დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა
დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაც მოიგო.

ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იყო, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე ჰქონდა. ბრძოლა ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართა. ტოჩინოშინმა მალევე შეძლო კოტოშოგიკუს მავაშით გამოჭერა და შემდეგ ძალისმიერი ილეთით მეტოქე უვატენაგეთი დაანარცხა დოჰიოზე.

ქართველი სეკიტორი 11 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.

ტოჩინოშინის მდევარი, თითო მარცხით იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკარიუ არიან.

რაც შეეხება გაგამარუს, მან დღეს უმაღლეს დივიზიონში იასპარეზა და მეთხუთმეტე მაეგაშირა კიუკუტაისეის შეხვდა, რომელთანაც შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ეს გაგამარუსთვის ამ ბაშოზე მეცხრე მარცხი გამოდგა, ქართველს მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს. რაც შეეხება მის დღევანდელ მაკუჩი დივიზიონში ასპარეზობას, ეს დროებითია. მან უბრალოდ ტრავმირებული სუმოისტი ჩაანაცვლა.

ხვალ ტოჩინიშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი, 0:25-ზე აქვს.

▶ ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]

მანჩო
ვაა!!! ეს რამდენი გოლიათი აბურთავა მძლეთამძლე ლევანმა! ასე გააგრძელე!!! საქართველოს საამაყო შვილი ხარ!!!
912
ქართული გენის ზეიმი
Shota
ერთი აქვს მოგებული ჰაკუჰოსთან
დავით
ყოჩაღ ლევან!
912
ქართული გენის ზეიმი
tazo
15-ჯერ თუ 20-ჯერ ვუყურე ზედიზედ და კიდევ სიამოვნებით ვუყურებ,რა იყო ეს აააააა:))წარმატებები,ღმერთი შენსკენ!!
მერაბი
ხვალ დიდი ბრძოლაა! ლევან, წარმატება!

ბოდიში ძმაო, შემთხვევით უარყოფითს დავაჭირე თითი
gulshematkivari
გატეხავს ძმებო ნავს ხვალ აი ნახეთ ჰაკუჰომ სადაც ერთი წააგო ამ ბაშოზე ესეიგი შეიძლება მოგება, ტოჩიზე მაგარ ხოდზე არამგონია ვინმე იყვეს ამჟამად
ლექსო
ლევან, წარმატებები ჰაკუჰოსთან. გვეამაყები. ხვალ ლეგენდას შეერკინები, თუმცა შენც უკვე ლეგენდა ხარ! გგულშემატკივრობთ!
შაკო
თან განსხვავებული ილეთით მოიგო, მისი საფირმო იორიკირი არ იხმარა. აქვს ტოჩის არსენალი.
Ng
ხვალ უეჭველად ნავსი გატყდება, მჯერა..
qomagi
შენ გენაცვალე, ტოჩი! ერის ნამდვილი სიამაყე ხარ! ხვალ თუ იმდენს შეძლებ რომ ჰაკუჰოსნაირ მოქმედ ლეგენდას წააქცევ (დაამარცხებ), ჩვენი ლეგენდა შენ გახდები!
ყოჩიღ ტოჩი
ჯერ კომენტარი დავწერე და ვიდეო მერე ვნახე... :-| აეეეეეეეეე შეგენაცვალეეეეეე რა გაუკეთა რა გაუკეთაააა გავგიჟდი
დათო
გენაცვალე, რა ჯანზეა ჩვენებური. წარმატებები დარჩენილ ბრძოლებშიც !!!
temo
კაცი კაცური ლომი ღმერთის მიერ დაჯილდოებული ადამიანური ბუნებით
Doni brasco
ეს რა მაგარი კაცი გვყავს!!!
მერაბი გ.
დიდებულია! ასევე დიდებული იქნება ჰაკუჰოს დამარცხება! ასე თუ ისე, დარჩენილ 4 შეხვედრაში სამის მოგებით ჩემპიონები და იმპერატორის თასის მფლობელები ვართ!!!
გულშემატკივარი
ხვალ არის ნაადრევი ფინალი , სასწაულის მოხდენას გისურვებ ტოჩი, მჯერა შენი
ყოჩიღ ტოჩი
აუ ლევან შენ ყოფილხარ კაცი პიროვნება, ეს ჰაკუჰოც დააგდე რაა შეიძლება სიხარულისგამ გული გაგვისკდეს მარა არ დავეძებ ^_^
Musenbezi
საოცრად ვისიამოვნე, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ ტოჩით... დარწმუნებული ვარ ხვალ ჰაკუჰოსაც იგივე ბედი ელის..
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?
ნაცუ ბაშოს შეჯამება: ქართველების შესრულებული ამოცანები, სამომავლო მიზნები და ტრამპი
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]
ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]
ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში
ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]
ფინანსები - რამდენი ათასი ლარი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს ძლევით
ნაცუ ბაშო. VIII დღე [LIVE]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ჰაკუჰო მაისის ბაშოზე ვერ გამოვა
მსოფლიო ჩემპიონი ლუკაშ პოდოლსკი ჰაკუჰოს სუმოში შეეჯიბრა
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]
ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO]
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ჰაცუ ბაშო. VIII დღე - გაგამარუმ მეხუთე ბრძოლა მოიგო
ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - წლის ბრძოლა ქართველსა და 40-გზის ჩემპიონს შორის
ნაცუ ბაშო. X დღე: [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]
ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]