კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში მისი მოადგილეები და კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.

“ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი.

უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ამ საკითხის ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვენ გაცნობებთ. გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ პროცესს არ გავწელავთ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე.

მინდა, მანამდე ყველას ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვიქნებით მიუკერძოებლები, ძალიან მკაცრები შეფასებებში. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ - დარჩით სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა