კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური გაიმართა. ვნახეთ გატანილი და ვერგატანილი პენალტები, დაძაბული თამაშები, ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი... ჩემპიონი ჯერ არ გამოვლენილა, ცხრილის ქვედა ნაწილშიც ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება.

ტორპედო 2:0 გაგრა

ქუთაისელები მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან ნიკა სანდოხაძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის: "გაგრას" სახიფათო კონტრშეტევის დროს, როცა გიორგი ხარებაშვილს შეეძლო მეკარესთან პირისპირ გასულიყო, სანდოხაძემ ხელით ითამაშა.

ამის მიუხედავად, "ტორპედომ" გაიმარჯვა. ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს ფელიპე პირესმა გაიტანა პენალტით, 76-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა შორეული დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს ბიძინაშვილის პირველი გოლია "ტორპედოს" მაისურით.

ქუთაისელები მეორე ადგილზე არიან და 4 ქულით ჩამორჩებიან "იბერია 1999"-ს. "გაგრა" მეშვიდე პოზიციაზეა.

იბერია 1999 1:1 კოლხეთი 1913

"იბერიას" რომ მოეგო, ჩემპიონი გახდებოდა. საკმაო ხანს იგებდა კიდეც...

თბილისელები გიორგი კოხრეიძის ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ეს კოხრეიძის მე-16 გოლია სეზონში. თუმცა 73-ე წუთზე ფოთელებმა ასევე სტანდარტულიდან გაათანაბრეს: გიორგი ხარებავამ ჩააწოდა და გიორგი ახალაძემ ერთი შეხებით მოახერხა გატანა - 1:1.

მალევე, "იბერია 1999"-მა პენალტი გააფუჭა, კერძოდ, იური ტაბატაძემ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი - არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. კოხრეიძემ დაარტყა და მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი ტაბატაძემ ახლოდან ააცილა.

"იბერია 1999" 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, "კოლხეთი 1913" კი მერვე ადგილზეა.

თელავი 0:0 სამგურალი

აქაც ვნახეთ გამოუყენებელი პენალტი, რომელიც ასევე VAR-ზე ნახვის შემდეგ დაინიშნა. თელაველთა მცველ სიმაო ჟუნიორს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი. პენალტი "სამგურალის" შემტევმა ლევან კუტალიამ დაარტყა და მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია ბურთი.

მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა საბოლოოდ - 0:0. "სამგურალი" ბოლო 5 მატჩია არ დამარცხებულა და მეხუთე ადგილზეც გადაინაცვლა, "თელავი" კი მეცხრეზეა.

სამტრედია 0:1 დილა

გორის "დილამ" ზედიზედ მეორედ მოიგო ანგარიშით 1:0 და ორივეჯერ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით. წინაზე "დინამო თბილისს" აჯობეს, ახლა კი სტუმრად "სამტრედიას".

კოტრშეტევაზე ოთარ ფარულავამ ითამაშა მშვენივრად, დრიბლინგს ზუსტი პასი მიაყოლა და ირაკლი ბუღრიძემ მაღალ კუთხეში დარტყმით მიითვალა გოლი. ეს ბუღრიძის მეოთხე გოლია სეზონში.

"დილა" მესამე ადგილზეა, "სამტრედია" კი - ბოლოზე. სამტრედიელები 4 ქულით ჩამორჩებიან მეცხრეზე მყოფ "თელავს".

დინამო თბ 1:2 დინამო ბთ

დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს. ბათუმელები მეოთხე პოზიციაზე არიან, თბილისელები კი - მეექვსეზე.

საინტერესოა, რომ საქართველოს თასზე თბილისელებმა გამოთიშეს ზღვისპირელები, თუმცა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს ოთხი დაპირისპირებიდან ერთხელ დაფიქსირდა ფრე, დანარჩენ სამში კი ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

27-ე წუთზე უკვე 0:2 იყო. ჯერ ჯალენ ბლესამ გაიტანა პენალტი, მერე კი 18 წლის ნიკა დუმბაძემ წაართვა ბურთი თბილისელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიას და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს დუმბაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით შეამცირეს სხვაობა - 1:2.

75-ე წუთზე გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს, კერძოდ, ბლესა და გამოცდილი მათე ვაწაძე, ხოლო ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო "დინამო თბილისის" გვატემალელმა შემტევმა ოსკარ სანტისმა და მანაც დატოვა მინდორი.

erovnuliliga.ge

მწარე
დინამოს ბათუმთან უნამუსო პენალი დაუდეს. ეს მსაჯი დასასჯელია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. IV ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მამაცაშვილმა "დინამოს" კუთხურიდან ჩაუხვია - ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
"დილამ" "იბერია 1999"-ს 4:1 მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"იბერია 1999"-მა, "კოლხეთი 1913"-მა, "სამგურალმა" და "დილამ" გაიმარჯვეს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დინამო" (თბ) - "კოლხეთი" [LIVE]
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა