დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცამეტე დღე გაიმართა
დღეს, 25 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-13 დღე გაიმართა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი დამარცხდა, რაც პირველი შემთხვევაა ამ ბაშოზე.

ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა რამდენჯერმე სცადა მავაშში ხელის ჩავლება, თუმცა შოდაიმ ახლოსაც არ მიუშვა. ბოლოს იაპონელმა ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს გამოიჭირა და ჰიკიოტოშით დასცა დოჰიოს.

ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასის მოგებასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელმაც თავისი ბრძოლა მოიგო და ლევან გორგაძეს გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება, იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (იერარქიით რანგით მეორე წოდება), რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

ტოჩინოშინი - 12 მოგება, 1 მარცხი

იოკუძუნა კაკარიუ - 12 მოგება, 1 მარცხი

იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 მოგება, 2 მარცხი.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ტერონოფუჯი იყო, რომელიც ქართველმა იორიკირით დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს ამ ბაშოზე 3 მოგება და 10 მარცხი აქვს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ლიგის მეორე ნომრობიდან ჩამოქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელის. მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.

▶ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]

▶ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები

ტოტიკა
მე ასე მგონია ფეხი რომ არ დასცდომოდა მოიგებდა ამ შეხვედრასაც
შაკო
მიკრო-ტურნირი ინიშნება იმ სამს შორის
Irakli Apkhaidze
პლეი-ოფი გაარკვევს გამარჯვებულის ვინაობას
შაკო
დამატებითი მიკრო-ტურნირი ინიშნება სამში, თუ ორმა დააგროვა მაშინ საჩემპიონო მატჩი ინიშნება ორს შორის
თემო
სამი სუმოისტის ერთნაირი მოგებების შემთხვევაში რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ნეტავ ვის ენიჭება უპირარესობა?
Irakli Apkhaidze
დასცა არა დაახეტქა, თვითოდ დაუცდა ფეხი
qomagi
დღეს რაც მოხდა, ძალიან საწყენია მაგრამ როგორც იტყვიან: "ზოგი ჭირი მარგებელია". დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან მობილიზებული გამოვა ტოჩინოშინი და კაკურიუს დაამარცხებს. დღეს რომ მოეგო, შესაძლოა ოდნავ მოდუნებულიყო. არადა, ხვალინდელი ბრძოლა გადამწყვეტია!
გიზოგ
არაფერია, ამხელა მარათონს წაგებაც შეიძლება გამორეოდა, ია ხვალ კი დიდი მობილიზებაა საჭირო, აი ისეთი ლევანმა რომ იცის დიდი ბრძოლის წინ. დიდი წარმატებები ლევანს.
დავით
ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია წაიღო ჰაკუჰოსთან ბრძოლამ,თუმცა მოგებად ღირდა,შოდაისთან კი ჩემი აზრით ცოტა იჩქარა,მაგრამ არა უშავს,ხვალ კაკურიესთან უნდა გაიმარჯვოს,ბოლო დღეს ჰაკუჰო-კაკურიეს ბრძოლაა გამარჯვებებს გისურვებ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინო!
mamuka
ცოტა იჩქარა, ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა, მთავარია ხვალ მობილიზება მოახერხოს

ამ "წმინდა" სპორტსაც ტოტალიზატორის მყრალი სუნი უდის სავარაუდოდ. სხვა მხრივ წარმატებები ტოჩის.
imereli
ძვირფასო მეგობრებო ყურებს ნუ ჩამოვყრით, ამ წაგებით არაფერი შეცვლილა რადგან კაკარიუ მაინც დასამარცხებელი გვყავს ყველა ვარიანტში. ლევანს რომ წაეგო მხოლოდ კაკარიუსთან ბალანსი გვექნებოდა 14-1 თან. და ბოლო ბრძოლაში ჰაკუჰოს იმედზე უნდა ვოფილიყავით, ჰაკუჰო არცერთ შემთხვევაში არ დათმობდა ბრძოლას განგებ კაკარიუსთან, მაგრამ ვაიდა წაეგო თანაბარი ბალანსით მაინც კაკარიუ იღებდა იმპერატორის თასს. ასე რომ ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს კაკარიუს ძლევის შემდეგ იმპერატორის თასი გარანტირებული გვაქვს. დღევანდელი მარცხი კი მოტივაციისათვის შესაძლოა უკეთესიც იყოს ლევანისთვის, რადგან კაკარიუ ყველაფერს იკადრებს ხვალინდელი ბრძოლის მოგებისათვის.ის ხომ ჰაკუჰო არ არის. დარწმუნებული ვარ რომ დისტანციის დაცვას შეეცდება და მერე ლაჩრულად გვერდზე გახტება როგორც დღეს შოდაი. იმედია ლევანი ხვალ აღარ წამოეგება ანკესს და თავის ბრძოლას მოახვევს თავს მოწინააღმდეგეს. გაკვეთილი უნდა იყოს დღევანდელი წაგება ხვალინდელი ბრძოლისათვის.
ნოდო
სულ 2 დგე დარჩა და ლოგიკურად კვირას
1
კაკურიესთან მაინც მოსაგები ქონდა და თუ მოიგებს ჩემპიონია. ასე რომ ბევრი არაფერი შეცვლილა
b-52
ეგ არაფერი ჩვენო ჩემპიონო, მთავარია ხვალ დავაგდოთ ან გავაგდოთ კუკურა ბიჭი!
ზურა
არაუშავს, ხდება ხოლმე) მთავარია კაკარიუსთან მოახდინოს მობილიზება
გიორგი
ის ორი იოკოძუნა როდის ხვდება ერთმანეთს?
შაკო
ხვალ არის ფინალი ფაქტიურად
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი "ბაიერნთან" - ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
კიტეიშვილის "შტურმს" სასწრაფოდ "ფიორენტინას" მეკარის დამატება დასჭირდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" პირველ ტურში მარცხი განიცადა
დელე ალიმ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ასე აპირებს ილიას დამარცხებას? - ნახეთ, როგორ ემზადება ცარუკიანი, რომელსაც წელიწადზე მეტია არ უბრძოლია [VIDEO]
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
ნაცუ ბაშოს შეჯამება: ქართველების შესრულებული ამოცანები, სამომავლო მიზნები და ტრამპი
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]
ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
საინტერესო ფოტო: ვინ არიან ტოჩინოშინთან ერთად "სუმოისტთა სერობაზე"?
ნაცუ ბაშო. VIII დღე [LIVE]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ჰაკუჰო მაისის ბაშოზე ვერ გამოვა
მსოფლიო ჩემპიონი ლუკაშ პოდოლსკი ჰაკუჰოს სუმოში შეეჯიბრა
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO]
ნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ
ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები ნაცუ ბაშოზე - 4 შესაძლო სცენარი
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ჰაცუ ბაშო. VIII დღე - გაგამარუმ მეხუთე ბრძოლა მოიგო
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]