ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მესამე მატჩს "ბათუმი" იტალიაში, 6-ათასიანი ტევადობის "ლუიჯი ძაფანელაზე" "ვიადანას" წინააღმდეგ გამართავს
ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მესამე მატჩს "ბათუმი" იტალიაში, 6-ათასიანი ტევადობის "ლუიჯი ძაფანელაზე" "ვიადანას" წინააღმდეგ გამართავს.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ჯგუფში ლიდერობას შეინარჩუნებს და პლეი-ოფს მიუახლოვდება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, რადგან "ბათუმი" ოქტომბერში იტალიური რაგბის ერთ-ერთ ფლაგმან "როვიგოს" ტოლ-სწორად ეთამაშა და შინ 2 ქულით დაბრუნდა, ხოლო "ვიადანა" შიდა ასპარეზსა თუ ევროტურნირებში შედეგიანობით არ გამოირჩევა.

"ვიადანა" 1970 წელს დაარსდა და მანტუას პროვინციაში, ლომბარდიაში ბაზირებს. გუნდმა იტალიური რაგბის ელიტამდე ყველა ეტაპი გაიარა. ის მეხუთე დონის სერია "დ"-ში ჩაერთო და ყველა საფეხურის გავლით, 1998-99 წლების სეზონში სერია "ა"-ს საგზური მოიპოვა. პირველსავე წელს გუნდმა იტალიის თასი მოიგო და ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მომავალ წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს "ვიადანა" ჩემპიონი ვერა, მაგრამ თასის მფლობელი გახდა.

"ვიადანა" ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც დღემდე ევროტურნირის ფინალში უთამაშია. 2004 წელს ის მაშინდელი მესამე დონის, "კონტინენტის ფარის" ფინალში "მონპელიეს" შეხვდა და 19:25 დამარცხდა. გუნდმა ქვეყნის თასი მესამედ 2007 წელს მოიპოვა.

2010 წელს "ვიადანას" ბაზაზე "აირონი" დაარსდა, რომელიც რეგიონის ნაკრები იყო და მაშინდელ "კელტთა ლიგაში" (ამჟამად პრო 14) ჩაერთო. ამ პერიოდში "ვიადანას" მხოლოდ 20-წლამდელთა და სამოყვარულო გუნდი დარჩა, თუმცა 2012 წელს "აირონს" ლიცენზია შეუჩერეს, რეფორმირების შედეგად "ვიადანა" პროფესიონალურ კლუბად გარდაიქმნა და 2013/14 წლების სეზონში ჩელენჯ ქაფზე ითამაშა. 2015 წელს გუნდმა უკვე ევროპული რაგბის "კონტინენტის" ფარზე ითამაშა, შემდეგი ორი სეზონი ჩაუვარდა და ამ ტურნირს წელს დაუბრუნდა.

ყვითელი და შავი ფერებით მოთამაშე გუნდმა წლევანდელი "კონტინენტის ფარის" პირველ ტურში პორტუგალიის ჩემპიონს, ლისაბონის "უნივერსიტეტს" უმასპინძლა და 14:19 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში "კალვიზანოს" ეწვია და იტალიური დერბი 14:41 დათმო.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვიადანამ", რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, 4 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო. აღსანიშნავია, რომ "კონტინენტის ფარის" ჩათვლით, მან 7 თამაშიდან 6 წააგო. 2 დეკემბერს ის სტუმრად "პადოვას" ეთამაშა და 20:22 დამარცხდა. "ვიადანა" იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს (21 ქულა), ხოლო "კონტინენტის ფარზე" 1 ქულით ბოლო საფეხურზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი777
ბოდიშით 9 ყოფილა
გიორგი777
ვერსად ვნახულობ ანგარიშდ,ყურებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.ანგარიში მაინც დაწერეთ თქვენ
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
ევრო თასი: მზადება "ვიადანასთვის"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა
"ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓙᓐᓕᓙᓐᓡᓘᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓦᓘᓐ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓘ - ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓔᓑᓡ ᓞᓚᓣᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐᓗ [PHOTO]
"როვიგო" - ვინ არის "ბათუმის" მეტოქე ევროტურნირებზე
დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო
მასიმო ოდომ სერია ა-ში 21-ე საუკუნის ანტირეკორდი დაამყარა
როვიგო - ბათუმი [LIVE]
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი: "ბათუმი" იტალიაში გაემგზავრა
"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა
"ბათუმი" იტალიიდან 2 ქულით ბრუნდება
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში