ეროვნული ლიგა დასრულდა და ყველა ქართული სპორტული საიტი ცდილობს, შეაჯამოს და გააანალიზოს წელს ჩატარებული პირველობა. მათ შორის იყო "აჭარასპორტი", რომელმაც ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სიაში მოხვედრილი "სამტრედიის" ნახევარმცველი ბექა ტუღუში, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მცდელობით, ჟურნალისტისგან სტატიის აღებას მოითხოვდა.

Sportall.ge გმობს ჟურნალისტის მიმართულებით განხორციელებულ მუქარას, ასევე, ჟურნალისტის თავისუფალ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და მცდელობას, რაიმე სახით შეუშალოს ხელი მის საქმიანობას.

როდესაც ხარ ფეხბურთელი და თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, უნდა აცნობიერებდე იმას, რომ შენს თამაშს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აუცილებლად შეაფასებენ და უნდა გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ნებისმიერი მცდელობა, ამბის ქუჩურად გარჩევის, აკნინებს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისევე გუნდს, რომლის ღირსებასაც კონკრეტული ფეხბურთელი იცავს. გთავაზობთ "აჭარასპორტის" განცხადებას:

"11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა. მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარის შემცველი ტექსტი მისწერა.

ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარის შემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.

რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".

lashe
რონალდინიომ მიიღო მილანში რო გადავიდა ცუდი მოთამაშის პრიზი იტალიაში მაგ პრიზს “ ოქროს უნიტაზი“ ქვია და რამოხდა მერე სამტრედიას ფეხბურთელმაც რო მიიღოს, ეგ ხო იმას არ ნიშნავს რო ყველას ცუდი გონიხარ ერთი რომელიგაც სპორტული გაზეთის მოსაზრებაა და მეტი არაფერი, პირიქით მოტივაცია უნდა მოგცეს მაგან რო ისე კარგად ითამაშო იმ ჟურნალისტს მაგით გასცე პასუხი ეგაა რაა 2:2=4
გენო
იმანაც უკეთ ითამაშოს და აღარ შეიყვანენ! ასეთი სიმბოლურები ყველგან კეთდება, მსოფლიო ჩემპიონატზეც! :დდ
N
ნეტავ, არ შეიძლება, რომ ქომაგებმა გავაკეთოთ ანტიჟურნალისტების ნაკრები ან რაიმე ამის მაგვარი? რას იტყვით, ხალხო? თუ ჟურნალისტები, მეფეებივით, ხელშეუხებელნი არიან?!

სოსო მესმის, რომ ძალიან უარყოფითი შეფასება გამაღიზიანებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მითუმეტეს სპორტსმენისთვის მომქანცველი სეზონის ბოლოს, მაგრამ საერთოდ რომ არ შეაფასონ, არც ეგ მგონია გამართლებული.ბუნებრივია უარყოფითი რეაქციაც, მაგრამ მუქარა და გარჩევა ნამდვილად უადგილოა.მითუმეტეს პირადი გარჩევის და სპორტსმენისთვის შეუფერებელი მეთოდებით. ვინც იმ კრებულში მოხვდა, ყველამ რომ იგივე გაიმეოროს, არც მათ კარიერას წაადგება და არც ქართულ ფეხბურთს.
h
მუქარა და ძალადობა არასწორია, მაგრამ ისე ეს ანტისიმბოლური ნაკრებიც რა უბედურებაა. ესეთი უპასუხისმგებლო საქციელით შეიძლება კარიერა გაუფუჭო სპორტსმენს.
ფერნანდო
მეტი ზრდილობა და პროფესიონალიზმი არც ჟურნალისტებს აწყენდათ.
tbiliski
აი მაგ ბლატაობის გამო უნდა გადაიყვანო საზღვარზე და რომ დაეკისრება ხელფასიდან ქვაბში 20%:)))))))) მერე მიხვდება რომ კიარუბდა იბლატაოს უნდა ითამაშოს!!!!
შოთა
კარგად მოქცეულა ბექა. რა საჭიროა ესეთი შეურაცმყოფელი სიმბოლურის გამოქვეყნება?! სიტყვიერი შეურაწყოფა მართლაც უნდა მიაყენო ესეთ ვაი ჟურნალისტებს!
anzori
მეგობარო თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატში ცხადდება წლის საუკეთესო და ცუდი გუნდი. მოთამაშეები, რომელიც ამ გუნდში არიან, მათ არავინ არ აყენებს შეურაშჰყოფას და არ იძახის, რომ ცუდი ფეხბურთელები არიან, უბრალოდ მატ წარუმატებელი, ცუდი სეზონი ჰქონდათ, ისევე როგორც ბექას. იმის მაგივრად, რომ თავიანთ თავში დაფიქრდნენ, მოინდომონ და ვარჯიშს მოუმატონ, "რაზბორკებს" აწყობენ, რეკავენ, შეურაცჰყოფას აქენებენ და ამდაგვარ სამარცხვინო საქციელს ჩადია. აი ეს არის არაპროფეზიონალიზმი და ამიტომ ჩვენი ჩემპიონატი ვერ წაიწევს წინ, სანამ სპორცმენი ვარჯიშს და პროგრესს, "რაზბორკას" ამჯობინებს.
სოსო
არავის უხარია ქვეყანაში ყველაზე უარესად გამოცხადება და ვფიქრობ, ასეთი რამე არც უნდა ხდებოდეს.ნამდვილად არა მგონია,რომ ბექა ტუღუში ყველაზე ცუდი ნახევარმცველი იყოს საქართველოში და საერთოდაც,შენ კარგი გამოარჩიე,თორემ უარესზე უარესი,ქვეყნად არ დაილევა.ტუღუშის საქციელი არ მოგწონთ და გასაგებია,მაგრამ ამ შემადგენლობის გამოცხადება,მათთვის,ვინც ამ სიაში მოახვედრეთ,შეურაცხმყოფელი არა გგონიათ?რასაც გასცემთ,იმას იღებთ საპასუხოდ,მით უმეტეს,რომ ძალიან ბევრი ტელე და რადიოჟურნალისტი,ასევე საიტი,მათ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს და კრიტიკას,კიდევ უფრო აგრესიულად იღებენ,ან ბლოკავენ, ან ეთერს უწყვეტენ ოპონენტს. იმედია არ დაბლოკავთ.
odala
ისე, თქვენც კარგი ოროსნები ხართ.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ტრენჩინი VS ტორპედო - სტუმრად ცუდ მასპინძლებთან
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]