Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებს
* ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

მიხეილ მუჯრიშვილი - თითქოსდა, თორნიკე ზარქუას დისკვალიფიკაციის გამო ბოლნისელებს პრობლემები უნდა შექმნოდათ, თუმცა მიხეილ მუჯრიშვილი "სამტრედიასთან" მატჩში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ამის დასტურია, რომ იმერლებმა "სიონის" კარი ვერ აიღეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი მომენტი: მე-20 წუთზე, როცა ოლაიტანის დარტყმული მოიგერია და 61-ე წუთზე ივან ფატიჩის მიერ დარტყმული პენალტი.

ბაქარ მირცხულავა - გორის "დილასთან" მატჩში კარგად იდგა, თავდამსხმელებს თავისუფალ სივრცეებს უკეტავდა და მათ წინააღმდეგ კარგად რეაგირებდა. ასევე იყო მომენტი, როცა გუნდი გოლს გადაარჩინა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

გიორგი გურული - "ტორპედომ" მე-5 წუთზე გაიტანა გოლი და უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრი მატჩის დასაწყისიდანვე დაიწყო. გიორგი გურული მაქსიმალურად უკეტავდა ზონებს გეორგი გაბულოვსა და ბექა მიქელთაძეს, რის შედეგად "რუსთავს" ცენტრიდან შეტევა კარგად არ გამოსდიოდა.

გიორგი ქიმაძე - საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ მიხეილ გორელიშვილსა და გიორგი ქიმაძეს შორის, რომელშიც გამარჯვებული ქუთაისელი ფეხბურთელი გამოვიდა. ასევე ქიმაძე ამწვავებდა შეტევებს მარცხენა ფლანგზე და სარდალიშვილს ეხმარებოდა, თუმცა მიშა ნამდვილად ვერ უბამდა მხარს.

გიორგი კუხიანიძე - კუხიანიძის მომენტი რომ არ ჩავთვალოთ, "რუსთავი"-"ტორპედოს" მატჩი შეიძლება 0:0 დასრულებულიყო. შესაბამისად, კუხიანიძე საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ამ მომენტის შემდეგ კუხიანიძეს აღარ გაუბრწყინია, თუმცა ეს მომენტი ყველაზე ფასეული იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - "საბურთალოში" მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. რეხვიაშვილი მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, საკმაოდ აქტიურად გადაადგილდებოდა მოედანზე და ერთ ასეთ აქტიურობას "კოლხეთის" კარებში მისი გოლიც მოჰყვა.

გიორგი კოხრეიძე - ახალგაზრდა ფეხბურთელი "კოლხეთი"-"საბურთალოს" დაპირისპირებაში "მატჩის გმირად" უნდა დავასახელოთ. თბილისელებმა შეხვედრის შემოტრიალება კოხრეიძის აქტიური ქმედებების შედეგად შეძლეს. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი გოლი და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, რითიც საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

აკაკი შულაია - გოლი და საგოლე გადაცემა. მისი სტატისტიკა უფრო ნოყიერი იქნებოდა, ბუდუ ზივზივაძეს შულაიას ჩაწოდებული რომ გამოეყენებინა ან შეხვედრის მეორე ნახევარში ოდნავ მეტი სიზუსტე გამოეჩინა. შულაია თბილისურ დერბიში მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და საგოლე სიტუაციის შესაქმნელად მაქსიმალურად ირჯებოდა.

ოთო კიტეიშვილი - "დინამოს" კაპიტანი და მთავარი იმედი, საუკეთესო იყო თბილისურ დერბიში. მისი მონაგარი დუბლი და საგოლე გადაცემაა. ჯერ მე-40 წუთზე ძლიერი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, მატჩის მიწურულს ივანიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ბოლოს, 83-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

გიორგი ივანიშვილი - "დინამოს" სამეული მეორე ტურში საუკეთესო შეტევა იყო. თავად გიორგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც შეტევების შექმნაში, ასევე რეალიზებაში. პირველი ტაიმის მიწურულს ივანიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა და "დინამოელები" წინ გაიყვანა.

ჯაბა დვალი - კლასი არ იკარგება, ბოლნისის "სიონის" კაპიტანი "სამტრედიასთან" გადამწყვეტი და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. თუმცა დვალი მხოლოდ ამით არ იყო გამორჩეული - მან ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. ამავდროულად, ფატიჩსა და ნდონგს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მიგინეიშვილის კარის აღება შეძლო, რითიც ბოლნისელებმა პირველი 3 ქულა ჩაიწერეს.

ტურის მწვრთნელი - კობა ჟორჟიკაშვილი: მეორე ტურში ძალიან რთული იყო საუკეთესო მწვრთნელის გამორჩევა, რადგან რამდენიმე სპეციალისტის ბენეფისი შედგა. თუმცა, ტაქტიკური თვალსაზრისით, ჟორჟიკაშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შეძლო საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის მფლობელი "სამტრედიის" დამარცხება და ტურის სენსაციაც დააფიქსირა.

"სიონი" ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც აუტსაიდერობისთვისაა განწირული. შემდეგ მატჩს "კოლხეთთან" ატარებენ და ალბათ, ფავორიტადაც უნდა მოვიაზროთ.

ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ნათია
კი, ძალიან დაძაბული თამაშებია, სტადიონებზეც ანშლაგებია. ბილეთი ვერ ვიშოვე ვერცერთ თამაშზე და ისევ ტელევიზორში ვუყურე თამაშს.
zvio
ზარქუას დისკვალიფიკაცია ბოლნისელებს ძალიან წაადგათ, რომ არა მუჯრიშვილი ვინც ზარქუას ნაცვლად იდგა ამ თამაშს ვერ მოიგებდნენ.
tngh
ეროვნული ლიგის გუნდებს ფიზიკური მომზადება აშკარად მომატებული აქვს. სისწრაფეებიც გაზრდილი და მოძრაობაც. იმედია, ოსტატობაც მალე მოიმატებს. პირადად მე, თამაშების დაძაბულობა მომეწონა და ჩემს მეგობრებსაც იგივე აზრი აქვთ...
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ჩაკვეტაძის ნახტომი 3 მილიონზე - ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები
ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
ბოლნისის "სიონს" სამი ახალწვეული ჰყავს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
სიონი-დილა 2:0 - როცა ვოლკოვი მართლა მგელია [VIDEO]
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედოს" ნიშნით... ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სიმბოლურები შეადგინა
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
მოსამზადებელ ეტაპზე ბოლნისის "სიონი" "თელავთან" დამარცხდა
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა