საქართველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ბათუმს" ზღვისპირეთში ეწვია და სამი უპასუხო ლელოთი, 22:12 დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ბათუმს" ზღვისპირეთში ეწვია და სამი უპასუხო ლელოთი, 22:12 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ბორჯღალოსნები - ლაშა ხმალაძე და გიორგი თხილაიშვილი აკლდათ, ისინი საკუთარ სტადიონზე ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "ჯიქმა" ორკვირიანი შესვენება მეტოქეზე უკეთ გამოიყენა და მასპინძლებთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გორელებმა მეტოქეს თითქმის ყველაფერში აჯობეს. სტუმრები განსაკუთრებით კარგად ღია თამაშისას გამოიყურებოდნენ, ბურთს მაღალ ტემპში, უშეცდომოდ შლიდნენ და ფაზებს კინძავდნენ, რასაც "ბათუმმა" ვერაფერი დაუპირისპირა.

მასპინძლები დებიუტში ბახვა კობახიძის ჯარიმით დაწინაურდნენ და უპირატესობა 28-ე წუთამდე შეინარჩუნეს. ამ დროისთვის სტუმრებს თამაში აწყობილი ჰქონდათ, ფლანგზე უპირატესობა შექმნეს და ნიკა ბიწაძემ პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და კობახიძემ "ბათუმს" უპირატესობა 5 წუთში დაუბრუნა, თუმცა "ჯიქმა" დამსახურებული ლიდერობა მალევე დაიბრუნა. მამუკა ნინიძემ ჯერ ჯარიმით აიღო 3 ქულა, მერე სტუმართა მორიგი სწრაფი იერიში ლელოთი დაასრულა და გარდასახვიდანაც უშეცდომოდ დაარტყა - 15:6.

მეორე ტაიმის დასაწყისში კობახიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 46-ე წუთისთვის სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ბათუმმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა. "ჯიქმა" მატჩის მიწურულს ტემპს ისევ მოუმატა და გადაბმულმა ფაზებმა მასპინძლები მოქანცა. 77-ე წუთზე გორელებმა მოლით შეუტიეს, არსენ ტრაპაიძემ პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:12 და "ჯიქი" მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

rugby.ge

vaxo
ყველაზე მაგარი გუნდია
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში