საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები უკვე გერმანიაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში პირველად ითამაშებს.

ჩვენი ქვეყნის პირველი მეტოქე 24 აგვისტოს უნგრეთის ნაკრები იქნება. მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში დღეს, 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17:15 საათზე შედგება.

"საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას ასეთ მასშტაბურ ტურნირში, რის ხარჯებსაც მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ადრე ასეთი პრეცედენტები ჩვენთან არ არსებობდა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოწვეული გვყავს ბრაზილიელი ბეტინიო არაუხო, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ავტორიტეტული სპეციალისტია. ერთი თვეა, რაც ჩვენთანაა", - აღნიშნა საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ.

2019 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობით, ქალაქ ბათუმში ევროპის ჩემპიონატის გამართვაც იგეგმება. რვაგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების ადგილი, ოფიციალურად, 2018 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, წლეულს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, რვაგუნდიანი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონი კვლავ ბათუმის "დინამო" გახდა, მეორე ადგილზე კი ბათუმის ბსუ გავიდა. 2019 წელს, პორტუგალიის ქალქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე იქნება, ხოლო ბსუ საკვალიფიკაციოდან დაიწყებს.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრების თამაშების განრიგი შემდეგია:

24 აგვისტო, 17:00 სთ - საქართველო - უნგრეთი

25 აგვისტო, 14:45 სთ - საქართველო - ინგლისი

26 აგვისტო, 14:45 სთ - საქართველო - დანია

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ბათუმის "დინამო": სტადიონი, ჩემპიონთა ლიგის საგზური, ახლა საკუთარი ბაზაც!
ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓐᓡ ᓣᓛᓘᓖᓜᓔᓑᓡ
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
პლაჟის ფეხბურთი: მეტი რეგიონი, მეტი მოედანი - ჯაბა ჭანტურიას იმედი და სიახლეები
ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გავიდა
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები A დივიზიონში გადავიდა