sportall.ge, ტრადიციულად, გთავაზობთ ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა და პირველი თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასეთია:
* ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის სიმბოლურ პირველი ტურის ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა და პირველი თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

ომარ მიგინეიშვილი - ვეტერანი მეკარე შესანიშნავ ფორმაშია, "ლოკომოტივთან" მატჩში მეორე ტაიმში სამი ძალიან მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა: ჯერ დავითაშვილის დარტყმული მოიგერია, შემდეგ არველაძის თავური და ბოლოს დავით ჯიქიას შორეული დარტყმაც, რითიც თბილისელებს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და ის ერთადერთი გოლიც პენალტით გაუშვა.

ანზორ სუხიაშვილი - გორელთა ახალწვეული აქამდე ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდა და თავისი ახალი გუნდის სადებიუტო მატჩში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. ხშირად ცდილობდა ფლანგიდან შეტევების გამწვავებას და ცენტრალურ მცველებსაც ეხმარებოდა.

ალბერტ ცხოვრებოვი - რუსი ფეხბურთელი მშვენივრად გამოიყურებოდა "დინამოს" წინააღმდეგ, არ ერიდებოდა ორთაბრძოლებს და თბილისელთა ახალგაზრდა შემტევებს გასაქანს არ აძლევდა.

ნოდარ იაშვილი - "საბურთალოს" მცველი პირველი გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, ზუსტი პასი გაუკეთა გრიგალაშვილს, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ასევე, იაშვილი სტაბილური იყო დაცვაში და კარგად გამოიყურებოდა.

ამოს ნონდი - გორელებს ირაკლი ძარიას გარეშე მოსალოდნელი იყო, რომ ცენტრში გაუჭირდებოდათ, თუმცა ურიგოდ არ უასპარეზია 19 წლის კენიელს, რომელიც ამ ზამთარს "კოლხეთიდან" დაიმატეს. ის როგორც შავ სამუშაოს ასრულებდა, ამავდროულად, შეტევებსაც მშვენივრად იწყებდა. ის რად ღირს, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი შეტევა კენიელის წამოწყებული იყო და ერთი ფანცულაიამ გოლით დააგვირგვინა.

მათე კვირკვია - "ტორპედოდან" "რუსთავში" გადაბარგებული კვირკვია საუკეთესო იყო "დინამოსთან" დაპირისპირებაში. 21 წლის ნახევარმცველმა ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტიც მოიპოვა, რის ხარჯზეც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ირაკლი ბუღრიძე - 20 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავი სუპერთასიდან დაგვამახსოვრა. "კოლხეთთან" მატჩში ორი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოიჩინა თავი, ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა შექმნა და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, დუბლის ავტორი გახდებოდა.

გრიგოლ დოლიძე - 35 წლის ვეტერანი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია ეროვნულ ლიგაში. მისი შეჩერება ქართული კლუბების მცველებთაგან თითქმის ყველას უჭირს. დოლიძემ ორი ისეთი გოლი გაიტანა, მარტო ამის გამო იმსახურებდა ამ მატჩიდან გამარჯვებულის სტატუსით წასვლას, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

დავით ვოლკოვი - შეცვლაზე შემოსულმა ვოლკოვმა მატჩის სცენარი შეცვალა. თბილისელთა შემტევმა ბოლნისელ მცველებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა და შეხვედრის დასრულებამდე ბოლო 12 წუთში დუბლითაც დაამწუხრა.

გიორგი გაბედავა - ჰეთ-თრიკი და საგოლე გადაცემა, ეს თავდამსხმელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გაბედავას ფოთელები ვერ აჩერებდნენ, ის ყველგან იყო, სადაც ბურთი ჩნდებოდა და შეტევა იქმნებოდა.

გიორგი ფანცულაია - "ტორპედოს" კარში დუბლის ავტორი, ძალიან კარგად ეხსნებოდა ნახევარმცველებს და კარგადაც პოზიციონირებდა რის შედეგადაც დავით რაჟამაშვილის და ნოდარ ქავთარაძის პასებს ზუსტად დაუხვდა, შედეგად კი მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ტურის მწვრთნელი - გიორგი დარასელია: სრულიად ახალი გუნდით, რომელიც შეთამაშებული არ არის და დაუპირისპირდე კარგად დაკომპლექტებულ ქვეყნის ჩემპიონ "ტორპედოს" მისსავე მოედანზე, არ არის მარტივი საქმე. ნათქვამია, მწვრთნელის ხარისხი მეორე ტაიმით იზომებაო და ამ შემთხვევაშიც, სწორი ტაქტიკითა და მიდგომით გორელებმა პირველი 3 ქულა შინ წაიღეს. ამიტომ პირველი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დარასელია გამოვარჩიეთ.

Sportall.ge-ს სათვალე - პირველი ტურის პირველი ხედვა

sxart
გუადა ვინ გაკლდა აბა? ერთი ვაგნერი რატომ არ არის ეგ გამიკვირდა და რაჟამაშვილი. დალშე კარგი სიმბოლურია.
Guadua
გალაქტიონ ესაკია : ომარ მიგინეიშვილი - ვეტერანი მეკარე შესანიშნავ ფორმაშია, "ლოკომოტივთან" მატჩში მეორე ტაიმში სამი ძალიან მნიშვნელოვანი '''''''''''''სეივი'''''''''' გააკეთა: სიტყვა '''''''''''მოგერიება''''''''' არ გისწავლია ადამიანო სკოლაში?რა აკვიატებული გაქვთ ეს სეივი ანუ შენახვა? თუ ქართული ენის დამახინჯების კურსები გაქვს სპეციალურად დამთავრებული?
Guadua
ასეთი უმსგავსო ლოგიკით აწყობილი სიმბოლური ჯერ არ მინახავს. სპორტალში რა,უკვე ამის უნარებიც არა აქვთ?ასე ცუდადაა საქმე ?
Lagashi
ცხოვრებოვი ოსური გვარია, ისე რუსთავშიც ცხოვრობენ..
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ნოდარ იაშვილი: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
გორის "დილა": პლუს გიორგი პაპავა, გიორგი ნავალოვსკი, შევჩენკო...
თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა
გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...
თბილისის "დინამოს" მცველი: ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს; მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
ნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველის კარგი თამაში [VIDEO]
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა
თბილისის "დინამო" კუტალიასთან ერთად 3-მა ფეხბურთელმა დატოვა
კენიელი ჟურნალისტი ეროვნულ ლიგასა და თანამემამულე ლეგიონერებზე
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ქუთაისის "ტორპედო" სეზონის გახსნის მატჩში სახლში მოულოდნელად "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
ქუთაისის "ტორპედომ" მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატა
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
გორის "დილამ" თურქეთში ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა
ფოთის "კოლხეთის" ტრანსფერები: ორი კენიელი, ერთიც ქართველი
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
რევაზ ჩელებაძე: მსაჯი ხელიდან ძლივს გამომგლიჯეს!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა