საქართველოს ნაკრების 26 წლის გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების ლიდერია
საქართველოს ნაკრების 26 წლის გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების ლიდერია.

მაიკლ დიქსონის დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები, ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად, ბოლომდე ებრძოლა გერმანიისა და სერბეთის ნაკრებებს.

10. მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს. 12 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, საშუალოდ მისი მონაგარია: 17.6 ქულა, 2.8 მოხსნა და 5.1 შედეგიანი გადაცემა.

9. ის საქართველოს ნაკრებში თავიდან ევროპული პასპორტისთვის მოვიდა, რათა ვეროპულ კლუბებში ამერიკელთა ლიმიტში არ მოხვედრილიყო. შემდეგ კი პირადი სურვილით დარჩა და საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა.

8. მაიკლ დიქსონი ამერიკაში, კანზას სიტიში, მისურის შტატში 1990 წელს დაიბადა. ქალაქში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქს NBA-ში კლუბი არა ჰყავს, გამორჩეული სპორტი ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლია.

7. მაიკლ დიქსონის კარიერა მისურის უნივერსიტეტის კლუბ "მისურის ვეფხვებში" დაიწყო. შემდეგ უკვე მისით მემფისის უნივერსიტეტი დაინტერესდა და დიქსონი "მემფისის ვეფხვებში" გადავიდა. 2014 წელს, როცა მისით NBA-ს ბოსები არ დაინტერესდნენ, მაიკლმა ევროპაში ლიტვას მიაშურა.

6. მაიკლ დიქსონი საქართველოში ნაკრების წევრობამდეც იმყოფებოდა. საქართველოში პირველად ჩეხეთის "ნიმბურკთან" ერთად იყო, VTB ლიგაში მაშინ "ვითას" დაუპირისპირდა. დიქსონი ჩეხურ "ნიმბურკში" გუნდის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მაიკლმა VTB-ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.4 ქულას, 2.7 მოხსნას, 4.6 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

სურათზეა მაიკლ დიქსონი და მერაბ ბოქოლიშვილი, ერთ დროს მეტოქეები დღეს ერთი ნაკრების ღირსებას იცავენ. ამ შეხვედრაში დიქსონმა 13 ქულა, ხოლო ბოქოლიშვილმა 4 ქულა მოაგროვა.

5. მაიკლ დიქსონი მორწმუნეა. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მის მიერ გამოქვეყნებულ რელიგიურ პოსტებს, მაგალითად, ბოლო ასეთი იყო: "დაიმდაბლე საკუთარი თავი და სხვები შენზე წინ დააყენე. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ღმერთს, რომ ჩვენი სიცოცხლე ქრისტესკენ შემოატრიალოს და მას მივბაძოთ. ქრისტეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი შემოიძარცვა და ღატაკი შეიქნა. ღმერთმა საკუთარი თავი დაიმდაბლა და ჩვენთვის დედამიწაზე ჩამოვიდა ზეციდან, სამოთხიდან და ადამიანის მსგავსი ფორმა მიიღო."

4. 2016 წელს მაიკლ დიქსონი საბერძნეთში დააკავეს. სპორტსმენი ათენის გარეუბან მენდიში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც 47 წლის ქალბატონის მანქანას დაეჯახა. ეს უკანასკნელი კი დასუფთავების სამსახურის 64 წლის თანამშრომელს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი დააკავა. მაიკლ დიქსონს სისხლის ანალიზი აუღეს. მის სისხლში ალკოჰოლის ან რაიმე სხვა ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს და კალათბურთელი დროებითი დაკავების იზოლატორიდან მაშინვე გაათავისუფლეს.

3. დიქსონის რჩეულია სოფია კოცოპულუ, რომელიც საბერძნეთიდან არის. მას ბერძენ კიმ კარდაშიანსაც კი უწოდებენ მისი ფოტოების გამო, რომელსაც "ინსტაგრამზე" დებს.

წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა "ფეისბუქზე" 2017 წლის პირველ მაისს დააფიქსირა და ამ დღის შემდეგ ერთად არიან. ლამაზმანი საქართველოშიც იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების მატჩსაც დაესწრო.

დღის სუპერგოგონა: საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მეგობარი გოგონა [PHOTO]

2. რომელი ქართული კერძი უყვარს მაიკლ დიქსონს? - "განსაკუთრებით პურში ჩადებული ყველი მომეწონა... მაშინ სახელი ვერ დავიმახსოვრე. თუნდაც ამისთვის ღირდა მეორედ ჩამოსვლა. დიახ, დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია".

1. დიქსონისთვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ის ჩვენს ნაკრებში დარჩა და ვერასდროს იტყვი, რომ მან ბოლომდე არ ითამაშა. მისი დამოკიდებულება ასეთია: "კალათბურთის თამაში ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში მიწევს ამის კეთება. ჩემი აზრით, ჩვენი ნაკრების მთავარი ამოცანა ერთად ყოფნა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. საქართველო ჩემი მეორე სახლია."

ჯერ კაცი ვარ და მერე ფეხბურთელი - 10 საინტერესო ფაქტი საბა კვირკველიას შესახებ

ამანსიო
ეგ ყველაზე მებრძოლი მოთმაშეა კარგი იქნება მისი კაპიტნობაც
ალეკო
არა მგონია რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას მისთვის უარი ეთქვათ მათ ნაკრებში თამაშის სურვილის გამო, კარგი ბიჭია და კარგი კალათბურთელი ( რატომღაც ფეხბურთელი "Qართველი" ჯიქია გამახსენდა}
გია
დიდი მადლობა მაიკლსენ საუკეთესო ხარ.
დიქს
საქართველო გიყვარს? საქართველოს უყვარხარ მაიკლ. მადლობა ამ სიყვარულისთვის!
qomagi
გენაცვალე, მაიკ! არც ერთ ქართველზე ნაკლები პატრიოტი არ ხარ ჩვენი ქვეყნის და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
სტატუს ქუო
მაიკლი გულიანი კაცია.
შოთა
გაიხარე მაიკლ. კარგი ადამიანი და კარგი კალათბურთელი ხარ. წარმატებები მუდამ!

საქართველოს და ქართველებსაც გვიყვარხარ მაიკლ
სოსო
ეს ბიჭი არის ნამდვილი ამერიკა,შრომისმოყვარე,გულგახსნილი,თავმდაბალი,ღვთის მოყვარე და თავისი საქმის პროფესიონალი.სწორედ ამიტომვე ის ქართველიცაა.კარგი ყველგან კარგია.
Geo
უნდა ვაღიაროთ, არის ამ დედამიწის ზურგზე ქართული სული, მაიკი ამ სულის მქონეა , ნეტავ ბევრ ქართველს უყვარდეს ასე ჩვენი სამშობლო და სწორად გამოხატავდნენ ამ პატრიოტობას, მადლობა მაიკ, რო ასე გიხვარს ჩემი საქართველო) შენ დიდი ადამიანი და კალათბურთელი ხარ!)
dato
ეს ადამიანი იძლევა მაგალითს როგორ უნდა დაიხარჯოს სპორტსმენი მოედანზე
ბს
მართლა ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და იხარჯება, არც კი მჯერა რომ ლეგიონერია, ქართველია და მორჩა, ჩვენი ძმა!
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
"შახტარია" თუ ბრაზილიის ნაკრები? - გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
10 საინტერესო ფაქტი ლაშა ტალახაძის შესახებ
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია