სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
დღეს, ოლიმპიურმა სასახლემ სუპერიგის 2 მატჩს უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “მარნეული” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ – გუნდები, რომლებიც ცხრილის ქვედა ნახევარში არიან და პლეი ოფის წინ ადგილების გადასანაწილებლად იბრძვიან. ქვემოქართლელებს ეს ნაკლებად ეხებათ, რადგან ცხრილში მათ წინ მყოფი გუნდები სოლიდური უპირატესობით არიან წინ და დარჩენილ ტურებში ამ სხვაობის გაბათილება ძალიან რთული იქნება. “ოლიმპი” კი თითქმის თანაბრადაა მეტოქეებთან და თითოეულ ქულას სატურნირო თვალსაზრისით ამ გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარნეულელებმა წინა მატჩში, უფრო ზუსტად კი მისი დასრულების შემდეგ დიდი დანაკლისი განიცადეს. “მგზავრებთან” მატჩში 2 ტექნიკურის გამო მოედნიდან გაძევებულმა ლევან ფაცაციამ არბიტრს დავით ბერეკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დისციპლინარების ვერდიქტით, მისთვის სეზონი დასრულებულია. მიუხედავად ასეთი დიდი დანაკლისისა ქვემოქართლურმა გუნდმა თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში “ოლიმპს” აჯობა და საბოლოოდ 86:78 გაიმარჯვა.

ამ წაგებამ “ოლიმპი” ცხრილში “მგზავრებთან” გაათანაბრა: ორივე გუნდს 13 მოგების წილ 14 მარცხი აქვს და ცხრილში VI-VII ადგილებს იყოფენ. რაც შეეხება “მარნეულს”, ქვემოქართლელებმა ამ მოგებით ხსენებულ წყვილთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ 4 ტურში მათთვის სავარაუდოდ არაფერი არ შეიცვლება და რეგულარულ ჩემპიონატს მე-8 ადგილზე დაასრულებენ.

“ოლიმპთან” მოგებულ მატჩში “მარნეულს” 26 ქულით ნიკოლას ნილმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა არტიომ შვეცმა, გიორგი ვახანიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ორმაგი დუბლი მიითვალა დეანდრე რეიმ – 11 ქულა, 12 მოხსნა. “ოლიმპში” 18 ქულით და 11 მოხსნითსაუკეთესო იყო მორის ჰილი. 19 ქულით ბომბარდირი გივი ბაქრაძე გახდა, რომელმაც ასევე 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მეორე მატჩში წინასწარ გამოცხადებული შედეგის გახლდათ. ბოლო ადგილზე მყოფი და მხოლოდ 1 მოგების მქონე “სოხუმმა” მორიგი მატჩი “დინამოსთან” წააგო. წამყვანი ლეგიონერების გარეშე დარჩენილმა სოხუმელებმა მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და შეხვედრა 85:110 დათმეს.

ერთბაშად შვიდმა დინამოელმა ათქულიანი ბარიერი დაძლია, რომელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ნოდარ გოგოძე. 16 ქულა კაელ ტურპინმა დააგროვა, ხოლო 14 – ლაველ ბოიდმა. “სოხუმში” 26 ქულით ლევან რევაზაშვილი გამოირჩა. 15 ქულა და 14 მოხსნა სერგეი პრიმაკის ანგარიშზე დაგროვდა.

მომდევნო მატჩები რეგიონებში 15 აპრილს გაიმართება: “ქუთაისი” “კაკტუსს” უმასპინძლებს, ხოლო “ბათუმი” – “მგზავრებს”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა