ფოტო: მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში, "ბათუმმა" დებიუტანტ პატარძეულის "ვეფხვებს" 4 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 25:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა გუნდმა მეორე მშრალზე დატოვა.

"ვეფხვები" ზღვისპირეთს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ეწვია და მატჩის უდიდესი ნაწილი დაცვაში გაატარა, თუმცა მეტოქეს ქულების ასაღებად დიდი ძალისხმევა დაჭირდა. ბათუმელებისთვის ეს მესამე გამარჯვებაა მინიმუმ ხვალ საღამომდე ისინი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან.

მასპინძლები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და საწყის 10 წუთში 13 ქულა აიღეს. მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა, მე-7 წუთზე მის ფეხით გადაკიდებულს სანდრო თოდუა მიყვა, ხოლო მე-10 წუთზე ჯერ მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა ხაზი, მერე მარცხენაზე, ლაშა ხმალაძემ 5-მეტრიანთან ბურთი ხვიჩა ბუჯიაშვილს ამოუგდო და ის მცველებმა ვეღარ შეაჩერეს. ნინიძეს იდენტური გარდასახვები გაუცუდდა.

შესვენებამდე "ბათუმმა" კიდევ არაერთი სალელოვე შანსი შექმნა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ვეფხვები" თავს თავგანწირვით იცავდა და ტაიმის ბოლოს სწრაფ კონტრშეტევებშიც სცადა ბედი, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ ზღვისპირელების შეტევებით დაიწყო და 54-ე წუთზე მესამე, პრემიალური ლელო გავიდა. ის კვლავ ფეხით თამაშს მოყვა და 5 ქულა დავით ტრაპაიძემ გაიფორმა. მაყურებელმა მეოთხე ლელო შეხვედრის მიწურულს იხილა. ამჯერად ფეხით ლაშა ხმალაძემ ითამაშა, ის ლელოში წესების დარღვევით არ შეუშვეს, თუმცა იერიში გოგიტა გოგიტიძემ დააბოლოვა, დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:0.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა