ფეხბურთის ფედერაციას ბათუმში სანაკრებო ჩელენჯტურნირების გამართვა სურს
წლებია, აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ამ სახეობის პოპულარიზაციას ცდილობს.

ამ მიზნით, ბათუმის "დინამოს" პლაჟბურთის გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, რაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს...

23 ივლისს, ჯაბა ჭანტურიამ, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის თანაორგანიზებით, ბათუმში პლაჟის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი დაგეგმა და მონაწილეობისთვის აზერბაიჯანის, თურქეთის, კამერუნის, რუსეთისა და საქართველოს გუნდები მიიწვია.

ჭანტურიამ "ლელოსთან" სახეობის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ილაპარაკა:

"პლაჟის ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სახეობაა. ამ საქმეს ხელი იმიტომ მოვკიდე, რომ მისი განვითარება და მასობრიობის გაზრდა მსურდა. ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორედ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. მაგრამ მისი მეტი პოპულარიზაციაა საჭირო.

დარწმუნებულიც ვარ, პლაჟის ფეხბურთს ჩვენთან დიდი პერსპექტივა აქვს. გარდა ამისა, ეს საქართველოს ტურისტული რესურსის ათვისების ერთ-ერთი საშუალებაცაა. საამისოდ, ტურისტულ სეზონში ბევრი ტურნირის ჩატარებაა აუცილებელი.

ახლახან, ზუგდიდელების ჩანაფიქრმა გამახარა: ანაკლიასა და განმუხურში 2 მოედნის მოწყობას აპირებენ. ამ საქმეში მეტი რეგიონის ჩართვა გვჭირდება. მაგრამ სახეობის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული დედაქალაქში მის დანერგვაზე. კარგი იქნება, თბილისში, ვაკის პარკის შუაგულში, ტურნირი წელიწადში ერთხელ მაინც რომ ჩავატაროთ", - ამბობს ჭანტურია.

პლაჟის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მომავალი წლიდან სერიოზულ თანადგომას იმედოვნებს:

"სექტემბერში, ვენეციაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. სამწუხაროდ, მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობისთვის თანხები ვერ მოიძებნა. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ ამ სახეობის განვითარება მისი სურვილიცაა.

გეგმაში აქვს ბათუმში სარეიტინგო სანაკრებო დონის ჩელენჯტურნირების გამართვა. 2017 წლიდან კი სფფ ჩემპიონატსა და ნაკრების ტრანსპორტირების ხარჯებს დააფინანსებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებზე ვითამაშოთ.

ჩვენი სტადიონი და ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ტურნირებისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ თუ საკითხი დადებითად გადაწყდება და სანაკრებო ტურნირის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ, აჭარის ხელისუფლება მზადაა, თანხა გამოყოს და ჩვენი არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.

ამაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სტადიონის ტევადობა გაიზრდება, 2 000 მაყურებელს მიიღებს და ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gugo
Adrec vadevnebdi tvalkyrs am saxeobis ganvitarebas.kochag batumi, sul nolidan daickes am adamianebmა.kargia regionebis chartva.anaklia ki martla arachveylebrivi adgilia amistvis.carmatebebi aba :-)
Goga
Pliajni magaria. Sharshan vescrebodi. Shoridan vicnob jabas da nikolozs. Magari patiosani da mondomebuli tipebia. Udachi bichebo.
ლევანი
ვიჯექი სტადიონზე ვუყურებდი ლამაზ ფეხბურთს და მაღალორგანიზებულად ვაფასებ ტურნირს.ნეტა ამ.ქვეყანაში ყველა ესე მუშაობდეს. ჩემი ყოფილი ლექტორია ნიკოლოზი მაგ ასოციაციაში და ეგ რომ მაქაა ყველაფერი ნათელია უკვე 100 % შესრულდება.
ნოე
მაგარი სახეობაა.შოკში ვიყავი ისეთი მაგარი ტურნირი იყო. გადატენილი ტრიბუნები. არ ვიცი ეს ჯაბა ვინაა მაგრამ აშკარად მაგრად მუშაობს.
adekvaturad
მონოპოლია და მაფია იკვეთება ყველა საქმეში.როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრებისთვის დაფინანსება არ გამოიძებნოს??!! სად მიდის აბა ბიუჯეტი?! ბათუმს აშკარად აქვს ამ სპორტში პოტენციალი მარა თუ ასეთი მონოპოლია იქნება..არაფერი გამოვა! ამ ბოლო თამაშებიდან გამოჩნდა რო ნაცნობობით ბევრი თამაშობს. 50-დან 9-10 მოთამაშეს აქვს ნიჭი.დანარჩენისას ვერგაიგებ რაუნდათ საერთოდ!
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ბათუმის "დინამო": სტადიონი, ჩემპიონთა ლიგის საგზური, ახლა საკუთარი ბაზაც!
ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓐᓡ ᓣᓛᓘᓖᓜᓔᓑᓡ
ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასს გამოეთიშა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გავიდა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები პირველ შეხვედრას უნგრეთთან გამართავს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა