©გოგიტა ბუხაიძე

ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელად სექტემბრის ბოლოს დაინიშნა. მან ქართველი ფორვარდები ჯერ საფრანგეთში ავარჯიშა, მერე კი ნოემბრის, თიბისი რაგბის სერიებში იტალიის, სამოასა და ტონგას ნაკრებების წინააღმდეგ ათამაშა.

47 წლის სპეციალისტს, რომელსაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში და ინგლისის პრემიერშიფის კლუბებში უმუშავია, მის პირველ შთაბეჭდილებებზე, მუშაობის სპეციფიკაზე, განვლილ შეხვედრებზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- წარდგენის დროს მოტივირებული და ბედნიერი ჩანდით. მაინც რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ აქ ჩამოსვლა? მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ძალიან ძლიერ გუნდებში გიმუშავიათ და არაერთი ვარსკვლავი გაგიწვრთნიათ.

- მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ქართულ რაგბს, განსაკუთრებით ქართველი მორკინალების თამაშს. ამიტომ, როდესაც ასეთ კარგ ფორვარდებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, შანსი ხელიდან არ გავუშვი.

- წარდგენის პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ ქართულ შერკინებას მსოფლიოში ძალიან კარგი სახელი აქვს. რეალობაში რა დაგხვდათ?

- ძალიან ძლიერი კაცები! რომელთაც ღრმად აქვთ გამჯდარი შერკინების მენტალიტეტი, ვგულისხმობ, რომ მათ მოსწონთ შერკინება. ჩემი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ დეტალებს მივაქციოთ ყურადღება, რათა ამ საქმეში თანმიმდევრულები ვიყოთ.

- რა ნაკლი აქვს ქართულ შერკინებას და რა კომპონენტებია გასაუმჯობესებელი? რომელია ყველაზე პრობლემატური პოზიცია და სად გვაქვს ყველაზე ნაკლები სიღრმე?

- ყველა სისუსტეზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გარკვეული კომპონენტები, მაგალითად ბოჭვის არე, შეტევითი მოლი, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, ისევ და ისევ იმისათვის, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს თუ რა სიმაღლეზე ვასრულებთ ამა თუ იმ ილეთს (მაგალითად მოლში, ან კონტაქტში შესვლა).

- დაცვის მოლში უფრო გვიჭირს, თუ შეტევითში? რომელი უფრო ადვილი გამოსასწორებელია? რამდენად ართულებს მოლში თავის დაცვას აუტში კაცის აწევა?

- იტალიასთან თამაშისას გამოჩნდა, რომ დაცვით მოლზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება იყო საჭირო. დაცვის მოლში ჩვენი კოლექტიური მოქმედება ძალიან სერიოზულ გაუმჯობესებას მოითხოვდა, რასაც სამოასთან და ტონგასთან თავი წარმატებით გავართვით.

- ეს იმის დამსახურება იყო, რომ მოლი გავაუმჯობესეთ, თუ უბრალოდ კუნძულელები ამ კომპონენტში იტალიასავით ძლიერები არ არიან?

- არ ვიტყოდი, რომ სუსტები არიან. თუმცა შესაძლოა, გამომდინარე იქიდან, რომ იტალია პირველი ეშელონის გუნდია. პირველი თამაშის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დაცვის მოლზე და ვისურვებდი ვიფიქრო, რომ შედეგი ამანაც გამოიღო.

მეტოქის დერეფანში ბლოკი რომ დავაყენოთ, ხელს ხომ არ შეუშლის ჩვენი დაცვითი მოლის ორგანიზებას?

ბალანსის დაცვაა საჭირო. ორივეს უნდა ვახერხებდეთ. ხანდახან არც უნდა ავუხტეთ, ხანდახან პირიქით. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მეტოქე, რომ იფიქროს და არ იყოს დარწმუნებული იმაში, თუ რას გავაკეთებთ.

- შეგვიძლია თუ არა, რაქში მოწინააღმდეგე შევაწუხოთ ისე, რომ ხაზის სიმწყობრე არ დავარღვიოთ და რა არის ამისთვის საჭირო?

- დიახ შეგვიძლია, სწორად შერჩეულ დროს. ამით მეტოქეს ვაიძულებთ, მეტი ხალხი ჩააბას ბოჭვის არეში. ეს ის ელემენტებია, რომლებზეც მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენ არ გვინდა ძალიან ბევრი ხალხის ჩაბმა, ვინაიდან ამით სხვაგან გვაკლდება დამცველი. ბალანსის დაცვა აუცილებელია.

- აპირებთ თუ არა დამატებით შერკინების ახალი მოთამაშეების მოძიებას და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე? ნახეთ თუ არა დიდი10-ის თამაშები, ან აპირებთ თუ არა მომავალში მათზე დასწრებას?

- თეორიულად შესაძლებელია, დაველოდოთ და ვნახავთ.

- ნაკრებთან ერთად მხოლოდ ერთი თვეა მუშაობთ. რამდენად მოახერხეთ თქვენი ფილოსოფიის მოთამაშეებამდე მიტანა და რამდენად ადვილად ითვისებენ თქვენს დავალებებს?

- მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიიღეს ჩემი შეხედულებები და როგორ ცდილობენ მოერგონ და შეცვალონ თავიანთი თამაში ისე, როგორც მე მინდა. კმაყოფილი ვარ არსებული სიტუაციით, თუმცა სრულყოფამდე ჯერ შორია.

- საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხართ ნოემბრის ტესტებით?

- რაც დრო გადიოდა, ჩვენი თამაში უმჯობესდებოდა. ზუსტად ისე, როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში, ვისთანაც კი მიმუშავია. იტალიასთან მძიმე თამაში იყო, ვინაიდან პირველი ეშელონის გუნდია. შესაძლებლობა რომ იყოს, მათთან შეხვედრას ამ კვირაში ვისურვებდი, რადგან ერთად შედარებით მეტი დრო დავყავით.

- თქვენ გამორჩეული ბურჯი იყავით და ამ პოზიციის ნიუანსები ყველაზე კარგად გესმით. ერთი თვეა საქართველოში ხართ და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რით გამოირჩევიან ქართველი ბურჯები და რატომ არიან ასე დაფასებული სარაგბო სამყაროში? თუ არის რამე საერთო ნაკლი, რაშიც ისინი მოიკოჭლებენ?

- გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე. საქართველოში ფიზიკურად ძლიერი კაცები გვყავს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შერკინებაში ეს ძალა მონოლითური იყოს და თითოეული მათგანის ინდივიდუალური თავისებურებანი შესაბამისობაში იყოს იმასთან, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, რათა შერკინებაში ერთდროულად ვაკეთებდეთ ერთი და იგივეს. სწორედ ეს არის ბურჯების მიმართ ჩემი უმთავრესი მოთხოვნები.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველი ბურჯების ტექნიკა განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ შეჩვეული ხართ?

- არა, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მათ სტილს. არაერთი თამაში მინახავს საფრანგეთში და ქართველების წინააღმდეგაც გამიწვრთნია გუნდი. არის მცირე კორექტივები, რომლებსაც ვთხოვ, რომ შეიტანონ თავიანთ თამაშში, მაგრამ არაფერი ისეთი, რასაც მიჩვეულნი არ არიან, ან არ აკეთებენ.

- ჩვენ ვიცით როგორია ქართული რაგბის სტილი, რომელიც ძირითადად შერკინებაში უპირატესობის მოპოვებაზეა აგებული. როგორია მიდგომა ინგლისში, რის ირგვლივ ხდება თამაშის აგება, რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

- ვფიქრობ, თანამედროვე რაგბში მორკინალების მიერ მოპოვებული უპირატესობა მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ ასეთი უპირატესობის მოპოვებას. ბოლო სამ თამაშში ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ ფორვარდებზე აღარ ვარ დამოკიდებულნი და ფანტასტიკურ რაგბს ვთამაშობდით. რაც უფრო მაღალი დონის გუნდებს შევხვდებით, მით უკეთესები გავხდებით შეტევაშიც და დაცვაშიც. ვფიქრობ, ბალანსი უნდა დავიცვათ და მხოლოდ შერკინებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

- როგორ მუშაობენ ინგლისში მეორე ხაზელებთან?

- ვიხილავდით ვარიანტებს მსოფლიო თასისთვის და ვერ ვიტყვი, რომ მეორეხაზელების სიმცირეს განვიცდით. კარგი ბიჭები გვყავს. თუ გავიხსენებ ინგლისის ნაკრებში ჩემი მუშაობის პერიოდს, მაშინაც იგივე რაოდენობის ვარიანტები გვქონდა და არ ვფიქრობ, რომ მნიშნელოვანი განსხვავება იყოს ტალანტების რაოდენობაში.

- უკვე გარკვეული დრო გაატარეთ საქართველოში, ბიჭებთანაც იმუშავეთ და კლუბებშიც მოინახულეთ. თქვენც და მილტონიც ხშირად აღნიშნავთ ქართველების განსხვავებულ ბუნებას. როგორები არიან სინამდვილეში?

- ძალიან შრომისმოყვარენი არიან. შეუძლიათ ცვლილებებისადმი ადაპტირება, იქნება ეს თამაშსა თუ ვარჯიშზე, როდესაც მწვრთნელები ამა თუ იმ დავალების შესრულებას ვთხოვთ. მე მომწონს მათი ადაპტაციის უნარი. გარდა ამისა, ძლიერები არიან. ზოგადად, ქართველები ძლიერი ერია. ვარჯიშზე მათ სხვადასხვა მითითებებს ვაძლევდი და ისინი მას ძალიან კარგად ასრულებდნენ.

- მსოფლიო თასზე, უელსთან, ბოლო წუთზე ჯარიმის კარში დარტყმის და ანგარიშის გათანაბრების შანსი რომ გაგვიჩნდეს, კარში დავარტყამთ, თუ აუტში გადავიტანთ?

(იცინის) სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
ერთი ქართველი მწვრთნელი მაინც დაასახელეთ ვინც როუნთრის კი არა ბესის მაინც ჯობია :)
Mch
ინგლისელი რომ გვყავს შერკინების მწვრთნელად, მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად! იქეთ უნდა სწავლობდნენ ჩვენგან!
l
სულ თავს იმართლებს ყველა, დავიღალეთ გულშემატკივრები. ისე ერთი ვაშაძეები რაგბსაც დაამშვენებდა მცირე დროით.
გიორგი
სასტაული კომენტარია :)
ქარ
ძლიერი ერი ნიშნავს, როცა კაცებიც და ქალებიც თანაბრად ძლიერები არიან. ჩვენი გოგოების 90% სურათების გადაღების, დიეტაზე თავის მოკვლის და შაურმის ღერძვის მეტს არაფერს აკეთებენ, რომელ ძალისმიერ, სწრაფ თუ გუნდურ სპორტში გვაქვს წარმატებები ქალების მიმართულებით ძალიან მაინტერესებს... ძალიან მწყინს და ნერვების მეშლება ამაზე, გოგოებს მეტი სპორტი ჭირდებათ და პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ეს ჩვენ. სტერეოტიპულად რა უნდა გოგოს ფეხბურთზე ჭიდაობაზე ან კარატეზე არის ჩამორჩენილობა და უნდა გამოვიდეთ აქედან ჩვენ გოგოებს მეტი შეუძლიათ დარწმუნებული ვარ.
rugby
არაპროპესიონალური კითხვა პასუხი
ქუთაისელი
ეს კაცი არის ჩანერგილი, ჩვენგან რომ ისწავლოს შერკინების ტექნიკა.. მსოფლიოს სამეულშია ჩვენი შერკინება! რა გვჭირს ინგლისელების სასაწავლი შერკინებაში? ჩვენ დაგვპატიჟა ინგლისმა, შერკინებაში სპარინგი რომ გაგვევლო, და ეტყობა არ ეყოთ რაც ვასწავლეთ და კაცი შემოგვიგზავნეს.. მაგარი ჩთLხ-ბი არიან და ფრთხილად უნდა ვიყოთ!
გიორგი
ფორვარდების მწვრთნელი დიდ10-ში ვის უნდა დააკვირდეს?
ჭაღარა
ამდენი რამ ალაპარაკა
პაატა
როდის მერე გახდა იტალია პირველი ეშელონის გუნდი?! ოშის იაპონიისთვის ერთი თამაშის მოგებით მოქონდა თავი....მიჯრით ორი თამაში მაინც გვეთამაშონ და ვინ იქნება "პირველი ეშელონიდან" მერე ვნახოთ! ვერ გავიგე ეს როუნთრიც არ ესწრება დიდი 10-ის თამაშებს?! აბა მარტო საფანგეთში ჩადიან???
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ასეთი რამ პირველად საქართველოში ვნახე - გრეემ როუნთრი "ბორჯღალოსნებზე" საუბრობს
CNN ქართულ რაგბიზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე - "საქართველო ჩემთვის ზედგამოჭრილია"
WORLDRUGBY-ს ინტერვიუ გრეემ როუნთრისთან: ქართველები შეუდარებლად ძლიერნი და ამავდროულად ტექნიკურად ძალიან მაგრები არიან
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"