17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

სოსო
არ შეიძლება სხვა შეხვედრების თუნდაც ანგარიშები მაინც დაწეროთ? ეს სხვა სახეობებსაც ეხება...
Grisho
დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის.. მეტი რა ვთქვა.. ჯიგრები ხართ!!!
გლახუნა
რეზო სვასტიკი რა შუაშია ?! - სახელმწიფო აზროვნება და სახელმწიფო პასუხისმგებლის განვითარება - განმტკიცება - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვუანია - სახელმწიფოსათვის. საქართველოში რაგბი - მართლა ქართველობამ უნდა ვითამაშოთ ?! ის ქისტი, ის აზრი, ის სომეხი მასზე უნდა ფიქრობდეს რომ ბორჯღალი მისი სამშობლოს - სახელმწიფოს - სარაგბო ოჯახის ნიშანი - და ის ისევე უნდა ატარონ და დ ა ი ც ვ ა ნ დანით იამაყონ (!) როგორც ქართველობამ - ეს მენტალური საკითხია. და მე- 2- მეგობარს ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ეს არაფრის მთქმელი არ არის და სიმძლავრეში ჩვენ ბიჭებს პრობლემები აქვთ, შერკინებაში რომ სცე რ ი ო ზ უ ლ ი პრობლემა გაგვიჩნდა - ეს თვალსაჩინოა და მასზე ყურადღება ალბად გ ა ც ი ლ ე ბ ი თ მეტი ჭირდება.
გელა
სამოა არ არის ძლიერი ნაკრები! ნუ ხართ ეიფორიაში. იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ!
ირაკლი
კომენტატორი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უკვე რამდენი ხანია, ბოდიში მაგრამ არ არის ნიაზას საქმე კომენტატორორბა.
რეზო
ბორჯღალიც სვასტიკით შევცვალოთ?!
aburjga
კაცო, ვითომ მილტონ ჰეიგმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა არ იცის მორაგბეები შტანგაზე ავარჯიშოს თუ განტელებზე?! შენ ფიქრობ, რომ გუნდში ფსიოლოგი არ ყავთ?! ან რომ წერ ჯერ სამოასთან უნდა გვეთამაშა და მერე იტალიასთანო... ამდენი როგორ არ იცი რომ ეს ამბები მხოლოდ ჩვენ სურვიზე არ არის?!
ბარდაკ
გილოცავთ გამარჯვებას ყველას, მიუხედავად ბევრი შეცდომისა ქართული ჟინის ხარჯზე მაინც მოიგეს ბიჭებმა და მადლობა მათ ამ სიხარულისთვის. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: ესეთი სუსტი დაცვა რაც ამ ბოლო თამაშებში გვაქვს მემგონი ისტორიის მანძილზე არ გვქონია, ლომიძე აშკარად არ არის განაცხადში შესაყვანიც კიი, კაცი მეორე მესამე ხაზს თამაშობს და 1 ბურთი არ ამოუღია არცერთ თამაშში, ყველას რომ ატარებს და დაცვა 0 აქვს ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. მაისაშვილი გასაშვებია, არ არის ის ამ დონის დაცვის მწვრთნელი და შედეგიც სახეზეა. საერთოდაც ფედერაცია ძალიან მოიკოჭლებს, აშკარად უჭირს ორგანიზების მხრივ. ბევრად მაღალ დონეზე იყო ფედერაცია ნიჟარაძის დროს და დარწმუნებული ვარ ზედგენიძის შემთხვევაშიც უკეთესი ფედერაცია გვეყოლებოდა. ჯერ მარტო გუშინდელი უაზრო გათვლა რა იყო 25 ლარი რო დაადეს ბილეთს და ნახევარი სტადიონი ძლივს შეივსო?! სირცხვილია ამ გაჭირვებაში მყოფ ხალხს რომ აიძულებ 25 ლარი გადაიხადოს თავისი საყვარელი ნაკრების თამაშის საყურებლად!!!
zaza
არც სტადიონები აკლიათ ამათ და არც პირობები აქვთ ცუდი ყველამ იცის სად იყო ქართული რაგბი ამ შვიდი რვა წლის უკან მთავარია პროფესიონალიზმი და მონდომება აუცილებელია თაობათა ცვლა მიზანმიმართულად გაგრძელდეს რაც შეეხება იტალიას მასთან სათამაშოთ გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა ძალიან იგრძნობოდა ლიდერის არ ყოლა გუნდში.კაჭარავა და ნემსაძეც რო დიდი ძალაა ნაკრებისთვის ესეც ნათელია გორგოძეზე აღარაფერს ვამბობ რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გადათელავდა ამ ფორმაციის იტალიას.რომელიც ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი.და ბოლოს რასქვია თბისი ბანკი არუნდა აფინანსებდეს რაგბს აპა მიდი და შენ დააფინანსე შენი ჯიბიდან შე დალოცვილო თბისი კიარა ყველა კერძო ბიზნესის მქონეს პირიქით უნდა მოუწოდო რო ფული ჩადოს რაგბში.აპა ბიუჯეტის ხარჯზე რაგბი ვერანაირად ვერ განვითარდება ეგ უკვე წარსულია და აღარ დაბრუნდება.ეგარი ჩვეულებრივი პოპულიზმი და მეტი არაფერი.ფედეარაცია რატო არსებობს იმიტომ რომ რაც მოგცენ და აგიშენენ ის ყაირათიანად გამოიყენო ჩემზე რო იყოს ნიჟარაძეს დავაბრუნებდი ფედერაციაში.და კიდე ჰეიგი თუ წავა და ვიღაც პანჩო ვილა მოვა ვინ იძლევით გარანტიას რო ხვალ არგენტინას და ირლანდიას მოუგებთ არც არავინ ასე რო ვაცალოთ ამ კაცს მსოფლიომდე და მერე გაუშვათ თუ არ ექნება შედეგი.
მე
ხო მაჩხანელი და ფეხბურთში მიშა მესხი
Me
თბს ბანკამდე ვთბ იყო და მევახშეობა რა შუაშია ხაზარაძე კი არ თამაშობს, მარა თარსები კი არიან მგონი :)
Me
საიდან მოგაქვთ, რომ ნაკრების მწვრთნელმა უნდა ასწავლოს მორაგბეს თამაში? ნაკრები წვრთნას გადის მაქსიმუმ 1 თვე ან 2 კვირა ტესტებამდე ან თამაშებამდე. ნაკრების მწვრთნელს ევალება სწორი სელექცია, სწორი ტაქტიკა და სწორი შეცვლა სწორ დროს! რომელმა იცით ჰეიგი, რამდენ შავ სამუშაოს ასრულებს გარდა იმისა, რაც ევალება? იცით რამდენს მუშაობს საკლუბო მწვრთნელებთან? იცით რო კვალიფიკაციის ასამაღლებლად მწვრთნელებს უშვებს ზელანდიურ კლუბებში? კაცმა ფედერაციის საკითხებიც შეითავსა ჰეიგზე ნუ აპელირებთ ტყუილად სვანაძეს მოკითხეთ, რაც ხდება იარი რო ათქმევინა ნიჟარაძეს ჩერეზ მთავრობა და ეხლა რო ზის თბილ სკამზე და ძალით რო ტენიდა ნაკრებში თავის ძმიშვილს სანამ კინაღამ შუაზე არ გადატეხეს არ შეეშვა აი მაგაზე ილაპარაკეთ. ისე მე მგონია თქვენ ის ხალხი ხართ რო ამბობდით კალათბურთის ნაკრები გადაიზარდა და კოკოშკოვი არ შეგვეფერება უკვეო და გააშვებინეთ ფედერაციას!!! ყველას გთხოვთ ჯერ კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ კარგად ჩაიხედეთ საკითხში ვინ რას ქკეთებს კარგად გაერკვიეთ და მერე განსაჯეთ ვარგა თუ არ ვარგა.
ილია
გლახუნდა მაგარი კაცი ხარ!!!!! ერთი გამაგებინა შენ როგორ გაგიბედეს ქილიკი? აქ არა, თუ არ ვცდები კვირისპალიტრის საიტზე
გივი
მოკლედ, კომენტარი კი არა, წინასაარჩევნო მანიფესტია. :))) კარგია მართლა.
David
Dimitri basilaia sad ari ro ar chans amdeni xania ? ?
გლახუნა
რა დაგვანახა თამაშშმა- პოტენზია სერიოზული არსებობს, ჩავარდნებიც გვაქვს -ანუ ფსიქოლოგიური და მენტალური მომზადება და მასზე ყურადღება ყოველ თამაშისათვის აუცილებელია. ახალგაზრდებს ჭირდებს ფ ი ზ ი კ ა,შტანგაზე სერიოზული ვარჯიში - ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე რომ შეემატოთ და ჯახის დროს უკან კი არა-წინ იწეოდნენ-აგდებდნენ მოწინააღმდეგეთ, მისთვის კარგი იქნება უცხოლი სპეციალისტებიც მოიყვანონ ქართველ სპეციალისტთან ერთად. შერკინებაში ა რ გვჭირდება უცხოელები -მხოლოდ ქართველები- რაც შერკინებისათვის უცხოელი მწვთნელების მოყვანა დავიწყეთ- მასს შემდეგ პოზიციები სერიოზულად დავთმეთ. უცხოეთიდან გჭირდება მოლის და რაქის სპეციალისტები, ჩვენი ძველი უპირატრსობა- მთლად რომ ზელადიელებივით გაშლა-ეფექტური მარაოები ისწავლოს ჩვენმა ახალმა თაობამ- ა რ ა ს ო დ ე ს არ უნდა დავივიწყოთ- აუტი-მოლი-ლელო, სპეციალისტი გვჭირდება - დერეფანისათვის. კ ა რ გ ა დ გავიაზროთ - საქართველოში რაგბი უ ნ დ ა გავხადოთ მასიური- კარგი ხარისხის რაგბის სტადიონები ა ვ ა შ ე ნ ო თ - ეთნიკურად არაქართულ რეგიონებში-ც : პანკისის ხეობაში , ჯავახეთში, ქვემო ქართლში და გავაგზავნოთ კარგი სპეციალისტები - ეთნიკურად არა ქართულ ახალგაზრდობაში ქართული ენის დაუფლების აუცილებლობა ბუნებრივად გაჩნდება, შემდგომ ი ნ ტ რ ე ს ი გა-100-გდება - რაც საბოლოოდ აყალიბებს - სამოქალაქო საზოგადოებას,თავს მიიჩნევდნენ მხოლოდ ს ი ა მ ა ყ ი თ - ,,მე ქართველი ჩეჩენი ვარ, , ,,მე ქართველი სომეხი,, ,,მე ქართველი აზერი,, - როგორც ,,იტალო ამერიკელები,, ,,ამერიკელი ბერძნები,, ,,ებრაელი ამერიკელები,, ... რ ა გ ბ ი -არის ვ ა ჟ კ ა ც უ რ ი ცხოვრების წესი ,რაც დევს ქართულ მენტალიტეტში და ეს მენტალიტეტი უ ნ დ ა გდაედოს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური მწრამსის- ანუ რაგბის წ ა რ მ ა ტ ე ბ ა მარტო ქართველებს საქართველოში ა რ უნდა გვიხაროდეს- მ თ ე ლ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს! ყველა შემთხვევაში მცირე დროში მსოფლიოში ერეთ-ერთი წამყვანი სარაგბო ერი ვიქნებით!
კახა
აქ პირადული რა უნდა იყოს ან დაასახელეო რომ ითხოვთ გამოცდაზე ვართ საფრანგეთის პრო 14 კლუბების ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრესტიჟული იქნება ჩვენი ნაკრების გაწვრთნა და მთავარი აქ ფინანსებია კარგ ანაზღარებას ზელანდიელიც ინგლისელიც და ბანგლადეშელიც დათანხმდება
გლახუნა
- ჯერ სამოასთან და მისთანა გუნდთან უნდა გვეთამაშა და მერე იტალიასთან - სტრატეგიული მიდგომა იტალიასთან თამაშისათვის იყო ს უ ს ტ ი ! ტესტების დროს 1-ლი თამაშისათვის ბიჭები თითქმის ყოველთვის ნაკლებათ შეთამაშებულები არიან, განწყობაც შედარებით ნაკლებათ მომზადებულები და რ ა ტ ო მ ასეთი-ამდაგვარი შეცდომები ?!

2 წელია გამოვთქვამ აზრს რომ ლობჟანიძე რეგრესს განიცდის და ასეთი 9 ნომრით თამაში უჭირს გუნდს. სანამ სხვა კომპონენტებში მაინც ვიყავით კარგად ვასკას ფორმაში არ ყოფნა ასეთი თვალში საცემი არ იყო, მაგრამ ახლა როცა აუტი, მოლი და შერკონებაც კი აღარ გამოგვდის მაგარი, რაქიდან ბურთის გამოტანების ასეთი დაგვიანება , არასწორი გადაწყვეტილებები პასის დროს უკვე დამღუპველია. აფრასიძე გაცილებით დინამიურად თამაშობს ამჟამად. ზოგადად კი მხოლოდ ბოლო 30 წუთში გამახსენდა რომ რაგბი ჩვენი თამაშია და მიკვირს როგორ მოახერხა ფედერაციამ და ჰეიგმა ასე არევა გუნდის. თან ამისკენ თითქოს მიზანმიმართილად მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ. პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს ამ თავგადაკლულ გულშემატკივრებს რატომ არის გუნდი ასეთი არეული, თამაში დაულაგებელი და არაპროფესიონალური შეცდომებით დატვირთული? ნუ გვეტყვით მაგრამ დაინახეთ და გამოასწორეთ - დერეფანში ბურთის შემოტანა რატომ უნდა გვიჭირდეს 6 ერზე პრეტენზიის მქონე გუნდს? პ.ს. კომენტატორი სხვა არ შეიძლება რომ მოძებნოთ? მოგებულ თამაშებში კიდევ შეიძლება ავიტანოთ და ასეთ თამაშებში უკვე ნერვებს გვაგლეჯს მაგის ხმა - კაცი იჭაჭებოდა უდისციპლინობააო გაროცა ბრეგვაძეს თავში წამოარტყეს და ჩვენებმა საპასუხო რეაქცია გამოავლინეს ?! თურმე ამის უფლება უნდა მისცე მოწინააღმდეგეს და თან თბილისში (აქამდე ვერც გიბედავდნენ და ახლა თურმე ჩვენებმა წამოთაქებები უნდა გაატარონ კიდეც)! აფრასიძეს კი გამდედაობა და მანევრები დაუწუნა როცა ამ ბიჭის ეს მოძრაობები და სისწრაფე იყო გარდატეხის ერთერთი ფაქტორი ამ თამაშში. მოკლედ თავისთვის უყუროს რა.
გიორგი
ყველა, ვინც ახალ მწვრთნელზე აპელირებს, დაასახელოს თუნდაც ერთი მწვრთნელი, რომელიც ჰეიგს სჯობია და რაც მთავარია უმუშევარია. ყველასთან რომ მოგებაზე ვფიქრობთ, ძალიან კარგია, მაგრამ ეს სპორტია და გამარჯვება ასე ადვილად არ მოდის. ყველას დიდ " ომებში" მოგება გვინდა, მათ შორის მეც, მაგრამ პატივი ვცეთ ყველას, ვინც თუნდაც დღევანდელ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. ასე ადვილი არ არის ეს ყველაფერი, განსხვავებით ლაპარაკისგან.
givi
ეგ მარტო იტალიაში ჩასვლაზე არ იყო, კიდე ბევრი ჩათლახობა იყო მანდ და მომენტი დაგვიჭირეს არავინ არა გვყავდა. მთელი დრო მიზანმიმართულად ემზადებოდნენ, თან ირლანდიასთან თავი გაიფარჩაკეს ხალხი დაასვენეს და ადვილად მაინც ვერ მოგვიგეს ამოისუნთქეს რომ მოგვიგეს. მაგათ მოულოდნელად რომ გადავეყაროთ აუცილებლად გავაგორებთ და კიდე ბევრ სხვას კიდე. ოკეანელებს რომ სისტემატურად ვეთამაშოთ უპრობლემოდ მოვუგებთ იტალიას.
პაატა
ვეთანხმები მათ ვინც თვლის რომ ჰეიგს დიდი მადლობა და ახალი მწვრთნელი ნაკრებში. იმაშიც ვეთანხმები რომ ფედერაციაში ცვლილებებია საჭირო. ახალგაზრდების თამაში რომ მოგვწონს ეგ ჰეიგს არ უსწავლებია, ეგ მაგათ სხვა მწვრთნელებმა ასწავლეს, ასე რომ ნაკრებს უდაოდ სჭირდება ახალი მწვრთნელი. სამოა იტალიაზე გაცილებით სუსტია და მაგიტიმაც მოვუგეთ მეორე ტაიმი. მსოფლიოზე ასე ჩაგდებული ტაიმის მერე ვისთან უნდა გქონდეს რამის იმედი?! ვერ გავუგე ამ ჰეიგს ვერაფერი, შერკინებაში ინგლისელი მწვრთნელი და დაცვის მწვრთნელად ქართველი...მაგარი თაობა მოდის და მაგათ უნდა მაგარი მიხედვა, ლოზუნგებით წვრთნა ვერაფერი ბედენაა, მაგარი მწვეთნელი გვჭირდება ნაკრებისთვის და მციდნე ხალხი ფეერაციაში!
სპორტ ფაზა
მე ვთქვი ძირითად სასტავში არ არის დასაყენებელი თორე საერთოდ არ ითამაშონ ნაკრებში თქო არ მიგულისხმია.... გაანალიზეთ თამაშები და ნახავთ ვინ ჯობია 1 ნომერზე...9 ნომერზე და აშ.. წარმატებები ჩვენ ლომებს!!!
samtredski
ყოჩაღ ბიჭებს და ჰეიგს იციან სამოას რა მომენტი დაუჭირონ რაც შეეხება იტალიას სულ რომ არასდროს არ მიგვიღონ ექვს ერში იტალიაში სათამაშოდ არაფრის დიდებით არ უდა ჩავიდნენ აწი სანამ თბილისში არ ჩამოვლენ და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია,
a
რა თქმა უნდა გახარებული ვარ, მაგრამ რაც თბს ბანკი შეძვრა რაგბში სულ უკან წავედით. სად მევახშეები და სად ვაჟკაცების სპორტი.
დიმა
ბიჭებს დიდი მადლობა! მომავალი ჩვენია! ჰეიგი კი იმედია მესამე თამაშში მაინც არ დააყენებს ძირითადის შემადგენლობას მარქაფაში.
ჯონდო
რომელ ქართველს ლობირებთ თქვით ბარერ.
zurab
კახა. გულდაწყვეტილი გეთანხმები. ბოლოს ყველაფერი ძველდება და ჰეიგიც, მგონი, ნელ-ნელა იწურება. რას იზამ. საბედნიეროდ ბოლო მწვრთნელები ერთი მეორეზე კარგები და დროულები იყვნენ. ყველა მათგანს დიდი მადლობა, დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენგან!
mirosan
სამწუხაროდ ვასკა ნამდვილად ვეღარ პროგრესირებს, ლომიძეც არაა შეუცვლელი, მარა ნარიაშვილზე ეგ რა ნამუსით თქვი კაცოოო
გიო
ჩვენ ვართ მე-14 ადგილზე..გაგვასწრო იტალიამ,აშშ უკანაა
glot
რა შუაშია ეს?
politologi
გადააჭარბე ეხლა შენ
კახა
მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის ერთმანეთის გვერში დგომისთვის(გვაკლია ძალიან) ქვეყნის სიყვარულისთვის ჩვენი გული და სული ხართ ბორჯღალოსნებო განსაკუთრებული მადლობა ჰეიგს და ტონგასთან გავაცილოთ ეს კაცი ჩავაბაროთ ფედერაცია სვანაძე მაინც არაფერს აკეთებს და მოვიწვიოთ კვალიფიციური მწვრთნელი გავუსწოროთ სიმართლეს თვალი ეს გამარჯვება მთლიანად სულისკვეთების ხარჯზე მოვიგეთ კარგი დისციპრინებული გუნდი არ დაგვანებებდა მოგებას პირველი ტაიმის შემდეგ სამწუხაროდ ჰეიგმა ამოწურა თავისი თავი საჭიროა ახალი ხედვები გუნდის უფრო ტაქტიკურად მომზადება უკვე მთლად რეგრეს ვერ დავარქმევ მაგრამ პოზიციებს ვთმობთ შერკინებაში მოლი ვერ გამოვიყენეთ ვერცერთხელ ბოლო თამაშებში ჰეიგს მივანიჭოთ გორგასლის ორდენი და ფედერაციაში დავნიშნოთ მწვრთნელთა გადამზადების კურატორად ან ნაკრებებისთვის ახალგაზტდების გადამზადებლად ანდაც აკადემია ჩავაბაროთ დროა მერე დაგვიანებული იქნება მსოფლიოსთვის.
ბესო
მაჩხანელი დააბრუნეთ კაპიტბად
სპორტ ფაზა
აფერუმ დებიუტანტებს და ახალგაზრდებს!! სუთი მგელი!! ჩემი აზრით ნარიაშვილი ლომიძე ლობჟანიძე ნაკრებში ძირითადის მოთამაშეები არ უნდა იყვნენ!!!
ვვვ
ახლები სულ სხვანაირად თამაშობენ, სულ სხვა მოძრაობა და პლასტიკა აქვთ, სულ სხვა ფანტაზია და გაქანებაა, ამათ რა უნდათ მარქაფაში, ამათზე უნდა აიწყოს მსოფლიოსთვის გუნდი.
მთ
ისევ 20-წლიანებმა იყოჩაღეს
David
ამერიკამ გადაგვასწრო და მე 15 ე ადგილზე ვართ მაგრამ თუ ტონგას მოვუგებთ 16 ქულიანი სხვაობით მე 12 ზე გადასვლის შანსი რეალურია
gaumarjos bichebs
მოკლედ, ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. მომავალი თაობის თამაში იმდენად უკეთესია რომ ლაპარაკადაც არ დავიღლები, აწმყოს და ყოფილებს მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა
პაატა
პირველი ტაიმის შემხედვარე ამ თამაშს თუ მოვიგებდით ნაღდად არ მეგონა!!! გენაცვალეთ ბიჭებო!!! ორი 100%-ით განსხვავებული ტაიმი. ვინც წერს რომ შერკინება აღარ გვჭირდება ძალიან ცდება!!! ლობჟანიძე ჯობია ისევ დიდ 10-ში დაბრუნდეს და ითამაშოს, ეგება განვითარდეს. აბჟანდაძე-აფრასიძე, ორი ვარსკვლავი გვეზრდება! დღევანდელი მეორე ტაიმის შემადგენლობით იტალიას უეჭველი მოვუგებდით! გამარჯვების მიუხედავად მაინც ვერ გავამართლებ ჰეიგს, არ შეიძლება პირველი ტაიმის ამ დოზით ჩაგდება, მსოფლიოზე ძალიან გაჭირდება წარმატების მიღწევა.
ვაი ჩვენს პატრონს
ჰიჰიიიიიი...ვეღარ არიან ხასიათზე, ჩაესვარათ ხასიათში ეს იყო ძველ სტილში გამარჯვება...დათმობილი პირველი ტაიმის მერე გარდაქმნილი და გადამხვნელი საქართველოს ნაკრები...როგორ მიხარია ახალგაზრდების ასეთი თამაში ვერ წარმოიდგენთ... გილოცავთ ყველას
გიორგი
აი ამიტომ უნდა დავუდგეთ და გვჯეროდეს ჩვენი ბიჭების! თუ წააგებენ ესეიგი მეტი ვერ შეძლეს და შემდეგში გამოასწორებენ.

ძალიან ნერვიული პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭების თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო ! მაგრამ ეხლა კი ვიკადრებ მწვრთნელის აშკარა შეცდომებზე ლაპარაკს - როგორც კი შეიცვალნენ 9 და 10 ნომრები, მთელი გუნდი გამოცოცხლდა ! ბურთის ბოლომდე ჩათამაშება ყველა შეტევას ამწვავებს და შუაში შეტრიალება - კლავს. როცა მეორე ხაზი არა გყავს, რატომ ატენის ბურთს შუაში, ვერ ვხვდები. სასწრაფოდ უნდა ათამაშოს ახალგაზრდები, თუ გვინდა მართლაც ლამაზი რაგბი ვნახოთ !
912
ეგრე რა... ტონგაც უნდა დავდოთ
TanoLife
თქვენ გენაცვალეთ, ლომებო! ძალიან ლომები ხართ! უხ! თქვენ შემოგევლეთ ჯიგარში, ბიჭო!!!
Tinto bras
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ ყველას, იტალია უნდა ჩამოვიტყუოთ თბილისში როგორმე.
Geo_Dinamo
ბრავო ბიჭებო ასე გააგრძელეთ, ახალმა თაობამ დაგლიჯა. აბჟანდძე და აფრასიძე სულ ძირითადში უნდა იყვნენ. მადლობთ და წარმატებას გისურვებთ.
mamulo
უფრო მეტი ახალგაზრდები ნაკრებში! მათ გამოაცოცხლეს თამაში მეორე ტაიმში და გადაგვარჩინეს წაგებას.
გუგა
აფრასიძე უნდა დააყენოს თავიდანვე ჰეიგმა ძირითადში
თენგიზი
ეხლა სადაა პროფესორები? თაობის ცვლის დროს შევხდით იტალიას.. თან პირველივე თამაშზე... აბჟანდაძე-აფრასიძე რო ძირითადში დამკვიდრდება ერთა თასზე, პლიუს გიორგაძე, გორგაძე, ცუცქირიძე, გოგიჩაშვილი აი მერე ნახეთ როგორ დავხდებით შოტლანდიას და მსოფლიოზე უელსს.....
გუჯა მთიბავი
არავის განაწყენება არ მინდა და დარწმუნებული ვარ რომ ყველას გაგვიხარდება ჩვენი ქვეყნის წარმატება მაგრამ დღევანდელი და საერთოდ ბოლო დროინდელი თამაშები ძალიან საშინლად ჩაატარეს ჩვენებმა
დიმა
აბჟანდაძე აფრასიძემ მოიგეს ეს თამაში, გენიოსები არიან. მეორე ტაიმი იყო საოცარი
Dd
ეხლა სად ხართ ტროლებო, ვეღარ ქირქილებთ?:)
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
შოტლანდიამ მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა მოიგო
ბორჯღალოსნები სამოას 3 დებიუტანტით დაუპირისპირდებიან
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
მილტონ ჰეიგი გვპირდება: "ბორჯღალოსნები" სამოასთან თავდაჯერებულნი გავლენ!
საქართველოს ნაკრებმა სამოასთან პირველი ტაიმი 10:19 წააგო
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
პოლიციამ სამოა-საქართველოს მატჩის წინ მაგრად გააჯაზა [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნების" მეტოქე: მებრძოლი სამოა