ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?

- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..

- ფეხბურთი ისეთი სპორტია, რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?

- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?

- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..

- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.

• aburjga

ბიძი, არ გინდა ამისთანა აბდლური ლაპარაკი!

• ზასტაველი

დღეს რაც ჭირს ქართულ ფეხბურთს ასე იოლად არ მორჩება,რატომ?იკითხავს მავანი,იმიტომ,რომ დღეს ფეხბურთი და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთი მდარე ,დაბალი დონის ფეხბურთელებით არის სავსე,ტალანტებს არავინ ეძებს,დაბალი დონის ფეხბურთელებს ნაკრებში ერეკებიან,რომ მერე სადღაც გაყიდონ და ფული გააკეთონ,ყიდიან კიდეც:ჭ,ყ,ხ,კლასის გუნდებში და იქაც კი არ ათამაშებენ,ფაქტიურად უთამაშებელი ფეხბურთელებით არის ნაკრები სავსე,თუ არ ჩავთვლით ერთ,ორს,თუმცა ასეთებიც კი აღარ მახსენდებიან,ამას დაუმატეთ ჩვენი ეროვნული,უსუსური ჩემპიონატი,ჩაწყობილი მატჩები,ჩამწყობები იმის მაგივრად,რომ მოეკვეთა ფეხბურთდიდან,არც კი დაუსჯიათ,დღეს რომ მიხეილ მესხი ყოფილიყი დამწყები ფეხბურთელი მას არავინ აიყვანდა გუნდში,ათას მიზეზს გამოუძებნიდნენ,იმიტომ რომ მერე მავანთა შვილებს ვიღა გაყიდიდა უსუსურ ევრო კლუბებში?ეს და კიდევ უამრავი ქვე დინებებია,რომელსაც ჩვენი თვალსაწიერი ვერ წვდება. ჭაობში ვართ ბატონებო,ჭაობში,თუ ქართულ ფეხბურთში კარგი გაგებით რევოლუცია არ მოხდა ისე ქართული ფეხბურთი იმ ტკიპებს ვერ მოიშორებს,რომელებიც სისხლს ასე დაუზოგავად წოვენ.

• 1234

ნომერი პირველი პრობლემა არის წესიერება! კონფორმიზმი,ნეპოტიზმი და მლიქვნელობა ღუპავს ყველაფერს. სტადიონს და მოედნის საფარს ეშველება, მაგრამ "დებილ მენტალიტეტს" ვერაფერი გამოასწორებს.

• VASPA

ბატონო რეზო,ფულის გულისთვის ყველაფერი კი არ უდა იკადროს კაცმა.ის დიდი სიყვარული რაც გულშემატკივრებს აქვთ თქვენს მიმარტ თანამდებობაზე დანიშვნაში ნუ გაცვლით. აქამდე სულ სხვანაირად აფასებდით ფედერაციის მუშაობას. სანამ საქარტველოში ჩაწყობილი თამასების რიცხვი მინიმუმამდე არ დავა(საერთოდ ვერ გამოირიცხება) და სანამ ნაცნობობით, ძმაკაცობით იქნება 19-21 და ძირითად ნაკრებში ფეხბურთელების შერჩევა და თამაში(რომ მერე გაიყიდოს) იქამდე არაფერი გვეშველება. კიდევ ერთი აზრს ფედერაციაზე თანამდებობის გულისთვის ნუ შეიცვლით,თორემ ხალხი შეგიძულებს.თქვით ის რაც სათქმელია, თორემ ყველამ ყველაფერი იცის და ხედავს.

• zaza

დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და არა სხვაგან, მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს, ბავშებს ჭირდებათ კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ, მოედნები სადაც ბურთის გაგორება შეიძლება და არა ყანის მსგავსი მოედნები, ასევე ჯანსაღი და სწორი კვება რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარაფერს არ ვამობობ იმაზე რამდენი პერსპექტიული ბავშვია და უსახსრობის გამო ვერ ვითარდება.. ეს მიზეზები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს იმდენი პრობლემებია. ბატონი რევაზი კი ყველაფერს აბრალებს უცხოეთს და ეძებს მტერს გარეთ როცა ის ჩვენ ქვეყანაშია!!

• zaza

დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და არა სხვაგან, მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს, ბავშებს ჭირდებათ კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ, მოედნები სადაც ბურთის გაგორება შეიძლება და არა ყანის მსგავსი მოედნები, ასევე ჯანსაღი და სწორი კვება რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარაფერს არ ვამობობ იმაზე რამდენი პერსპექტიული ბავშვია და უსახსრობის გამო ვერ ვითარდება.. ეს მიზეზები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს იმდენი პრობლემებია. ბატონი რევაზი კი ყველაფერს აბრალებს უცხოეთს და ეძებს მტერს გარეთ როცა ის ჩვენ ქვეყანაშია!!

• gerchi

ჯერ ერთი , გაიხსენეთ რა ასაკის იყვნენ მაშინ ეგ ხალხი და რა გამოცდილება ქონდათ ფეხბურთის მართვის . მეორეც , მე ფაქტი მოვიყვანე და მხედრიონისათვის არ დამიბრალებია ყველაფერი , დაგიზუსტებთ , ფეხბურტელებს ყოფილს თუ ვეტერანს არ ვაბრალებ ყველაფერს . მესამეც , ვინ ექვთიმეს გინდათ შეადაროთ , ღვთისკაცს ? :) ანდრო თქვით ჟორდანია , კარლო ხურციძე , ნოდარ ( უფროსი) ახალკაცი .. ექვთიმე ??? - ექვთიმეობის მოთხოვნა ჩემი მხრიდან მკრეხელობა მგონია , მე ვერ მოვთხოვ .

• grishka

შენ ჯიგარო , ებრაელზე და გოდორზე გსმენია ? 28 წლის კი არა , 8 წლისამ უნდა იცოდეს უკვე უფროსს როგორ ელაპარაკოს . რას ქვია სანამ თქვენი თაობა იქნება , შენ უნდა გკითხოთ როდემდე ვიყოთ ამ ქვეყანაზე თუ სტადიონზე ? შენი თაობის ფეხბურტელებმა და ,,ტრენერებმა" მოგვჭრეს საქვეყნოდ თავი, ფულზე და აიფონზე დახამებულებმა და გავლანძღო ეხლა მთელი თქვენი თაობა , ვიქნები მართალი ? ახალგაზრდა მკვდარი არ გაგიგია შენ ? ვინ დაუშალა თქვენს თაობას ფეხბურთის თამაში ? შეხმიანდით და გამოიყვანეთ ღამის კლუბებიდან მაგ თქვენი თაობის ,,იგროკ-სელფისტები " , აგერ ბურთი და აგერ მოედანი , მიდით გიშლით რაიმეს ვინმე ? თუ გიშლით კიდევ , თავ-პირს რომ ალეწავთ ერთმანეთს ქუთაისის და თბილისის ე.წ. ფანები , ეგ სასირცხვილო საქციელი მოიშორეთ და საქმისკენ მიმართეტ გონება და ფიზიკა . პატივისცემით ახალგაზრდა თაობის მიმართ.

• zaza

არასწორი გამოთქმაა -სოხუმის "დინამო". სწორი გამოთქმაა-საფეხბურთო გუნდი "სოხუმი". ასე აჯობებს, სანამ გუნდი ფიზიკურად არ განთავსდება ქ. სოხუმში. 25 წელია სოხუმში ქართველს ფეხი არ დაუდგავს .....

• გოგი ინაური

როგორ არ მინდა ვეტერან, თანაც ძალიან გამორჩეულ და საყვარელ ფეხბურტელზე რაიმე აუგი ვთქვა ან დავწერო, მაგრამ როცა ასეთ უაზრო და არაფრისმთქმელ ინტერვიუს ვეცნობი, გული მისკდება იმაზე, რომ ამას ყველაფერს რეზოსაგან ვისმენ. ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა იმაზე როგორ ვიმსჯელო ვინმესთან რომ თურმე ჩვენი ფეხბურთის მთავარი მტერი გარე ფაქტორები ყოფილა და არა ჩვენი უგუნურობა. რეზო, ასეთი რამ როგორ გაიაზრეთ, მით უმეტეს, როგორ თქვით????

• guria

რა კაცო სოხუმის დინამოო, სად არის სოხუმი თუ ღმერთი გწამს, თქვენ ისე გამოგდით სად ერეკლე სა სად -------------------

• 1234

კიდე როგორ უდგას სული ამ საცოდავ ქვეყანას, ასეთების ხელში? აზერბაიჯანული გუნდები, ზედიზედ 2 წელია 8 ბურთით გიგებენ და სლოვაკეთის სოფლის გუნდი 8-1 გიგებს. ამან კიდე ომი გამოგვიცხადესო... "ღირსეული" ახალი თაობა რომ ეზრდებათ, თავიანთი უშინაარსო ბჟუტურით და სადღეგრძელოებით, კაი ხანს ვიქნებით კიდე უკანალში. ტიპებს საზმაუზე იწვევდნენ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გასარჩევად და იმათი ინტელექტი ტოტალიზატორის მარად ლუზერი სტუმრის დონეს ვერ ცდებოდა. ერთი სიტყვით, მუქთახორა "სასტავი", რომელიც მესამე წელია გმირულად ახერხებს იმ 250 მილიონის ათვისებას. მორიგ ჩაკუკვას კი მსოფლიო ფეხბურთის შეთქმულებას აბრალებს.

• გუჯა კახაძე

მეთექვსმეტე ქვეყანა რომელი იყო საბჭოთა კავშირში?

• roma

რამდენიმე წლის წინ ძოძუაშვილის და სხვა ვეტერანების ბჟუტურს პასუხი გასცა ჩვენმა გულშემატკივარმა და კარგის მსურველმა,ჰოლანდიელმა ბოსკამპმა,გაიხსენეთ მისი დიდებული სიტყვები,ქართული მენტალიტეტი უდრის დებილს,ეს სიტყვები,როგორც არასდროს დღესაც აქტუალურია.გაუმარჯოს დიდ ბოსკამპს.

• N

ერთერთი ყველაზე კორუმპირებული

• Lasha

კარგი სადღეგრძელო იყო....

• lasha

რეზოს შექმნილია 90 წლების ერთEრთი საუკეტესო დინამო.და ეგ სიმართLეა

• ვახტანგი

ქართული ფეხბურთის პრობლემა ისაა, რომ მაღალი კვალიფიკაციის ქართველ მწვრთნელებს სათანადო ანაზღაურებას არ სთავაზობენ საქართველოში, რის გამოც ისეთ ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ სადაც მაღალი ანაზღაურებაა, მაგალათიდ, მინაშვილი, რომელსაც სამწვრთნელო განათლება ინგლისში აქვს მიღებული ამჟამად ჩინეთი წვრთნის გუნდს, არველაძე უზბეკეთშია და ა.შ. დავაბურუნოთ ეს მწვრთნელები საქართველოში, ჩავაბაროთ ახალგაზრდული გუნდები და გაზრდიან ვარსკვლავებს.

• გაიოზი

საიტერესოა ბატონებს, რატომ მოეჩვენათ, რომ ბატონი რეზო ფედერაციის დამსახურებად თვლის ბუნებისგან ნაბოძებ სიკეთეებს ''ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო''. დანარჩენში ის ამბობს, რომ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და იქ უფულოდ ვერ შევალთო, რომელი თქვენგანი არ ამბობს, რომ საჭიროა კლუბები გაიყიდოს და ბიზნესმა ფული ჩადოსო? დანარჩენ ინტერვიუში ბატონი რეზო აკეთებს ჩამონათვალს რაა საჭირო ფეხბურთის განსავითარებლად ''საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ''. აქ სად ჩანს, რომ ის ფედერაციას აქებს არიქა ქართული ფეხბურთი ააყვავაო? იქნებ იმას უწუნებთ ბატონებო, რომ ბატონი ამბობს '' - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ''. ბუნებრივია მუშაობენ ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. მაინც მგონია ბატონებო კარგი იქნება, ინტერვიუ კარგად წავიკითხოთ და კომენტარები ისე გავაკეთოთ. ჩვენი ფეხბურთის დიდ ფულთან მიშვება, რომ არ სურთ(თუნდაც გაიხსენეთ ბაიერნის მესვეურების გამონათქვამები საჯაროდ) ამაზე კამათი მგონი არ ღირს.

• merabi

ბევრჯერ აქ რეზოს ფეხბურტში დამტკიცებილი ძალიან დიდ დონეზე, როგოც ფეხბურტელს ისე ტრენერს.

• zaza

ჯიგარი ხარ მიხიჩ

• gizog

თქვენ ალბათ გულისხმობდით დიაგნოზს და არა პროგნოზსს. რაც შეეხება ქეცბაიას ის მართლაც დიდი პატრიოტი პიროვნება და კარგი ფეხბურთის სპეციალისტია. მე მიმაჩნია, რომ დღეს თუ ნაკრებს რაიმე ღირებული გააჩნია, სწორედ ქეცბაიასგან დარჩა(აღარ არის დემორალიზებული და დიდი ანგარიშებით აღარ აგებს და ამავე დროს თავისზე ბევრათ უფრო ძლიერ მეტოქეებთანაც შეუძლია თანაბარი ბრძოლის გამართვა და ხანდახან ფრის მიღწევაც), მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში რაღაც დააკლო და მისი წასვლა აუცილებელი გახდა. ფეხბურთში ბევრი მაგალითია, თუ როგორ ბევრისთვის მიუღწევია გუნდში მეორედ მობრუნებულ მწვრთნელს. ქართული ფეხბურთის მომავლის იმედი მეც მაქვს, თუმცა არა ერთმანეთის და ვეტერანი ფეხბურთელების რბილად, რომ ვთქვათ აუგათ მოხსენიებით, არამედ ურთიერთთანადგომით.

• სახელი

რა დააშავა ძოძუაშვილმა? ფულის საკეთებელ დაზგად რომ ჰქონდა გადაქცეული ფეხბურთი ის დააშავა. ნაკრებში უნიჭო ხალხი რომ შეყარა რომ პადიომნიდან წილები აეღო ის დააშავა, 44-ე წუთზე რომ ცვლიდა ფეხბურთელს ყოველ ტურში და აზიური ტოტალიზატორიდან ფულს იღებდა ის დააშავა. ძალიან დიდი სია გამოვა რომ გავაგრძელო

• korben dallas

მამია გოგორელიანს ქეცბაიამ ეგ "დასკვნა" თავისი მწვრთნელობის მეორე წელსვე დადო. თუმცა მას მერე კიდევ სამი წელი ხელმძღვანელობდა ნაკრებს, ალბათ ხელოვნურ სუნთქვებს უტარებდა DDD ისე კი, მკვდარს რომ ამდენი ხანი ხელოვნურ სუნთქვას უტარებ, ან სულელი უნდა იყო ან აფერისტი DDDDDDDD

• gizog

ყოჩაღ ბატონო ROMA, ბრწყინვალე ექსპერტი ბრძანებულხართ დასკვნების გამოტანაში. მე კი მგონია უმეცრება ანგრევს ქვეყანასაც და მის სპორტსაც, ხელოვნებასაც და კულტურასაც, თუმცა ყველაფერის დანგრევაზე ზრუნვა არც არის საჭირო, ფუძე ეკონომიკა უნდა დაუნგრიო და დანარჩენი თვითონ დაემხობა ყველაფერი ზედ.

• gela

რა მოგივიდათ ხალხნო. რა დააშავა ასეთი ამ ადამიანმა და ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთი შეცდომა რომ აღარ აპატიოთ!!! მიხვალთ თქვენც მის ასაკამდე და ვნახავთ როგორ იაზროვნებთ. შენ კიდე ჩემო რეზო, როცა საჯაროდ რაიმეს აქვეყნებ, ან ცოტა დაუკვირდით ან სრულიად ფხიზელზე მიეცით ინტერვიუ. იმის თქმა როგორ შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთელი, თურმე სხვა ქვეყნიდან ყოფილან.

• mamia gogoreliani

როგორც რეზოს და მის კოლეგებს, ისე მთლიანად ქართულ ფეხბურთს, თემურ ქეცბაიამ დაუსვა ზუსტი პროგნოზი, როცა მკვდრად მოიხსენია. თუმცა მე ბოლომდე ვერ დავეთანხმებოდი თემურს იმაში, რომ ქართული ფეხბურთი ბოლომდე მკვდარია. კი, მკვდარია, მაგრამ ეს კლინიკური სიკვდილია. კლინიკური სიკვდილიდან კი ბევრი გამოსულა და გვქონეს იმედი, რომ ქართული ფეხბურთიც გამოვა.

• ანდრი

აშკარად ვერ გაიგე რა დაწერა ადამიანმა და ბრაზიანი მემწვანილესავით გაკიცხე

• korben dallas

აპატიეთ ხალხო. ქუთაისელია, თხუთმეტს კი არა თუთხმეტს იტყოდა და უფრო მაგრად დასცინებდით DDDDDDDDD ამიტომაც თქვა თექვსმეტი DDDDDDDDD

• niko

რა ომს გიცხადებს მსოფლიო?მთელი ევროპა სავსეა აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებით, ისენი არაინ საქართველოზე უკეთესს მდგომარეობაში? მთავარია მონდომება და ვარჯიშის სიყვარული. არც ერთი ჩევნი ფეხბურთელი არ აკმაყოფილებს ევროპულ ფიზიკურ დონეს. ამიტომ არის რომ მიდიან ევროპაში და იმის მაგივრად რომ წინ წაიწიონ, ვერ უძლებენ იქაურ დატვირთებს და მორბიან მერე უკან და ყაზახეთს და აზერბაიჯანის ლიგებში თამაშობენ, სადაც ფულს უხდიან მაგრამ მინიმუ ით გადიან. სწორი მერე ადრე სულ ფედერაციას აკრიტიკებდა და ახალ მონდომებულები ვართ ყველანიო. Fედერაციამ დიდი შეცდომა დაუშვა ცხადაძის თავიდან მოშორებით და ეს ააგი კიდევ წინ დახვდებათ.

• gaga

რამაზ-ის. რაამაზ, რაღა დროს საბჭოთა კავშირია! 28 წლის ვარ და მას შემდეგ, რაც საუბარი ვისწავლე, თქვენი თაობის ადამიანები სულ საბჭოთა კავშირზე აკეთებთ აპელირებას (ასეთი ცხოვრება იყო, ასეთი "დინამო" გვყავდა და ა.შ). ჯერ ის მაინტერესებს, თუ ასეთი კარგი და მიღებული იყო თქვენთვის იქ ყოფა და ცხოვრება (მათ შორის სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის კუთხით), რატომ დაშალეთ და რატომ ჩაგვაგდეთ ჩვენ, მომავალი თაობა ასე დღეში? არა რა, რანამ თქვენი თაობა იქნება ამ ქვეყნაზე თავისი დრომოჭმული აზრებით, განვითარების თანამედროვე ტემპები, ყოველთვის შენელებული იქნება. რა უმაღლესი ლიგაო, რა მეორე თუ მე-IX ზონაო. ვის რაში აინტერესებს ეს თქვენი დრომოჭმული აზრები. გზების ძიება საჭრო და არა კომუნისტური ეპოქის გახსენებით ტკბობა.

• გოგა

მაშინდელი საქართველოს დონის რომ იყოს რა უჭირს.

• roma

გიზოგ შენ სად მუშაობ ფედერაციაში თუ უბრალოდ სახელმწიფო სამსახურში? ხელფასი არ მიცე ფეხბურთელებს და ბაზა არ აუშენოთო ეუბნებიან მდიდარი ქვეყნები თუ ააშენებთ მაინც დაგინგრევთო? სისულელეს ნუ ლაპარაკობ რომ შენც ძოძუაშვილივით ავად მოსახსენებელი არ გახდე ხალხისგან, ზუსტად შენისთანა ხალხი ანადგურებს ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოსაც. ქართული ფეხბურთის აყვავება თუ გვინდა ნამდვილი პატრიოტები გვჭირდება და არა საბჭოთა მონარჩენები

• zaza

ეხ, სიბერის დ...და მ....ნ!!!!!

• მერო

როდიდან გვიცხადებენ ომს? რაც შენ დასაქმდი ფედერაციაში? რავიცი აქამდე ფედერაციას აკრიტიკებდი და ახლა თურმე არაფერ შუაშია. შენ და შენისთანებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი.ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებთ

• ნიკო

დაიწყო ვეტერანების მორიგი ლუსტრაცია, ეს რომ მანდ იმუშავებს ამ ინტერვიუზეც ხომ ეტყობა რაც არის. ამ ვეტერანებმა რაც ფეხბურთელობის დროს ითამაშეს მაღალ დონეზე, მილიონჯერ მეტად დააქციეს ფეხბურთი რაც საფეხბურთო ჩინოვნიკები გახდნენ, მარა რა პასუხს სთხოვს ვინმე?

• რა მნიშვნელობა ააქვს

ქართული ფეხბურთი, ქართული ასტონავტია და ქართულ ქვეყანაზე მზრუნველი მთავრობა. სახარხაროა სატირალი რომ არ იყოს

• Lagashi

GERCHI მინცდამაინც მხედრიონს დავაბრალოთ ჩვენი ფეხბურთის დაქცევა? მაინც რამდენი ხანი ბოგინობდა მხედრიონი რო?! მთავარი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით სწორედ ვეტერანებს ეკისრებათ, რადგან ისინი იყვნენ ფეხბურთში კომპეტენტური, არ აღმოჩნდა მათგან არცერთი ისეთი ძლიერი და მონდომებული ფიგურა რომ ჩაძირვის პროცესი შეეჩერებინა, მარტო სიმართლის თქმა არ კმარა, მაგათ ეთქმოდათ სიტყვა, მათ ჰქონდათ საფეხბურთო სისტემაში მოღვაწეობის გამოცდილება, გააჩნდათ ავტორიტეტი, მაგრამ დიდად არავის გამოუდვია თავი. მე ვგულისხმობ იმგვარ თავდადებულ და დაუღალავ მოღვაწეობას როგორიც თავის დროზე ქვეყნის მომავლისთვის გაწიეს მაგ. ექვთიმემ, ივანემ და სხვებმა..

• რამაზ

გავიხსენოთ: საბჭოთა კავშირის დროს უმაღლესი ლიგა (საქართველოს 1-2 გუნდი) პირველი ლიგა (საქართველოს 2 გუნდი) მეორე ლიგის IX ზონა (საქართველოს ექვსი გუნდი) და ქვემოთ კიდე საქართველოს ჩემპიონატი თავისი პირველი-მეორე ლიგით. ქართული ფეხბურთის მესვეურებმა იმდენი მოახერხეს რომ დღევანდელი ფეხბურთი მაშინდელი საქართველოს პირველობის დონეა. ფეხბურთი და ფეხბურთელები ამ დამპლებისთვის მხოლოდ სათავისოთ ფულის საშოვარია და ეს ჰგონიათ პროფესიონალიზმი.

• gizog

ლაშას ვეთანხმები, გარედან ხდება ქართული ფეხბურთის დაბრკოლება, ამისთვის სხვადასხვა ხერხი და მეთოდია გამოყენებული, რომელიც ისე აშკარაა, რომ მისი დანახვა თუ არ მოინდომე შეუძლებელია.

• gizog

არ ხართ ბატონო მამულო მართალი. საქართველოში გარედან ბევრ რამის განვითარებას აბრკოლებენ და მათ შორის ფეხბურთსაც.

• roma

ფედერაცია არაა დამნაშავე იძახის კაცი, თქვენი თაობა არ იყო საფეხბურთო სათავეში? ზუსტად მაშინ დაიქცა ქართული ფეხბურთი. ძმაკაცის ახლობლებს რომ ათამაშებდით ნაკრებში იმიტომ რომ ვინმეს ენახა და გაგეყიდათ მერე. შენ არ იყავი ნაკრების მწვრთნელი? მაშინ რატომ არ ლაპარაკობდი უსამართლობაზე? ერთადერთი ვინც ხმა ამოიღო ქეცბაია იყო და ისიც გაუშვეს.

• KOKO

კიდე მეტი ფულის შოვნა მოგდომებია ბატონო.

• soxumeli

სხვისი ბრალი ყოფილა თურმე თავს რომ ვერ ვაბამთ ფეხბურთის განვითარებას!

• lasha

მეც არა ერთხელ გამოვთქვი ეს აზრი. ქართული ფეხბურთის მიმართ ხორციელდება დივერსია. შეგნებულად კლავენ საქართველოში ფეხბურთს. დღეს ვინც ქართული ფეხბურთის სათავეებში დგანან ამ დივერსანტების აგენტები არიან. ამის კლასიკური მაგალითი არის ფიფია, რომელიც შეგნებულად ძირავს დინამოს. ვის ჯერავს ეხლა რომ საქართველოში ვერ მოიძებნა 11 ფეხბურთელი რომლითაც დააკომპლექტებ დინამოს და შექმნი თუნდაც აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დონის კლუბს

• mamulo

ეჰ ბატონო რეზო,ბრძენს უთქვამს:სიბრძნე ასაკთან ერთად არასოდეს მოდის.ხეპრე როცა ბერდება ბრძენი კი არ ხდება,არამედ მოხუცი ხეპრე."მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება"--აბა ამას ჭკვიანი იტყოდა??? დაგნიშნეს სელექციონერად 80 წლის მოხუცი და გაგაჩუმეს? ადრე რომ აკრიტიკებდი ფედერაციას,ინფრასტრუქტურა მისახედიაო,ბავშვთა ფეხბურთში ფულია ჩასადებიო.ეხლა ესენი შენი დასაქმებით,უკვე ააყვავა ფედერაციამ და სხვა სახელმწიფოებია დამნაშავე????

• Paata

Amas etyoba ro daasaqmes ukve ra oms gicxadeben vin rad gvagdebs gaafarchaket qartuli fexburti vinc xart maq axlac da adre vinc iyo imeebmac rit ver gazexit tqveni...

• GERCHI

რა სადავეები უნდა დაეჭირათ , მხედრიონი მართავდა ქვეყანაში ყველაფერს და მათ შორის ფეხბურთსაც . რეალური თქვით რა და ობიექტური . ვეფხვაძე და სვანაძე წყვეტდნენ დინამოში ყველაფერს . უნდა გახსოვდეთ მე მგონი ეგეც და ისიც , რომ რეზო მაშინდელი უვარგისი სისტემის კრიტიკის გამო , ლამის მოკვეთეს ფეხბურთიდან . ნაკრები ხომ არ აღირსეს მარტოს გაეწვრთნა . რომელ გუნდშიც მივიდოდა , ჩემპიონი ხდებოდა და იქედანაც აგდებდნენ მეორე წელს . სადაც დაუჯერეს , ლატვიაში , რა დონეზეც აიყვანა ,,სკონტო" და ნაკრები გაიხსენეთ .

• z.

ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს. იშრომა, იბრძოლა ამ კაცმა და შეერჭო არქიფოს.

• zaza

ამან არიცის ფეხბურთი და ამის მლანძღველები დაკრიტიკოსები პროფესორები ყოფილან ხოდა მიუშვათ ერთი ეგ ხალხი ფეხბურთის სათავეში.ვავა ქართულ ფეხბურთს.ამნაირი აზროვნების გამო აქ დარხეული ქართულ ფეხბურთს თანამედროვე ფეხბურთიო რომელი თამაშებს რო ყიდულობენ და ყიდიან თუ აკრძალულ პრეპარატებს რო იშხაპუნებენ მარჯვნივ და მარცხნივ.

• BAJO

ამატ ხო უტირა ყოფა ქეცბაიამ მაგრამ ამ ცურბელებმა და მატტან სჰეკრული ჯურნალისტებმა გაგდეს კაცი საქარტველოდან.მინასჰვილი ვაისს რატო არ იცვევს გადაცემებსჰი და 0 მოგებულ ტამასჰებე რატო არ აკრიტიკებს ფულის და ფედერაციის მონებო,ტქვენ დაგუპეტ ქარტული ფეხბურტის მომავალი იმ ფეხბურტის რომელმაც ტქვენ კქცუნებად გაქციატ.

• gerd miuleri

15 რესპუბლიკა და + მოსკოვი . მოსკოვს ცალკე ქვოტა ჰქონდა ( არა ოფიციალური) . სსრკ-ს სპარტაკიადებზე კი ოფიციალურად მოსკოვი ცალკე გუნდებით გამოდიოდა და რსფსრ ცალკე გუნდებით . ამაჩიდაა საქმე :)

• zaza

ძოძუაშვილია არა პროფესიონალი ფეხბურთში ? რის საფუძველზე ამბობთ მაგას ?

• პატა

16 17 თუ 18 ჰაეეეეეეეეეეეეეეე

• სავლე

მიჩიხა!!! რათა, რათა, რათა, რათა!!!!!!!!!!!!!!!!

• ლუკა ტონია

ზურა-ს. რეზომ ხომ უნიკალური რამ თქვა, როცა ეს ფრაზები მოგვაწოდა -"საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში". საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს და ა. შ. "ქვეყნებს", რეზო აღითქვას თუ მაშინაც აღითქვავდა როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს? მაშინ რა გამოდის! სხვადასხვა დამოუკიდებელი ქვეყნების ფეხბურთელები, იკრიბებოდნენ ერთი ქვეყნის, სსრ კავშირის ნაკრებში? ჩვენ ხომ მაშინ დამოუკიდებლები არ ვიყავით? რაზე აპელირებს ბატონი რეზო? გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის.

• Lui

...ამის წაღმა-უკუღმა ქადაგებებმა ხომ ტვინი წაიღო რა!....

• giorgi

იყო კარგი ფეხბურთელი აპრიორი არ ნიშნავს იყო კარი მწვრთნელი ან მენეჯერი თქვენი და თქვენნაირებს დაღუპულია ქართული ფეხბურთი - არაპროფესიონალიზმის ზეიმი

• კარლ გუსტავ იუნგი

თუ კაცი კარგად ხედავს პრობლემებს, დაასაქმე ის და გამძღარი აუცილებლად დაბრმავდება, შექმნის ლამაზ სიზმარს, იტყვის რომ ყველაფერი კარგადაა და რაც ცუდი გვჭირს გონდურასელი მემანქანეების, სამთავიანი დრაკონების, დათახსირებული გეების, გენმოდიფიცირებული სოიოს და გლობალური დათბობის ბრალია.

• ანდრი

რაღა ეს და რაღა კაკულია.

• siko

დიდო, ეს რა დრეში ყოფილა ქართული ფეხბურთი!!!! არ გამიკვირდა, შედეგები რატომ არ იყო!!! დავირაზმოთ და ომი გამოუცხადოთ ჩვენს მტრებს. თუმცა ჩვენგან ომის გამოცხადება რაღა საჭიროა, როცა ჩვენმა მტრებმა უკვე გამოგვიცხადეს ომი თურმე. დედა ,....

• ზურა

16 ქვეყანა როგორ გამოდის, სულ 15 რესპუბლიკა იყო?

• gogi vereli

მე სულ სხა მიჩიხას ვიცნობ. თავისი პირდაპირი და რეალური მოსაზრებებით. რეზო, ჩემო კარგო ადამოანო და საყვარელო ვეტერანო ფეხბურთელო, სასაცილოდაც არ გვყოფნის მე და ჩემს მეგობრებს, შენს მიერ ამ ინტერვიუში გამოთქმული "მოსაზრებები". ვინ გვეომება ან რატომ გვეომება, რა ინტერესი შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ... კარგით რა რეზო, კარგით. დაგასაქმეს! ძალიან კარგი, მაგრამ ყველაფერი ხუთიანზე გეჩვენება, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და გარე მტრები რომ არ გვყავდეს, შედეგები განსაცვიფრებელი იქნებოდა?!! სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...

• ქუთაისელი

გასაგებია ბატონო რეზო,რომ ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყავით მაგრამ,თანამედროვე ფეხბურთში თქვენი ხედვები ცოტა მოძველებულია და ძალიან გამიკვირდა რომ დასაქმდით ისეთ თანამდებობაზე რასაც სელექცია ქვია მგონია აქ უფრო ახალგაზრდები გამოგვადგებოდა თუნდაც თქვენი ვაჟი........მე თქვენს ადგილზე შევეშვებოდი საერთოდ ამ სფეროს ანუ სელექციას

• givi

100 პროცენტით მარტალი ხარ.

• givi

გადასახადისგა გათავისუფლებულები უნდა იყვნენ ბავშვები და მწვრთნელები უნდა შეიცვალოს ყველგან

• გია

ფედერაციამ დაასაქმა ეხლა ეს და ფედერაცია და თვითონ არაფერ შუაში არიან. აი ასეთმა ვეტერანებმა დაღუპეს მართლა ფეხბურთი, ქეცბაია სწორი იყო ვეტერანებს რაც უთხრა, ფეხბურთი თვალდახელშუა დაიქცა და თუ გახსოვთ ერთი ვეტერანი ვისაც რაღაც სიტყვა ეთქმის ფეხბურთში, გინდა ჩივაძე, ხურცილავა, სულაქველიძე...რო გამოსულიყო და იქ მიმიდინარე განუკითხაობაზე , გინდა ბავშთა ფეხბურთის გასაჭირზე,გინდა კორუფციაზე რამე ეთქვათ, ყველა ერთად წოვდნენ სისხლს ქართულ ფეხბურთს და იმიტომ იყვნენ ჩუმად,მაგათმა ყველამ უღალატეს იმ ქართულ ფეხბურთს, რომელმაც ეგენი კაცად აქცია და ეხლა კიდე ასე უტიფრად მსოფლიოს ადანაშაულებენ, ვითომ იმათი ბრალია აქ რო ერთი სტადიონი არა აქვთ ბავშვებს, სამარცხვინო ხალხი ტრიალებს ქართულ ფეხბურთში და იმიტომაც არის საქმე კარგად, რასაც ვერ ვიტყვი რაგბისტებზე და სხვაზე....

• Dimeli

მასონები, ორკები, სუპერ გმირები, გენდალფები და მარსიანელები. ყველა ჩვენ წინააღმდეგაა. :))))))

• Lagashi

16 ქვეყანა იყო საბჭოეთში?! ისე რეზოს და მისი პლიადის ბრალიცაა ქართული ფეხბურთი რომ ასე მოირღვა საძირკველშივე, როცა დამოუკიდებლები გავხდით, სხვას ვის თუ არა რეზოს და მის თაობის ფეხბურთელებს უნდა ეყოჩაღათ და არ უნდა გაქცეოდათ სადავეები, მერე რა რომ ინფრასტრუქტურა არ იყო, მექრთამეობა, ჩაწყობები და ათასგვარი მამაძაღლობა ძირშივე რომ მოესპოთ, დღეს ავტორიტეტიც გვექნებოდა და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურასაც ვინმე მოგვიწესრიგებდა..

• ლევანი

ამას სულ გაურეკია. ვინ და რა ომს გვიცხადებს? ვინმეს ეშინია ჩვენი ინფანტილური და შეუმდგარი ფეხბურთელების? თუ გაუნათლებელი და ზერელე მწვრთნელების?

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება

ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში

სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა

სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

ᓙᓐᓮᓐ ᓙᓐᓭᓐᓠᓐᓕᓐ: ᓡᓐᓥᓛᓔ ᓐᓦᓫᓠᓔᓡ ᓓᓐ ᓙᓘᓜᓐᓦᓐᓛ ᓓᓐᓛᓘᓭᓘᓠᓔᓡ

სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს