საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და ოთხთა ფინალის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ლიგის 2 წრის შემდეგ 9 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, ხოლო მესამე წრეში 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა და საერთო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მესამე წრეს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ქართველებმა რიგაში 5 მატჩი გამართეს და ყველა დამაჯერებლად მოიგეს. წარმოგიდგენთ ყველა მატჩის შედეგს და სრულ სტატისტიკას:

საქართველო - კრაკოვია (პოლონეთი) 84:29

ვლადსლავოვო (პოლონეთი) - საქართველო 53:67

საქართველო - გდინია (პოლონეთი) 66:29

ბუდაპეშტი (უნგრეთი) - საქართველო 45:57

საქართველო - ვენტსპილსი (ლატვია) 71:65

საქართველოს ნაკრებმა ვენტსპილსში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ოთარ პერტაია, დავით აფხაზავა, დავით კუჭავა, ნიკა მეცხვარიშვილი, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ჯაფარიძე, გიორგი კორსანტია, ლადო ალავიძე, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლეონიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, გიორგი ცირეკიძე

ევროპის ლიგის ოთხთა ფინალს 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან გუნდები: პოლონური “ვლადსლავოვო”, ბელორუსული “ცმოკი-მინსკი” და ლატვიური “ვალმეირა”. სამივემ 12 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ცხრილში საქართველოს ნაკრების ზურგსუკან განლაგდა.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ოთხთა ფინალშიც მიიღო მონაწილეობა და მე-3 ადგილი დაიკავა. თბილისში კი ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მოგების უმთავრესი კანდიდატი იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
U20. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს
სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდში დავით აფხაზავას დებიუტი შედგა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
U20. საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს
U16. საქართველოს ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-3 ადგილზე გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული "ოლიმპი 97" გაანადგურა
U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა
U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს