გასულ კვირაში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა.

ოთარ გიორგაძე "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ახალი გუნდის მაისურით პირველი ლელოც გაიტანა. ახალ კლუბში პირველად ითამაშა რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა.

ერთ-ერთი ასეთი ზურაბ ჟვანიაა, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფის "ვოსფსის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მანამდე ჟვანიამ გასახურებელ მატჩში ლელოც გაიტანა, თუმცა პრემიერშიფში თამაშს სხვა დატვირთვა აქვს.

ქართველი ბურჯი მარქაფაში იყო და მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს მისი გუნდი "ვუსტერთან" სტუმრად მარცხდებოდა (13:20), თუმცა დარჩენილ დროში მატჩის ბედის შემობრუნება მოახერხა და 21:20 იმარჯვა.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში "რასინგ 92"-მა "კლერმონს" უმასპინძლა და შეხვედრას ქართველი ბურჯების დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მასპინძელთა რიგებში თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ კაკოვინი, ხოლო დავით ზირაქაშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ, წელს "კლერმონი" მძლავრად დაბრუნდა და პარიზში 40:17 იმარჯვა.

ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა "მონპელიემ" - "ლა როშელი" 36:14 დაამარცხა. მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 57 წუთი გაატარა. მარქაფაში იყო ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელსაც სამჯერ მოუწია თამაშში ჩართვა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "სტად ფრანსემ", რომელმაც "ბორდოს" ქართველების გარეშე უმასპინძლა და 20:8 დაამარცხა. სტუმართა შორის 56 წუთი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"აჟენმა" "პერპინიენი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 სძლია. შეცვლაზე დასკვნითი 7 წუთი ითამაშა "ბორჯღალოსანმა" უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემ.

"გრენობლმა" "ტულუზს" უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 20:23. დავით ქუბრიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა.

ტურის სხვა მატჩებში "პომ" "ტულონი" მიიღო და 20:10 დაამარცხა, ხოლო "კასტრმა" "ლიონს" 19:16 სძლია.

პრო დე 2

"ბორჯღალოსანი" ოთარ გიორგაძე ოფიციალურ მატჩში "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. მე-20 წუთზე მან ბურთი კარის წინ დაახლოებით 4 მეტრში, რაქიდან აიტაცა და იქვე შეუტია. ზედ ხაზთან ის ორმა მბოჭავმა შეაჩერა, თუმცა ქართველი ფეხზე დარჩა, თანაგუნდელისგან საჭირო ბიძგი მიიღო და თავისიანები 8:7 დააწინაურა.

"ბრივი" "ბიარიცს" სტუმრად ეთამაშა და გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს - 33:33. გიორგაძე შერკინების შემკვრელი (8) იყო, 50-ე წუთზე შეცვალეს და 64-ეზე მოედანს დაუბრუნდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ბურჯი ლუკა გოგინავა. "ბიარიცის" განაცხადში იყო და 54-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ.

"ორიაკში" "ბორჯღალოსანი" მესამეხაზელის, ლაშა ლომიძის დებიუტი შედგა, რომელიც ფრანგულ კლუბს "სამედიცინო ჯოკერის" სტატუსით დაემატა. "მონპელიესა" და "ბეზიეს" ყოფილმა მოთამაშემ გასული სეზონი ინგლისში, "ლონდონ აირიშში" გაატარა, წელს კი საფრანგეთში დაბრუნდა, ოღონდ "ჯოკერის" სტატუსით. ის მარქაფაში იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

მარქაფაში იყო "ორიაკის" კიდევ ერთი ქართველი "ჯოკერი", ბურჯი გიორგი ვეფხვაძე, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია.

მე-3 ტურში "ორიაკმა" "კარკასონი" მიიღო და 19:16 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში იყო ბურჯი მირიან ბურდული, რომელიც შეცვლაზე, 29-ე წუთზე შევიდა და 71-ე წუთამდე ითამაშა.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა "ანგულემმა", რომელმაც "მონტობანს" 29:23 სძლია. ტრადიციულად, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს და 77-ეზე კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ქართველმა მეორეხაზელმა ლელოც გაიტანა, თუმცა ის რეფერიმ არ ჩათვალა.

ჯერჯერობით კვლავ უქულოდაა "მასი", რომელმაც "ბეიონს" ტაიმი 9:8 მოუგო, თუმცა საბოლოოდ 12:21 დამარცხდა. მასპინძელი "მასის" რიგებში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა.

ორმა ახალგაზრდა ბურჯმა ითამაშა "ვანისა" და "ნევერის" შეხვედრაში. "ვანი" მასპინძელი იყო და 24:13 იმარჯვა. ამ მატჩში ნიკა ნეფარიძის დებიუტი შედგა - ის შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა. სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე ორჯერ შევიდა გურამ პაპიძე, რომელიც "ნევერს" წელს შეუერთდა და ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. მან პირველ ტაიმში თანაგუნდელი 7 წუთით, "სისხლზე" შეცვალა, 54-ე წუთიდან კი, სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად "კოლომიეს" 19:18 სძლია "ოიონამ". სტუმართა შორის მეორე ტაიმში 40 წუთი ითამაშა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ. "ოიონამ" გამარჯვების ლელო-გარდასახვა ბოლოსწინა წუთზე გაიტანა და ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში სამი ლელო დადეს [VIDEO]
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ