საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

Video

25.11.17 საქართველო-ამერიკა 21:20

kote
კვირიკაშივილს საშუალოდ ერთი ლელო და ხანდახან ჯარიმაც მიაქვს მოწინააღმდეგისთვის ლანგარზე შეფუთული. ნახეთ თუნდაც ესთამაში და უყურეთ მის ნამოქმედარს
bs
ადმინ! სამსახურში არ ხარ ჯერ თუ ჯერ ადრეა? ))))
bs
არ მომეწონა თამაში, არ მომეწონა რომ ძლივს ვიგერიებდით მათ შეტევებს, რომ მათი უკანა ხაზი ჩვენსაზე სწრაფი და ჯანიანი იყო, არ მომეწონა რომ მეორე ტაიმში ქულაც კი ვერ ავიღეთ, არ მომეწონა, რომ მოლებში გვათრიეს, არ მომეწონა რომ აუტებში არ ვიყავით დამაჯერებლები, არ მომეწონა რომ აუტების მერე ჩვენი მოლები მათ ვერ ძრავდა. არ მინდოდა წაგება, მოვიგეთ, მარა იქნება დასაფიქრებელია ბევრი რამ რაც იმ თამაშმა გვიჩვენა. მილტონ ჰეიგის შეფასება-კომენტარი მაინტერესებს, სადმე დაიდო მისი კომენტი ამ თამაშის?
bs
გადავრჩიიიიით! რომ გაეტანა გარდასახვა, ჩვენ შევუტევდით, დრო ცოტა იყო, ვერაფერს გამოვრჩებოდით და ვიტყოდით არ გაგვიმართლაო, არადა ფაქტტი ის არის რომ მეორე ტაიმში ქულა არ გაგვიკეთებია! გესმით? 1 ქულაც კი!!! სისწრაფე არ გვყოფნის, სისწრაფე, ათასჯერ და კიდევ მეტჯერ სისწრაფე!შერკინებას თუ მაინდამაინც არ ვთხოვთ სისწრაფეს, უკანა ხაზში მოწინავე ქვეყნების დარი არც სისწრაფე გვაქ და არც ჯანი(!). იშვიათი გამონაკლისების გარდა (მათიაშვილის ლელო) თითქმის ყველა გვჯობნის სპრინტში. მოგება კარგია, მარა თვალები უნდა გავახილოთ და მივხვდეთ, რომ უბრალოდ გადავრჩით.
Haha-s
ვინ იმართლებს თავს? მოიგეს, ცოტა ძნელად მაგრამ მოიგეს! მორჩა - არა არ გვყოფნის, რატომ არ დაანგრიეს!!! რატომ არ წალეკეს! რატომ არ გადაუარ-გადმოუარეს! შეეშვით, ისინიც ხალხია და იტამაშეს მოგებაზე -რა გადაირეიეთ ხალხო - მოიგეს, ხომ არ წაუგიათ - ითამაშეს იმდენზე, რამდენიც მოგებას გვაძლევდა. და საერთოთ იქნებ დაფიქრდეთ, რომ არც უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო (უფროსი მეგობრისთვის). ჩემი აზრით, აი ამას გავდა თამაში და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ და არ მოუმატეს.
ლევანი
მოგება მოგებაა, წაგება კი წაგება! გულდაწყვეტილი ამერიკელები წავიდნენ, დამარცხებულები, რაც არ უნდა ილაპარაკონ, კარგად ვითამაშეთო. ჩვენც იგივე სიტუაცია გვქონდა უელსთან, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით! საბოლოოდ მაინც მთავარი ტაბლოა, შედეგი!
zura
გამარჯვება გამარჯვებაა და სუ!
glaxuna
უბრალოდ ათამაშეს ახალგაზრდები და დ ა ა ნ ა ხ ე ს რაგბის მოყვარულებსაც,რომ მართალია ნიჭიერები არიან მოდებაძე,მათიაშვილი,კოშაძე,კვესელაზე,აფრასიძე, ჯინჭველაშვილი...რომ გაცილებით მეტად უნდა ივარჯიშონ და მოემზადონ,განსაკუთრებით ფიზიკურად,თორე დაცვაში ვ ე რ ა ფ ე რ ს აკეთებენ (!) შეუჩნდნენ მილტონს,არიქა ,,ახალგაზრდები ათამაშეთო,, და ნათლად შევხედეთ,რომ მართლა ძალიან,ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ფიზილურად ასეთ მეტოქეებთან თამაშებისათვის. მე პირადად უკანა ხაზში ვათამაშებდი : მალაღურაძე (ხმალაძე როცა ტრამვირებულია) ,თოდუა,შარიქაძე,კაჭარავა,ან მჯედლიძე-ფრუიძე,კვირიკაშვილი და მინიმუმ 10 ქულთ მოვიგებდთ! ა ც ა ლ ე თ მილტონ ჰეიგს და დააყენებს მართლა ძლიერ ნაკრებს.
jemali
ხოდა რო არ გვაძლევენ,უნდა მოვითხოვოთ! 6ეირს ყვირილს,ეს მოვითხოვოთ უნდა! აგერ იაპონიამ თამაშით მოუგო საფრანგეთს,მანამდე ეომა უელს,უფრო ადრე კი სამხრეთაფრიკაც დაამარცხა. ჩვენ კიდევ 10წლის წინ კინაღამ მოგებული თამაში ირლანდიასთან და 1კვირისწინ იგივე კინაღამ არ წაგებული უელსთან თამაშებით ვიქადნებით. ისე ნუ გამიგებთ რმ ვინმეზე ნაკლებად ვგულშემატკივრობ ჩვენს ბიჭებს,მაგრამ რეალობა ცოტა მკვახეა, ყველას არ სიამოვნებს.
789
აუ, ... ახალი ზელანდია კი არა, შენ იკითხე ის თუ სად უნდათ გულავი 6 ერის ბოსებს და კაცებს საერთოდ, ამერიკაში თუ ზელანდიებში და ავსტრალიებში? ჯერ მარტო ის თუ სად არის ყველაზე მეტი ფული. აი შენ, ეხლა ამერიკაში არ გინდა? თუ ზელანდიაში გინდა, ეს ხომ სასაცილოა ყველას ამერიკაში უნდა. თან, ამერიკაში თუ გახდა რაგბი პოპულარული, მორჩა მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდება საბოლოოდ და საერთოდ, პრასვეტი გაუათასდება. იმიტომ რომ ეს არის ამერიკა. ყველა ევეოპელის სისუსტე არის ამერიკა, საქართველოშიც სხვათაშორის და ასე ძნელად რატომ იგებ ამას. ეხლა ამერიკელებსაც კითხე, მაგათი სისუსტეც ევროპაა - სად საფრანგეთში იტალიაში და ბრიტანეთში გულავი, და სად ზელანდია და ავსტრალია... აი ამაშია საქმე. ზელანდია უკვე ისეთი ძლიერია სპორტულად არც აწყობს 6 ერი, მაგრამ აბა ნებისმიერ ზელანდიელ მორაგბესაც კითხე სად უნდა გულავი? ევროპაც და ამერიკაც.
123-ს
და შენ გგონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა 6 ერში იქაჩებიან? ))
haha
ადრე ვფიქრობდი, რომ ეგრეთ წოდებული ქართული მენტალიტეტი მარტო ფეხბურთელებს ეხებოდათ. გუშინ დავრწმუნდი რაგბისტების ეგეთები არიან. ვისაც გუშინდელი თამაში მოგეწონათ, ან ვინც ჩვენებს ამართლებთ ყველანი ერთად ხართ საქართველოს მტრები. მე რაგბისტები მიტო მიყვარს რომ თავს არ იმართლებენ, თუ საჭიროა ბოდიშს იხდიან და მერე წინ მიდიან. ეს რა იყო? უკან გადადგმული ნაბიჯი.
გეთანხმებით და ძაან საჭირო მოთამაშეა.
ნამდვილად, მიხარია, რომ მერაბ კვირიკაშვილი ამდენი ხნის სტრესის შემდეგ ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდა და ფორმაში ჩადგა. ეტყობა, რომ გუნდი მაგრა დაუდგა გვერდში. აი ეს არის თ ა ნ ა დ გ ო მ ა. ყოჩაღ, ყველანი მაგარი კაცები ხართ.
გგგ
მერაბ კვირიკაშვილი არის ერთერთი საუკეთესო ვინც დღეს გვყავს და ასე წადი და სხვებს დაუთმეს ნამდვილად არ იმსახურებს. არც მისი ღირსეული შემცვლელი ჩანს და ვისაც რაგბი ესმის, ყველა ამავეს ფიქრობს დარწმუნებული ვარ.
status quo
ეს თამაში ჩააძაღლეს.
ლუკა
კვირიკაშვილს ძალიან კარგი თამაში ქონდა, ჯარიმაც გამოიმუშავა, აუტშუც კარგად გადაჰქონდა და კარგ გადაცემებსაც აკეთებდა.
ანდრი
ბრმების სკოლაა? კვირიკაშვილის ყურება მოედანზე რაც დრო გადის სულ უფრო სასიამოვნო და სასიხარულოა. სარგებელს რო ვერ ხედავთ გასაგებია :(
გიორგი
უნდა ვისწავლოდ იმ დროს კონცენტრრება როცა ფავორიტად ვითვლებით. როცა 13 დავრჩით მაშინ დავიწყეთ თამაში და გამოჩნდა რა ძალასაც წარმოადგენს ჩვენი ნაკრები. დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო მეტად კონცენტრირებულები ვიქნებით. ეს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გადავუარდით.
მიროსან
აუფჰჰჰჰ....გვაძლევენ და არ ვთამაშობთ ტესტებს?
123
სოსოს დავიჯერო ახალი ზელანდია ევროპაა? ან სამხრეთ აფრიკა?
ბმბ
მადლობა ბიჭებს მორიგი სიხარულისათვის, კვირიკაშვილი იმდენს იზამს, რაც ამაგი აქვს, წყალში გადაყრის, როგორ ბურთს ხელს არ უშვებდა, არიქა ვინმემ დარტყმა არ დამასწროსო, როგორც შენი თამაშით გვახარებდი, ისე შენი წასვლითაც გაგვახარე რა, არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი, კვირიკაშვილი არის ბოლო ორი-სამი წლის ერთ-ერთი სუსტი წერტილი ჩვენი ნაკრების, ხოდა გამოჩნდნენ ახალგაზრდები და აცალე შე კაცო, დიდი რაგბისტი არასოდეს არ ყოფილა მეკო, ახლებს კი კოჭებში ეტყობათ, რა რაგბსაც ითამაშებენ.
ვვვ
ყოვლად არსწორი მიდგომაა. რას ნიშნავს, გამარჯვებული წადი? ნაკრებს და ქვეყანას სანამ სჭირდები, უნდა იყო და თუ არ სჭირდები კიდევ, მაგას მწვრთნელი გადაწყვეტს! ვინც თავისით წავიდა, იმასაც შეეშალა...
გაფრთხილება
მოგიწოდებთ კორექტულობისკენ და გთხოვთ აღკვეთოთ სექსისტური გამოხტომები თუ გენდერული დისკრიმინაცია. ბებოსაც ისეთივე უფლებები და სამოქალაქო სტატუსი ეკუთვნის, როგორც პაპას! თუნდაც ანატომიურად "ნაკლი" გააჩნდეს!:)))))))))))
ლევანი
აჰაჰაჰა ბებია-პაპის თემამ დაგლიჯა!
rugby
აცალეთ ბეკოს, მათიშვილს ნუ უგუჭებთ ახალგაზრდა მენტალს. ჯერ კვირიკე და მერე სხვა. ზალიან კარგად ითამაშა აფრასამ, მაგრამ მისი სათამაშო პოზიცია სხვა მგონია.
imereli
???-ს. ძმაო კითხვისნიშანო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარების ერთგული მკითხველი ხარ და რაღაც დაგიმახსოვრებია კიდეც. მაგრამ აზრსაც თუ გამოიტან წაკითხულიდან უკეთესი იქნება. ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განგიმარტავ: მე რიგითი გულშემატკივარი ვარ და უელსთან თამაშის მერე ეიფორიაში ჩავარდნის უფლებაც მაქვს და წაგების გამარჯვებად "გასაღებაც" შემიძლია, რათქმაუნდა იმ მოცემულობის შემდეგ რაც 18 ნოემბერს გვქონდა. იმის უფლებაც მაქვს იმ მონაპოვრის საფრთხეში დაყენების შემდეგ რაც უელსთან თამაშის შემდეგ იყო, სამართლიანი გულისტკივილი გამოვხატო. და კიდევ, ამერიკასთან შედარებით სუსტი თამაში არც ჩემი ეიფორიაში ჩავარდნის ბრალია და არც ჩემს მიერ წაგების გამარჯვებად "გასაღებაში". ამერიკასთან ესეთი თამაში რისი ბრალიც არის მაგიტომ ვიგლეჯ ნერვებს და მაგიტომ ვცდილობ ამ საიტზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო. დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
jemali
1კვირის წინაც ვთქვი და ახლაც იმ აზრზე ვარ,რომ 6 ერი ადრეა,მანამ სანამ იაპონიასავით არ გავამწარებთ ბობოლა გუნდებს,რეზერვი სანამ საკმარისი არ გვექნება და იმას არვიტყვით,რომ უელსმა ძალები წაგვართვა და აშ. 6 ერში ყოველ კვირა მოგიწევს თამაში უელსის და მასზე ძლიერი ნაკრებების წინაშე და ვიყოთ ხის კოვზის ამარაა და ვიძახოთ იმან ძალები წაგვართვაო?! ძალა გვაქვს მაგრამ გაშლილი თამაში გვიჭირს,მითუმეტეს მაღალ სიჩქარეებზე. მგონია რომ ეს შესარჩევი თებერვლიდან უნდა გამოიყენოს მელიტონამ ხელით თამაშის უკეთ დახვეწვაში,რაქების სწრაბად გაწმენდაში. მოკლედ სისწრაფეაში თამაში ხელით.იგივე რუმინეთთა თუნდაც.ტესტები რაც შეიძლება მეტი,პირველი დონის გუნდებთან!!!
სოსო
კოტე,მეკოს ასე უცებ ნუ ჩამოსწერ,გორგოძეც დროზე ადრე წავიდა ნაკრებიდან და ზირაქაც,მეკოს ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს და უკანა ხაზში, ის მსოფლიოს თასზეც საჭირო იქნება,მით უმეტეს რომ მისნაირი სიზუსტით და მანძილიდან ჯარიმებს საქართველოში ვერავინ ვერ ურტყამს,ვერც კარში და ვერც აუტში.თან მისი ისტორიაც გავიხსენოთ,რა გადაიტანა,რა ფიზიკური და ემოციური ტრავმა,ისიც აშკარაა,რომ ამ სტრესიდან უკვე გამოდის და დარწმუნებული ვარ,თამაშს კიდევ მოუმატებს,იმ დონემდე მაინც რომ თითქმის ძველ დონემდე ითამაშოს,მას ხომ ფეხი ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი არ უკანკალებდა.
სოსო
პათოსში გეთანხმები,მართლა სარევანშოდ და სახლში წაგებით გამწარებულები იყვნენ ჩამოსულები,მაგრამ ექვსი ერი რა შუაშია და ამერიკას ექვს ერში რა უნდა,მაპატიე,მაგრამ ვერ გავიგე.ექვსი ერი ევროპული სტრუქტურაა და ამერიკა მანდ ვერანაირად ვერ ჩაერთვება.
gusani
გეთანხმები, მეკო პატივით უნდა გავაცილოთ. თავის გამოცდილება და ჯიგარი ახალგაზრდებს გადასცეს გუნდში. მძიმე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. მამუკას პატარა ჩავარდნები ქონდა და მიხვდა.... წარმატებები ბიჭებს. დასანანია, რომ უელსთან აღებული ,,აურა" გაუფერულეს, როგორც ჩანს ამერიკაზე გასწრება გვიჭირს. ერთ ადგილზე დგომას არავირ გპატიობს...
სოსო
კახა,რატომ იმას აღარ ფიქრობ,რომ უკეთესის ძებნაში ძალიან კარგი შეიძლება დავკარგოთ?ჰეიგის ხელში ნაკრები აშკარად პროგრესირებს,პროგრესის ტემპი საკმაოდ მაღალია და არა მგონია მასზე უფრო სწრაფად ეს სხვამ მოახერხოს.ის ხომ ძირფესვიანად იცნობს ქართული რაგბის ყველა ნიუანსს და შიდა ჩემპიონატს.ამ თამშშიც ჰეიგმა უკანა ხაზი გადაახალისა,გამოსცადა ძირითადში ახალგაზრდა ბიჭები,არ იყო კაჭარავაც,ვასკაც თავიდანვე დაიმტვრა,ბეგაძე და ხმალაძეც ტრავმირებულები იყვნენ და ჩვენი რეზერვის სიღრმის პატრონებს რა თქმა უნდა გაუჭირდათ,მით უმეტეს რომ უელსთან მატჩის შემდგომი ფიზიკური და უფრო მეტად ემოციური გადღლილობაც საგრძნობი იყო.ამერიკა დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია,ჩვენზე შეუდარებლად მეტი მატერიალური და ადამიანური რესურსებით,თან ზრდის ტემპითაც არ ჩამოგვრჩება,ასე რომ მათთან ძნელ, მაგრამ მაინც გამარჯვებას,წყალს ნუ გადავასხავთ.დავუფასოთ წარმატება ბიჭებსაც და მწვრთნელსაც.ხაზში სისწრაფე რომ გვაკლია და მოლში რომ გვაჯობეს,მაგაზე კი ჩვენზე უკეთ სწორედ ჰეიგმა იცის და იმუშავებს კიდეც ნაკლის გამოსწორებაზე.
ხასიდი
მეორე მოდებაძეა, ძალიან კარგი 15 ნომერია, გადახედე მის თამაშებს აიაში

მეკო ჯერ გუნდს ჭირდება და უნდა იყოს ახალგაზრდების პარალელურად. როცა მეორე 15 ნომერიც გამოჩნდება გუნდში (ერთი მათიაშვილი და მეორე ...?) მხოლოდ მაშინ დადგება მეკოს წასვლის დრო.
ზვიად
??? - ს: ბიჭო უელსთან არ წაგვიგია!!! უელსის მაიმუნურ მოგებას ადარებ ჩვენ ამ მოგებას?? შერკინების კვაჭები დავუმალეთ და 6 ერის ”მაფია” გვაფარებს ხელს თუ, ვინ შეუშალა ამერიკელებს ხელი??? მსაჯებმა წააგებინეს თუ ვინ, თავიანთი თამაშით წააგეს და ის 1 ქულიანიც ნაღდი წაგებაა, თამაში იყო ასე და მორჩა. რომ გამოხტებით ხოლმე, ასეთ კომპლექსიან და მუდმივად ”არ შეგვიძლია” ხალხს არ ეკუთვნის რომ უყურონ ასეთ გმირ ბიჭებს!!!
მზვერავი
ძალიანაც კარგი რომ 1 ქულით მოვიგეთ, იმიტომ რომ ამ გულუბრყვილო ქართველმა ბიჭებმა გაიგონ ვინ არის ამერიკა რა დამოკიდებულება ჩვენ მიმართ რაგბში. ეგენი გამწარებულები მოდიოდნენ სახეს იხევდნენ მოსაგებად, და ძალიან კარგად მომზადებულები რომ ამ ბოლოდროინდელი წარმატებებიდან ძირს დავენარცხებინეთ. რაც თითქმის მოახერხეს რომ რომ არა ჩვენ ბიჭებს ვენცვალე ჯიგარში!! მაინც ალალი პურის მჭამელი ბიჭებივით ითამაშეს და არ მოაგებინეს. მაგრამ ასეთ გამწარებულ და მომზადებულ მეტოქეს ასე ბატკანივით რომ დახვდები მაგიტომაცაა თავიდან შერკინებები რომ მოგვიგეს რაც არის უპატიებელი(!!) და ლელოები რომ გაგვიტანეს. თუმცა მერე რომ გამწარდნენ ბიჭები შერკინებაშიც გაირეკეს და 14 კაცით ლელო დაუდეს. ეგ იმათაც ქნეს რადგან ეგ შეუძლია გამწარებას. ძალიან გამწარებულები არიან ჩვენზე, ჯერ მარტო იმიტომ რომ ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ და მერე 6 ერში შესასვლელ ადგილს ვეცილებით, ეგენი ვეღარ ითმენენ უკვე ფ... ს იხევენ ექვსი ერი და იტალიაში გულავი უნდათ პიცის ჭამა. და ჩვენ ჯიუტად ჩვენდაუნებურად ვედებით ფეხებში ბარიერს ვუქმნით. და ეს იმიტომ ხდება რომ რა თქმა უნდა 6 ერის ბოსებს საქართველოს ნაცვლად ამერიკა აწყობთ, ყველა ევროპელის სისუსტე არის ამერიკა, იმათაც ამერიკაში გულავი უნდათ და ყველანაირად აწყობთ. ორივე რომ მიგვიღონ არა, არ უნდათ.
კოტე
როცა ამ თამაშის შემადგენლობა გამოცხადდა ჩემი კომენტარი იყო - ოოო! ძალიან არ მომეწონა, მაგრამ თუ ექსპერიმენტებია საკეთებელი რაც შეიძლება მალე და ასეთ გუნდებთან უნდა აკეთო, ამას მსოფლიო თასზე ვერ ვიზამთ. ამ სამ თამაშში თითქმის ყველა ახალმა ჩააბარა გამოცდა (ვერ ჩაბარებულებზე ცალკე), მოდებაძე ისე თამაშობს ამ პოზიციაზე თითქოს 50 კეპი მაინც ქაონდეს მოგრევებული! ძალიან კარგია და დამაჯერებელი მათიაშვილი, კოშაძე, კვესელაძე! ცოტა უცნაური შეგრძნება მაქ ბეკოშვილთან. ალბათ სტაბილურობა აკლია. აფრასიძე ჩემი აზრით ვასკას მალე ჩაუქროლებს და მერე ვნახოთ დაეწევა კი ოდესმე? ყველაზე უარყოფითი შთაბეჭდილება ჯინჩველაშვილმა დატოვა. რა თქმა უნდა მელიტონამ ბევრად მეტი იცის ჩვენზე და ალბათ ხედავს რამე ტალანტს ამ ბიჭში, მაგრამ საშინელი ორი თამაში ქონდა. იმედია ვცდები და ამ ორი თამაშის შეფასებით მას გულს არ გავუტეხავ... ... მაგრამ გულს გავუტეხავ მერაბ კვირიკაშვილს! მეკო ძმაო და მეგობარო, კუმირო და ქართული რაგბის ლეგენდავ გაიხედე უკან და გაანალიზე რაც მამუკამ გააკეთა - შეიძლება მამუკაზე მაგრები გვყოლია წარსულში და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გვეყოლება, მაგრამ მისი სახელი მუდმივად ჩვენი გულების დიდების დარბაზში იქნება, როგორც გაუტეხარი, დაუმარცხებელი კაპიტანი, რომელიც გამარჯვებული წავიდა (კალათბურთელი კაპიტანისგან განსხვავებით). მეკო არა ნაკლები დამსახეურება გაქ ქართული რაგბის წინაშე! მამუკას შედეგები ვინმემ შეიძლება გაიმეოროს მაგრამ ძალიან საეჭვოა ვინმემ შეძლოს! ვიცი მეკო როგორ გიყვართ შენ და რაგბს ერთმანეთი მარა არ არსებობს ეს დრო არ მოვიდეს და ჯობია ეს დრო შენ დათქვა და მოვიდეს (მალე)! არ გაგიჭირდება საქართველოს ნაკრების ბოლო თერთმეტი თამაშის ნახვა და უყურე შენს თამაშს. ძალიან მინდა ერთა თასზე აბჟანდაძის ხილვა 10 ნომერზე. მისი გამოცდის დროა!

სრულად გეთანხმები, ამ ტესტებზე ხელით თამაშით ხაზის გაჭრა ვერ ვნახე, ჩვების "დარტყმები" არ იძლევა შედეგს სწორედ ამ მიზეზით რომ მიწისკენ მიდიან ეგრევე და უელსთანაც ბოლო წუთებზე იმიტომ იყო არაეფექტური და უშედეგო ის მიძალება. მოკლედ გვიყვარს ჩვენი ბიჭები, მადლიერები ვართ მათი თავდადების, მაგრამ "მესამე მხრიდან" უნდა შევხედოთ და რეალური მინუსები დავინახოთ თუ გვინდა რომ გამოვასწოროთ და წინ წავიდეთ. ამერიკამ დღეს გვაჯობა ჩვენივე შეცდომების ხარჯზე, საკუთარი თამაშითაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ტაიმში ჩვენს ასეთ თამაშს არ ველოდი და გაწბილებული ვარ, თან ამ თამაშმა რუმინეთთან ჩაგდებული ბოლო თამაში გამახსენა რაც ერთა თასის დათმობად დაგვიჯდა. 70-73 წუთები იყო და 13 კაციან ამერიკას ვუტებდით (ერთი გასინბინებული, მეორე ტრავმირებული იწვა ცენტრში) და 2 ზედმეტი კაცი ვერ გავათამაშეთ??? კიდევ ერთი: არ შეიძლება ასეთი ეიფორია რაც გვქონდა უელსთან წაგების მერე. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ (თან მილტონაც ამბობს მოგება მოგებააო და მაშინ წაგებაც წაგება გამოდის) ბოლო წუთებზე უელსთან ვერ გამოვიყენეთ 5 მეტრიანი დერეფნიდან შეტევა 14 კაცთან და მხოლოდ იმას გამოვეკიდეთ რომ უელსელებმა იაფერისტეს და არ დაგვიდგნენ შერკინებაში. მოკლედ ღირსეული თამაში უნდა დააფასო, მაგრამ წაგება გამარჯვებად არ უნდა "გასაღდეს"
ანდრი
გადახალისებული, ნორჩი უკანახაზით, 13-14 კაცმა ორი ლელო დადო. რა ფსიქოლოგიას უწუნებთ?
რომა
ამ კომენტარზე კალათბურთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გამახსენდა - მასაც ასევე აკრიტიკებდნენ ბოლოს ,,ყოვლისმცოდნენი,, თავისი თავი ამოწურაო და წავიდა ტიპი და ევროპა მოაგებინა სლოვენიას.ყველამ თავისი საქმე რო აკეთოთ და თამაშზე გულწრფელად რო ვუბალეშიკოთ ბიჭებს, - ვერა?
მიროსან
რათქმაუნდა ველოდი რო უელსის მერე გადაღლილი იქნებოდა ნაკრები, მარა ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. რო არა იმათი დამრტყმელის სიბეცე( 4 დარტყმა გააფუჭა) წაგებული გვქონდა თამაში. თუმცა ჩვენ, გულშემტკივარმა უნდა ვისწავლოთ, როგორც სტადიონის თავიდანვე გავსება, ასევე ისიც რომ ასეთი თამაშის მერე არ გადავუაროთ ჩვენს ნაკრებს და წყალს არ გავატანოთ... მოგებულებს არ განსჯიან...უელსისგან განსხვავებით კიდე სუდრათქმაუნდა ველოდი რო უელსის მერე გადაღლილი იქნებოდა ნაკრები, მარა ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. რო არა იმათი დამრტყმელის სიბეცე( 4 დარტყმა გააფუჭა) წაგებული გვქონდა თამაში. თუმცა ჩვენ, გულშემტკივარმა უნდა ვისწავლოთ, როგორც სტადიონუს თავიდანვე გავსება, ასევე ისიც რომ ასეთი თამაშის მერე არ გადავუაროთ ჩვენს ნაკრებს და წყალს არ გავატანოთ... მოგებულებს არ განსჯიან...უელსისგან განსხვავები კიდე სუდია აშკარად ჩათლახობდა... მოკლედ მადლობა ბიჭებს და იმედია შესაბამისი დასკვნები გაკეთდება!
გია
მაქსიმალისტები ვართ ნამდვილად. .. მოვიგეთ. ვინერვიულეთ. ამერიკა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი... იმას რომ გაეტანა 3 ჯარიმა და ასეთი რამეები არ გვინდა.. ბებიაჩემს რომ ... ჰქონოდა, პაპაჩემი იქნებოდა..
nykri
მარტო ძალისმიერი თამაშით შორს ვერ წავალთ,საჭიროა უფრო მეტი სისწრაფე,კომბინაცია და ხელით თამაში
გუსანი
გადავრჩით.. ამერიკაშიც-3-4 წუთი რომ გაგრძელებულიყო იქაც და აქაც წავაგებდით, ჩვენი ადგილი მიგვიჩინეს, მართლა ადრეა 6 ერში, მაგრამ ხშირად უნდა გვათამაშონ თუნდაც მათ მე- 2 ნაკრებებთან. ძალა კი გვაქვს, მაგრამ დანარჩენში ჯერჯერობით ძალიან მოვიკოჭლებთ. შემდეგ თაობაზე და ფედერაცია-მწვრთნელებზე ბევრია დამოკიდებილი. წინ გამარჯვებებისკენ ბიჭებო- ერთთა თასზე გამოჩნდება გავიზარდეთ თუ ვბუქსაობთ..
Oto
Samarcxvinoa roca tamashi eseti samarcxvino translirebit xorcieldeba.araprofesionali operatorebisa da rejisorebis dro agar unda wavides? Imedis saqme marto damachlungebeli serialebis da reklamebis gashvebaa.
Giga
Madloba bichebs.midis taobata cvla da midis uketesobisken.uels msoflioze davayrevinebt farxmals.
rugby
როგორც ყოველთვის მენტალიტეტი, ფსიქოლოგიური პრობლემები. ვერა და ვერ გადავლახეთ ეს საშინელება.
იმედი არაფერშუაშია.
სად ჩერდებოდა კადრები? ჩემთან დასავლეთ საქართველოში არ ჩერდებოდა. ესეიგი თქვენი სატელევიზიო სერვისის ბრალია.
სოსო
ამ ზაფხულს,ამერიკაში ძალიან რომ გაგვიჭირდა თამაშის ბოლოს დაგავიწყდათ?ახლაც ასე მოხდა,მათ აქვთ ისეთი ფიზიკური მომზადება,რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაღალი ტემპით თამაში.ჩვენ წინა თამაშის შემდეგ ტრავმების გამო გამოგვაკლდა ბეგაძედა ხმალაძე,ამ თამაშის დასაწყისში ლობჟანიძე და საკვირველია რომ გაგვჭირვებოდა?ჩვენ ხომ ყველაზე ძალიან უკანა ხაზში გვიჭირს რეზერვი.აფრასიძე კარგი ბიჭია,მაგრამ თითქმის მთელი თამაში შემცვლელის გარეშე ჩაატარა და ძალა აშკარად აღარ ეყო.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ამერიკამ ზაფხულის ტესტთან შედარებით შემადგენლობა გააძლიერა და მაშინ საფუძველი გვექნება ეს თამაშში აქტივში ჩავითვალოთ,მით უფრო რომ ბალანსი გავანულეთ.ვემშვიდობები ჩვენს ნაკრებს ამ სეზონში და უკვე მოუთმენლად ველი მომავალ გაზაფხულზე მათთან შეხვედრას.
imereli
ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. სამწუხაროდ ჩვენს მიერ ბურთის ფლობის 80% მთავრდება ჩვენივე შეცდომით და მოწინააღმდეგისათვის ბურთის ჩაბარებით. ვაგვიანებთ ბოჭვებს რითაც მეტოქეს მცირედი, მაგრამ მაინც წინსვლის საშუალებას ვაძლევთ. გაუგებარია წინა ხაზელები რატომ არიდებენ ბურთის წამოღების დროს მეტოქეზე დაჯახებას და რატომ მიიწევენ პირდაპირ მიწისკენ ამიტომ წინსვლას ძალიან რთულად ვახერხებთ. ხომ ნახეთ ჟვანიამ მოწინაარმდეგეს ჯერ დაარტყა მოიგო ძვირფასი მეტრები, ოფლოუდი ამის შემდეგ გააკეთა და სიტუაცია გაამწვავა, მეორე წინახაზელმა კი პირდაპირ მიწისკენ წავიდა და ისე დაეჯახა. ამის გამო მოწინააღმდეგეს გარანტირებული ბოჭვის განხორციელების საშუალებას ვაძლევთ და ხაზის გაჭრა გვიძნელდება. ამ ყველაფრის გამო მეტოქის 15 ნომერი მსაჯთან მიჭრას და პრეტენზიების წაყენებას ბედავს ჩვენსავე მოედანზე. P.S. ასეთი გაჭირვებით მოგების ბრალია ჩვენი მუდმივი თამაში რუსეთთან ესპანეთთან გერმანიასთან და მსგავს ქლიავებთან.ამერიკა კი ვის ეთამაშება რეგულარულად ვიცით ყველამ. მეორე მიზეზია უელსთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ გადაღლილობა და ცოტა ეიფორიაც. ეს ორივე მიზეზი საბოლოო ჯამში ერთმანეთთან დიდ კავშირშია. გვექნება რეგულარული თამაშები იმათთან მაინც ვოსაც ამერიკა ეთამაშება და ხარვრზები გამოსწორდევა გარანტირებულად. P.P.S. დიდი მადლობა ჩვენო სახელოვანო მორაგბეებო ასეთი თავდადებული ბრძოლებისათვის.
მილტონი
მიშა მაგარია! რა მვრთნელი? სულ ეს არის ქართული რაგბი. მხოლოდ ეს შემადგენლობა. ჯერ კლუბები უნდა გაიზარდონ და მეტი მერე მოითხოვეთ. მწვრთელიდან რომ ვიწყებთ -ჯერ რა რესურსი გვაქვს ის ვთქვათ და მერე აკრიტიკეთ ჰეიგი.
antaress
მადლობა ბიჭებს მე ვფიქრობ რომ სულაც არაა საგანგაშოდ საქმე ჩვენც კინაღამ გავუთანაბრეთ უელს და უკვე უელსის დონის გუნდი ვართ? არც ამერიკას ვჯობივართ ისე როგორც უელსი ჩვენ ასე რომ მადლობა რუგბისტებს და ერთად ყველაფერს გადავლახავთ და მივაღწევთ
ლაშა
რატომღაც დამრჩა შტაბეჭდილება, რომ თამაში დაიკიდეს და უელსთან ძალიან მაგარი თამაშის შემდემ მოწინააღმდეგე არ დააფასეს, რის გამოც დავისაჯეთ! არ შეიძლება არცერთი მეტოქის დაუფასებლობა, ამისთვის ბევრჯერ დავისაჯეთ!!!
ლაშა
მართალი ხარ ...
მოლი
აშკარად ეტყობოდა ჩვენ გუნდს რომ ჯერ კიდევ ფიქრებით უელსის თამაშზე ფიქრობდნენ...
dato
ჯერჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანს ბობოლების დამარცხების შანსი.ისე ძალა თავდადება და ჯიგარი ჩვენს ბიჭებს რომ აქვთ ბარე ორ გუნდს არ ექნება მსოფლიოში მარა კომბინაცია ხელით თამაში და განსაკუთრებით სისწრაფე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს
მერაბი
უკმაყოფილების დიდი განცდა დარჩა! სისწრაფეში მოგვიგეს, ხელით თამაში ისევ არ წაგვივიდა. საერთოდ, განწყობაც არ ეტყობოდა გუნდს. რაში იყო საქმე?
Niko
არ შეიძლება ამერიკასთან უყურადღებოდ თამაში. ამ სპორტს აქ დიდ ურადღებას აქცევენ, მთელი სყსტემა აქვთ და ბევრ სკოლასიც თამაშობენ და თითქმის ყველა უნივერსიტეტს/კოლეჯს ჰყავს გუნდი. თან აქ ფიზიკურ მომზადებას და სირბილს დიდ ყურადღებას აქცევენდა ყველაფერი აქვთ ამისათვის. მოკლედ უელსის შემდეგ ჩვენი თამაში ბევრად ნაკლიანი იყო და მეტს ველოდი, თან ალბათ ჩვენები არ ელოდნენ რომ მოლში დაგვჩაგრავდნენ.
შიო
რა გუნდიცაა ამერიკა ის ხარისხი იყო თამაშის...მაგრამ დღეს კარგი თამაში აჩვენეს ამერიკელებმა თვითონ ჩვენ უბრალოდ სუსტ მეტოქეს არ ვაფასებთ ...ძან მომეწონა აფრასიძე მაგრამ ლობჟანამდე ჯერ ვერ მივა ჩემი აზრით ფიზიკურად მაინც სუსტია ..მოდებაძე კვესაძე კოშაძე მათიაშვილი აი ეს მომავალი და კიდე ბევრი სზვა მინიმუმ 3 წელში 7 ეულში შევა ეს ნაკრები
Oto
Nakrebs "marili" aklia da, vfiqrob,am "marils" axali mcvrtneli moayris bichebs. Ragbis tamashia sachiro da Ara mama papuri xridolis,chidaobis
კახა
აბა სად ხართ ჰეიგის გამღმერთებლები ველოდები თქვენს კომენტარებს ჩემი მხრიდან კიდე ერთხველ ვაფიქსირებ მადლიერებას და ვუსურვებ წარმატებას სხვა პოსტზე დროა ახალი კვალიფიციური მწვრთნელი ისე კიარა რომ ვიღაცას მივახტეთ დავუდოთ ჩვენი მორაგბეების შესაძლებლობები დავუსახოთ მიზანი მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა და ასეთ პირობებს თუ დათანხმდება და წარმოგვიდგენს პროგრამას გავუფორმოთ კონტრაქტი P.Sჩემი აზრით პრობლემატურ პოზიციებზე ნატურალიზების გარეშე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული მისიაა.
Euroрe
ტრანსლაცია უვარგისი იმედის მუშაკები გასაყრელებია!კადრები ჩერდებოდა ყოველ წამს
Mefe333
საიდან ამდენი არაპროფესიონალიზმი? ჯარიმა არის როდესაც თამაშის წესი ირღვევა და მოწინააღმდეგე ურტყავს კარის მიმართულებით და 3 ქულით ფასდება. რაც შეეხება ლელოს დადების შემდეგ განვითარებულ პროცეს მაგას გარდასახვა ეწოდება და 2 ქულას უდრის ავტორ. თუ არ იცი რაგბის ელემენტარული ტერმინები რატომ წერ საერთოთ სტატიას?
ვაი
აშკარად დაგვეტყო დაღლილობა. გაგვიმართლა ბოლოსაც და მანამდეც. დისციპლინის პრობლემაა თუმცა ამასაც მალე მოევლება... ნაბიჯ-ნაბიჯ ექვსი ერისკენ ლომებო :*
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ამერიკის ნაკრების მწვრთნელი ბრიუს არენა გადადგა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
საფრანგეთი აშშ-ს დუბლებთან წაგებისგან მბაპემ იხსნა, ჟირუს თავი გაუტყდა [VIDEO]
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ აშშ-ს 21:12-ს უგებს
ამერიკის თასი აშშ-ს დარჩა
მიაზგამ ადრე მეტოქეს სასქესო ორგანოზე წაავლო ხელი, ახლა კი სიმაღლის გამო დასცინა