დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში გამართულ 50-ე მატჩში მეორე ფრე დაფიქსირდა
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში გამართულ 50-ე მატჩში მეორე ფრე დაფიქსირდა. გორში "ჯიქი" რუსთავის "ხარებს" ორჯერ უგებდა, სტუმრებმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა 10:10 დასრულდა.

პირველი ტაიმი კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და ფაზების აკინძვით ცდილობდა შედეგის მიღებას. ეს უკეთ რუსთაველებს გამოსდიოდათ, რომლებიც ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ "ჯიქი" დაცვაში კარგად იდგა, საკუთარ შანსებს კი, მაქსიმალურად იყენებდა

პირველი ასეთი შანსი დებიუტშივე გაჩნდა, გორელებმა დერეფნიდან გაშალეს შეტევა, "ხარების" დაცვამ თითქოს გადაწყობა მოახერხა, მაგრამ მბოჭავმა ნიკა სამხარაძე ვერ შეაჩერა და მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. "ხარებმა" შტურმით უპასუხა და მეტოქის წითელ ზოლში დიდი დრო გაატარა, რაც მოლით და მე-12 წუთზე ერეკლე მაჭარაშვილის ლელოთი დასრულდა. კობა ბუჯიაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 7:7.

ნინიძემ კარის წინ 40 მეტრიდან "ჯიქს" უპირატესობა დაუბრუნა. მალე მასპინძლებმა 10 წუთით დიტო კიკნაძე დაკარგეს და "ხარებმა" მეორე ლელოს გასატანად ბევრი იბრძოლა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და ზედ შესვენების წინ ბუჯიაშვილმა წონასწორობა აღადგინა - 10:10.

მეორე ტაიმში ტექნიკურმა წუნმა იმატა და სანახაობრივი მხარე დაიკარგა. "ჯიქმა" პერიოდებში მოახერხა ტერიტორიული უპირატესობის დაუფლება, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახა. ამის რეალური შანსი "ხარებს" ჰქონდა, მაგრამ ბუჯიაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. დასკვნითი 10 წუთი მასპინძლებმა მეტობაში გაატარეს, ლაშა გოგიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა "ჯიქმა" ჯარიმა კარში არ დაარტყა, "ხარებმა" ლელოს დაცვა მოახერხა და წლის დასკვნით მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ "ავჭალაზე", 15 საათზე დაიწყება და დედაქალაქურ დერბში "აკადემია" "არმიას" შეხვდება.

rugby.ge

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დიდი 10-ის ფინალი - მწვრთნელთა მოლოდინები
დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა
დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ლელო ლიდერებში დაბრუნდა
დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ