სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
დღეს, სუპერლიგაში 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 1 ქუთაისში გაიმართება, თბილისური მატჩი კი დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში მარნეულის “დელტამ”დინამო თბილისს” უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 90:67 დაამარცხა.

ქვემოქართლური გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. “დელტამ” დღეს თემურ კანკიას გარეშე ითამაშა, რომლის ასისტენტის, ბექა ქარცივაძის განცხადებით, გუნდში გარკვეული სახის პრობლემებია. მთავარი მწვრთნელის გარდა მარნეულელებს დისკვალიფიცირებული ლევან ფაცაცია აკლიათ და ისეთი მებრძოლი ხასიათი ვერ გამოავლინეს, როგორც “დინამოსთან” წინა მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელებმა მოქმედ ჩემპიონს რეგულარული ჩემპიონატის წინა ორი მატჩი მოუგეს – 100:92 და 77:75.

დღევანდელ მატჩში თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელიც 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედი დინამოელებმა 27:13 მოიგეს, 14 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. საბოლოოდ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” 90:67 იმარჯვა და და მეორე ადგილზე გამაგრდა. თბილისელებს 20 ქულით და 9 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო ლაველ ბოიდმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. “მარნეულში” 21 ქულითა და 9 მოხსნით დაუკეთესო იყო არტიომ შვეცი, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ზვიად ანთაძემ.

“დინამოს” რეგულარულ ჩემპიონატში 1 მატჩი დარჩა – “ბათუმთან”. “მარნეული” კი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 30 აპრილს ტყიბულში – “ქუთაისთან” ითამაშებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია -“დინამოს” მთავარი მწვრთნელი: "რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი შეხვედრების მოგება. წინ პლეიოფის მატჩები გველოდება და მთავარია შესაბამის მზადყოფნაში ვიყოთ, რათა გავაგრძელოთ წარმატებული ასპარეზობა".

ბექა ქარცივაძე – “მარნეულის” მწვრთნელი: “თავიდან მეტოქეს გავუწიეთ წინააღმდეგობა, თუმცა შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ტემპის შენარჩუნება. გუნდში გარკვეული პრობლემებია – რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, არ გვყავდა ასევე მთავარი მწვრთნელი. “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია და მოგების შანსი არ დაგვიტოვა. ჩვენი მიზანია, სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს