საქართველოს კალათბურთელთა 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში მიმდინარე ევროპი ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალში ქართველებმა შოტლანდიასთან წააგეს. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, ბოლო პერიოდი 24:14 მოიგო, მაგრამ გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შოტლანდიამ შეხვედრა უკეთესად დაიწყო და სამი პერიოდი შემდეგი ანგარიშებით მოიგო - 12:10, 20:11 და 17:12. ბოლო ათწუთულის წინ 16 ქულით ჩამორჩენილმა საქართველოს ნაკრებმა მოინდომა, თამაში გამოასწორა, ჩამორჩენის შემცირებაც იწყო, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის დრო არ ეყო.

10 ქულით მოგებული პერიოდი მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. შოტლანდიამ 63:57 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, საქართველოს ნაკრები კი 8 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩს მასპინძელ მოლდოვასთან გამართავს.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს