შესანიშნავი ისტორია ინგლისიდან

ადგილი, სადაც საოცრებები ხდება: ინგლისი, პრენტონი. ადგილობრივი სიამაყე - გუნდი "ტრანმერ როვერსი", რომელიც მეოთხე ლიგაში თამაშობს.

"ტრანმერის" პატარა გულშემატკივარი დიდი ხანი ოცნებობდა ოთახზე, რომელიც მისი საყვარელი კლუბის სამყაროში პორტალი იქნებოდა და ამის შესახებ მამას უამბო. მამამ ეს დაიმახსოვრა და იდეალური რემონტი გააკეთა.

ოთახი სრულიად გადაკეთდა. ახლა კედელზე ბიჭს "როვერსის" ლეგენდის, ჯონი კინგის ციტატა ხვდება: "მე წარმატების გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ შემიძლია მთვარეზე მოგზაურობას დაგპირდეთ" (იგულისხმება, რომ ყოველთვის საინტერესო იქნება).

ინტერიერის დიზაინი შთამბეჭდავია: კლუბის შარფები, პოსტერები, ლამინირებული პერანგები ფეხბურთელების ავტოგრაფებით - კლუბის თავდამსხმელების გვარებითა და მეკარის სვიტერი.

მარცხნივ 6 წყვილი ბუცისთვის ცალკე სადგომია.

ფოტოები Twitter-ზე ბედნიერი შვილის დედამ გამოაქვეყნა. მისმა პოსტმა უკვე 4 ათასზე მეტი მოწონება და 1000-მდე გაზიარება დაიმსახურა. ამბავს კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლა პალიოსი და ფორვარდ ჯეიმს ნორვუდიც გამოეხმაურნენ, რომლის მაისურიც ახლა პატარა გულშემატკივრის ოთახს ამშვენებს.

დედის Twitter-ით თუ ვიმსჯელებთ, ბიჭი მართლაც ძალიანაა შეყვარებული "ტრანმერ როვერსზე". მისი საძინებელი მანამდეც იმაზე მეტყველებდა, რომ აქ ნამდვილი გულშემატკივარი ცხოვრობს.

ოჯახი ბიჭის გარდა დაუნის სინდრომით დაავადებულ ქალიშვილს ზრდის - ფეხბურთი მასაც ძალიან უყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ტანვარჯიშითაა გატაცებული. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძმის მსგავსად მასაც ელის სიურპრიზი.

ავტორი: ანა ვერძაძე

გიორგი
ბრავო. ეს არის მამა!!! პ.ს.ისე ჩვენთან უმეტესი მამების ფანტაზია-პასპორტი აჩვენე შვილო-ს ვერ გასცდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" პატარა ფანი: ვინ მომწონს გუნდში? ყველა ნაგავია [VIDEO]
"ფინალზე დასასწრებად ბანკსაც გავძარცვავ" - "ტოტენჰემის" ფანი ცოლს ბოდიშს უხდის [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
რა გააკეთა "უიგანის" ფანმა, რის გამოც სერხიო აგუერომ დაარტყა
მწვანე ქუჩის ხულიგნები - შოტლანდიაში ფანი მოედანზე შევარდა და კაპიტნისკენ გაიწია [VIDEO]
საფრანგეთში ალჟირის ნაკრების 198 ფანი დააკავეს