მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გელა აფრასიძის "მონპელიემ" 2017/18 წლების რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.

ბოლოსწინა, 25-ე ტურში, ლიდერმა "პოს" უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა. "მონპელიემ" ბონუსიც აიღო, სატურნირო ცხრილში 81 ქულა მოუგროვდა და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ამ მატჩში რუან პიენაარის ნაცვლად შეცვლაზე 76-ე წუთიდან ითამაშა "ბორჯღალოსანმა" 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ეს მისთვის პირველი მატჩი იყო საფრანგეთის ტოპ 14-ში. აქამდე აფრასიძემ "მონპელიეს" პირველ გუნდში ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ ჩემპიონთა თასზე, ახლა კი საფრანგეთის ელიტა 1-იც დააჭაშნიკა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი. პირველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, მეორემ - 54. დასკვნით ტურში "მონპელიე" 5 მაისს "ლიონს" ეწვევა, პლეი-ოფებში კი ნახევარფინალიდან ჩაერთვება.

პლეი-ოფში თამაში კიდევ სამ გუნდს აქვს დაბევებული, მაგრამ ჯერ გასარკვევია, ვინ გავა მეორე ადგილზე და შესაბამისად, მეტოქეს მეორე ეტაპზე, ნახევარფინალში დაელოდება. ამ დროისთვის 75 ქულით მეორე ადგილზე "რასინგია", რომელმაც გუშინ "ბორდო" სტუმრად ბონუსით, 39:15 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის პარიზელები 13:3 იგებდნენ და 4 ლელო დასკვნით 4 წუთში გაიტანეს.

"რასინგს" 1 ქულით ჩამორჩება "ტულუზა", რომელმაც პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი "ლა როშელი" 19:14 დაამარცხა. "ლა როშელის" ძირითადში იყო და 31 წუთი ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა. მისი გუნდი 62 ქულით მე-7 პოზიციაზეა და "კასტრს" 2, ხოლო "ლიონს" 4 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მას დასკვნით ტურში თავისი მატჩის მოგება მართებს და ამავდროულად, კონკურენტების მარცხის იმედად უნდა იყოს.

73 ქულით მეოთხეა "ტულონი", რომელმაც "კასტრს" 59:13 მოუგო და ბონუსიც აიღო. ტულონელთა შორის შეცვლაზე ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ (50-ე წუთიდან) და მამუკა გორგოძემ (59-ე წუთიდან). ტულონელები დასკვნით ტურში "პოს" ეთამაშებიან და მეორე ადგილზე გასვლას ეცდებიან.

მომავალ სეზონში ტოპ 14-ში თამაში დაიბევა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა", რომელმაც გასულ ტურში "კლერმონი" 27:17 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ქართველები არ იყვნენ, ხოლო სტუმართა შორის 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა.

ტოპ 14-ში ბოლო ადგილზე დარჩა და პრო დე 2-ში დაქვეითდება კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი", რომელიც გასულ ტურში პარიზში "სტად ფრანსესთან" 22:30 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 64-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

სტუმართა ძირითადში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ასეიშვილი, თუმცა 75-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მოუწია. 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბეკოშვილმა.

"სტად ფრანსე" 42 ქულით მე-12 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს "ოიონას", რომელმაც "ლიონს" ბონუსით, 39:18 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს ირაკლი მირცხულავა. დასკვნით ტურში "სტად ფრანსე" "ლა როშელს" უნდა ეწვიოს, ხოლო "ოიონა" - "კასტრს". შეგახსენებთ, ტოპ 14-ის ბოლოსწინა გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრო დე-2-ის მეორე გუნდს უნდა შეხვდეს.

გაირკვა პრო დე 2-ის ფინალისტებიც. "პერპინიანმა" "მონ დე მარსანი" 28:8 დაამარცხა, ხოლო "გრენობლმა" "მონტობანს" 22:15 სძლია. "პერპინიანი" და "გრენობლი" ფინალს 6 მაისს ითამაშებენ და გამარჯვებული ტოპ 14-ში პირდაპირ ავა, ხოლო დამარცხებული პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

ზე რაგბი და პრო 14

ახალზელანდიური "ჰარიქეინზის" წინააღმდეგ 23-23 წუთი ითამაშეს ჯაბა ბრეგვაძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა. ჯაბასთვის ეს მე-5 მატჩი იყო სუპერრაგბიში, ხატიაშვილისთვის - მეორე. "სანვულვზი" ზელანდიაში 15:43 დამარცხდა.

"ოსპრეიზის" მაისურით მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ნემსაძემ. მისმა გუნდმა უელსურ დერბიში "კარდიფს" სტუმრად 26:23 სძლია. ნემსაძე შეცვლაზე დასკვნით წუთებზე შევიდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
უარი გრანდებს - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე "ბაიონის" მორაგბეა
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
ლეგიონერები - კოტე მიქაუტაძე "ბაიონში" 2023 წლამდე
"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
ლეგიონერები - პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
ქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
"რვა ერი": ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება
პრო დე2: ქუბრიაშვილმა ტოპ 14-ისკენ ლელოთი გაიწია
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში