თითქმის 3 წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. 2015 წლის 3 ოქტომბერს ლევან კობიაშვილმა ზვიად სიჭინავასგან მართვის სადავეები გადაიბარა და სფფ-ის პრეზიდენტი გახდა.

ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდგომ.

დავიწყოთ თავიდან: რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ არჩევნების წინა პერიოდი, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა უძღვოდა.

არჩევნების დღეს დააკავეს საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, ხმა რევაზ არველაძისთვის უნდა მიეცა.

საბოლოოდ, გობეჯიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღო, მაგრამ მისი ციხიდან გამოშვების შემდეგ არველაძე არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა.

გობეჯიშვილის ნაცვლად არჩევანის უფლება "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.

▶ არსებული ინფორმაციით, სფფ-ის ერთ-ერთი დელეგატი დაკავებულია

▶ არსებული მონაცემებით, გობეჯიშვილის ხმის გარდა, კობიაშვილი და არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ

▶ გეგა გობეჯიშვილი: ისევ იმ დროში ვცხოვრობთ...

საბოლოოდ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ ყრილობაზე 33 დელეგატიდან ლევან კობიაშვილს მხარი 18-მა დაუჭირა, 15-მა - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას კი ხმა არცერთმა დელეგატმა არ მისცა.

▶ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

კობიაშვილმა თავის წარმატებას არა მისი, არამედ ფეხბურთის გამარჯვება უწოდა. სფფ-ის პრეზიდენტად არჩევა მას რევაზ არველაძემ და თვით მიშელ პლატინიმაც კი მიულოცეს.

კობიაშვილის მოსვლის შემდეგ კი ფედერაციიდან თანამშრომლების წასვლა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი რევაზ არველაძის ცოლისდა სოფო თავართქილაძე გახლდათ.

გარდა თავართქილაძისა, სფფ, საკუთარი სურვილით, არველაძის რამდენიმე თანამოაზრემაც დატოვა. მათ შორის არიან ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი ბოკერია და გიორგი ხაჩიძე.

▶ რევაზ არველაძის ცოლის დამ სფფ-ში სამსახური დატოვა

ამის შემდეგ გამართულ ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა გენერალური მდივნის პოსტზე დავით მუჯირი წარადგინა, რომლის კანდიდატურა საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც.

▶ რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა დავით მუჯირის კანდიდატურა?

კობიაშვილი ნელ-ნელა თავის გუნდს კრებდა და 2015 წლის 18 ნოემბერს მან სრულიად ახალი აღმასკომი დააკომპლექტა, სადაც ძველი წევრი მხოლოდ ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო სორდია დარჩა.

▶ ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

22 ნოემბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე აირჩიეს.

▶ ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა

ლევან კობიაშვილმა ძველი ფედერაციის საქმიანობა გაიხსენა. მისი თქმით, სფფ-ში მოსულს ვალები დახვდა და ასევე, ხელფასს იღებდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ.

▶ ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან

▶ ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ

ამის შემდეგ კი იყო კახა ცხადაძის მოხსნა. როგორც თავად სფფ-ის პრეზიდენტი აღნიშნავდა, ამის მიზეზი დიდი ხელფასი იყო. ცხადაძე ამ ყველაფერს დღემდე დიდ სპექტაკლს უწოდებს.

▶ ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

▶ "სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

▶ კახა ცხადაძე: მინდა გულშემატკივარმა იცოდეს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს...

მაშინ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის მოხსნა ასე ახსნა:

▶ ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

სფფ ახალი მწვრთნელის ძებნას შეუდგა. გაიჟღერა რამდენიმე გვარმა, მათ შორის გერმანელი ფოლკერ ფინკე და შოთა არველაძე იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ "ჯვაროსანთა" გაძღოლა 2016 წლის მარტში ვლადიმირ ვაისს მიანდეს.

▶ ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?

მაშინვე წავიდა იმაზე საუბარი, თუ როგორი კონტრაქტი გაფორმდა ვლადიმირ ვაისთან და რა პირობები ექნებოდა მას.

კობიაშვილმა აღნიშნა, რომ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ნაკრების თავკაცს ექნებოდა ხელფასი + ბონუსი.

სლოვაკმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ფულის საშოვნელად არ ჩამოსულა.

▶ "პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"

▶ [დღის თემა] ვლადიმირ ვაისი: აქ ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ

ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებმა მოუმატა თუ მოუკლო, თავად განსაჯეთ, მაგრამ ესპანეთთან გამარჯვება, რომელიც "ჯვაროსნებმა" 2016 წლის 7 ივნისს მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება.

▶ ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

▶ უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"

▶ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]

აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ ლევან კობიაშვილის გვერდში დგომა აკაკი დევაძისადმი. კობიაშვილმა პირადად დაიწყო თანხის შეგროვება, რამაც ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

▶ იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!

▶ აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..

2016 წლის ოქტომბერში გაზეთმა "ლელომ" სპორტულ ჟურნალისტებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ როგორ შეაფასებდნენ სფფ-ის 1-წლიან მუშაობას.

▶ მასშტაბური გამოკითხვა - სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის ერთი წელი მედიის თვალით

2017 წლის ქართული ფეხბურთის გეგმები სფფ-მ ქობულეთში დასახა, სადაც კლუბების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

▶ როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს

სფფ-ს აუცილებლად პლუსში უნდა ჩავუწეროთ ფეხბურთის გაშუქების საკითხი. დღეს ქართველ გულშემატკივარს არა მარტო ეროვნული ლიგის, არამედ ეროვნული ლიგა 2-ის თითქმის ყველა თამაშის ხილვა შეუძლია.

ამას გარდა, შეიქმნა საიტი, სადაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის შესახებ თითქმის ყველა ინფორმაციაა შესული, რაც დიდი ფუფუნებაა.

ცალკე საკითხია და ასევე აქტივში შესატანია მოედნების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ასევე სფფ-ის ორგანიზებით მიმდინარეობს.

დღეს ეროვნულ ლიგაში არაერთი გუნდი ასპარეზობს, რომელიც საკუთარი მოედნის რეაბილიტაციის გამო სხვა სტადიონზე თამაშობს.

ძალიან კარგია და უახლოეს მომავალში ალბათ, ასეც იქნება, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველა გუნდს კარგი მოედნის საფარი ექნება.

სასიხარულოა, რომ საბოლოოდ კარგად დასრულდა სფფ-ისა და "ზესტაფონის" საკითხი და იმერლები რეგიონალლიგაში იასპარეზებენ.

ფეხბურთის ფედერაციას აქვს ასევე თავისი საფეხბურთო აკადემია, სადაც ბავშვებს შესანიშნავი პირობები აქვთ, რათა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინონ.

კობიაშვილის დროსვე შეიცვალა ეროვნული ლიგის ფორმატი, რამაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს ჩემპიონატს დამატებითი ელფერი შესძინა.

აქვე ვთქვათ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდზე, რომელიც გუნდებს ძალიან ეხმარება და მათ არსებობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

უკანასკნელი აქტივობა, რაც ფეხბურთის ფედერაციამ დაგეგმა და შეასრულა, ეს ბელიაშვილის ქუჩაზე გამართული ამხანაგური შეხვედრა იყო, რომლის ჩატარების ინიციატივითაც თბილისის მერი კახი კალაძე გამოვიდა.

კობიაშვილს სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 1 წელზე ოდნავ მეტი დარჩა სამუშაო.

თქვენ როგორ შეაფასებდით სფფ-ის მუშაობას?

sdfffff
რა უნდა მოხდეს რაც არ იცის.მოედნები რას გავს, მაგატ მალე დაიჭერენ ველას ვინც მაგ პროექტში მონაწილეობდა.
გიორგი
საფეხბურთო მოედნებზე აშენებულ სახლებში ცხოვრებაც გინდათ და თან კლუბები ევროპაში ბრდღვნიდნენ იქოურობას? არ გამოვა მაი საქმე ერთად. მოედნებია საჭირო და ბავშვებისთვის ფუფუნება არ უნდა იყოს ამ სპორტზე სიარული. იმედია მოახერხებენ და ფეხბურთს მასობრივს გახდიან, როგორც ამჟამად რაგბია... ნაკრების პროგრესი აშკარაა... ფეხბურთი ცოტა უნდა იცოდე, რომ მიხვდე ამას. ვერ მოვიგეთ ოფიციალური შეხვედრები, არ ნიშნავს რომ წინსვლა არაა. ევროპაზე თუ ვერ გავალთ, ე.ი. სხვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
პაბლიტო
კობი მინიმუმს და ელემენტარულს მაინც აკეთებს, წინა ფედერაციის წევრებისგან განსხვავებით, იჯდნენ და ბუზებს ითვლიდნენ. მაგათ გაფუჭებულ საქმეს კი იმკის ჩვენი ფეხბურთი, იმედია როგორმე ამოვალთ ამ ჭაობიდან და ნელენა წინსვლა იქნება
xorxe
გიცანით
Lagashi
ფაქტია კობიაშვილი ცდილობს რამე სასიკეთოდ შეიცვალის მაგრამ შედეგი რა იქნება ეს ასე უცებ არც გამოჩნდება, ამას დრო უნდა, რამოდენიმე წელში უნდა გამოჩნდეს სწორ გზას ადგას თუ არა, საუკეთესო რაც გააკეთა ეს არის ეროვნულ ლიგაში გუნდების შემცირება, ყველაზე უარესი კი ცხადაძის საქმე იყო, სამარცხვინო იყო ჩემი აზრით კაცის ასე მოშორება.
ავტორი სად არის?
ეტყობა შეკვეთილ სტატიას, ესპანეთთან მოგება კი აღნიშნეს(ამხანაგური), მაგრამ დანარჩენზე არ შეიძლებოდა ერთი სიტყვის თქმა? ფაქტია ამ თამაშის აღნიშვნით ნამიოკი" გაკეთდა დიად მომავალზე, მოკლედ ჩემპიონები ვხვდებით მგონი ევროპის თუ მსოფლიოსი ვეღარ გავარკვიე.
ზაზა
და ცირკის დირეკტორის პერიოდში გქონდა ???
giorgi
კობიაშვილი გადასაყენებელია. ფეხბურთი აღარ გვაქვს და არც გვექნება ამის ხელში
შოკირებული გულშემატკივარი
ნაკრები ყველაზე სუსტების ჯგუფში მოხვდა და წარმატების შანსი ამ ჯგუფშიც საეჭვოა და ევროპაზე ისევ სამრცხვინოდ გამოდიან ქართული კლუბები. აი ეს არის შედეგი და თუ ინფრასტრუქტურას ცოტა მაინც მიეხედა ამას ნებისმიერი საშუალო დონის მენეჯერიც გააკეთებდა. ქართული ფეხბურთის გადარჩენას ყველა კუთხით საუკეთესო სპეციალისტები სჭირდება.
roma
საშუალოდ შევაფასე რადგან უკეთესი შეიძლება. რაც გააკეთეს იმის 10 % ია რაც გასაკეთებელია ქართულ ფეხბურთში. წარმატებები და წინსვლა ქართულ ფეხბურთს.
haha
ნაკრები არ ამართლებს და კლუბებიც ევროპაში მაგრა ისვრიან, თორე რაღაცეები კეთდება. არ ვიცი შედეგზე როდის აისახება, შეიძლება კობი აღარც იყოს და შედეგი მერე გამოჩნდეს.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
კახა კალაძე: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: დელეგატებმა რეგისტრაცია დაასრულეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
გეგა გობეჯიშვილი: ისევ იმ დროში ვცხოვრობთ...
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვინ არის ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი?
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ