე ექვსეულში 17 ქულით გამაგრდნენ. "იუნკერებს" მხოლოდ ერთი მოგება აქვს, თუმცა ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და მართალია, ბოლო ადგილზეა, მაგრამ მე-7 პოზიციას მხოლოდ ქულა აშორებს.

ანგარიში მასპინძლებმა 37-ე წამზე გახსნეს. მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშანი რომ მისცა, თორნიკე კიკნაძემ ცენტრიდან მეტოქის 5-მეტრიან წყვეტილამდე იარა და გზად რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, ორი ფაზის შემდეგ კი ლელო ლაშა საჯაიამ გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

თამაში მაღალ ტემპში გაგრძელდა და კარგი საყურებელი გამოდგა. შესვენებამდე რამაზ ხარაზიშვილმა ორი, ხოლო ჯინჭველაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში მასპინძლებმა მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატეს. ჯინჭველაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, 53-ე წუთზე კი თორნიკე კიკნაძემ ერთხელაც გაიბრწყინა. მან 22-ის ხაზთან დანიშნული შერკინებიდან შეუტია, მბოჭავები ჩამოიცილა და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 20:6.

64-ე წუთზე "იუნკერებმა" ლამაზი ლელო გაიტანა. მათ შეტევა თავიანთი ნახევრიდან დაიწყეს და დაახლოებით 70 მეტრი ხელდახელ ბურთაობით და ოფლოუდებით გაიარეს. ბექა სამსიანმა ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, გიორგი კურტანიძემ 22-ის სიღრმეში შეაღწია, ლელო კი გრძელი პასის შემდეგ გიორგი მჭედლიშვილმა ალამთან გაიტანა. ხარაზიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, ხოლო 3 წუთში ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.

დასკვნითმა წუთებმა "იუნკერების" შეტევებში ჩაიარა, რასაც "ჯიქის" ორი მორაგბე სინბინით შეეწირა. 14-კაციანმა სტუმრებმა 12-კაციან მასპინძლებს მოლით შეუტიეს და ზერო პეტრიაშვილის ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა. მათ მატჩის მოსაგებად რამდენიმე წუთი ჰქონდათ, მაგრამ "ჯიქმა" თავი დაიცვა, 23:18 იმარჯვა და სეზონის მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პაატა
რათ გინდა, მსოფლიო არენაზე სრული კრახი განვიცადეთ. ამდენი ძახილით რაგბი ჩვენი თამაშიაო, ბრახ და იგივე ადგილზე ვართ რაც მაშინ, როცა დავიწყეთ საერთო ამაზე სერიოზულად საუბარი :(
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
"ლოკომოტივმა" "ჯიქს" სძლია და მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა
დიდი 10: "არმაზმა" "იუნკერები" ბოლო წუთზე დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: ახალი სეზონი ახალი გუნდით და მოედნით დაიწყო
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა