ვლადიმერ დვალიშვილი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელია, ვეტერან ფეხბურთელს მის სამომავლო გეგმებსა და ნაკრებზე ვესაუბრეთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ვლადიმერ დვალიშვილს ყაზახურ "ატიურაში" კონტრაქტი დაუმთავრდა.

31 წლის დვალიშვილი ყაზახეთში თბილისის "დინამოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ყაზახური გუნდის რიგებში დვალიშვილმა სულ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Sportall.ge-ს დვალიშვილს დაუკავშირდა, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ყაზახეთში სეზონი დამთავრდა  და "ატირაუში" რჩები თუ მიდიხარ?

- კონტრაქტი დამიმთავდა და რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერ არ მაქვს შემოთავაზებები. ყაზახეთში ასეთი სისტემაა, 90%-ს უწყდება წლის ბოლოს კონტრაქტი, თუ წამყვან კლუბებს არ ჩავთვლით.

- რამდენად კმაყოფილი ხარ ჩატარებული სეზონით?

- კარგად ვერ შევაფასებ, უმეტესწილად, ნახევარდაცვაში მიწევდა თამაში და ვერ ვახდენდი სრულად საკუთარი თავის რეალიზაციას. რაც შეეხება კლუბს, ცუდად დაიწყო სეზონი, მაგრამ შემდეგ შედეგი გამოასწორა და თასის მერვედფინალშიც ვიასპარეზეთ.

- ფინანსურად რამდენად კარგი კონტრაქტი იყო, თუნდაც ქართულ კლუბებთან შედარებით?

- რა თქმა უნდა, მისაღები, ტყუილად ხომ არ წავიდოდი. დაახლოებით ოთხ-ხუთჯერ მეტია ხელფასები.

- ანუ ყაზახეთიდან რომ მიიღო შეთავაზება, კვლავ მანდ დარჩები?

- პირდაპირ გეტყვი, ყოველთვის მქონდა სურვილი, ქვეყნის გარეთ მეთამაშა და ამ შემთხვევაშიც არჩევანს ყაზახეთზე გავაკეთებდი.

- იმის მიუხედავად, რომ შედეგიანი წელი არ გქონდა, გენდობოდნენ კლუბშიც და ნაკრებშიც, რაც გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა და შეგხვდებოდა ალბათ სოციალურ ქსელებშიც შეფასებები. როგორ ხვდები ამ ყველაფერს?

- ვიღაცას მოსწონხარ და გაფასებს, ვიღაცას არ მოსწონხარ და არც გაფასებს. მე სანამ დავჭირდები ნაკრებს და სანამ დამიძახებენ, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მე მაინც ჩამოვალ, რადგან ერთი წუთი იქნება თუ სკამზე ვიჯდები, ბოლომდე დავუდგები ნაკრებს გვერდში, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა. რომც არ გამომიძახონ, მე ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები და ქომაგის გვერდით ვიქნები. ჩვენი ნაკრების კარგი გამიხარდება, რა თქმა უნდა.

რომ გამომიძახებენ ნაკრებში, უარს ხომ არ ვიტყვი, არ ჩამოვალო? მთავარი მწვრთნელია და გეძახის, ესე იგი, შენს ქვეყანას სჭირდები და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ადამიანს არ მოსწონს შენი თამაში.

- აზერბაიჯანის ნაკრებს ვხვდებით თებერვალში. როგორ შეაფასებდი მეტოქეს?

- ბოლო წლებში ბევრად ძლიერები გახდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ რამდენიმე კარგი გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე თამაშობს და შესაბამისად, ნაკრებიც ძლიერდება. ასე რომ, ადვილი გასეირნება ნამდვილად არ იქნება, რადგან მეტოქე გაძლიერებულია.

- ახალი ტურნირი, ერთა ლიგა იწყება. როგორ შეაფასებდი ჩვენს შანსებს? ასევე, რომელ მეტოქეს თვლი ყველაზე რთულად?

- თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა და რაიმეს პრეტენზია გვაქვს, ყველაზე მეტი შანსი ახლაა, აგერ, ბურთი და აგერ, მოედანი, ყველაფერი გამოჩნდება. ყველაზე რთულ მეტოქედ ბელორუსს მივიჩნევ. თუ სრული შემადგენლობით იქნება, რთული იქნება მათთან თამაში.

- როგორი დამოკიდებულებაა ქართველების მიმართ ყაზახეთში?

- ისეთივე, როგორც ყველა ლეგიონერზე. ჩვენი რაც მოსწონთ, კაცური თვისებებია.

- რომ შეადარო, ყაზახეთის სუპერლიგა ეროვნული ლიგის დონეს აღემატება?

- ორი-სამი გუნდია განსაკუთრებული, ხოლო დანარჩენ გუნდებში ინფრასტრუქტურაა ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ ფინანსურად საკმაოდ ძლიერი გუნდებია. თუმცა ფინანსებს ინფრასტრუქტურაში არ ხარჯავენ და ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს. საქართველოშიც ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, უბრალოდ, ფინანსურად ძლიერები არა ვართ და იგივე დონის ფინანსები რომ გვქონდეს ჩემპიონატში, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით.

- როგორი იყო ადაპტაცია ყაზახეთში, თუნდაც კერძების მხრივ, მაგათ ძალიან უყვართ ცხენის ხორცი...

- კი, ცხენის ხორცი დელიკატესია. მე თვითონ ხორცი არ გამისინჯავს, "კალბასი" ვჭამე და ძალიან გემრიელი იყო. მაგრამ ადაპტაცია არ გამჭირვებია, იმდენი ხანი ვარ წასული, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, პირიქით, აქ მჭირდება ადაპტაცია.

- უკვე ვეტერანი ხარ. რას ფიქრობ, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებ და რაზე გწყდება გული შენს კარიერაში ყველაზე მეტად?

- ახლა 31 წლის ვარ. ღმერთმა ჯანი და ჯანმრთელობა მომცეს, სადამდეც შევძლებ, ვითამაშებ, ალბათ, 3-4 წელი კიდევ მაქსიმუმ. ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რაც იყო და რანაირად.

- ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე შეგნიშნე მწვრთნელებთან ერთად. მომავალში მწვრთნელობას ხომ არ ფიქრობ?

- მწვრთნელობას არ ვფიქრობ ამ ეტაპზე. ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე იმიტომ დავდივარ, რომ ვგულშემატკივრობ. ახლა ვფიქრობ, რომ მწვრთნელობა არ არის ჩემი სფერო და მომავალში ვნახოთ.

კიკა
რატომ იტყუები ლადო და იმართლებ თაავს? ატირაუში უფრო მეტი თამაში გაქვს ჩატარებული ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ვიდრე ნახევარდაცვაში და სამწუხაროდ ძალიან დაბალი შედეგია 3 გოლი.
korben dallas
მე თვითონ ხორცი არ გამისინჯავს, კალბასი ვჭამეო DDDDDDDDD აჰაა, ესე იგი ყაზახეთშიც ქართული პრაქტიკაა დანერგილი - ძეხვში ხორცის ნასახიც კი არ არის DDDDDDDDD
status quo
ფორვარდი რომ 31 მატჩში 3 გოლს გაიტანს..ვაი...
Lagashi
სუპერ კარიერა ნამდვილად არ გამოუვიდა მაგრამ ისრაელში და ლეგიაში რომ უხვად გაჰქონდა გოლები ეგ არ იყო შემთხვევითობა, იმ ლეგიაში კი ვნახეთ რომ მაგალითად ყაზაიშვილმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი.
b.........
შენი ერთი თამაში არ მახსოვს ნორმალური არც ნაკრებში და არც კლუბში,შენ ხარ ვადა გასული უკვე
gizog
საშინელება, კაცს ვახტანგი გერქვას, ასეთ დიდ სახელს ატარებდე ასე მოკლე აზროვნება გქონდეს. ჭეშმარიტი და მარადიული მხოლოდ უფალი ღმერთია სამყაროში, დანარჩენი ყველაფერი იცვლება. მას შემდეგ რაც ლადო და უჩა ნაკრებში გამოიძახეს პირველად ძალიან ბევრი დრო გავიდა, სულ ცოტა ორჯერ შეიცვალა ფედერაცია, რამოდენიმეჯერ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხელისუფლებაც კი შეიცვალა და ყველა მოსული ახალი, ძველის რბილად რომ ვთქვათ არადამფასებელია. ერთი რაც ამ წლების განმავლობაში არ შეცვლია, როგორც ზემოთ აღვნიშნე მარადიული ღმერთია და კიდევ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩრდილო კორეის პარტიული თუ სახელმწიფო ლიდერი. ნეტა ვინ უნდა "გლობირებდნენ" ამ ხალხს. რამდენი მწვრთნელიც მოვიდა ქართველი, თუ არა ქართველი ყველამ დაუძახა ლადოს და უჩას. თუ არა მათი საქმისადმი დამოკიდებულება, სხვა რაუნდა იყოს მათი ლობირების მიზეზი. გეთანხმებით, რომ ვერ გამოირჩევიან იმ დონის ოსტატობით ნაკრებს, რომ სჭირდება და ჩვენ, რომ გვინდა, მაგრამ როდესაც იწყება არჩევნის გაკეთებას და უკეთეს იმ პოზიცებზე ვერ ხედავ, ჭკვიანი მწვრთნელი მუდამ გამოცდილზე და ნაკრებისთვის თავდადებულ ფეხბურთელზე გააკეთებს არჩევანს. თუმცა გამოჩნდა აგერ კაკაბაძე და ძირითადში ჩაანაცვლა უჩა. და ასე იქნება, სანამ არ მოხდება უფრო მაღალი ოსტატობის დონის ფეხბურთელის გამოჩენა. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ კაცის მიერ სამშობლოსათვის უანგაროდ გაწეული შრომის, ბევრ შემთხვევაში მძიმე შრომის დაფასება. ვიღაცისგან გაგონილი უბადრუკი აზრების თუთიყუშივით გამეორება, რადგან ინტერნეტს სივრცე თავისუფალია, არც თავს უნდა ვაკადროთ და არც პიროვნებას და არც საზოგადოებას. ტაქტიკური თვალსაზრისით ლადო ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ამიტომაც იძახებს ყველა მწვრთნელი და არა იმიტომ, რომ ვიღაც "გლობირებს". დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ლადოს და უჩას და მათთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყველა წევრს, 2018 წელი მათთვის და ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების საფუძველის ჩამყრელი ყოფილიყოს.
gigaa
რატო არა ხარ საჭირო და დიდი კონკურენციაა შენს პოზიციაზე, თან ყველა გჯობია, 5-6 თავდამსხმელშია 2 კაცი ასარჩევი, უკვე 2 თავდამსხმელით თამაში რეალობაა და შენი ხნის კაცმა, დროა ღირსეულად დაასრულო სანაკრებო კარიერა, როგორც ხიზანამ და ამისულამ, რითაც პატივისცემაც დაიმსახურეს. სხვა კი წარმატებებს გისურვებ, როცა გითამაშია ბოლომდე დახარჯულხარ, რისთვისაც მადლობას გიხდით
სოსო
ლადოზე ავი არასოდეს დამცდენია და ვფიქრობ არც დამჭირდება.ნაკრებში ეძახიან და ისიც მოდის,რაც შეუძლია, თავს არ ზოგავს.ასეთ კაცს აუგი როგორ უნდა ვუთხრა,არ მესმის.
ვახტანგი
რომ არ გვჭირდებით შენ და ლობჟანიძე და გლობირებენ ეგაა პრობლემა ზუსტად ;
shota
კარგი კაცი ხარ ლადო. წარმატებები. რაც შეგიძლია თამაშობ გულით.
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა