გასულ კვირაში ევროპის წამყვანმა კლუბებმა ევროთასების ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები ჩაატარეს და ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა პლეი-ოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს "რასინგ 92"-ს, რომელიც მართალია, სტუმრად "ოლსტერთან" 22:26 დამარცხდა, მაგრამ 21 ქულით მე-4 ჯგუფს ლიდერობს.

პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ბურთით 12-ჯერ შეუტია და ის ერთხელაც არ დაუკარგავს, 16 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა და 61-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა შეცვალა, რომელმაც სამი მიძალებით ბურთი 6 მეტრით წასწია წინ.

დასკვნით ტურში "რასინგი" უმოტივაციო "სკარლეტს" მასპინძლობს და გამარჯვებით მეოთხედფინალური მატჩის შინ გამართვას გაინაღდებს.

"მონპელიემ" დასკვნით ტურში "ნიუკასლს" ბონუსით, 45:8 მოუგო, 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 18 იანვარს ფრანგები სტუმრად ლიდერ "ედინბურგს" ხვდებიან, რომელიც მათ 3 ქულით უსწრებს. ინგლისელთა ძლევაში სამმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა: მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ პირველიდან 44-ე წუთამდე ითამაშა, მოედანზე 44-ე წუთიდან გამოჩნდა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი უჩა ჭეიშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

პირველ ჯგუფში "უოსპსი" "ბათს" ეწვია, 16:18 დამარცხდა და ბონუსი მიიღო, თუმცა ბოლო ადგილზე რჩება და პლეი-ოფში გასვლის შანსიც დაკარგული აქვს. სტუმართა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

მეხუთე ჯგუფში "ტულონი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ედინბურგთან" (17:28) და პლეი-ოფში გასვლის შანსი მასაც აღარ აქვს. ფრანგთა რიგებში 56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

"კლერმონი" პლეი-ოფშია, თეთრაშვილმა იტალიელები დაალელოვა

ჩელენჯ ქაფზე "კლერმონმა" მეხუთე თამაშიც მოიგო და პლეი-ოფში პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა, თანაც ისე, რომ რეიტინგშიც პირველ ადგილზეა და მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

"ვულკანებმა" უახლოეს მდევარს, ინგლისურ "ნორთჰემთონს" უმასპინძლეს და 15 629 მაყურებლის წინაშე 48:40 დაამარცხეს. ფრანგებმა სტუმრებს 7 ლელო გაუტანეს და მეხუთე შეხვედრაშიც მოახერხეს ბონუსის აღება. დავით ზირაქაშვილმა პირველიდან 78-ე წუთამდე ითამაშა, ბურთით 7-ჯერ შეუტია და ჯამში 14 მეტრი იარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა.

ქართველი ლეგიონერების კლუბებიდან "კლერმონი" ერთადერთია, რომელიც ამ ტურნირზე თასის მოსაგებად იბრძვის. მე-5 ტურში "სტად ფრანსემ" "პოს" ბონუსით, 35:14 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებს, მაგრამ სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვეღარ მოხვდება. პარიზელთა შორის მეორე 40 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ბურთით 4-ჯერ შეუტია და 11 მეტრი მოიგო.

მესამე ჯგუფში სტუმრად ბონუსით, 34:27 დაამარცხა "ბორდომ" "პერპინიანი", მაგრამ მეორე ადგილზე აღზევების შანსი აღარ დარჩა. "ბორდოს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა ლაშა ტაბიძემ.

სოჭში, "ენისეისა" და "ბრისტოლის" შეხვედრისას, მოედანზე 5 ქართველი იყო - აქედან სამი მსაჯი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დონის ტურნირზე ქართველი მსაჯების ბრიგადამ იმუშავა. რეფერი 24 წლის ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეხმარებოდნენ. თამაში ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა - 65:9. "ენისეის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

მეხუთე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი დამარცხდა. "აჟენი" "ბენეტონს" იტალიაში ეწვია და სამი ლელო გაუტანა, თუმცა თავად 6 გაუშვა - 24:38. სტუმართა მესამე ლელო გიორგი თეთრაშვილმა 74-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც სრულად ითამაშა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ინგლისში "ჰარლექუინსთან" 20:38 დამარცხდა "გრენობლი". ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46 წუთი ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

გიორგაძის და შარიქაძის ლელოები პრო დე2-ში

საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დე2-ის მე-17 ტურში ლელო ორმა "ბორჯღალოსანმა" გაიტანა - კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, ოთარ გიორგაძემ.

ტურის პირველ მატჩში "ბრივი" "ბიარიცს" მასპინძლობდა და ანგარიში ქართველის ლელოთი გაიხსნა. მე-4 წუთზე მასპინძელთა შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ ახლოდან, რაქიდან შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს ქართველი მორკინალის მესამე ლელო იყო. მე-15 წუთზე ის ცენტრში დანიშნული შერკინებიდან იწყებდა შეტევას, რა დროსაც ბოჭვაზე წასული მცველი იდაყვით მოიგერია და რეფერიმ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბრივი" კაცნაკლული დარჩა, მათ მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხეს - 36:26 და 48 ქულით, სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

Video

ბრივი - ბიარიცი 36:26 . ოთარ გიორგაძის ლელო და წითელი ბარათი

განვლილ მატჩში "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა "ბრივის" 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო "ბიარიცის" რიგებში 50-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბურჯი ვახტანგ ახობაძე.

კიდევ ერთ ქართულ დერბიში "ორიაკმა" "ანგულემი" მიიღო და 13:10 დაამარცხა. მასპინძელთა ერთადერთი ლელო მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა. 32-ე წუთზე ის კარგად მიჰყვა შეტევას, ოფლოუდი შეიმაგრა და 7-8 მეტრიდან სალელოვედ შეუტია. ტრავმის მოშუშების შემდეგ ეს მისი პირველი ლელოა კლუბის მაისურით. წინა ლელო მან გასულ სეზონში, 14 თვის წინ გაიტანა.

Video

აჟენი - ანგულემი 13:10. მერაბ შარიქაძის ლელო

შარიქაძემ მოედანზე 80 წუთი გაატარა, ისევე, როგორც მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ. შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი ჯავახია თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.

სტუმართა მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა. ამრიგად, პრო დე2-ის მატჩის დასკვნით წუთებში, მოედანზე ერთბაშად ექვსი ქართველი მორაგბე იყო.

აუტსაიდერთა დავაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ბურგ-ან-ბრესმა", რომელმაც "მასის" სტუმრად 29:20 სძლია. სტუმართა შორის პირველი ტაიმი ითამაშა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ.

"ოიონამ" "კოლომიეს" 32:16 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თითო ქართველი ბურჯი იყო. გამარჯვებულთა შორის 64 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო სტუმართა ბურჯი ბექა შეყლაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს.

თორნიკე მატარაძის "ნევერი" "მონ-დე-მარსანს" ეწვია და 11:34 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა.

სტუმრად "ბეზიესთან" 18:23 დამარცხდა მირიან ბურდულის "კარკასონი". ქართველმა პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა.

ფეხბედნიერი ლაშა ლომიძე

ინგლისის ჩემპიონშიფის "დონკასტერში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა "ბორჯღალოსანმა" ლაშა ლომიძემ (44 კეპი, 6 ლელო), რომელიც ახალ გუნდს ახალი წლის წინ შეუერთდა.

26 წლის მორაგბემ, რომელსაც ინგლისში აქამდეც უთამაშია ("ლონდონ აირიშში"), მიმდინარე სეზონი საფრანგეთის პრო დე2-ის "ორიაკში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიწყო, ახლა კი ინგლისში დაბრუნდა და 12 იანვარს "ქოვენთრისთან" სტუმრად გამართულ მატჩში შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი გუნდი 20:17 იგებდა, მერე კი ერთი ჯარიმაც გაიტანა და 23:17 იმარჯვა. "ქოვენთრი" 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა, "დონკასტერმა" კი 21 მოაგროვა და მე-9 ადგილზეა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
თამაზ მჭედლიძე: ეს საოცარი იყო
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მეშვიდე ლელო მიმდინარე Pro D2-ში [VIDEO]