ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც იცით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

გენო პეტრიაშვილი წერს:

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.

"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.

მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.

მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.

აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.

ამ კარგ ქართველთან როგორი შემართებითაც იბრძვით კლავიატურით, ისე საქართველოში ყოველი კუთხიდან შემოსულ მტერს რომ დახვედროდით, არ იქნებოდა ცუდი.სამწუხაროდ დროშასთან ომი უფრო ადვილია, ვიდრე იმ დროშის წარმომადგენელ იარაღიან ჯარისკაცთან.

• status quo

სპარტაკას ბიჭო,შენ ეს როგორ შეგეშალა,შენ არიYო,ოსებმა რომ გაგიტაცეს ბავშვობაში?

• jaba

სილა ესტ უმა ნე ნადაო, თავად რუსებს აქვთ გამონათქვამი, ის მაისურები რომ სინამდვილეში რუსეთის დროშა იყო, რა დიდი ფილოსოფია და მაღალი აიქიუ მაგას ჭირდებოდა

• zaza

და ის ოცი პროცენტი ვინები ხართ ვინც პატრიოტები და ქვეყნის აღმშენებლები ხართ გამომზეურდით რატო იმალებით.ეეე არადა ეგ პირიქითაა თქვენნაირად მოაზროვნეები რო მივიდენ ხელისუფლებაში მიტო ვართ ეხლა დიდ უკანანალში.

• nana

მოკლედ საქართველოს 80% მოღალატეა სამწუხაროდ

• ra

ეგ ჯერ საკითხავია საქმე საქმეზე ვინ რას გააკეთებს

• ra

მაგრად გამოგიყენათ თქვენმა "მეგობარმა" ჩვენც ერთმანეთში გვაკამათებს შენ კიდევ ბოდიშების მოხდა გიწევს რაც არაფერს ნიშნავს.

• მერაბი

მარტო მეგობრის სურათი რომ იყოს, გასაგებია. როცა მაისურზე რუსეთის ტრიკოლორია, სულ სხვა თემაა. უსიამოვნო ამბავია. მინდა დავიჯერო, რომ დაუფიქრებლობის შედეგია.

• saocrebaa

იცით რა არ მესმის? კარგით, ამათ შეეშალად და ცუდი საქციელია კიბატონო ძალიან ცუდი მაგრამ ეს ამდენი ვითომ პატრიოტი და ვაჯკაცები რო ლანძღავთ ამათ თქვენს ქვეყანაშI მილიონი რუსი რო ისვენებს და ღამე რო თვრებიან და რასია რასია რო ყვირიან სახლებს რო აქირავებთ და ერთი და იგივევფასი როა ქართველისთვისაცვდა რუსისთვისაც ყველაფერი ეგ მისაღებია თქვენთვის? ფეისბუქზე ყველა პატრიოტია და ყველა მეომარია? სოციალური ქსელის ქვეყანა გავხდით უთავმოყვარეოების და ერთმანეთის დამამცირებელი!! გამომიხტება ეხლა ვიღაცა და ფულს ხარჯავენ და ტურისტული ქვეყანა ვართ და აბა რავქნადო? ეგ როგორი რაღაცაა იცით ? რო გცემოს და დაგჭრას ადაკიანმა სისტემატიურად და მოურნალობის ფული რომ გამოართვა მაგას ნიშმავს!! სირცხვილია ხალხო არ დაბლოკოთ კომენტარი!!

• დავით

ამათ რუსული ბორშიც ექნებათ ნაჭამი და პილმენებიც. ამ ბიჭების ქართველობასა და პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა სხვა თუ არა უნამუსობა და უვიცობაა. ამ ფოტოებით "აღშფოთებულ" ყველა ადამიანზე წინ დადგებიან ეს ბიჭები როცა ქვეყანას დასჭირდება თავისი სისხლისა და სიცოცხლის ფასად.

• soxumeli veterani

ჩემთვის ახსნა მიღებულია! შემდგომში მეტი დაფიქრება ბიჭებო! ადამიანებს შორის ურთიერთობაზე არანაერი პრობლემა არაა და ვერც იქნება არც რუსის, არც ოსის, არც აფხაზის და არავის მიმართ, მაგრამ რუსეთის დროშასთან არანაერი საქმე არ გვაქვს. არავის ახსნა არ ჭირდება ეს დროშა ჩვენთვის რა სახელმწიფოს სიმბოლოა და რა დამოკიდებულება აქვს დამპყრობელი ქვეყნის სიმბოლოების მიმართ ქართველობის 99,9% ამის ახსნაც საჭირო არაა !!!

• თემო

ძაან ბრმა უნდა იყო ეს "დაუფიქრებლად" რომ გააკეთო

• alvasi

გენო მოღალატე ვერანაირად ვერ იქნება.თავის თავზე აქვს გამოცდილი მათი ტყვე იყო რამოდენიმე თვე.მისი მამა სპართაკი ბოლომდე იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად.მართალია ძალიან მძიმე შეცდომა მოუვიდათ მაგრამ გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.ისე არ არის გამორიცხული რომ ეს სპეციალურად გააკეთეს ქართველებს ჩვენი ჩემპიონები რომ გველანძღა.აი გოგშელიძე კი არ მოიქცა კარგად,აქეთ დაგვამუნათა თქვენ არაფერი გესმით ჯაბო(თედეევი) ჩვენი ძმააო.თუ შენი ძმაა აქ რომ ჩამოვა ჩვენი დროსა დააჭერინე ხელში და საურათი გადაიღეთ მაშინ დაგიჯერებთ

• alvasi

Avto Gogidze არ არის გამორიცხული სპეციალურად იყოს გაკეთებული.უნდათ რომ ჩემპიონებს ხალხი დაუპირისპირონ.გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.გოგშელიძემ კი აქეთ დაგვადანაშაულა არაფერი გესმით ჯაბო ჩვენი ძმააო.ისე მაგის დდდ.აქ რომ ჩამოვა თუ ჩვენი ძმაა გოგშელიძესთან საქართველოს დროშით ხელშ

• დდდ

აბა ერთი თქვენც შესთავაზეთ "მეგობარს" ქართული დროშის ფერებით გამოწყობილი ტანსაცმლით შევიდეს ე.წ " პარლამენტში" და დააფიქსიროს მანდ თქვენთან მეგობრობა.

• irakli81

ჩემი აზრით სპორტის სამინისტრომ უნდა დააწესოს ქცევის წესები საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისთვის. ვგულისხმობ რომ უნდა აიკრძალოს ოკუპანტი ქვეყნის რაიმე ატრიბუტის საჯაროდ ტარება და ფოტოს გადაღება, უნდა დაწესდეს სანქციები ამაზე. რაც შეეხება გენოს, მჯერა, რომ დაუფიქრებლად მოუვიდა. ჩემთვის მისი ბოდიში მისაღებია, ოღონდ შემდეგში უფრო ყურადღებით უნდა იყოს.

• ტიმო

ჩემის აზრითაც,შენი გაუბედურებული თანამემამულეები,შენი გმირები და შენი სამშობლო,იმ ერთ "ვითომ" მეგობარზე მეტია და მასზე მაღლა დგას. ეს შეურაცყოფა არ დამავიწყდება არასოდეს.

• alvasi

გენო მოღალატე ვერანაირად ვერ იქნება.თავის თავზე აქვს გამოცდილი მათი ტყვე იყო რამოდენიმე თვე.მისი მამა სპართაკი ბოლომდე იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად.მართალია ძალიან მძიმე შეცდომა მოუვიდათ მაგრამ გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.ისე არ არის გამორიცხული რომ ეს სპეციალურად გააკეთეს ქართველებს ჩვენი ჩემპიონები რომ გველანძღა.აი გოგშელიძე კი არ მოიქცა კარგად,აქეთ დაგვამუნათა თქვენ არაფერი გესმით ჯაბო(თედეევი) ჩვენი ძმააო.თუ შენი ძმაა აქ რომ ჩამოვა ჩვენი დროსა დააჭერინე ხელში და საურათი გადაიღეთ მაშინ დაგიჯერებთ

• ტიმო

ამის შემდეგ საამაყობაზე რა ვთქვა? როგორ შეიძლება საამაყო იყოს? ბავშვები გავზარდოთ მის მაგალითზე????

• roma

მე პირადად,როგორც რიგითი ქართველი შოკში ვარ ამ ამბების შემდეგ,აქ რაღაცაშია საქმე,მე ვფიქრობ,რაღაც დევს ამ საქციელში,ეს ყველაფერი რაღაცაზეა გათვლილი,არამგონია ასეთი გონება სუსტები იყვეთ,მართლაც ძალიან გაკვირვებული ვარ,თვითონ გენოსი მიკვირს,რომელმაც პატარაობაში იწვნია ოკუპაციის "გემო".პირადად პეტრიაშვილო მოგმართავ შენ,იცოდე არაფერი შეგეშალოს,ვინმემ რამე არ შეგპირდეს და რაღაც უღირსი საქციელი არ გაგაკეთებინოს,თორემ მოგთხოვენ მკაცრად პასუხს და ეს პასუხი საკმაოდ მკაცრი იქნება იცოდე,მე ის კაცი ვარ,რომელიც შენს ჭიდაობებს მთელი არსებით ადევნებს თვალს და მბურძგლავს მთელ სხეულში შენი წარმატებები,ხოლო ხანდახან შენი მარცხი მამწუხრებს,დღეიდან ჩემში შენმა ღირსებამ დაკარგა პირვანდელი დოზა,გახსოვდეს,რომ სამშობლო ერთადერთია და შეუცვლელი და მისი ღალატი იცოდე არავის შერჩება,კარგად გაანალიზე ჩემი სიტყვები,გისურვებთ სამშობლოს სიყვარულს და ესეთი უაზრობები მეორედ აღარ გაგეკეთებინოთ.

• rageSveleba

რომელი ქვეყნის რუსეთის საამაყო შვილია? თუ თვითმარქვია ოსეთის?

• სოსო

მაგ ყველაფერს ნაცებიც აკეთებდნენ და ქართველებმა,ერთმანეთთანაც აღარ უნდა ვიმეგობროთ?.ბიჭები შეცდნენ და ბოდიში მოიხადეს,კარგი ადამიანი კი მტრის რიგებშიც შეიძლება იყოს.მომავალში ალბათ უფრო გაფრთხილდებიან.

• g.g.

საქციელი 1, მარა ახსნა კიდევ უფრო ...

• gogla

გენოსი მიკვირს,გასაგებია რომ დიდი დრო გავიდა მარა ზუსტად იმათ გაიტაცეს ბავშვობაში და 2 თვე ყავდათ ტყვეობაში ვისი პარლამენტის დეპუტატიცაა ეს თედეევი. ეგ მაინც არ იცოდეს და თავის თავზე არ ჰქონდეს გამოცდილი ვინ არიან და რა არიან... ეხლა გენო რო მსოფლიო ჩემპიონია და მაგიტო უძვრებიან სხვა საქმეა მარა იმათ გულიზე მაინც არ უნდა გადაეხვიო ვინც ეხლაც გატაცებულია და იჩაგრება. დავიჯერო ნათესავი არ ყავს გენოს ვის მიწაზეც მავთულია გავლებული?

• გოჩა

სამწუხარო ფაქტია,მაგრამ რისი მოღალატე რა მოღალატე,მოღალატეები პარლამენტში ზიან,მეგობარს მხარი დაუჭირეს,ქართველი მსოფლიო ჩემპიონები ყავთ რუსეთის ნაკრებში,იარლიყებს ნუ მიაწებებთ,არ არის კარგი ფაქტი, მაგრან პატიება შეიძლება.

• gio

გენო შენ საბოდიშო არაფერი გჭირს შენ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ!!!!

• ზურა

გული მტკივა გენო ესეთ ამბავში რომ გხედავ, რამდენჯერ მიამაყია ქართველობა და დაუბურძგლია შენი გამარჯვებებით. სამწუხაროა ესე დაუფიქრებლად რომ მოიქეცი, ძალიან მინდა მჯეროდეს რომ მართლაც შეცდომა და გაუაზრებელი საქციელია და არა მერუსეთეობა!

• ნიკა

ხდება ცხოვრებაში როცა მოცემულ მომენტში ძალაუნებურად ვერ იაზრებ და აკეთებ ისეთ რაღაცას რაც შენს პიროვნებას ეწინააღმდეგება, ყველას ქონია ალბათ ასეთი შემთხვევა და ამის გამო მოღალატედ ნუ აცხადებთ ადამიანებს.

• ვახო

თქვენი ბოდიში ვის რა ფეხებად უნდა ეხლა?!!! გამოაცინეთ თქვენი სახე რაც ხართ. წართმეული ტერიტორიის პარლამენტის წევრი როგორ შეიძლება შენი მეგობარი იყოს ვერ ვხვდები.რას ქვია მეგობარია? გართმევს გაწიოკებს ხალხს გიხოცავს და მეგობარს უწოდებ? ვაითქვენს პატრონს სამარცხვინოები ხართ და შევარცხვინე თქვენი მეგობრობა

• გიორგი

შემდეგში რუსეთის ნაკრები და ეგ თქვენი ოსი ძმაკაცი რომ ჩამოვა საქართველოში, დაახვედრეთ ქართულდროშებიანი მაისურები ტატუნაშვილის სურათით და გადაუღეთ სურათი, ვნახოთ ძმაკაცურად გადაიღებენ თუ არა

• 12334325245

პეტრიაშვილის გამკვირვებია კაცო ასეთი რთული ცხოვრება გამოიარა ოკუპანტი ქვეყნის გამო და შენ მაინც იქეთ მირბოდე ვაი ვაიიიი...ისე "მეგობარმა" მაგარი რაღაც გაგიჩალიჩათ ეს ფაქტია

• koko

შენ რა სვანი რომ ბუმერანგს ისვრის ისე ხარ თუ არ მოგწონს გადართე და უყურე ცეკვავენ ვარსკვლავებს))

• Bajo

Bodishi ki Ara unda moixsnas sportuli saqmianobidan es eris mogalate.

• Rusi

ბოდიშო არავის მოუთხოვია, ეგ ტვინები გაარყიეთ ცოტა სანამ რამეს იზავთ. ეგრე არაა გუშნ რაღაც გავაფუჭე და დღეს ბოდიში, არა ბოდიშიო ბრატცი

• კკკ

როდის იყო მოჭიდავე ფიქრობდა ... რეკეტი , ქურდები , ზონდერები , ვარავსკოი და ხაჩიკური მუსიკა .. ამიტომ არ მიყვარს სპორტის ეს აზიური სახეობა !

• სიმართლე

კარგი კონსულტაცია გაუვლიათ სანამ ახსნა-განმარტებას დაწერდნენ. აშკარად ვიღაცამ დაუწერა ეს ტექსტი, თორემ ეგენი თავისი ჭკუით ამის მომფიქრებელნი არ იყვნენ. ამათ საქციელს რაც შეეხება, კომენტარი ზედმეტია. უბრალოდ, ცხონებული ეროსის სიტყვები უნდა გავიხსენოთ - "მოდიან კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები"

• zaza

ჩემდა სამწუხაროთ ქართველები ამ ბოლო დროს ხლისტებს დავემსგავსეთ! თუ რომელიმე ჩვენგანს ფეხი გადაგვიბრუნდა მთელი ერი ჩავწიხლავთ და თუ ფეხზე წამოდგა წითელ ხიდზე ვასწრებთ ერთმანეთს)

• ირაკლი

რაც მოხდა ლამაზი არ იყო, მაგრამ რაც იყო იყო, დარწმუნებული ვარ ბიჭები თავის პატრიოტიზმს კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ საერთაშორისო ტატამებზე!

• ara

"სპორტი პოლიტიკისგან უნდა გამიჯნო" მოდით დავუშვათ და ვათამაშოთ იგივე ფეხბურთში, ჭიდაობაში, ძიუდოშიც! ვათამაშოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ნაკრებიც ისინი ხომ უბრალოდ ითამაშებენ?! რადგან სპორტია როგორც ეს ადამიანები და ქართველების გარკვეული ნაწილიც ეთანხმება რომ უნდა გამიჯნო ეს ორი რამ პოლიტიკა და სპორტი, მაშინ ვათამაშოთ ჩვენ ეს ორი გუნდი რატომ ვუქმნით დაბრკოლებებს?! "ვათამაშოთ".........

ბოდიშის ნიშნად გადაიღეთ ფოტო მაისურებით რომელზეც რუსულად ეწერება - россия окупант! მაგრამ არ გააკეთებთ, ხომ შეიძლება ვიღაც თქვენს "ძმაკაც" რუსს, ოსს ან თუნდაც ქართველ რუსეთუმეს ეწყინოს!

• ქარ

რა დაუფიქრებელი, 10წლის ბიჭუნები ხოარ ხართ? რატო გთხოვდნენ ვერ მიხვიდით და ახლა თავს ასე იმართლებთ? სამარცხვინო საქციელია და სამშობლოც სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეთ. მართლა კუნთმაგარი და...

• loo o lz

თურმე პოლიტიკასთან ყოფილა დაკავშIრებული ჰოი საოცრებავ რა ნაიჭიერი ხარ :D:D:D:D

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს

თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი

არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია