საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე უცხოური მედია ისევ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს და იმედია, ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენგანის მოლოდინი დაგვირგვინდება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება "არსენალს" სურს, მაგრამ "ნაპოლი" მიზნის მიღწევასთან უფრო ახლოსაა. serieanews.com-ი ბათუმის "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ვლადიმერ დვალიშვილს დაუკავშირდა და სიტუაციის განმარტება სთხოვა. გამოცემის მტკიცებით, დვალიშვილი ხვიჩას "რუბინიდან" გადაყვანას კურირებდა.

- როგორ წარიმართა მოლაპარაკებები? ფეხბურთელი მშვიდ გარემოს ეძებდა?

- მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ მისი ბათუმში წამოყვანის შესაძლებლობა არსებობდა. მე გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ვნახავთ, სამომავლოდ საინტერესო რა მოხდება. ის თავად გადაწყვეტს, სად წავიდეს. ფანტასტიკური შანსი მოგვეცა და არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა. მან თავის წინა კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებას მიაღწია, ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და "რუბინში" არ დაბრუნდება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლა სურს?

- ეს კითხვა კვარაცხელიას და მის აგენტს უნდა დაუსვათ. გამიხარდება, თუ ისეთ პრესტიჟულ კლუბში მოხვდება, როგორიც "ნაპოლია", მაგრამ მე მათთან ამაზე არასოდეს მისაუბრია.

Skeleton
ხოდა ძალიან კარგი რომ აქტიურობენ. სულ მინდოდა საქართველოში ერთ ქალაქში მაინც ყოფილიყო მაგარი ფანობა და სულ მშურდა ევროპული ქვეყნების ამის გამო. ქართულ ფეხბურთზე გული მქონდა აცრუებული. ახლა რაც ხვიჩა გამოჩნდა და რაც თითქოს თამაში დავიწყეთ, ქართული ფეხბურთში დავბრუნდი და მარტო მე არ ვარ ეგეთი. ფეხბურთს უხდება ემოცია და სიგიჟეები. ასეთი გულშემატკივარი თუ იქნება და რაც მთავარია ასეთი ფეხბურთელ(ებ)ი თუ იქნება, ვის გამოც ხალხით გადაიჭედება სტადიონები მაგას რა ჯობია. ახალი თაობის ხალხი მაგაზე ვოცნებობთ, ძველებს ნანახი მაინც აქვთ ამ ქვეყანაში გადაჭედილი მოედნები.
გულშემატკივარი
იქნებ რაიმეში დადებითიც დაგენახათ?
გიზოგ
მე ვერავის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ მიმაჩნია რაც თავში მოგივათ ყველაფრის გამზეურება არ შეიძლება. რა ფაქტი გაქვთ ისეთი ასე, რომ შეურაცხობთ აგენტსაც და ფეხბურთელსაც, რასაც თქვენ აბრალებთ ფეხბურთელის მონაწილების, ყოველ შემთხვევაში თანხმობის გარეშე მაინც ვერ მოხდებოდა. და თუ ამ ხალხმა მოინდომეს ქართული ფეხბურთისთვის რაიმე სასარგებლო გაეკთებინათ ხმაურის გარეშე, თქვენ რატომ ახმაურებთ რა გრჯით,გინდათ საზოგადოებას აჩვენოთ რა ღრმად მოაზროვნე ბრძანდებით? შეგონება: „ბრძნულად საუბარი ვერცხლის ფასი, ხოლო დუმილი ოქროსიო“.
შოთა
ბათუმელები რას აქტიურობეენ)) ჭკუაზე არ არიან ხვიჩას გადასვლით. თანახმა არიან თუნდაც კარიერის ბოლომდე ბათუმში დარჩეს ხვიჩა))) პ.ს. ბათუმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. წარმატებებს ვუსურვებ მუდამ!
ჯუღელის ფანი
ჯუღელი გადმოიტანა კანტორა რუსეთიდან ბათუმში იქეთ ფოთი დაითრია მანეთ ნახევრათ და ეხლა აქ ნახეთ ამის მაყუთების გათეთრება ტიპი ჩვეულებრივი თაღლითია,რუბინის შეფებს შეპირდა გავეყვიტოთ კონტრაქტი წავიყვან ხვიჩას როგორც თავისუფალს გასუფთავებულს ბათუმში გაუკეთებ კონტრაკტს იქიდან გავყიდი და შეგახვედრებთ რაღაცას,გაყიდის ბათუმიდან და გაადააგდებს რუსებს რამოდენიმე წელი მაინც იქაური ფუტბოლი არაა საინტერესო ფულის შოვნაში და აღარ ჭირდება,მერე კიდე თუ დაჭირდა გამოუნახავს რამეს და შეუძვრება ისევ არ ეშლება მაგას ქუდის მოიტრიალება წინ და უკან
ქ. გ.
ყველა ფეხბურთელს, რომელსაც სანქციების გამო რუსები ივნისში ვერ გაყიდიან, ჯუღაევი "უფასოდ" წამოიყვანს ბათუმში როგორც "თავისუფალ აგენტებს". მერე ბათუმი კაყიდის იმ ფეხბურთელებს. დაეხმარეთ, ბიჭებო, რუს ოკუპანტებს სანქციების დამარცხებაში. ფუი, სირცხვილი!
ქ. გ.
არა. არ მოდის ფულო ბათუმში. ჯუღაევი აფერისტია. თაღლითობაა. რუბინი ბათუმის დახმარებით რუსეთის მიმართ სანქციებს გაექცევა.
dato
დღეს პირველი აპრილია
rabu
- ანუ გამოდის ნაპოლში ტრანსფერის შემთხვევაში მილიონები ბათუმში მოდის და მომდევნო წლებში ეს მილიონები გუნდს მოხმარდება და საბოლოოდ ლიგაზე გავალთ ?? - კი მეგობარო ეგრე იქნება - ძალიან კარგი
რა გამოდის?
გამოდის ფულს ბათუმის დინამო აიღებს და აგენტი? ანუ რუბინი ნოლზე რჩება? თუ საიმანოვს შეპირდა ჯუღელი შავად? ეგ არ მაინტერესევს რა როგორ დალაგდა. მთავარია ხვიჩა წამოვიდა და ბათუმმაც თუ რაღაც იხეირა მთლად მაგარი. ფიფიას კიდევ ერთი პენალტი ))
შავი კაცი
2 წლიანი კონტრაქტიო და მშვიდი გარემო.. მადლობა დინამო ბათუმს რომ სწორი პოლიტიკა აქვს.. ჯგუფური ეტაპი და ეგააა კარგი კლუბიც.. მშვენიერია ძალიან გაგვახარეთ რომ რუბინთან არაფერი გვაკავშირებს პლუს ბათუმს კარგი შანსები მიეცემა და მომგებიანი ტრანსფერიც იქნება..ხვიჩასთვისაც კარგი ატმოსფერო ჩვენზე იყოს ქომაგებზე..წარმატებები დინამო ბათუმს და ხვიჩას
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
ვლადიმერ დვალიშვილი: სანამ ნაკრებს დავჭირდები, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მაინც ჩამოვალ
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა