საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის გადაცემაში აქტუალური თემა მიმდინარეობს ძიუდოისტების დღევანდელი ბრალდებების განხილვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის გადაცემაში აქტუალური თემა მიმდინარეობდა ძიუდოისტების დღევანდელი ბრალდებების განხილვა.

ძიუდოს მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა, ერთ ერთ ბრალდებაზე ისაუბრა. სადაც სპორტსმენები საუბრობდნენ, რომ მწვრთნელებს 10% თავისი ხელფასისა ფედერაციაში მიჰქონდათ.

- სამწუხაროა ეს ყველაფერი და მიჭირს ამაზე საუბარი. მერიცხებოდა ხელფასი 700 ლარი და ფედერაციაში უკან მიმქონდა 200 ლარი. ეს თანხა ვითომ მწვრთნელებზე ნაწილდებოდა, მაგრამ სად მიდიოდა არ ვიცი.

ძალიან ცუდი ფაქტია ეს, რომ ძიუდოს ოჯახში ეს ხდება. მარტო მე არ ვარ, არიან სხვა მწვრთნელებიც და მათთანაც მსგავსად ხდება.

ძალიან ბევრჯერ მქონდა ეს კითხვა სად მიდიოდა ეს თანხა, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ გვცემდა. ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. - განაცხადა ლევან ციგრიაშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?

კ ო მ ბ ლ ე
ერიჰააააა! გამოდის, რომ ქვეყანას დედ მამა აღარ ყავს, ხედავთ! ღმერთი დაგმო! მეტი ფაქტი რაღა გინდათ?!!
ზაური
პროკურატურა აუუ ...
irakli
მწვთრნელი რომ ამა იტყვის ატკატი მიმქონდაო და თან არ ვიცოდი რატომო, ეს ქევხიშვილი კიდევ ხმას როგორ იღებს და სად არიან სამართალდამცავები?
ავანტიურისტო წადი
ვერ გავიგე აბა მოჭიდავეები,ვინც დღედაღამე შრომობს,შეჯიბრებებში თავს არ ზოგავს ესენი წავიდნენ და მექრთამეები დარჩენ? მერე ვინ იჭიდავებს უწიგნური ყაველაშვილი? პატრონი რომ ყავდეს ქვეყანას დაიბარებდა ქევხიშვილს და მისცემდა რამდენიმე დღეს საქმის მოსაგვარებლად.თუ ვერ აგვარებ უნდა წახვიდე.ასეა ყველა საქმეში.აბა გადავაყოლოთ ამ მედროვეს საქართველოს ძიუდო.
ლევანი
ნამდვილად ლოგიკური ანალიზია. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან, როგორც ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი(ცოლზე აღარაფერს ვამბობ) და ეს მწვრთნელი. მთელ მსოფლიოში მოქმედ სპორტსმენს ეკრძალება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა. ამის პრეცედენტის დაშვება აბსურდია. წარმოიდგინეთ, რამდენს აქვს ამბიცია და თავისი მოსაზრება მიაჩნია მართებულად. მოკლედ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ძიუდოისტებმა. წარმოუდგენელია, ადრე, ან ახლა, წარმატებულ ძიუდოისტებს და ჩემპიონებს რაიმე წინაღობა დახვედროდათ ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ან სამინისტროსთან სხვადასვა თემების განსახილველად. ასე ანგაჟირებულად, ტელეკამერების წინ კეკლუცობის შემდეგ, რა თქმა უნდა ნორმალურ რეჟიმში დიალოგზე ძნელია ისაუბრო. მოკლედ, მაგრად შეგეშალათ.
jok
მოეშვით ამ აქამდე სად იყოს და მიმართე შსს/პროკურატურას..... მიმართა, ამოიღო ხმა, შედეგი?! მასეთი ფაქტი, თბილისის საკრებულოშიც იყო, თქვეს--კობახიძე ფულს გვძალავს ხელფასიდანო... გადარიცხვებიც აჩვენეს, შედეგი იყო?! თვითონ ცირეკიძე როდესაც ხაბარელს დაუპირისპირდა დაგავიწყდათ?! დაისაჯა ვინმე?! მგონი არავინ, ხაბარელი პარლამენტშია.... სანამ პოლიტიკური ნიშნით იქნება სპორტი მართული, არაფერი ეშველება.... ან 3 თანამდებობა რა უბედურებაა, ვუნდერკინდს ნაღდად არ გავს...
კოტე
"აქამდე სად იყო" იმას ნიშნავს, რომ თავადაც კმაყოფილი იყო არსებული სიტუაციით და შეთანხმებით. ახლა, ცუდი შედეგის გამო ფედერაციამ პასუხი მწვრთნელებს და სპორტსმენებს მოთხოვა(აბა, ვისთვის მოეთხოვა?!). ჰოდა, იმით დამფრთხალები(შიშს დიდი თვალები აქვს), რომ მწვრთნელებსაც და ნაკრების წევრებსაც ნაწილობრივ მაინც შეცვლიდნენ, რის გამოც შემოსავალის დიდი ნაწილი ეკარგებოდათ, აყაყანდნენ და ყველანაირად ცდილობენ ისეთი გუნდი მოვიდეს ფედერაციის ხელმძღვანელობაში, რომლებიც მათ ნაკრების წევრობას და მწვრთნელობას გაუხანგრძლივებთ. მოკლედ, ყველაფერი ძალზე მარტივადაა, როგორც 2X2=4-ს. ხალხნო, სპორტი და სპორტსმენობა რაიმე განსხვავებული ნუ გგონიათ, ჩვეულებრივი სამსახურია. როგორც ჩვეულებრი თანამშრომელს, სპორტსმენსაც სურს რაც შეიძლება დიდხანს იყოს გუნდში. საბედნიეროდ, საქართველოში სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და იმედია თაობათა ცვლის საშიშროება არ იქნება. ისე, ჭრიკიშვილი მეუღლემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. არ უნდა საუბრობდეს ისეთ რამეს, რის შესახებ არც არაფერი იცის და არც არავინ ეკითხება. მართლა დიდი შეურაცხყოფაა თავმოყვარე კაცისთვის!
kosta
მოეშვით ამ აქამდე სად იყოს და მიმართე შსს/პროკურატურას..... მიმართა, ამოიღო ხმა, შედეგი?! მასეთი ფაქტი, თბილისის საკრებულოშიც იყო, თქვეს--კობახიძე ფულს გვძალავს ხელფასიდანო... გადარიცხვებიც აჩვენეს, შედეგი იყო?! თვითონ ცირეკიძე როდესაც ხაბარელს დაუპირისპირდა დაგავიწყდათ?! დაისაჯა ვინმე?! მგონი არავინ, ხაბარელი პარლამენტშია.... სანამ პოლიტიკური ნიშნით იქნება სპორტი მართული, არაფერი ეშველება.... ან 3 თანამდებობა რა უბედურებაა, ვუნდერკინდს ნაღდად არ გავს...
მამუკა
აუუ, ესენი ვინ ყოფილან. ფედერაცია, მწვრთნელები და მოჭიდავეები ყველა მოსაშორებელია და თავიდან არის ასაწყობი. შე კაი კაცო, თუ 200 ლარი უკან მიგქონდა, ე.ი. ის 700 არ გეკუთვნოდა და წინასწარ იყავით შეთანხმებული, რომ ეს თანხები სხვებზეც გადანაწილდებოდა. თუ აზრზე არ იყავი და "ვიღაც" ქალს უხდიდი, უკაცრავად და არ ვიცი, რა ყოფილხარ. რაც თქვა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და არა მარტო მიმღები, ანუ ის "ვიღაც" ქალი და ფედერაციის მაღალჩინოსანი, არამედ, მწვრთნელიც თანაბრად არიან დამნაშავენი. დამნაშავეა ყველა სხვა პირი, მათ შორის სპორტსმენები, ვინც ასევე ახდენდა თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას, ასევე იცოდნენ, ეს ხდებოდა და არ განაცხადეს. ამას დანაშაულის დაფარვა ქვია. საინტერესოა, წინა 5 წლის მანძილზე ხმას რატომ არ ირებდნენ, როცა მუდმივად წარმატებებს აღწევდნენ და უზარმაზარ პრემიებს-თითო ძიუდოისტი ათეულ ათასობით ლარს იღებდნენ. ახლა ყველამ წააგო, პრემიაც არ ეკუთვნით, ფული შემოაკლდათ და 200 ლარი გაახსენდათ?! თუ ასე მამა სისხლად იყავით გადაკიდებული, აქამდე ხმა რატომ არ ამოიღეთ. მეეჭვება, 5 წლის განმავლობაში როგორ ვერ მოახერხეთ ფედერაციის პრეზიდენტთან, 4 ვიცე-პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან, აღმასრულებელ დირექტორთან, ან 18 კაციან აღმასკომთან შეხვედრა და საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი. რა კაცობასა და ძიუდოს ოჯახზეა საუბარი, ასე ყველაფერს ტელევიზიით აცხადებთ, თანაც თავად არ იცით რას ამბობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძიუდომ(მათ შორის ძველმა და მოქმედმა სპორტსმენებმა) ავტორიტეტი და სახელი დაკარგეს. ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. ახლა ის არის საზრუნავი, საერთაშორისო ფედერაციამ დიდი სანქციები არ დააწესოს. ამათ რომ ვუყურებ(ორივე დაპირისპირებულ მხარეს), სავსებით შესაძლებელია, არაერთი შეჯიბრი (იქნებ ბოლო ევროპის ჩემპიონატიც) ფულზე გაყიდეს. და ბოლოს, ამ ყველაფრის აპოგეა ძიუდოისტების ცოლების ინტერვიუები, მოწოდებები და დამოძღვრებია. ან ვერ ხვდებია, სად ცხოვრობენ, ან მართლა გონიათ, ვინმეს მათი აზრი აინტერესებს!!! შედეგი: სირცხვილი ქართულ ძიუდოს, სირცხვილი უკლებლივ ყველა ძიუდოისტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარეს მდგომი არის მტყუანი და დამნაშავე გულშემატკივრის მიმართ. დავინახეთ მთავარი: მხოლოდ ფული აინტერესებთ და ღირსება რა არის, ყურმოკრულიც არ აქვთ.
tngh
პატივცემულო გოგა!!! თუ ესეთი ინფორმაცია გაქვს, ვის უმალავ??? მიბრძანდი პროკურატურაში ან შსს-ში და მიაწოდე კონკრეტული ფაქტები. მახსოვს, ბ-ნ ნოდარ ახალკაცსაც აბრალებდნენ, ძირითადში ფეხბურთელებს ფულით აყენებსო. არა და, იმ "ფულით" დაყენებულმა ფეხბურთელებმა ევროპის თასი მოიგეს. ნუთუ აღარ უნდა დამთავრდეს საქართველოში "ორღობის" ჭორიკნობა???
tngh
ჩემის აზრით, ესეთი ინფორმაციით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. თუ ეს ამბავი მართალია, რამოდენიმე ადამიანი მკაცრად (პატიმრობით) უნდა დაისაჯოს... თუ ცილისწამებაა, მაშინ ცილისმწამებელი უნდა "მოიკვეთოს" ძიუდოდან.
gogi menabde
700 ლარიდან 200 ლარი მიქონდა ვიღაც ქალთან. საინტერესოა არა? "ვიღაც ქალთან". რა შეიძლება ითქვას ამ პიროვნების განცხადებასთან თუ ბრალდებასთან დაკავშირებით? ალბათ ის, რომ ცალსახად შეგნებულად ცრუობს. წინასწარ მაინც მოემზადეთ როცა სატელევიზიო სივრცეში შედიხარ და რაღაც საკითხებზე მაინც ჩამოყალიბდით. ერთი ტყუილი ისაა რომ 700 ლარის 10% არა 200, არამედ 70 ლარია. მეორეც. როცა ასეთ ბრალდებას აყენებ და ვერ აკონკრეტებ, რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ასეთი რამ ან ვერ ასახელებ (არ ახსოვს ბიჭს)პიროვნების გვარს, ვისთანაც მიგქონდა თანხა, რა უნდა იფიქროს ადამიანმა, გარდა იმისა, რომ ეს არის სიცრუის დაბრალება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძიუდოისტთა ის ჯგუფი, ვინც ახლა ბობოქრობს, აბსოლიტურ შემთხვევაში ცრუობს ბრალდებების ნაწილში. დასაწყისში მეც ვფიქრობდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მათ ფედერაციაში, მაგრამ ბოლო ორი დღეა მაგრად გაიშიფრენ ლიპო და მისი ამალა. სირცხვილი და თავის წოჭრაა ეს ძიუდოსათვის და კაი ხანი გაძნელდება ამ ჭრილობის შეხორცება. აქვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა-რა აჯობებდა, ყოველივე ის, რაზეც მოპროტესტო სპორცმენები მოგვარებულიყო მათივე ოჯახში თუ ის რაც მათ მოიმოქმედეს? რა ტქმა უნდა ყველაფერი შიგნით უნდა მოგვარებულიყო. ახლა კი თავი შეირცხვინეს როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ და რაც ყველაზე ცუდია, თავი მოიჭრეს მსოფლიო ძიუდოს წინაშე.
dadu
წაკითხულის გააზრებასთან მგონი ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვს მეგობარო, აქ დაკონკრეტებული არ არის რომელ მწვრთნელს რა მიჰქონდა. ზოგს 30 % მიჰქონდა ზოგს 20% და ზოგსაც 5% უბრალოდ რო დათვალეს საერთო ჯამში მწვრთნელებისგან გადახდილი ფული იმის 10% გამოვიდა რაც დაერიცხათ ხელფასები. აქამდე სად იყო დიდი ალბათობით აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. ლიპარტელიანი ძიუდოში დღეს ყველაზე წონიანი სპორტსმენია და სწორედ იმიტომ ამოიღო ხმა თორე ამას ერთ რიგით მწვრთნელს (ნაკლებად ცნობილს) ვინ რას დაუჯერებდა? აი ამიტომ დუმდა და ვერ იღებდა ხმას. ეგეც იქით იყოს და ძიუდოს მწვრთნელს მათემატიკა რაში ჭირდება ერთი ეს ამიხსენი და მერე მომკალი თუ გინდა.
sako
ლეღვის ფოთლობას თავი დაანებე! ატკატი იყო თუ არა? ესაა გასარკვევი, თორემ "აქამდე სად იყო" ან "20% რამდენია" სულელმა შეიძლება იკითხოს, ან დამნაშავის დამფარავმა

საქმე იცით როგორ არის? ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ძალიან მაინტერესებს, ეს კაცი თუ ამ 200 ლარს ფედერაციაში ტოვებდა, ამდენ ხანს სად იყო? უბედურება იმაშია, რომ ყველა ერთმანეთს უყურებს და სხვის მოქმედებას ელოდება. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის? სამწუხაროდ ასეა ყველა სფეროში.
ზიზუ
აქამდე სად იყო ეს პატივცემული თუ ფული უკან მიქონდა, ჯერ მათემატიკა როგორ სცოდნია 700 ლარის 10 პროცენტი თუ 200 ლარია მალადეც ამას, ამის ნავარჯიშები და გაწვრთნილი რა უნდა იყოს
გოჩა
ელიტური კორუფცია, რომელიც ნეხვის ბუზივით მოედო ყველა სფეროს, არა მარტო სპორტს...ამ შემთხვევაში საქმეზე თუ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული პირები არ აღმოჩნდნენ ვირის აბანოში, გამოდის, იმ 200-200 ლარიდან მსუყე ლუკმა უფრო ზემოთ მიდის, ქვეხიშვილი კი უბრალოდ ფოსტალიონია... აფერუმ, დახვეწეთ ბიჭებო ფულის შოვნის ახალ-ახალი მეთოდები, ევროპა გავაოცოთ!
გოგა
და რა, ეს მარტო ძიუდოში ხდება? ფეხბურთშიც ვიცი, საქართველოს ჩემპიონატში მწვრთნელები, რომლებიც ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში ხელფასიდან მიტანილი ატკატების მიხედვით აყენებენ.
სტატუს ქუო
რატომ არ ღძრავთ სისხლის სამართლის საქმეს? მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს,ფაქტზე აღძრან საქმე..აქ ბევრი რამ გაირკვევა..
ზზზზ
უსამართლობის ზეიმია საქართველოში.
ჯონდო
ნუ იმეორებთ ზვიადაურის ნაბოდვარს ან გადაამოწმეთ მაინც. ერთი, რომ გამგებლის თანამდებობა აღარ არსებობს მერი ქვია მაგას, მეორე კიდევ სესიაშვილია ყვარლის მერი და არა ქევხიშვილი. ქევხიშვილი 2015 იყო და მერე ქოცების შიდა ინტრიგნებით გადააყენეს და თამადა მანდაც ზვიადაუდი იყო. ახლაც იგივეს უჩალიჩებენ. გეიგეთ?
ალეკო
როდის უნდა დამთავრდეს საქართველოში ეს სიბინძურეები? შსს რას აკეთებს?პირდაპირ მას ეხება ეს
სოსო
ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოდის ატკატების ტრადიცია და მისი აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება.
Zaza.ზვანი.
რამხელა სიბინძურე ხდებოდა ფედერაციაში და ხალხმა არაფერი იცოდა! ლიპო უძლიერესი პიროვნებაა რომ ეს სააშკარაოზე გამოიტანა. დავიჯერო ახლა ეს ამბავი სპორტის სსამინისტროში არ იცოდნენ !!!!!!!!
Noe
ეს ქართულ სპორტში არახალია; მსგავს ბრალდებებით რამოდენიმე წლის წინ კრივის ფედერაციაზე საუბრობდნენ; კალათბურთზეც გამიგია - ზოგიერთ კლუბში მთავარია ციგრიაშვილმა დაასახელოს კონკრეტულად ვის აძლევდა ფულს! ასევე სხვებმაც
კახა
მხოლოდ ამ შემთხვევაში გავამართლებ სპორტსმენების საქციელს თუ დადებენ უტყუარ ფაქტებს რომ ფულს ტეხავდა რაც აღმაშფოთებელია დატოვოს კიარადა უკან მოატანინონ და სამუდამოდ აუკრძალონ რამე თანამდებობაზე მუშაობა ვირთხებს გამართლება არააქვთ.
krk
ჯერ 700 ლარი რა ხელფასია და მერე 200 ლარი თუ უკან მიქონდა და მაინც მუშაობდით, ყოჩაღ თქვენ

ამ ჯანღონით სავსე კაცებს რომ ამდენს უბედავს,წარმომიდგენია საკრებულოს დეპუტატები რა დღეში ეყოლება, იმათ ალბათ ხელფასის ნახევარი მიაქვთ უკან "ყვარლის აღორძინებისათვის".
davita
სირცხვილია პროსტა, ჯერ ნაკრების მწვრთნელისთვის ესეთი დაბალი ხელფასი სამარცხვინოა და ზევიდან კიდე დაახლოებით 1/3 რო ართმევ მაგარი უნამუსობაა, თან დიდი წარმატებები გვაქვს ძიუდოში, მოკლედ მარაზმი ხდება ამ ქვეყანაში, ცოტაც და ცხოვრება ვაფშე გაუსაძლისი გახდება, სამარცხვინოა!!!!
bmb
უკან მიტანილი ფული?! თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ქევხიშვილის დასაჭერად?
judo
ფედერაცია ჯობია წახვიდეტ..ისე ეს ხაბულიანი ვინ არის და რატომ ამხვრევს სიტუაციას?
ზაზა
ორი ბიძია იბრძვის ახლა ძიუდოს ხელში ჩასაგდებად და ჩვენ ამ სპექტაკლებს უნდა ვუყუროთ.
rodemdeee
ეჰჰ მარტო ძიუდოში კი არა ყველგან ეგრე ხდება და მაგიტომაც ვართ ესეთ დღეში
giorgi
მაგრად ტეხავს
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
თბილისის შემდეგ დიორი - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია