დღეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" გეზი იტალიისკენ აიღო
დღეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" გეზი იტალიისკენ აიღო, სადაც 14 ოქტომბერს, საქართველოს დროით 17:00 საათზე ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე ადგილობრივ "როვიგოს" შეხვდება.

სამი წლის წინ "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირზე ქართული კლუბების ნაკრებმა - "თბილისის კავკასიელებმა" ითამაშა და ორრაუნდიანი პლეი-ოფი იმავე "როვიგოსთან" დათმო; უფრო ადრე (2003-04 წლებში) "ბათუმი" "რეგიონთა თასზე" თამაშობდა, თუმცა ამ დონის ტურნირზე ქართულ კლუბს ჯერ არასდროს უთამაშია.

"ქართული რაგბის განვითარებისთვის, ქართული კლუბის ევროტურნირებში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შარშან ჩვენ ვიცე-ჩემპიონები გავხდით და მადლობა ბათუმის მერიას, რომ ქვეყნის სახელის ევროტურნირებში დაცვის საშუალება მოგვეცა. "ბათუმი" ევროტურნირში 13-14 წლის წინაც თამაშობდა, მაგრამ მისი დონე ამ ტურნირთან ახლოსაც ვერ მივა. არა მხოლოდ ჩვენს კლუბში, არამედ მთელ ქალაქში, უდიდესი მოლოდინია და გვაქვს იმედი, რომ ევროპაში ჩვენს სიტყვას ვიტყვით" - ამბობს კლუბის დირექტორი ზვიად უნგიაძე.

ევროტურნირზე გათვლით, ზაფხულში კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, "ლელო-სარასენსიდან" დაიმატა "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა ხმალაძე, ასევე მეორეხაზელი სანდრო ქოიავა; ჩემპიონი "ჯიქიდან" - ბექა მამრიკიშვილი; "არმიადან" - ბექა ურჯუკაშვილი; ხოლო საფრანგეთიდან დააბრუნა ხვიჩა ბუჯიაშვილი. მიუხედავად ამისა, უნგიაძის თქმით, გუნდმა სათანადო შევსება ვერ მიიღო:

"მართალია, რამდენიმე ძლიერი მორაგბე დავიმატეთ, მაგრამ გუნდიდან 14 მოთამაშე წავიდა და საჭირო რაოდენობის შევსება ვერ მივიღეთ. იყო 5-6 ისეთი მორაგბე, რომლებიც ჩვენს ინტერესის სფეროში შედიოდნენ, მაგრამ თითოს ტრანსფერი 13-დან 15 ათას ლარამდე ჯდებოდა და მათზე უარის თქმა მოგვიწია. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ შანსი ბათუმელი ახალგაზრდებისთვის მიეცათ და 9 მოთამაშე პირველ გუნდში დაწინაურდა.

რეალობა ასეთია - საქართველოში ყველაზე მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს. სამწუხაროდ, ამას ტრავმებიც დაემატა და ორი მოთამაშე, ფაქტობრივად, სეზონის ბოლომდე დაგვაკლდება. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა იტალიაში მაქსიმალურად კარგი შემადგენლობით წავიდეთ".

გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი ფიქრობს, რომ "როვიგოსთან" ქართული და იტალიური შერკინების სკოლების დაპირისპირება შედგება, რადგან ეს გუნდი უმეტესად ფორვარდებით თამაშობს.

"რამდენიმე საათის წინ დავასრულეთ "როვიგოს" ბოლო თამაშის ვიდეოანალიზი. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევისწავლოთ ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა იტალიაში მომზადებულები ჩავიდეთ. ბიჭები მოტივირებულნი არიან და მთავარია, ჩვენი გეგმის განხორციელებაში ხელი არ შეგვეშალოს.

"როვიგო" ძირითადად მორკინალებით თამაშობს. დავთვალეთ და ბოლო თამაშში 31 დერეფანი და 8 შერკინება იყო. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იტალიური და ქართული სკოლების დაპირისპირება. მეტოქეს სწრაფი უკანახაზელები ჰყავს და უნდა ვეცადოთ, მათ ბურთი შევუნელოთ" - ამბობს მთავარი მწვრთნელი და გვპირდება, რომ "ბათუმი" მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს:

"იტალიაში საბრძოლველად მივდივართ და თამაში გვიჩვენებს, რისი მიღწევა შეგვიძლია. დავაკვირდებით სხვა მოწინააღმდეგე გუნდების თამაშებსაც. ჩვენ ამ ტურნირში პირველად ვთამაშობთ და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ".

მატჩის ტრანსლაცია

კონტინენტის ფარის პირველი ტურის მატჩის, "როვიგო"-"ბათუმის" ლაივსთრიმის თუ ტელეტრანსლაციის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ადგილზე ტელესიგნალის უზრუნველყოფა თავიდან ბოლომდე მასპინძელ მხარეზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ტელესიგნალის წარმოება მოხდება, ტელეკომპანია "რაგბი TV" პირდაპირ ეთერს საქართველოში განახორციელებს.

მასპინძელი კლუბის თქმით, ისინი ეცდებიან "ლაივსთრიმის" განხორციელებას. ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია, რომ ამ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ.

აქვე გაცნობებთ, რომ კონტინენტის ფარზე რაგბის კლუბ "ბათუმის" საშინაო მატჩების ტრანსლაციას ტელეკომპანია "რაგბი TV" განახორციელებს.

რაგბის კლუბ "ბათუმის" გაფართოებული შემადგენლობა პირველი ტურისთვის:

შერკინება (ფორვარდები)

ირაკლი კვანტიძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, გიორგი თხილაიშვილი, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, გიორგი მენაბდე, მურმან ჯიჯავაძე, ზურა ერისთავი, ვანო ფუთკარაძე, ჯონდი კორტავა, ზურა ბეჯანიძე, ნუკრი ფერსელიძე

ხაზი (ბექები)

ბახვა კობახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი გოგიტიძე, ბექა ურჯუკაშვილი, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ხმალაძე, ზურა თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, მანუჩარ გრიგოლია, დათო ტრაპიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
"ბათუმის" მეტოქე "კონტინენტის ფარზე": რას წარმოადგენს "ვიადანა"
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓙᓐᓕᓙᓐᓡᓘᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓦᓘᓐ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓘ - ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓔᓑᓡ ᓞᓚᓣᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐᓗ [PHOTO]
"როვიგო" - ვინ არის "ბათუმის" მეტოქე ევროტურნირებზე
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
როვიგო - ბათუმი [LIVE]
"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა
"ბათუმი" იტალიიდან 2 ქულით ბრუნდება
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად