ირაკლი სიხარულიძის ტრანსფერთან დაკავშირებით "სლოვაცკოს" სპორტულმა დირექტორმა სტანისლას ლევიმ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა
ირაკლი სიხარულიძის ტრანსფერთან დაკავშირებით "სლოვაცკოს" სპორტულმა დირექტორმა სტანისლას ლევიმ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

- როგორ გადაწყდა ირაკლი სიხარულიძის ტრანსფერი?

- ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია ვლადიმირ ვაისისგან გამოვითხოვე, რამაც საბოლოო გადაწყვეტილება მიგვაღებინა. წარსულში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ჩეხეთში ვარჯიშობდა და თამაშობდა - ზეგავლენა ამ ფაქტმაც მოახდინა.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ფეხბურთელის შესახებ?

- ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სურს, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იმუშაოს. კარგი ფაქტი ისაა, რომ იგი ჩვენთან გადმოსვლით კმაყოფილია. მე არ მსურს, რომ ის ვინმეს შევადარო. მჯერა, მას ჩეხეთში იმავეს გაკეთება შეუძლია, რასაც საქართველოში ბოლო პერიოდში აკეთებდა. ის ნოემბერში ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და მშვენიერი გოლიც გაიტანა.

- რამდენი ხანია, რაც სიხარულიძეს აკვირდებოდით?

- ჩვენ ფეხბურთელებს არა მარტო ჩეხეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვაკვირდებით. ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა. ის გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელიც გახდა.

- თქვენ თავად თუ გინახავთ მისი თამაში?

- სიმართლე გითხრათ, ცოცხლად მისი თამაში არ მინახავს და არც საქართველოში ვყოფილვარ. თუმცა, საქართველოში კონტაქტები მაქვს და ფეხბურთელის შესახებაც ბევრი ვიდეო ვნახე. ასევე, ფეხბურთელს რეკომენდაციას ბევრი ადამიანი უწევდა.

- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში კონტაქტები გაქვთ... როგორ დაახასიათებდით ქართველ ფეხბურთელებს?

- ისინი ძალიან კარგ ტექნიკას ფლობენ, ბევრს შრომობენ და ამბიციურნი არიან.

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ექსკლუზივი: ირაკლი სიხარულიძე ახალ კლუბთან დღეს მოაწერს ხელს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ოფიციალურად: ირაკლი სიხარულიძე "რიგასში" გადავიდა
რატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში?
ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატის მე-14-ადგილოსან კლუბში გააგრძელებს
ირაკლი სიხარულიძე ახალ გუნდზე: ფინანსებში სხვაობა არის, მაგრამ ძალიან მცირე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან