სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” “მარნეულს” 97:84 მოუგო და წარმატებული სერია 6 მატჩამდე გაზარდა. კაკტუსელებს შანსი აქვთ, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი: ზედიზედ 8 მოგება გაიმეორონ, თუკი რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 2 მატჩს – “სოხუმთან” და “მგზავრებთან” მოიგებენ. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 8 მოგება მიმდინარე სეზონში “ქუთაისმა” მოაგროვა მე-15-დან 22 ტურის ჩათვლით.

“კაკტუსი” მართლაც კარგ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაკარგა 1 ლეგიონერი (ტერიკ ბრიჯმენი საოპერაციოა), გუნდის წევრები კარგად შეთამაშებულნი და რაც მთავარია, მომზადების პიკში არიან. შედეგიც სახეზეა: 28 მარტის შემდეგ ჟღენტის გუნდმა მიყოლებით დაამარცხა ოლიმპი, ბათუმი, დინამო, ქუთაისი, რუსთავი და დღეს მარნეულსაც სძლია.

კაკტუსელებმა საბოლოოდ 13 ქულით მოიგეს, თუმცა პირველ ტაიმში ქვემოქართლელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და მატჩიც თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი “მარნეულმა” 21:16 მოიგო, ხოლო მეორეში ამდენიმე სხვაობით კაკტუსელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ფრე – 42:42 დაფიქსირდა.

კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, რომელიც “კაკტუსმა” ძირითადად მეფარეთა შედეგიანობით 24:13 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 10 მოხსნით ჯონ მიჩელმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა გიორგი ტურძილაძემაც. 15 ქულა დაგროვდა დეანდრე პარკსისა და დავით ლომიძის ანგარიშზე. 18 ქულა და 10 მოხსნა მოინაგრა მარნეულელმა არტიომ შვეცმა, ხოლო ნიკოლას ნილმა და საბა ლობჯანიძემ ქვემოქართლელებს 17-17 ქულა მიაშველეს.

ამ გამარჯვებით კაკტუსელებმა სამეულში მოხვედრა ფაქტობრივად გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქუთაისის” გარდა ნებისმიერი რეგიონის გუნდთან პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. კიდევ ერტი მნიშვნელოვანი სარგებელი: მინიმუმ ხვალამდე, სანამ ოპონენტები ითამაშებენ, “კაკტუსი” სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერი “ქუთაისია”, რომელსაც ამ მომენტისთვის “კაკტუსზე” და “დინამოზე” ერთით ნაკლები – 9 წაგება აქვს.

სუპერლიგის 2 მატჩი დღეს, თბილისი ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:

“ვერ შევძელით ბოლომდე ბრძოლა. მეორე ტაიმში ძალები არ გვეყო მეტოქისთის წინააღმდეგობის გასაძლევად და დავმარცხდით. ვულოცავ “კაკტუსს” ამ გამარჯვებას. გუნდი მართლაც კარგ ფორმაშია და დღეს მოგებას იმსახურებდა. ჩვენ კი რეგულარულში 2 ტური დაგვრჩა და მომავალი პლეი ოფისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით”.

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

“ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. ზედიზედ 6 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან სასიახრულოა. წინ საქართველოს თასის ფინალი გველოდება, სადაც „ქუთაისი“ ნამდვილად ფავორიტია, თუმცა ჩვენ ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება