24 მაისს სუმოში 2018 წლის "წლის ბრძოლა" შედგება. ქართველი სეკივაკე, რომელიც მალე ოძეკი გახდება, 40-გზის ჩემპიონ დიდ იოკუძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდება.

წლის ბრძოლა განა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მხარე ქართველია, არამედ დღევანდელი იაპონია და სუმოს ქომაგთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს.

ქართველი სეკიტორის ბრწყინვალე ასპარეზობა ბოლო სამ ბაშოზე არავის არ გამორჩენია. ჰარუ ბაშოზე უკეთეს შედეგსაც დადებდა, რომ არა ტრავმა. ისიც გვახსოვს, წინა ბაშოზე თუ როგორ სძლია ტრავმირებულმა ქართველმა იოკუძუნა კაკარიუს, რომელიც საბოლოოდ ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

▶ ჰარუ ბაშო. XII დღე: არის! ტოჩინოშინმა დაუმარცხებელ კაკარიუს მოუგო [VIDEO]

მოდი დავიწყოთ თავიდან, ვინ არის ჰაკუჰო?

ჰაკუჰო შო 33 წლის მონღოლი სუმოისტია. მისი ნამდვილი სახელი გვარი მონხბათ დავააჯარგალია. დაბადების ადგილი მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორია. 192 სანტიმეტრია სიმაღლეში და 153 კილოს იწონის.

მისი დებიუტი სუმოში 2001 წელს შედგა და 2004 წელს მაკუუჩი დივიზიონის (უმაღლესი დივიზიონის) წევრი გახდა. მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და უძლეველის სტატუსი. 2004 წლის ბოლოს უკვე პირველი მაეგაშირა იყო, 2005 წლის ბოლოს კი - კომოსუბი. 2006 წელი მისი კარიერის პიკი იყო, გახდა ოძეკი და მოიპოვა პირველი იუშო (მოიგო ბაშო).

2007 წელს კიდევ ორი იუშო მოიპოვა და სუმოს კომიტეტმა მას იოკუძუნობა (უმაღლესი იერარქია სუმოს სამყაროში) მიანიჭა. ჰაკუჰო ამასაც არ დასჯერდა და 10 წლის განმავლობაში კიდევ 37 ბაშო მოიგო. ბოლოს ეს 2017 წლის ბოლო ბაშოზე, ნოემბერში მოხდა.

ჰაცუ ბაშოზე, რომლის გამარჯვებულიც ტოჩინოშინი გახდა, ჰაკუჰო 5 ბრძოლის შემდეგ ტრავმის გამო გამოეთიშა და ვერც ჰაცუ ბაშოზე შეძლო ასპარეზობა. თუმცა ის ნაცუ ბაშოზე დაბრუნდა და ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა.

ურთიერთშეხვედრები

ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს დაპირისპირება 2008 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც მათ ორთაბრძოლებს 10-წლიანი ისტორია აქვს. ქართველი და მონღოლი სეკიტორი ერთმანეთს ოფიციალურ შეხვედრებში სულ 25-ჯერ შეხვდნენ და ჰაკუჰომ 25-ჯერვე იმარჯვა.

ძირითადად, ქართველი უვატენაგესა და იორიკირის ილეთით მარცხდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ილეთით, ოშიდაშით ტოჩინოშინი ჰაკუჰოსთან არასდროს დამარცხებულა.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო ბოლოს ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს დაპირისპირებაში დაუდგნენ ერთმანეთს. მაშინ გამარჯვება ქართველს დარჩა. თუმცა ეს მხოლოდ ამხანაგური დაპირისპირება იყო და ოფიციალურ ბალანსში არ იწერება.

▶ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

შანსები

ლევან გორგაძე ბრწყინვალე ფორმაშია, მისი შემჩერებელი ჯერჯერობით ნაცუ ბაშოზე არ გამოჩენილა. საქმე ისე მიდის, რომ დიდი ალბათობით, ქართველი მეორე იმპერატორის თასსაც მოიგებს.

ჰაკუჰო ნამდვილად აღარ არის ისეთი მრისხანე, როგორიც ადრე, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ნაცუ ბაშოზე მოულოდნელად დამარცხდა მეორე მაეგაშირა აბისთან ოშიდაშის ილეთით. აგრეთვე, რამდენიმე ბრძოლა ძალიან გაუჭირდა და ერთი ხელის მოსმით ვეღარ იგებს ბრძოლებს.

წაგების შემთხვევაში ტოჩინოშინი თასის მოგების შანსს ინარჩუნებს, რადგან მოგებათა რაოდენობით გათანაბრდება იოკუძუნებთან: ჰაკუჰოსა და კაკარიუსთან. ამ შემთხვევაში ამ ორი იოკუძუნას დაპირისპირების დროს კაკარიუს უნდა ვუგულშემატკივროთ და შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი კვლავ შეძლებს მეორე მონღოლი იოკუძუნას დამარცხებას.

ტოტიკა
უჰ შენ დაგელოცოს სიძლიერე, ვინ დაგანათლა ასეთი ძალა ლევან, ალბათ მცხეთელმა ქალდეველებმა, წარმატებები და ჯანმრტელობა საამაყო ქართველო!!!
ზურა
გალაქტიონ, "იერარქია Gk. hierarchia თანამდებობათა, წოდებულებათა თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ (დაქვემდებარების წესით); სხვანაირად: "იერარქიული კიბე". Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი" ამიტომ იოკოძუნობა უმაღლესი იერარქია კი არ არის, სუმოს იერარქიაში უმაღლესი წოდებაა, ან იერარქიული კიბის ბოლო (ზედა, უმაღლესი) საფეხურია, და საქერთოდ, დიდი ბოდიში და ზოგადად ძალიან გაუმართავი წინადადებები გაქვს. მანდ კორექტორი არ გყავთ ? მეორე - სუმოს ტერმინოლოგია ამის წაკითხველის 99%-თვის სრულიად გაუგებარია და რთულია ქართული ახსნა ფრჩხილებში რომ მიუწერო ? ვისთვის წერ ამას ?
ქუთაისელი
ცხრა უღელი ხარ-კამეჩის ძალა მოგცეს ღმერთმა! უნდა მოვიგოთ!
გია-11
ღმერთმა გაგაძლიეროს ლევან, წარმატებები...
lia
ისე, ამ ადამიანის ქართული სახელი და გვარი სადმე რომ მგეხსენებინათ სტატიაში, არა?
status quo
ჟურნალისტებო,გავუფრთხილდეთ ქართულ ენას,მას ჩვენს მეტი პარტონი არავინ ჰყავს.
ვახო
ღმერთმა ძალა მიცეს ჩვენ სიამაყეს გაემარჯვებინოს ამ მძიმე ბრძოლაში
თემო
მართალია. და საერთოდ, საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებენ ხოლმე
გაგა
ვადასტურებ ჩემ პატივისცემას თქვენ მიმართ, ერთი შესწრება, თუ შეიძლება: "შედეგი დადო" - არის ჟარგონი, სლენგი. არ არის მიზანშეწონილი ასე წერა. სწორი იქნება - შედეგს მიაღწია
სოლომონი
შეეწიოს წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე თავდადებული ! საქართველოს სახეა იაპონიაში!
გულშემატკივარი
ჰაკუჰოს მიმდინარე ნაცუ ბაშოზე იმ სუმოისტებთან გაუჭირდა, ვინც თავიდანვე აქტიურად დაიწყეს ბრძოლა და მერეც ძალიან აქტიურად მოძრაობდნენ, ჰაკუჰოსთან შეკვრა და იორიკირის ცდა ძალიან სარისკოა, მაგრამ ლევანი ისეთ ფორმაშია, არაფერი არაა გამორიცხული!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?
ნაცუ ბაშოს შეჯამება: ქართველების შესრულებული ამოცანები, სამომავლო მიზნები და ტრამპი
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]
ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]
ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში
ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]
ფინანსები - რამდენი ათასი ლარი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს ძლევით
ნაცუ ბაშო. VIII დღე [LIVE]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ჰაკუჰო მაისის ბაშოზე ვერ გამოვა
მსოფლიო ჩემპიონი ლუკაშ პოდოლსკი ჰაკუჰოს სუმოში შეეჯიბრა
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]
ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO]
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ჰაცუ ბაშო. VIII დღე - გაგამარუმ მეხუთე ბრძოლა მოიგო
ნაცუ ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინმა კოტოშოგიკუ უვატენაგეთი დაანარცხა დოჰიოზე [VIDEO]
ნაცუ ბაშო. X დღე: [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]
ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]