<p>და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.</p><p>როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.</p><p>ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.</p><p>მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.</p><p>იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.</p><p>იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.</p><p><p><img src="pictures/artimages/original/fcb3352e8baeef81ca54fadadb6e371f.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია " /></p><p><br></p>
emigranti
ყოველი ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ლომები სრულად დაიხარჯებიან და თავდადებით ითამაშებენ. არავითარ შემთხვევაში პრესში არ უნდა ვამყოფოდ ისინი, რომ ზედმეტად არ ინერვიულონ და სრულ დისიპლინაზე დამყარებული ლაღი თამაში აჩვენონ. ყველას კარგად გვესმის ამ შეხვედრის მნიშვნელობა, მაგრამ თუ ისეთივე მონდომებით ითამაშებენ, როგორ უელსთან, გინდაც წააგონ მათ არავინ გაკიცხავს. დღესაც მაკანკალებს იმ თამაშის გახსენებაზე.
პეტრე
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას იტალიასთან მოგება ისტორიული მნიშვნელობის იქნება. გამარჯვების შემთხვევაში უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ. ჩვენი მანდ შეყვანა ,რომ არ უნდათ ზუსტად მაგიტომ ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად. მარტო თავდადება არ შველის ამ საქმეს, ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც მზად უნდა ვიყოთ, მსაჯი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ შესაფერის სათამაშო კლასს თუ გამოვავლენთ გავიმარჯვებთ. ასე რომ ჩვენი ბედი ისევ ჩვენ ხელშია. მიდით ბიჭებო! დავუმტკიცოთ ყველას რომ ქართველების ადგილი მხოლოდ ელიტაშია! უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
fanati
ისე არა მარტო ჩემი მთელი ერის თხოვნა იქნება ჩვენს უდიდეს მორაგბესთან (გორგოძე) 2თამაშიც რო ითამაშოს და ისე დაემშვიდობოს ნაკრებს ეს იქნება გენიალური და აი ამ დროს უკვე საკმაოდ დიდი შანსი გვექნება იტალიასთან მამუკას თამაში იტალიასთან ყველა მორაგბეს დაეხმარება ფსსიქოლოგიურადაცც ,,,
გიოშა
ძალიან მალე გვავიწდება ყველაფერი.ორი წელი გავიდა შოტლანდია-საქართველოს მატჩიდან.სქოთები ძლიერ ორგნიზებული და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩნენ.ამისდა მიუხედავათ ინგლისელი მსაჯი მეთიუ ქარლი რამოდენიმე მომენტში აშკარად შოტლანდიელებს მიემხრო.იგივე მოხდება იტალიასთან.საქართველოს ნაკრებს გაუჭირდება სარაგბო მაფიასთან ბრძოლა.არ უნდათ ექვს ერში ჩვენი შეშვება და ძალაა?
გგგ
არ უნდათ და არც აწყობთ არანაირი თვალსაზრისით განსაკუთრებით ბრიტანელებს.კომერციული თვალსაზრისით არანაირად არ არის მომგებიანი და პრაქტიკულად კი ერთ_ორ სპარინგს გამართავენ შერკინებაში და ეგ არის.ჩვენ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს კი ვაკეთებთ,მაგრამ ამის საპასუხოდ მოჰყავთ შოტლანდიასთან მარცხი. მითუმეტეს ბოლო ტესტ-მატჩებში აშკარად გაგვიჭირდა ყველასთან,განსაკუთრებით იაპონიასთან. თან ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის და ჯერჯერობით რეალურად არც მზად არა ვართ. რა თქმა უნდა პრეტენზია სამართლიანად გვაქვს, მაგრამ ამას დრონდა გამოცდილება უნდა
: )))))))
იმედია ეგრეც მოხდება, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ტონგასთან თამაშისათვის გუნდი განსაკუთრებულად ემზადებოდა თვეების განმავლობაში. იქამდე რამდენიმე საწვრთნელი მატჩიც გვქონდა. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ მაშინ ტრამვირებული მოთამაშე პრაქტიკულად არ გვყოლია, რასაც ამ თამაშზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
გიოშა
ძალიან არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი,რომ ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები დამარცხდება იტალიის ნაკრებთან,მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე იქნება.დარწმუნებული ვარ,რომ მსაჯიც მათ მიემხრობა(ჩვენს გასაჩუმებლად).
.
გუსანი ხარ თუ ყორანი?ფუი ეშმაკს,ემანდ არ აგვიხდეს
მ. ტ.
თუ ევროპული რაგბის მამებს პროგრესის სურვილი გააჩნიათ, არაფრის შეცვლაც არ იქნება საჭირო - ფეხბურთის მსგავსად მოეწყოს ერთა ლიგა და დარჩეს ეგ 6 ერი 6-ად, ხოლო მათში ბოლოზე გასული მეორე ექვსეულის გამარჯვებულს შეხვდეს 2 მატჩიან პლეიოფში, მოვიგებთ - შევალთ, წააგებენ - გავარდებიან და აღარავის აღარაფერი ექნება საკინკლაო და სამაფიოზო... მაგრამ ცვლილებები არ უნდათ და ახლა ისეთი დროება გვიდგას, რომ მათი აზრით, კარგა ხნით უნდა ჩავიწყვიტოთ ხმა... ჩვენ წინასწარ ვიცოდით, როდის უნდა შევხვედროდით იტალიელებს და მომზადების პიკიც ამ პერიოდზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გათვალისწინებული ჰქონდა ფედერაციას და წინასწარ ნუ წავიყრით თავზე ნაცარს, ასეთი მატჩის წინ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ - მორაგბეებმაც, მწვრთნელებმაც და გულშემატკივარმაც....
Zuka
Shansi ari da zalianac realuri. Tu, ra tqma unda chven mtavar kozirs, sherkinebis pirvel xazs gamoviyenebt da heigi am mxriv maimunobad morcheba. Zonzebis gashvebam da kargi sherkinebus mwvrtnelis mowvevam amis imedi chamisaxa. Travmebi gasagebia, magram tu naro da chila gveyoleba, girgaze dabrunda da sharikazez davrundeba, am fonze kachis da kotes travmebi ar xhans katastrofad meore xazshi isedac mosalodbeli iyo, ro vinme travmas idesme miigebda da shemcvleli cita gvyavs, amito aq gabedulad eqsperimebtebi! Kachisac vpiqrob cgavanacvlebt uproblemod, tumca saiaponiot gvchirdeba aucileblad. Ai gerzshi ki dria abjandaze- aprasizus duets mieces shansi. Xmalaze, pirovnulad bodish vuxdi, magram zalian shirsaa im motxovnebidan, rasac 10 nomers tanamedrove ragbi uyenebs. Imedia pirvel xazshi tetrashvil-bekoshvil-mircxulavas agar vixilavt.
Niko
კომენტარის დამწერებო, კარგად არ იცნობთ მგონი ჩვენს ბორჯღალოსნებს. ამ 1 კონკრეტული თამაშისთვის თავს გადადებენ, ისევე როგორც ტონგასთან ქნეს თავის დროზე. მაშინ ტონგასთან აშკარა აყცაიდერები ვიყავით, ტონგას კუში ქონდა 1.25 თუარ ვცდები. ობიექტურად რო გვემსჯელა არ უნდა გვქონოდა მოლოდინი საქართველოს განარჯვების, მაგრამ გავიმარჯვეთ!!! ასევე იქნება 10 ნოემბერსაც
Gagi
Gipiani vin ari?
gio
ტალახაძე რომ დავაყენოთ შერკინებაში ვითომ ვერ გაქაჩავს? :))
euhh
ღმერთმა ქნას ძალიან ვცდებოდე.მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური განწყობისა,ბოლოდროინდელი თამაშებით თუ ვიმსჯელებთ,უკან მივდივართ და განსაკუტრებით ფიზიკაში,რაც მუდამ ჩვენი კოზირი იყო,იტალიელები კი საკმაოდ პროგრესირებენ....ამიტომ ძალიან მეეჭვება მოუგოთ და თან ტრავმებიც გვიშლის ხელს......პ.ს..ისე ჩვენ გარდა ღიპიანი მორაგბეები არავის არ ყავს,რაც სისწრაფეში ძალიან გვიშლის ხელს...წარმატებები ბიჭებო
გუსანი
,,რეალურად" -- 20-30 ქულით წავაგებთ... სხვა მოლოდინი არ მაქვს სამწუხაროდ...
ის
წინა ტესტებზე თუ გახსოვთ რა თამაშს აჩვენებდა არგენტინა და აბა ეხლა შეხედეთ როგორ თამაშობენ. ეგრე იქნება ჩვენ შემთხვევაშიც. ძალიან მაგარი თაობა მოდის და სრულფასოვნადაც შეცვლიან ტრავმირებულებს.
პაატა
სამწუხაროდ დიდად ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი, ნეტა ვცდებოდე!!! ბოლო თამაშებში ნაკრების პრობლემები უკვე ძალიან თვალშისაცემი იყო. შერკინების ავსტრალიელი მწვრთნელის გაშვება და ინგლისელის მოყვანა, მერე იმის თქმა რომ შეტევის მწვთნელი მე თვითონ ვიქნებიო, ჩემთვის მინიმუმ ცოტა გაუგებარს ხდის ჰეიგის გეგმას. მსოფლიომდე ერთი წელიც აღარ დარჩა და მაგარ გაურკვევლობაში ვართ. ტრამვები გასაგებია ძალიან ცუდია, მაგრამ აქამდე ის მაინც ვიცოდით რომ შერკინების პირველ ხაზში საერთოდ არ გვქონდა პრობლემები, ეხლა ირკვევა რომ იქაც მთლად კარგად ვერ არის საქმე. განვლილი მსოფლიოს მერე ჰეიგის მხრიდან ისეთი ამბიციური განცხადბები კეთდებოდა 6 ერში ჩვენი მიღების აუცილებლობაზე, რომ დარწმუნებული ვიყავი ამ კაცს და ფედერაციას ნაკრების განვითარების მაგარი გეგმა ქონდათ, მაგრამ როგორც გაირკვა არსებულმა გეგმამ ვერ იმუშავა და ბოლო სამ თამაშში ჩვენს ნაკრებს ფაქტიურად ძლიერი მხარე არაღც კი დარჩა. იტალიელებიც მაგრად გვაკვირდებოდნენ ეს 3 წელი და ზუსტად მაშინ დათანხმდნენ ჩვენთან თამაშს, როდესაც ჩვენი ნაკრების თამაშში სერიოზული პრობლემებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნეტავი ვცდებოდე ჩემს შეფასებებში და საქმე საპირისპიროდ იყოს. დიდი იმედი მაქვს იტალიასთან თავდადებით ითამაშებენ ბიჭები (იაპონიასთან ესეც აღარ იყო!) და სრულად დაიხარჯებიან. წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
ბს
ერთად შემოყარეს ყველა კომენტარი, ეტყობა ადმინს სამუშაო დღე 13 საათზე ეწყება ))) ძაან ცუდ დროს მოგვიწია იტალიელებთან თამაში, ტრამვები და ჩავარდნა ერთდროულად!!! მხოლოდ ჩვეული ჯიგრით თამაში თუ შეგვინარჩუნებს ღირსებას!
bs
რა იყო ადმინ რა არ მოგეწონა კომენტში რომ არ აქვეყნებ? მერე არ უნდა გიკვირდეთ უკმაყოფილება!!! მერამდენედ აკეთებთ ასე?!
ლევანი
ძალიან გულდასაწყვეტია რომ ესეთი ჯახის წინ ნაკრების ამდენი წანყვანი მოთამაშეა დაშავებული. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ბიჭები ვინც მოედანზე გავლენ არაფერს დაიშურებენ წარმატებისთვის. თუმცა არც ამხელა მნიშვნელობის მინიჭება ღირს ამ თამაშისთვის და ამით ბიჭების ზედმეტი ფსიქლოგიური წნეხის ქვეშ მოქცევა. ვფიქრობ, რომ არც ამ ერთი მოგებით გავფრინდებით კოსმოსში და არც მარცხი იქნება ტრაგედია. მთავარია დიდი ანგარიშით არ დავმარცხდეთ და არ ჩავვარდეთ იმ სიტუაციაში, რომ ამდენი ბაქი-ბუქის მერე კაი ხანი ხმა აღარ ამოგვეღებოდეს.
ანესთეზეოლოგი
თქვენ ხომ არ დამცინით, კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ არც ფეხბურთზე და არც რაგბზე?:))
soxumeli veterani
როგორც რაგბისტებისგან(არა ნაკრების წევრების) მსმენია, საუკეთესო ფორმაში ჩვენი ნაკრები ნამდვილად არაა, ორ წამყვან მოთამაშეს ტრავმები აქვს მიღებული და რეაბილიტაციას 6 თვე სჭირდება, ამას ემატება ის რომ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და გუნდი ჯერ შეთამაშებული არაა. ნაკრების პრობლემები ჩვენ ყველამ ტესტ მატჩებშიც ვნახეთ და არა მგონია ვინმე კმაყოფილი დარჩენილიყო ხილულით. იტალიელები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მატჩს და მზადებაც მისთვის უკვე კარგა ხანია დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ამ მატჩს ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი, გაცილებით უფრო დიდი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვიდრე იტალიელებისთვის და რატომ, იტალიელები ჩვენთან რომც დამარჩხდნენ, ხვალ მათ 6 ერიდან არავინ გააგდებს და ჩვენ არ მიგვიღებს, უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ და სალაპარაკოც ბევრი გვექნება რომ აგერ ბატონო დაგიმტკიცეთ კიდეც რომ ვპროგრესირებთ, 6 ერის გუნდს ვუგებთ და 6 ერში მოხვედრის შანსს რატომ არ გვაძლევთ, ხოლო თუ წავაგეთ, ალბათ როგორც მინიმუმ 10 წლით მაინც მოგვიწევს ჩვენი 6 ერში მოხვედრის საკითხზე გაჩუმება და საბაბს მივცემთ ყველას ვინც ამის წინააღმდეგია. იმედი მაქვს ჩვენს ბიჭებს ამდენი ესმით და პრობლემების მიუხედავად 10 ნოემბერს გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ! ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
soxumeli veterani
როგორც რაგბისტებისგან(არა ნაკრების წევრების) მსმენია, საუკეთესო ფორმაში ჩვენი ნაკრები ნამდვილად არაა, ორ წამყვან მოთამაშეს ტრავმები აქვს მიღებული და რეაბილიტაციას 6 თვე სჭირდება, ამას ემატება ის რომ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და გუნდი ჯერ შეთამაშებული არაა. ნაკრების პრობლემები ჩვენ ყველამ ტესტ მატჩებშიც ვნახეთ და არა მგონია ვინმე კმაყოფილი დარჩენილიყო ხილულით. იტალიელები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მატჩს და მზადებაც მისთვის უკვე კარგა ხანია დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ამ მატჩს ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი, გაცილებით უფრო დიდი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვიდრე იტალიელებისთვის და რატომ, იტალიელები ჩვენთან რომც დამარჩხდნენ, ხვალ მათ 6 ერიდან არავინ გააგდებს და ჩვენ არ მიგვიღებს, უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ და სალაპარაკოც ბევრი გვექნება რომ აგერ ბატონო დაგიმტკიცეთ კიდეც რომ ვპროგრესირებთ, 6 ერის გუნდს ვუგებთ და 6 ერში მოხვედრის შანსს რატომ არ გვაძლევთ, ხოლო თუ წავაგეთ, ალბათ როგორც მინიმუმ 10 წლით მაინც მოგვიწევს ჩვენი 6 ერში მოხვედრის საკითხზე გაჩუმება და საბაბს მივცემთ ყველას ვინც ამის წინააღმდეგია. იმედი მაქვს ჩვენს ბიჭებს ამდენი ესმით და პრობლემების მიუხედავად 10 ნოემბერს გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ! ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
შვიდი
მე ვერ ვხვდები გაწევ-გამოწევა რატომაა. ჩვენ რომ დაგვიმატონ, 7 ერად რომ გადაკეთდეს და არავინ არ გავარდეს არ შეიძლება?
: )))))))
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა. იტალია ჩვენზე ძლიერია, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც და ეს არ იქნება ტრაგედია. იტალიელთა მწვრთნელის ადგილას სხვაც გაღიზიანდებოდა, თუ მისი გუნდის 6 ერიდან დაქვეითებაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დავემატოთ ამ გათამაშებას ან სხვა რაიმე ფორმით მოგვეცეს საშუალება 6 ერის გუნდებთან თამაშის.ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს ჩვენმა მწვრთნელმაც და რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც. ეს რამენაირად უნდა გაიგოს ყველამ.
ლელო
ერთი ესენი გაგვაძუყნია უდედო კნუტივით
treneri
ზუსტად 10 ნოემბერს ტალახადზის გამოსვლაა მსოპლიოზე..2 სასცაული გვინდა 10 ნოემბერს
ბს
რბილად რომ ვთქვათ გაგვიჭირდება! ტრავმირებულნი არიან კაჭარავა, მიქაუტაძე და ასეიშვილი. სავარაუდოდ ვერ ითამაშებენ თხილიშვილი, ჩილაჩავა და შარიქაძე. ესენი რა ძალაა ჩვენი გუნდისათვის ყველას გვესმის, ისინი უბრალოდ ძირითადის მორაგბეები კი არა გუნდის ლიდერები არიან. მთელი მსოფლიოს სარაგბო თემი იჩენს ამ თამაშზე ინტერესს და მათთვის სულაც არ არი საინტერესო გვყავს თუ არა მწყობრში გუნდის ლიდერები, შედეგი აინტერესებთ იტალია-საქართველო. ჯანდაბა!!! რა ცუდ დროს დაგვემთხვა ეს ტრამვიანობა. ((( იქნება დაბრუნდეს გორგოძე ორი თამაშისთვის ნაკრებში (ერთი იტალიასთან და ერთის თბილისში გამოსათხოვარი), ფორმაშია მგონი და ფიზიკურს რომ თავი დავანებოთ ამ ტრამვიანობისას სერიოზული ფსიქოლოგიური თანადგომა იქნება ჩვენებისათვის. არადა აგერ იტალიელთა ლიდერი სერჯიო პარისე 35 წლისაა და არც ტრავმები უვლიან გვერდს.
ნოშრევან
უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ წავაგებთ, რეალურად ვამბობ ემოციების გარეშე. ჩვენებს ვავარდნა აქვთ, აშკარაა მწვრთნელი ადგილზე გაიყინა ვერაფერს მატებს გუნდს.ახალი მწვრთნელი გვინდა რომელიც არ მოყავთ. სვანიძე არაა ცუდი მარა აზრზე არაა რას ერჩოდნენ ნიჟარაძეს. ცუდ დროს ვეთამაშებით. მოკლედ დიდი იმედია ვცდები მაგრამ არ ვართ ჩვენ მაგათი იტალიაში მომგები ამ გუნდით
სოსო
სადაა აშკარა გაღიზიანება?ეს კაცი იძახის,რომ წელს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს,ვიდრე შარშან იყო და ეს სრული სიმართლეა,რომ საქართველოს წლევანდელი ნაკრები უარესია,ვიდრე შარშან იყო და ესეც სრული სიმართლეა,ნაკრებების რეალური ძალა, მსოფლიოს თასზე გამოჩნდებაო და ესეც სრული სიმართლეა.ფაქტია,რომ ჩვენმა კონკურენციამ იტალიელებზე სასიკეთო გავლენა მოახდინა .ახლა ჯერი ჩვენზეა.
ანესთეზეოლოგი
როგორც ვიცით რაგბის სამყაროში ერთა ლიგის ფორმატმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და 2020 წლიდან ანალოგიური ტურნირი რაგბშიც აიღებს სტარტს. აქედან და იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ რაგბის გეოგრაფია საკმაოდ სწრაფად იზრდება და ეს განსაკუთრებით ევროპაშია შესამჩნევი, ერთ მშვენიერ დღეს 6 ერის მხოლოდ კომერციული მხარე დაკარგავს აზრსაც და კომერციულ ფაქტორსაც, მისი არსებობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება წმინდა სპორტული და სანახაობრივი პრონციპები. ეს სავარაუდოდ უახლოესი 2-3 წლის საკითხია. ამიტომ საჭიროა ჩვენ შევინარჩუნოთ დომინანტი პოზიცია არამხოლოდ ევროპაში (6 ერის გარეთ ვგულისხმობ) არამედ რეიტინგში მახლობლად მყოფ ნაკრებებს შორისაც. მესვეურთ, რომელთაც არ სურთ 6 ერის ფორმატის შეცვლა, არ უნდა მიეცეთ რაიმე არგუმენტის წამოყენების შესაძლებლობა. თუნდა აი ასეთის რაც ამ კაცმა თქვა - იაპონიას ჩვენ მოვუგეთ, ქართველებმა კი მათთან ამხელა სხვაობით წააგესო. თითქოს ძალიან სასაცილო და ბავშვური საკითხია არა? ამ ერთი წაგებით ხომ არაფერი მტკიცდება? მაგრამ, ეს ჩასაფრებულის პოზიციიდან საკმაოდ ძლიერი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად თუ ვინ უფრო ძლიერია. საერთოდ როდესაც რამეს ამტკიცებ და მით უმეტეს თუ ეს ხდება სპორტის სამყაროში, არაფრით არ უნდა დაკარგო კონცენტრაცია ერთი წამითაც კი. მითუმეტეს თუ ასეთი ჩასაფრებული ხალხით ხარ გარშემორტყმული ჩაკეტილ წრეში. არ უნდა წააგო რეიტინგში შენს სიახლოვეს მყოფ გუნდებთან და მინიმუმ ერთი თავით მაღალი უნდა ჩანდე მათზე. იტალიასთან თამაშს რაც შეეხება - ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება. რაღაც ასპექტებში ჩვენ გვექნება უპირატესობა, უმეტესში კი მათ. უბრალოდ ბიჭებმა უნდა გაითავისონ ის, რომ ეს მათი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რომელსაც შესაძლოა ისეთი შედეგები მოჰყვეს ქართული რაგბისათვის, რომ თითოეული მათგანი ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი თამაშით გაიხსენონ...
gio
ამდენი წელი 6 ერში რომ გვეთამაშა დარწმუნებული ვარ იტალიაზე ძლიერებიც ვიქნებოდით და იაპონიასთან მოგება საბლატაოდ არ გვექნებოდა. ამდენ ჯახში და ჯაჯგურში უდიდესი გამოცდილება მიიღო და დიდი პროგრესი განიცადა მაგრამ მაინც შინაგანი შიში აქვს ჩვენი. ეგ კაია. ისე რეალურად მართლა ჩვენზე უკეთესი გუნდია მაგრამ დანებება ჩვენ არ გვჩვევია და დარწმუნებული ვარ სისხლს შევასხავთ იტალიას. წაუგებელი კი ნაღდად არ არის
ლაშა
რატომ აქვს ამ კაცს უარყოფითი დამოკიდებულება? მესმის არ უნდა რომ იტალია გამოაგდონ ექვსი ერიდან, მაგრამ ჩვენ რა დაუშავეთ? სიმართლე გითხრათ არ ვარ დარწმუნებული რომ იტალიას მოუგებთ, თუმცა ძალიან მინდა.
WTF
იტალიის ეროვნული ნაკრები მიუხედავად მისი აუტსაიდერული პოზიციისა ობიექტურად ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი და გამოცდილია. ამიტომ ეს ერთი თამაში ვერ იქნება რაიმე ცვლილებების კატალიზატორი სარაგბო სამყაროში. ჩვენი ნაკრების რეალური შესაძლებლობები გამოჩნდება მსოფლიოზე თამაშისას. სამწუხაროდ გარკვეული რეგრესი შეიმჩნევა ნაკრების თამაშში და იმედია მანამდე გამოასწორებენ და სამწრთვნელო შტაბში ცვლიელბებიც ამის საწინდარი უნდა იყოს. ფედერაციაშიც ცვლილებებია საჭირო, ფაქტია წინსვლა შენელებულია.
შოთა
ვფიქრობ გაგვიჭირდება მოგება. არაა სუსტი იტალია, მაგრამ მაინც იმედიანად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი ლომების და თავს არ დაზოგავენ!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
იტალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩის წინ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
იტალიელთა მწვრთნელი: დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან - ვერა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"