ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" დუდუ ქუბრიაშვილმა, რომელიც "პერპინიანს" ორი თვის წინ შეუერთდა, ახალი კლუბის მაისურით პირველი ლელო გაიტანა და გუნდს პირველ ადგილზე აღზევებაში დაეხმარა.

მე-13 ტურში "პერპინიანი" აუტსაიდერ "ვალანსს" ეწვია და 28:9 დაამარცხა. ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდის მეორე ლელო 25-ე წუთზე გაიტანა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს და 10 წუთში თამაშში მოუწია დაბრუნება. მასპინძელთა სასტარტოში იყო მირიან ბურდული, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.

"კოლომიემ" და "გრენობლმა" ერთმანეთს ლელო ვერ გაუტანეს და ქულები ჯარიმებით აგროვეს. მასპინძელმა "კოლომიემ", რომლის შემადგენლობაში 55-ე წუთიდან ბექა შეყლაშვილმა ითამაშა, ერთით მეტი გაიტანა და 15:12 მოიგო. სტუმართა რიგებში თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუწია ილია კაიკაციშვილს. ნიკა ნეფარიძე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში 7 წუთით გამოჩნდა, სრულფასოვან შეცვლაზე კი 72-ეზე შევიდა.

ქართული დერბი შედგა "ანგულემისა" და "ორიაკის" მატჩში. მასპინძელი "ანგულემი" იყო და თითქმის 50 წუთი კაცნაკლულად მოთამაშე მეტოქე 22:13 დაამარცხა. "ორიაკმა" 31-ე წუთზე წითელი ბარათით გიორგი ქართველიშვილი დაკარგა. შეუცვლელად ითამაშა ნაკრებიდან კლუბში მიბრუნებულმა ბექა საღინაძემ. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 74-ე წუთამდე გაისარჯა ლუკა გოგინავა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

"რუანის" შემადგენლობაში ასევე სრულად ითამაშა გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, რომელიც "შემოდგომის ერთა თასზე" "ბორჯღალოსნების" ღირსებას იცავდა. პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა კახა ასიეშვილმა. "რუანმა" "მონტობანს" სამი ლელო გაუტანა, თუმცა თავად ერთი გაუშვა და ბონუსის გარეშე, 22:8 იმარჯვა.

ულელოვო მატჩში ბოლო წუთზე გაუშვა ჯარიმა და ფრედ, 15:15 ითამაშა "მონ-დე-მარსანთან" "ბიარიცმა", რომლის შემადგენლობაში სამი ჩვენებური იყო. უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ჭეიშვილმა მოედანზე 56 წუთი გაატარა, ხოლო ნუცუბიძე 35-ეზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

ტურის დასკვნით მატჩში "ოიონამ" "ნევერი" მიიღო და 28:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო სტუმართა რიგებში გურამ პაპიძე შეცვლაზე 39-ე წუთზე შევიდა და 73-ეზე ლელოც გაიტანა.

rugby.ge

ლუკა
მიდი ბებერო
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
ქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა
მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "მონპელიემ" რეგულარული გათამაშება მოიგო
"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში