<p>ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 90) 1-2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იჭიდავებენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".</p><p>მოგეხსენებათ, ეს ორი ძიუდოისტი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება, რადგან უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება. უფრო სწორად, სამწვრთნელო შტაბში უმრავლესობა ღვინიაშვილის წაყვანას ემხრობა, მაგრამ ჭრიკიშვილის განცხადებამ, ვიმსახურებ მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლას და უსამართლოდ ვიჩაგრებიო, სოციალურ ქსელებში ქარბორბალა გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ საქმეში ლამის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც (!) ჩართეს, საბოლოოდ კი ასეთ კონსესუსზე შეთანხმდნენ.</p><p>იმედია, ორივე სპორტსმენი გაემგზავრება სლოვაკეთში და იქ ნაჩვენები შედეგით გადაწყდება 90 კილოგრამში ბაქოში, პლანეტის პირველობაზე წამსვლელი მეორე კაცის ვინაობა. თუმცა ქართულ ძიუდოში ახლა ისეთი ვითარებაა, შესაძლოა, ამ ტურნირითაც ვერაფერი გადაწყდეს. სამაგიეროდ, ის კი აშკარაა, რომ სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე 18 დღით ადრე (მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს ტარდება) შეჯიბრებაზე გამოსვლა არც ერთს არ მოუხდება.</p><p>ბრატისლავაში 73 კილოგრამში ჩვენგან კიდევ ერთი მონაწილე - ისლამ ქავთარაშვილიცაა დარეგისტრირებული, ვინც თავისი ხარჯით მიდის. თუმცა ასევე საკუთარი ფინანსებით წასვლა სხვებსაც სურთ და ვნახოთ, იქნებ ეს სია ისევ გაიზარდოს.</p><p><strong>lelo.ge</strong><br></p>
ამაშია საქმე
ბექა ღვინიაშვილს მოკლე ხელები აქვს ამიტომ დიდი შედეგების დადება ყოველთვის უჭირს.იძულებულია სულ ახლოდან იჭიდავოს და ეს მოწინაღმდეგეებს შესწავლილი აქვთ.
ვთპუ
მარგიანისათვის ადგილის დაბევება იყო სრული აბსურდი! კაცი რეიტინგშიც შორსაა და მსოფლიოს ბრინჯაოს მიუხედავად, 2 წელია, არცერთი ტურნირი არ მოუგია, ხოლო, სადაც მედალი აიღო, სუსტი შემადგენლობის ან იღბლიანი წილისყრის მეშვეობით, მარტივი მეტოქეები შეხვდა, რომელთაც მოუგო. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კი წაგებული აქვს, ერთადერთი გამონაკლისი კუკოლია. ან ღვინიაშვილისათვის უნდა დაეკავებინათ ადგილი და ჭრიკიშვილსა და მარგიანს შორის ეძებნათ წამსვლელი, ან კიდევ, სამივე ერთად გაეშვათ რომელიმე ტურნირზე. რაც გააკეთეს ე.წ.მწვრთნელებმა, უბრალოდ, სირცხვილია. ბოლომდე გაწირეს ღვინიაშვილი და ამას თუ ჭრიკიშვილის საგვარეულოს მხრიდან ატეხილ ნეხვის სროლასაც მივამატებთ, ღვინიაშვილი დიდი ალბათობით შეგვიძლია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გარეთ დარჩენილად ჩავთვალით. რაც ასევე აბსურდი იქნება, რადგან რეიტინგში მესამეა...
გიორგი
ადამიანები სუბიექტურები არიან და სამართლიანად ვერ გადაწყვეტენ თუ კანონი არ დაეხმარათ. მარგიანმა შესაძლოა მართლა ვაერ გაიაროს პირველივე წრე, ისე როგორც ეს დაემართა რამდენჯერმე თუნდაც ლიპარტელიანს, მაგრამ სწორედ მარგიანი იმსახურებს მსოფლიოზე ჭიდაობას პირველ რიგში
გიორგი
ისლამ ქავთარაშვილი თავისი ხარჯით რატომ მიდის? რატომ არ აფინანსებს ფედერაცია? ისე ისიც მაინტერესებს აქვს თუ არა მონაწილეობა ამ სპორტსმენს საქართველოს ჩემპიონატში და რამდენი წლის არის?
გიორგი
აქამდე სულ სამწვრთნელო შტაბი წყვეტდა და მე მგონი ახლაც იგი წყვეტს. მე ვფიქრობ უფრო მარტივად იქნება საქმე თუ წესდება იქნება რაიმე, რომელიც განსაზღვრავს ნაკრებში მოხვედრასაც და ამა თუ იმ ჩემპიონატზე მონაწილეობას
kosta
ჯიჯი, აქ იმაზეა საუბარი, რამდენად სამართლიანია ჭრიკიშვილის პრეტენზიები ღვინიაშვილის მიმართ...
ჯ ი ჯ ი
კომენტარებისაგან თავი შეიკავეთ, ვინც არ ყოფილხართ ნაკრების წევრები და მსოფლიოზე წასვლის კანდიდატი.მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მარა სამართლიანად, არა მიკერძებულად, ორივე ცოდოა დასარჩენად, მარა წესი ასეა. მარგიანი კი ტყუილად მიყავთ მეორე წრესაც ვერ გაივლის, თუ გინდა დაიმახსოვრეთ ჩემმა კონკურენტებმა ჩემი სიტყვები და მერე შემახსენეთ, ჭრიკი და ბექა კი ცეცხლს დაანთებდნენ სხვადასხვა ,,პადგრუპაში'' ორივესი ეშინიათ წონის ლიდერებს.
kosta
ბაცილასავით დაიწყო გავრცელება საპროტესტო ტალღამ.... აგერ, ბერძნულ-რომაულშიც არეულობაა... მოკლედ, ყველაფერს უნდა წყვეტდეს სამწვრთნელო შტაბი და არა სპორტსმენი, თორემ ყველაფერი საუკუნის წინანდელ რუსეთის იმპერიის ჯარებს ემსგავსება, სადაც კონტროლს ჯარისკაცთა საბჭო წყვეტდა, ხოლო ოფიცრებს ბრძოლაში მონაწილეობაც კი ეკრძალებოდათ.....
gio
მაშინ არ იყო საჭირო კონკურენცია, ეხლა არის :D
დიტო
ეს რა უბედურებაა! სად არიან მწვრთნელები, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დაასახელონ ვინ წავა მსოფლიოზე. შედეგზე ისინი არიან პასუხისმგებელი. ამ ორიდან ვინც არ უნდა წავიდეს გადაიღლებიან ფიზიკურადაც და ემოციურადაც და მერე მწვრთნელები იტყვიან იმ ტურნირის ბრალიაო. შემადგენლობის დაყენება არ არის მოჭიდვეების საქმე. სანამ ყველა თავის საქმეს არ გააკეთებს არაფერი არ გვეშველება.
GIO
ქევხიშვილი რომ გაუშვეს ეს მომიტინგე ხალხიც უნდა გაეყოლებინათ თან! ჯერ ფედერაციის პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ბრალდებებით, ეხლა თურმე ჭრიკიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ვინ სად იჭიდავებს... სად არიან ძიუდოს
ეჰჰ
მეც ვფიქრობ რომ ჭრიკიშვილი ამ შემთხვევაში სახლში უნდა დარჩენილიყო და მომავალი წლისთვის ეს ყველაფერი მარტივად გადაწყდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მოწყინდა სახში ჯდომა.
პაატა
ჭრიკიშვილმა ამ საქციელით თავისი თავიც აზარალა და ბექაც! ჩვენს ფედერაციასა და სამწვრთნელო შტაბში საერთოდ რითი აზროვნებენ?!
emigranti
ძალიან გული მწყდება მსგავსი რამ რომ ხდება. ავთო ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ძიუდოისტია არა მარტო თავის წონასი და მისი ჭიდაობის სტილიც ყველასგან განსხვავებულია. მისი გამართული დგომი 81-ში ჭიდაობისას თვალწინ მიდგას და ეჭვსგარეშეა წონა რომ არ შეეცვალა დღესაც პირველი ნომერი იქნებოდა 81-ში. Bექა კი თვითნაბადი ტალანტია და მისი ასე წვალება, წონიდან წონაში გადასვლები და ხან ლიპარტელიანს ჩაუსვავენ წონაში, ხან ავთოს, ნამდვილად უსამართობაა. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ჭრიკიშვილის დაბრუნება 81-ში, მაგრამ ალბათ უკვე გვიანია. სამწუხაროა ეს ყველაფერი, სლოვაკეთში წასვლა კი საერთოდ აბსურდული გადაწყვეტილებაა. შიდა მინი შეჯიბრის ჩატარება ჯობია სადაც სამივე მიიღებს მონაწილეობას და იქ გაირკვეს ვინ ვის ჯობია, ასე რომ მარგიანის მიერ მოპოვებული შარშანდელი ბრინჯაო გარანტიას არ უნდა იძლეოდეს. დაეჭიდნონ ერთმანეთს მწვრთნელების თანდასწრებით, ნუცუბიძემ უმსაჯოს და გაირკვევა ვინაა უფრო მზად. ისე კი სამივე იმსახურებს:)
gio
აქ ყველაზე სასაცილო ისაა რომ ზოგიერთებს ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი და კამპანია მიტინგებს რომ აწყობდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირები გონიათ :D. ევროპაზე ნაჩვენები შედეგი პირდაპირ ქევხიშვილს დააბრალეს, პირობები არ ქონიათ თურმე და ბეტონზე ვარჯიშობდნენ, როცა ყველაზე კარგ პირობებში ზუსტად ეგენი არიან ყველა სხვა საჭიდაო სახეობებთან შედარებით, ვისაც არ გჯერათ თავათ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ სად ვარჯიშობს ნაკრები... მერე შევარდნენ ფედერაციაში და ფედერაციის კუთვნილი ქონება დააზიანეს, ფანჯრები ჩალეწეს და ა.შ. (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ყველა ნორმალურ ყვეყანაში, ამათ არამარტო დისკვალიფიკაციებს მისცემდნენ ფედერაციები, არამედ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა ჩვეულებრივად) მერე საკუთარ გამზრდელ მწვრთნელს, გურამ მოდებაძეს სულ არაფროსიონალი უძახეს რადგან მაგათთან არ დადგა, როცა რამდენიმე წლისწინ თვითონ ჭრიკიშვილი ამბობდა თუ მე დგეს რამე ვიცი ძიუდოში მოდებაძის დამსახურებააო. მერე ადგნენ და კორუფციაა ძიუდოს ფედერაციაშიო და 18 ბრალდება ჩამოწერეს , 18 კითხვას პასუხი გაეცა ტელევიზიით, მერე აუდიტი შევიდა ფედერაციაში და ვერანაირი გადაცდომა ვერ ნახეს.მოკლედ სია ძალიან გრძელია რომ გავყვეთ მაგათ მიქარვებს, სულ ბოლოს კი მსოფლიოს მე3 ნომერი მასტერსის ოქროს და ორი გრანსლემის ვერცხლის მფლობელი (აქედან პარიზის გრანსლემის ვერცხლი 2018 წლის თებერვალში აიღო ბექამ) არ იმსახურებს წაყვანას, წესით მე უნდა წამიყვანოთ მაგრამ შემახვედრეთ და ვიჭიდაოთო... როცა 2 წელი არაფერი უქნია პირველივე შეხვედრებს აგებდა(მერე ტრამვა მიიღო) და ეხლა ერთი საშუალო დონის გრანპრი მოიგო და არიქა მე ვიმსახურებ წაყვანას პირველ ნომრად უნდა დავდგეო... და დღეს რო ქართულ ძიუდოში ასეთი განუკითხაობაა ზუსტად ამ "სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირების" დამსახურებაა. აქ ძაან მარტივია შედარება, როგორი სიტუაცია იყო ამათ აქციებამდე და როგორი სიტუაციაა დღეს.
abdali
დიახ, ჭრიკიშვილი არასწორს ითხოვს. ამ შემთხვევაში არ არის მართალი მაგრამ ეს მწვრთნელების ბრალია. დებილური დაპირება რომ გასცეს და ამის გამო არიან მარტო გასაყრელები. ბექა რეიტინგში 3-ე ნომერია, ავთანდილი კი 51-ე. ბექა წლის დასაწყისისდან მსოფლიოსთვის ემზადება და ახლა მაინცდამაინც მსოფლიოს წინ უნდა ამოაგდონ ფორმიდან, წონა დააკლებინონ რომ დაუგეგმავ ტურნირზე გავიდეს და იჭიდავოს. ავთოს შეეძლო უპრობლმოდ მოეცადა, წაწეულიყო რეიტინგში და 10უში რომ შევიდოდა მერე მოეთხოვა ეგეთი ლეღვობები, არადა გამოცდილი სპორცმენია და კარგად იცის რა 'პოდლობასაც' აკეთებს. რეიტინგის მესამე ნომერი ციდან არ მოდის. ხოლო ქართული ნეპოტიზმის ამბები რომ ვიცით, ასეთ შიდა დაპირებებს არ უნდა ვენდოთ. სამარცხვინოა რომ ვისაც როგორ აწყობს ისე კერავენ. პირდაპირ ვამბობ რომ ის არაორგანიზებული მაიმუნობა რაც ხდება არის ფედერაციის და მწვრთნელების ბრალი. ეგენი სუყველა გასაყრელები არიან... აი სუყველა.
Kosta
სწორედ მაგას ამბობს, მე უნდა წავიდეო... ოქრო დადო მესამეხარისხოვან ტურნირზე, რომელზეც არ იყო არცერთი პირველი ნომერი, ბრატისლავაშიც არ იქნებიან პირველი ნომრები. რეიტინგით ღვინიაშვილი მესამეა, ჭრიკიშვილი 51-ე, საქართველოს ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა მოუგო და რომელ მოჭიდავესაც მოუნდება, იმდენჯერ უნდა გაიმართოს ტურნირი?!?! ღვინიაშვილი, მარგველაშვილი, შავდათუაშვილი, თუშიშვილი შეკრებებზე დადიოდნენ და ემზადებოდნენ მსოფლიოსთვის მაშინ, როდესაც ზოგიერთები მიტინგებს მართავდნენ და ეხლა რაიმე ტრამვის გამო გინდათ წყალში ჩაუყაროთ ამდენი მზადება?! ღვინიაშვილს ოლიმპიადისთვის ორი ლიცენზია რომ ააღებინეს და 100 კგ-ში აჭიდავეს, სადაც მხარზე ხელს ვერ უწვდენდა მოწინააღმდეგეს, გადაწვეს ფიზიკურად, მაშინ სად იყო ჭრიკო თავის გულშემატკივრებთან ერთად, ხმას რატომ არ იღებდნენ?!?'
სოსო
უშანგი მარგიანი ბრალია ყველაფერი,არ უნდა აეღო შარშან მედალი,არც წელს,გრან პრიზე. ეს ხუმრობით,მაგრამ სამივე ბიჭზე ალალია და საცოდაობაა რომელიმეს სახლში დარჩენა.არ ვისურვებდი მწვრთნელების ადგილზე ყოფნას მაგრამ ის კი მტკიცედ ვიცი,რომ ამ ტურნირზე გამოსვლა,ყველაზე უარესი გამოსავალია.რომელმაც გინდა გაიმარჯვოს,ის უკვე გამოფიტული წავა მსოფლიოზე,არ ექნება დრო მიზანმიმართულებით კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლოდ მომზადებისათვის და ამას შესაძლო ტრავმებსაც თუ დავუმატებთ( ვაი და ორივეც დაიმტვრეს),ცხადი იქნება,რომ ამას ისევ თუნდაც არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღება აჯობებს.მესმის,რომ ამასთან შეგუება ნებისმიერი მათგანისათვის თითქმის შეუძლებელი იქნება,მაგრამ საერთო ინტერესებისათვის,ალბათ მაინც ეს აჯობებს.ბიჭები კი უჭკუოები ნამდვილად არ არიან და როცა ვნებები დაწყნარდება,თვითონვე მიხვდებიან,რომ ეს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.სამივეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ ამ სეზონშიც და საერთოდაც.ავთო და ბექა,ჩემთვის ჭიდაობის ღმერთები არიან,კაშკაშა ვარსკვლავები,რომელთა ყურება მუდამ მინდა და მენატრება,განუმეორებლები თავისი ჭიდაობის სტილით და ტექნიკით,მათ გვერდით,როგორღაც ჩუმად,შეუმჩნევლად მოწინავე პოზიციებზე გამოვიდა უშანგი მარგიანიც,რომელიც გარეგანი ეფექტების გარეშე აღწევს წარმატებებს და იმსახურებს პატივისცემას.ასე რომ გვყავს სამი ღირსეული კანდიდატი და ღმერთმა სამივეს გაუმარჯოს.მსოფლიოზე არ გამოსვლით,ჩემს თვალში არც ერთს არაფერი არ დააკლდება,უფრო პირიქით.Nეტავი თვითონ შეეძლოთ მოლაპარაკებით ერთმანეთში ამის გარკვევა,მაგრამ ეს ალბათ შეუძლებელია.თანაც ყველას თავისი,საკმაოდ არგუმენტირებული სიმართლე აქვს.
TBILISI
გამაგებინეთ ჭრიკიშვილი რამე არასწორს ითხოვს? ბიჭი იძახის გინდ ტურნირზე გამოგვცადეთ და გინდა ერთმანეთში და ვინც გაიმარჯვებს ის წაიყვანეთო.იმას ხო არ ამბობს მაინცდამაინც მე წამიყვანეთო.
Kosts
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს, ტყუილს ვწერ რამეს თუ უცენზუროს ვამბობ?!?!
გულშემატკივარი
ეს ტრუნირი კი გადაწყვეტს, მაგრამ მაგ შეჯიბრებაზე ტრამვის და ძალების დაკარგვის დიდი საშიშროებაა, შესაბამისად რომელიც არ უნდა მოხვდეს მსოფლიოზე, ორივეს შანსები მცირდება ამ ბრატისლავის შეჯიბრებით. მოკლედ ვინმე მამალი და პასუხისმგებლობის თავისთავზე ამღები ადამიანი არ გამოჩნდა ამ ძიუდოში, ეს აჯანყებული ხალხი თავის ადგილზე, რომ დასვას და კიდევ სამართლიანად და სწორად შეძლოს წასაყვანი ხალხის დასახელება. იძირება ეს ძიუდო, ფეღბურთივით. ერთმანეთის ჯიბრში ყოფნა და ლანძღვა ცუდის გარდა არაფერს მოიტანს.
გოჩა
ჭრიკიშვილი უდავოდ ძლიერი მოჭიდავეა,მაგრამ ღვინიაშვილიც კარგია მე მაინც მგონია,რომ მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ,არ არის ისე,რომ არიქა მაგარი ვარ და მე წამიყვანეთო,ყოფილიყო ირაკლი უზნაძე და საერთოდ არ იქნებოდა ის პრობლემები რაც იყო და რაც არის.
!!!!!!!!!!!!!!
არც ფეისბუქი წყვეტს და არც შენ! ეს ტურნირი გაარკვევს ვინ უნდა იჭიდაოს და ვინ არა.
გიორგი
წელს ღვინიაშვილს ეკუთვნის. ჭრიკიშვილი მაგარია, მაგრამ მარტო ერთი გრანპრის მოგება არ არის საკმარისი. ფეისბუკის პოსტებით არ უნდა წყდებოდეს ვინ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ღვინიაშვილი წელს რომ არ გაუშვან მაგარი უსამართლობა იქნება.
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ისლამ ქავთარაშვილი ბრატისლავას ევროპის თასზე უმედლოდ დარჩა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]