საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2014 და 2016 წლებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებში მონაწილეობდა.

წლეულს კონტინენტის 33-ე პირველობას, 14-28 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს. დასკვნით რაუნდში თამაშის უფლება წინა ჩემპიონატიდან მოპოვებული აქვთ სერბეთს, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუსეთს, მონტენეგროსა და ესპანეთს.

დანარჩენი რვა გუნდის ვინაობას პლეი-ოფები დაასახელებს. საგზურის მაძიებელთა შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც შაბათს "ოლიმპიკის" აუზში ისრაელის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

საქართველო-ისრაელი 12:1

5:0, 2:0, 2:0, 3:1

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე (1), რუსიშვილი, იმნაიშვილი, ბითაძე (2), ელაჩა (3), ჯახაია (1), ბაღათურია (1), რურუა (1), გეგელაშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი, რაზმაძე

ისრაელი: მალკისი, შაჰამი, გროსი, ი. კერემი, კონევი, ო. კერემი, ფრედი, ჰაპარი, კოტერი, ზონანშტერნი (1), გრუნდლინდი, ფირი, მწვრთნელი ბარდიჩი

ქართველ წყალბურთელთა უპირატესობა პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა. ანგარიში 24-ე წამზე ანდრია ბითაძემ გახსნა, შემდეგ ზურაბ რურუამ, გიორგი მაგრაქველიძემ (ორჯერ) და მიხეილ ბაღათურიამ შვიდამდე გაზარდეს ანგარიშში სხვაობა.

დანარჩენი სამი პერიოდიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მატჩი 11-ბურთიანი სხვაობით მოიგეს. განმეორებითი შეხვედრისთვის, რომელიც 3 მარტს ისრაელში გაიმართება, ეს სოლიდური მარაგია. ორი პაექრობის ჯამით უკეთესი გუნდი ბარსელონის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

- ანგარიში სავსებით დამაკმაყოფილებელია, - გვითხრა ჩვენებურთა თავკაცმა რევაზ ჩომახიძემ. - ისრაელში განმეორებითი პაექრობის შემდეგ, ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით რაუნდში ზედიზედ მესამედ თამაშის უფლების მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს. რაც შეეხება მატჩს, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, ამიტომაც მეტოქემ მხოლოდ ერთხელ აიღო ჩვენი კარი. სამაგიეროდ, ბიჭების ფიზიკური მომზადება და სისწრაფე არ მომეწონა. შესაძლოა, ნაკლები ბურთი გაიტანო, მაგრამ თამაშის მაღალი ხარისხი აჩვენო, რასაც ამ ორთაბრძოლაზე ვერ ვიტყვი. მართალია, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ჯერ გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ეს შეღავათი არ არის - ჩემპიონატის ფინალში თამაში თუ გინდა, სათანადოდ მომზადებულიც უნდა იყო. ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ და ქომაგები არ გავაწბილოთ...

შაბათს პლეი-ოფის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: საფრანგეთი-შვეიცარია 18:1, რუმინეთი-ჩეხეთი 20:5, პოლონეთი-გერმანია 2:21. ჰოლანდია-ლიტვა 26:7, პორტუგალია-სლოვაკეთი 4:16, ბელორუსი-მალტა 8:7, უკრაიანა-თურქეთი 8:8.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრებიც 3 მარტს გაიმართება. ანგარიშებიდან გამომდინარე, პირველ 6 წყვილში გამარჯვებული, ფაქტობრივად, ცნობილია. ბოლო ორში კი, ალბათ, ბრძოლაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ამ მატჩების მომავალ მასპინძლებს წარმატების მეტი შანსი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიშა63
ისრაელიდან მატჩის ტრანსლაცია იგეგმება ???
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ითამაშებს
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა