ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის "შევარდენის ბაზაზე" ემზადებიან

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის "შევარდენის ბაზაზე" ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრები 10 დეკემბერს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 38-კაციანი შემადგენლობით 10-დღიან შეკრებაზე შევიდა
საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრები 10 დეკემბერს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 38-კაციანი შემადგენლობით 10-დღიან შეკრებაზე შევიდა. ნაკრები 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთი (ბეზიე, პერპინიანი და ნარბონი) უმასპინძლებს.

მზადების ახალ ციკლში ეს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეორე შეკრებაა. სექტემბერში გამართული სასელექციო ვარჯიშების შემდეგ, 52-კაციანმა შემადგენლობამ პირველი შეკრება 7-იდან 14 ნოემბრამდე რუსთავში გაიარა.

ისევე, როგორც ერთი თვის წინ, გუნდს ახლაც აკლია ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მორაგბეები, რომელთაც მარტში 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე უწევთ თამაში.

"რუსთავის შეკრების შემდეგ გაფართოებული შემადგენლობა შეთხელდა და მეორე შეკრებაზე 38 მოთამაშე შევიდა. სამწუხაროდ, ჩვენთან არც ამჯერად არიან 2000 წელს დაბადებული მორაგბეები. ასეთი სულ 8 ბიჭია და მათგან 7 უკანახაზელია. რა თქმა უნდა, საბოლოო სიაში ყველა მათგანი ვერ მოხვდება, თუმცა ამ ბიჭების არყოფნა შეკრებაზე აისახება" - გვიყვება "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ დაოჯახდა (რაგბის კავშირის სახელით ვულოცავთ გაბედნიერებას), თუმცა ის უკვე გუნდთან ერთადაა:

"20 დეკემბრამდე თითქმის ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. დღეების მიხედვით დავყავით კონტაქტური და უკონტაქტო ვარჯიშები. იქნება რთული და შედარებით მსუბუქი დღეები. 17 დეკემბერს ბიჭები დაისვენებენ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ფიზმომზადება გასაუმჯობესებელი გვაქვს და ამ მიმართულებითაც ბევრს ვმუშაობთ.

პირველი რამდენიმე დღე იმ მონახაზის გახსენებას დაეთმო, რაც რუსთავში გამართული შეკრებისას გავიარეთ. ვმუშაობთ საწყისი ფაზების დახვეწაზე და აქედან ჩვენი თამაშის აწყობაზე. ყოველი ვარჯიშის შემდეგ გვაქვს ანალიზი და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავხვეწოთ ყველა კომპონენტი, რათა შემდგომი შეკრებებისას დეტალებს მეტი ყურადღება მიექცეს".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მესამე შეკრებაზე 9 იანვარს შევლენ და დიდი 10-ის გუნდებთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რის შემდეგაც ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან, დაისვენებენ და თებერვალში საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან 12 და 16 თებერვალს ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" G ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, მასპინძელ საფრანგეთთან და ირლანდიასთან ითამაშებენ; A ჯგუფში - ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო B ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა არიან განაწილებულნი.

20-წლამდელთა შეკრებაზე არიან:

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარეიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ლუკა გელაშვილი (ხარები), დავით ტეტიაშვილი (პატარძეული), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), ელგუჯა პერანიძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), დავით შვანგირაძე (ივერია), კოტე მარჯანიშვილი (იუნკერები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო).

წყარო: rugby.ge

• სოსო

სპეც დანიშნულების რაზმის მომზასების პროგრამის გავლას არ აპირებთ?შარშან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

• tazo

წარმატებები ბოკვერებო!წინა თაობების შედეგის გაუმჯობესებას, ახალ დიდ საფეხურებზე ასვლასა და სპორტულ იღბალს გისურვებთ!ჩვენი იმედი ხართ!მიაწექით ბიჭებო!სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა ღმერთი თქვენთან!

20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა

20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო

"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს

20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები

ᕡᓐ

20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი

20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე